Posts mit dem Label დეპრესია werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label დეპრესია werden angezeigt. Alle Posts anzeigen

27.07.11

Run like hell!

არ ვიცი, ყველა ქალი არის თუ არა ამ "ბედნიერების" წილხვედრი, მაგრამ მე მთელი "კაცობრიობის" დეპრესიიდან გამოყვანა მარგუნა ბედმა და სიმართლე გითხრათ, დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობითაც მოვეკიდე ამ საქმეს, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ რატომღაც მე ვრჩებოდი უარყოფითი ემოციებით დატვირთული და დეპრესიიდან გამოსულებს მადლობის თქმაც არ ახსენდებოდათ, ისე გარბოდნენ 2 მეტრი ფეხების დასაკერად. :D

ჰოდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგობა ჩემი მოწოდება არაა და უკან მოუხედავად გავრბივარ, როგორც კი ემოციური ტკიპებს ვეჩეხები.


მაშ ასე, RUN LIKE HELL, თუკი:
  • მამრობითი სქესის ადამიანი პირველივე შეხვედრისას/საუბრისას გეტყვით, რომ ის სულ ახლახანს დაშორდა შეყვარებულს (როგორც წესი, შეყვარებულმა დაადო). გადადეთ გვერდზე ყოვლისშემძლე და მზრუნველი იმიჯი. ის იტირებს და შეგაწმენდთ ცრემლებს არსებული, თუ სულაც არ არსებული გოგოს გამო და გამოგიტენით ყურებს იმის შესახებ, თუ რა გაუშვა ხელიდან და როცა გამოიტირებს... ნუ, თავად იცით. :)
  • გეტყვით, რომ დეპრესიულია, ვერავინ უგებს, ცხოვრება ისეთი უაზრობაა, ხანდახან თვითმკველობაზეც ფიქრობს, რადგან მისი ესოდენ ფაქიზი და სხვებზე აღმატებული გონება ამდენს ვეღარ უძლებს. მორიგი Bullshit ყურადღების მიღებისა და "გენაცალე", თავზე ხელის გადასმის მსურველებისგან.
  • გეტყვით, რომ მეგობრები არ ჰყავს და სრულიად მარტოა დედამიწაზე. თვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ასე თუ ისე შეუძლია გაანდოს თავისი აზრები. არ დავკონკრეტდეთ, ეგრევე გაიქეცით. სერიოზულ დეპრესიაში ჩაგაგდებთ.
  • პირველივე (!) შემთხვევისას, როდესაც ემოციურ ძალადობას ექნება ადგილი, თქვენი, თუნდაც ხუმრობით იმაზე ნაკლებად შეფასების სახით, ვიდრე ხართ. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ არასოდეს მოხდება, დამიჯერეთ.
თქვენ არ ხართ ვალდებულნი ყველას, ვისაც სადმე ბავშვობაში აწყენინეს და ახლა კომპლექსები აქვს ისევ შეაყვაროთ სიცოცხლე და ანახოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

დაზოგეთ საკუთარი დრო და ენერგია და მოახმარეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიღაცის მიერ გაფეტიშება, ან ვიღაცის მიერ დამშვიდება საათობით, ერთსა და იმავე თემაზე. ამაში ფსიქოლოგები ფულს იღებენ და თქვენ არ ხართ ფსიქოლოგები!


პ.ს. მათთვის, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ამ პოსტსა და ჩემთან მიმართებაში: "All characters and events are fictional and any resemblance to persons living, dead,
or fictional or situations past, present, or fictional is purely and completely coincidental.
"
;)

ან, პრინციპში, უფრო სწორი იქნებოდა, თუკი ვიტყოდი, რომ IDGAF!

:)

27.09.10

Guest-post ჩორვენისგან

”როგორი უბედური ვარ ვერ წარმოიდგენთ, ვერავინ მიგებს, არაფერი გამომდის და მე მგონი ისიც კი არ ვიცი რა მინდა.
რასაც არ ვკიდებ ხელს ყველა გეგმა მეფუშება. პირადი ცხოვრება კიდევ უფრო უარესად მაქვს, უკვე ფაქტიურად აღარაფრის მჯერა, არადა რა ვქნა თავს ვერ მოვიკლავ. მზად ვარ, მაგრამ ალბათ ეგეც არ გამომივა. შეიძლება ითქვას დეპრესია მაქვს და ისიც არ ვიცი ვის შეიძლება შევჩივლო...”

ცუდი დასაწყისია არა? დამთრგუნველი და უიმედო.
აი ასეა, ადამიანები ყოველთვის მზად არიან იწუწუნონ, თავი შეაცოდონ სხვებს და საკუთარი თავივე შეიცოდონ თვითონ.

