ყველაფერი თავიდანვე ვთქვი სათაურში.
(თავიდანვე აღვნიშნავ, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს სიტყვებთან: "დაქალი" და "ძმაკაცი" :D )
იყო დრო, ეწუწუნებოდი დაქალს იმაზე, რომ ვიღაც ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა აღარ დაგირეკა... ან, რომ ტონალური იყიდე და შენს ბუნებრივ კანის ფერს არ მოუხდა. ის გეწუწუნებოდა იმაზე, რომ შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ მეორე დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, რომ ბოლოს როდის ნახა, არც ახსოვს... რომ დიეტა არ შველის და ვერაფრით ჩაეტია ქვედაბოლოში, რომელიც წინა წელს იყიდა, იმ იმედით და შემართებით, რომ დიეტის შემდეგ ჩაეტეოდა....
იყო დრო, ეწუწუნებოდი შენს ძმაკაცს, რომ What the fuck, ასე შორს ხარ და გენატრება ყველა... რომ აი, იმ ტიპმა ასე და ასე გითხრა და ითხოვდი მისგან "ბიჭის აზრს", იმიტომ რომ შენ, როგორც გოგო, ვერ იგებ, რა fuck უტრიალებს იმ ტიპს თავში... დრო, როცა ჩადიოდი თბილისში და პირველი მანდ რეკავდი, რომ ეგრევე გენახა ყველანი ერთად... ის გიყვებოდა, როგორ მოსწონდა ერთი გოგო და მის ცოლად მოყვანას აპირებდა და შენ მთელი გულით გიხაროდა მისი ბედნიერება და მხოლოდ ის გაწუხებდა, რომ იქ არ იქნებოდი მაგ დროს...
ახლა
არის დრო, როდესაც შენი დაქალი აბსოლუტურად "სრულყოფილი" დედაა, თავისი "დღეს მთელი დღე ამას დავდევ, ახლა დავჯექი ძლივს"-ებით...
არის დრო, როდესაც ვეღარ ეწუწუნები დაქალს, რომ ტამ, ვიღაც ახალი ტიპი მოგწონს, რადგან ის ამ დროს დედამიწაზე
ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ფიქრობს: ბავშვის აშლილ კუჭზე, ამოსულ 6 კბილზე, ამოსაჭრელად გამზადებულ დანარჩენ 2 კბილზე, რომლის გამოც შეიძლება ღამეების თევამ მოუწიოს. (საოცარია, მაგრამ ქმრებზე ჭორაობის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს. ალბათ, იმიტომ, რომ შენ არ გყავს ქმარი :D )
არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ გაიგებს, როგორ შეიძლება ინერვიულო იმაზე, რომ შენი შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ შენი დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, საუკუნეა არ გინახავს... ის ფიქრობს, რომ შენ არ დაგაინტერესებს მთელი დღე იმის მოსმენა, რომ "აი, დღეს გავიარეთ და ხელის დაქნევა ვისწავლეთ"...
და უნდა ვაღიარო: დღეში 20 წუთი მაინტერესებს და მიხარია, მითუმეტეს, რომ ვგიჟდები ბავშვებზე, მაგრამ მთელი დღე მაგას ჩემმა მტერმა უსმინა... ვერ გავიგებ, იმიტომ, რომ ამქვეყნად
ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ვფიქრობ: როგორ დააგვიანა დღეს მეასედ ჩემმა შეყვარებულმა...
ახლა
არის დრო, რომ შენი ცოლიანი ძმაკაცი, რომელიც შენგან 20 წუთი სავალ გზაზე ცხოვრობს, ნახევარი წელია არ გინახავს... რომ შენი მეორე ძმაკაცის ცოლს (და მგონი, ყველა შენი ძმაკაცის ცოლს) სასტიკად არ უყვარხარ და ყოველთვის, როცა გინდა, რამე თბილი მისწერო, თავს იკავებ, რომ ტამ, უცებ ცოლმა არ ნახოს და პანიკები არ აუწიოს...
არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ მოისმენს ღამის სამ საათზე შენს წუწუნს და ვეღარ დაგამშვიდებს, რომ "არა უშავს. აი ნახავ, ყველაფერი როგორ კარგად იქნება და როგორ ტრაკში აქვთ ამ კაცებს თვალები". იმიტომ რომ, არ გიცნობს ის ცოლი და არ იცის, რომ აბსოლუტურად "არასაშიში" ხარ და მთლიანად თავისთვის უნდა თავისი ქმარი...
და იქნებ, ესაა მეგობრობა?! როცა არ უნდა უსაყვედურო... როცა რაც შეიძლება დისტანციურად უნდა მოიკითხო... როცა უნდა მოისმინო ისტორიები პამპერსებზე და ამოსულ კბილებზე... როცა უნდა გადადო ვიღაც ტიპის და ტონალურის ისტორიები გვერდზე?!
Fuckin' no idea...