არ ვიცი, ყველა ქალი არის თუ არა ამ "ბედნიერების" წილხვედრი, მაგრამ მე მთელი "კაცობრიობის" დეპრესიიდან გამოყვანა მარგუნა ბედმა და სიმართლე გითხრათ, დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობითაც მოვეკიდე ამ საქმეს, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ რატომღაც მე ვრჩებოდი უარყოფითი ემოციებით დატვირთული და დეპრესიიდან გამოსულებს მადლობის თქმაც არ ახსენდებოდათ, ისე გარბოდნენ 2 მეტრი ფეხების დასაკერად. :D
ჰოდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგობა ჩემი მოწოდება არაა და უკან მოუხედავად გავრბივარ, როგორც კი ემოციური ტკიპებს ვეჩეხები.
მაშ ასე,
RUN LIKE HELL, თუკი:
- მამრობითი სქესის ადამიანი პირველივე შეხვედრისას/საუბრისას გეტყვით, რომ ის სულ ახლახანს დაშორდა შეყვარებულს (როგორც წესი, შეყვარებულმა დაადო). გადადეთ გვერდზე ყოვლისშემძლე და მზრუნველი იმიჯი. ის იტირებს და შეგაწმენდთ ცრემლებს არსებული, თუ სულაც არ არსებული გოგოს გამო და გამოგიტენით ყურებს იმის შესახებ, თუ რა გაუშვა ხელიდან და როცა გამოიტირებს... ნუ, თავად იცით. :)
- გეტყვით, რომ დეპრესიულია, ვერავინ უგებს, ცხოვრება ისეთი უაზრობაა, ხანდახან თვითმკველობაზეც ფიქრობს, რადგან მისი ესოდენ ფაქიზი და სხვებზე აღმატებული გონება ამდენს ვეღარ უძლებს. მორიგი Bullshit ყურადღების მიღებისა და "გენაცალე", თავზე ხელის გადასმის მსურველებისგან.
- გეტყვით, რომ მეგობრები არ ჰყავს და სრულიად მარტოა დედამიწაზე. თვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ასე თუ ისე შეუძლია გაანდოს თავისი აზრები. არ დავკონკრეტდეთ, ეგრევე გაიქეცით. სერიოზულ დეპრესიაში ჩაგაგდებთ.
- პირველივე (!) შემთხვევისას, როდესაც ემოციურ ძალადობას ექნება ადგილი, თქვენი, თუნდაც ხუმრობით იმაზე ნაკლებად შეფასების სახით, ვიდრე ხართ. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ არასოდეს მოხდება, დამიჯერეთ.
თქვენ არ ხართ ვალდებულნი ყველას, ვისაც სადმე ბავშვობაში აწყენინეს და ახლა კომპლექსები აქვს ისევ შეაყვაროთ სიცოცხლე და ანახოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.
დაზოგეთ საკუთარი დრო და ენერგია და მოახმარეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიღაცის მიერ გაფეტიშება, ან ვიღაცის მიერ დამშვიდება საათობით, ერთსა და იმავე თემაზე. ამაში ფსიქოლოგები ფულს იღებენ და თქვენ არ ხართ ფსიქოლოგები!
პ.ს. მათთვის, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ამ პოსტსა და ჩემთან მიმართებაში: "
All characters and events are fictional and any resemblance to persons living, dead,
or fictional or situations past, present, or fictional is purely and completely coincidental."
;)
ან, პრინციპში, უფრო სწორი იქნებოდა, თუკი ვიტყოდი, რომ IDGAF!
:)