კი, მეც ვიცი რომ წუწუნი ზოგჯერ საუკეთესო ხერხია განტვირთვისათვის და სასიამოვნო გრძნობაც კი გვეუფლება ამ დროს, მაგრამ წარმოიდგინეთ რას გრძნობენ სხვები თუ ჩვენ გამუდმებით ვწუწუნებთ? ვართ სულ უკმაყოფილო და უბედური?
ასეთი მდგომარეობის დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში ვამჩნევთ რომ მეგობრები და ახლობელბი გაგვირბიან, ოჯახის წევრები ხმას აღარ გვცემენ ნორმალურად და ეს კიდევ ერთი მიზეზი ხდება იმისათვის, რომ თავი კიდევ უფრო უბედურებად ვიგრძნოთ.


მეგობრებო არ ვარგა!! ასეთი ქცევა დამღუპველია!

იცით რა ყოველთვის როდესაც სასოწარკვეთა მეუფლება (იშვიათად მაგრამ მძაფრად მაქვს ხოლმე) იმ წუთასვე ვცდილობ რამე დავგეგმო, მაშინვე ვიწყებ ფიქრს რა გავაკეთო და რაზე გადავერთო.

ყოველთვის ვცდილობ , რომ თავი მაღლა ავწიო და ისევ თამამად ვიმოქმედო, ისევ გავიღიმო და გავიხსენო ის, რომ ყველა ზებრაზე შავს თეთრი მოყვება და ყველა ეს ზოლი სხვადასხვა ზომისა და სიხშირისაა.

ვიცი რაც გაიფიქრეთ - ”ეგ ეგეთ ადვილი არააო ”- მაგრამ დაფიქრდით, თქვენს გარდა თქვენზე ისეთივე სიმძაფრით არავინ იზრუნებს, არავინ ეცდება ყველთვის გამოგიკეთოთ ხასიათი და ფეხი აუწყოს თქვენს კაპრიზებს. ერთადერთი და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი სკუთარი გონება და ”მე” გყავთ, გვყავს.

ასე რომ დაფიქრდით ღირს კი გაუთავებელი წუწუნი და დეპრესიობა ? ამ დროს ხომ უკანმოუხედავად ვკარგავთ გართობის და სიამოვნებისათვის მოსახმარ დროს? ამ დროს ხომ ნერვულ უჯრედებს ელვისებურად ჩვენ თვითონვე ვხოცავთ?
რისთვის თორემ კი? ამით არაფერი გვემატება...

ასე რომ იქნება გავიღიმოთ ყველამ და ვთქვათ რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, შეიძლება სირთულეების გადალახვის შემდეგ, მაგრამ მაინც - ყველა შევძლებთ იმას რასაც გულით მოვინდომებთ და რისკენაც გააზრებულად , გაღიმებულები ვივლით.
საუკეთესო სურვილებით კუბოკრულ კაბიანი და მუდამ მომღიმარი ჩორვენი.

16.11.09

R.I.P.

მთელი დღე ვგეგმავდი, სვითის დავალებაზე დამეწერა რამე. წესით, პარასკევს უნდა მექნა ეს, მაგრამ სემესტრში 5 საგამოცდო საგანი თავისას ითხოვს.

ახლაც ვერ ვწერ დავალებაზე... დღეს ყველა გაზეთის გარეკანზე ენკეს დასაფლავების ფოტო იყო გამოსახული. ვინ არის ენკე? ჰმმ.. უნდა ვთქვა, რომ არც მე ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. გერმანიის ნაკრების გუშემატკივარი არ ვარ და ბუნდესლიგაზე მის აღმატებულესობა ბაიერნს ვქომაგობ... ამიტომ გამომეპარა Hannover 96-ისა და გერმანიის ნაკრების მეკარე.

სამსახურში რომ ჩამოვარდა მასზე საუბარი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა: "უff, თავი მოიკლა, თორემ ახლა უცებ არ ათამაშონ უფრო ხშირადო". შოკი მქონდა... მთელი გერმანია დასტირის ადამიანს, რომელიც უმძიმესი დეპრესიის ფორმით იტანჯებოდა თურმე და ამ დროს ცინიზმი ცოტა უადგილოა, მგონი.

თუმცა, სხვა რამეზე მინდოდა დაბლოგვა. იმ ადამიანებზე, რომლებიც თვლიან, რომ დეპრესიაში პიროვნება თავად იგდებს თავს, რომ ეს დაავადება არაა და რომ სარკესთან დგომა და "juhuuu, ყველაფერი კარგადაა"-ც კი იოლი გამოსავალია. დეპრესიულმა უნდა გაუღიმოს ყველას და ყველაფერი ხომ მოგვარებულია?! მთავარია, სხვები არ შეაწუხოს და მერე რა, თუ ისეთ დონემდე მივა, რომ მატარებელს ჩაუვარდება... მთავარია, ჩვენს გაზულუქებულ, "ყველაფერი კარგადაა" ყოფაში ვინმემ ნეგატივი არ შემოიტანოს. :puke:



Wie ich solche Unmenschen hasse. :puke:



ხანდახან ეჭვი მეპარება ჩვენს ადამიანობაში, ზოგადად. ასეთი გულგრილები ცხოველებიც არ არიან... ჩვენ თავი მათზე აღმატებული გვგონია...


R.I.P.

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates