Posts mit dem Label ავსტრალია werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ავსტრალია werden angezeigt. Alle Posts anzeigen

24.12.13

2013

ასეთი შერეული შეგრძნებები რომელიმე წელთან დაკავშირებით  არასოდეს მქონია. ვიყავი ისეთ სიტუაციებშიც, რომელთა გახსენებაც დღემდე მზაფრავს. ამიტომ, იმ ამბების მოყოლაზე არ შევჩერდები და გადავალ პირდაპირ ფაქტებზე/კარგ ამბებზე.

ამ წლის განმავლობაში:
  • მოვრჩი სწავლას.
  • 6 წლის შემდეგ შევიცვალე ბინა 3-ჯერ.
  •  შევიცვალე ვიზის სტატუსი.
  • დავიწყე მუშაობა გარდამავალ სამსახურში და ვიყიდე იმდენი ტანსაცმელი, რამდენიც არ მიყიდია არასოდეს. ანუ, სამსახურშივე ვტოვებდი ხელფასს :D
  • გავხდი უკონფესიო.
  • ვიყავი ესპანეთში. ჯერ-ჯერობით  მყოფნის იქაური სითბო და ზღვა და პოზიტივი.
  • ზემო პუნქტთან კავშირში, მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი ზღვისპირა ქალაქშია.
  • საბოლოოდ გადავწყვიტე ავსტრალიაში გადაბარგება რამდენიმე წელიწადში.
  • დავიწყე ცურვის სწავლა საფუძვლიანად.
  • ვიყიდე სნოუბორდინგისთვის საჭირო რამეები და ვაპირებ ამ სეზონზე მაინც მოვაბა თავი ხშირად სიარულს.
  • მქონდა წითელი, შავი, მუქი წითელი და მოკლე თმა. ასევე მქონდა იდეა, ძალიან მოკლედ შეჭრის, მაგრამ ჯერ მთლიანად ვერ ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა.
  • 3-ჯერ დავიმუქრე მომავალი ხელფასის დაჯდომისთანავე ტატუს გაკეთება და ვერც ერთხელ მოვაბი თავი. 
  • დავწერე 14 პოსტი. ერთ-ერთი მათგანის მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრების განმავლობაში სახეში შემოლაწუნებისთვის. 
  • მივაგდე ბლოგი. უფრო სწორად, ვერ მოვუფიქრე ფორმატი, რომელიც მეტი ადამიანისთვის იქნება საინტერესო. 
  • ვიყავი შედარებით ცოტა კონცერტზე იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი საინტერესო ბენდი იყო ჩამოსული.
  • ვუყურე უსაშველოდ ბევრ ამერიკულ შოუს და ჩვეულებრივზე ცოტა ფილმს. 
  • განვაახლე ქართულ ცეკვაზე სიარული, მაგრამ ვერ მოვაბი თავი იოგას. არადა, ძალიან მშველოდა წინა წელს.
  • ასევე ერთი პატარა საიდუმლო და სასიამოვნო ამბავი, რომელიც ჯერ სრულად ლეგალიზებული არ არის და ამიტომ, არ დავკონკრეტდები. თუმცა, მალე დავწერ  :)

მთლიანობაში ვიცხოვრე ყველა თავისი სიკეთითა და ბოროტებით. და ყველაფერი ეს არ გამომივიდოდა, რომ არა:
  • ჩემი გადასარევად ჯანმრთელი ორგანიზმი (ოდნავი ჩავარდნები რა მოსატანია): გული, რომელმაც არ დაასტუკა (მადლობა ჩემს ექიმს); ნერვები, რომლებმაც ბევრს გაუძლო.
  • მეგობრები.
  • ოჯახის წევრები.
  • ბლოგები/წიგნები/მოვლენები/ინფორმაცია  გენდერზე და ფემინიზმდე და body image-ზე და საერთოდაც, ყველაზე დიდი მადლობა ფემინიზმს, იმისთვის, რომ ისე მიყვარს საკუთარი თავი, როგორც ახლა მიყვარს და ბევრი სხვა საკითხის გამო, რომელსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი ოდესმე. :)


რაც შეეხება მომავალ წელს, ვაპირებ:
  • ბოლოს და ბოლოს მოვაბა თავი ტატუს.
  • წავიდე რაც შეიძლება მეტ კონცერტზე. საუკეთესო შემთხვევაში Rock im Park/ Rock am Ring-ზე.
  • ვიმოგზაურო მეტი, რათა ჩემი "11 წლიანი გეგმა" ცოტა წინ დავძრა.
  • ავიღო მართვის მოწმობა დაბადების დღემდე.
  • გადავიხადო დიიიდი დაბადების დღე.
  • წავიკითხო იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
  • დავიწყო Flamenco-ზე სიარული, თუნდაც იმიტომ, რომ გავიგო, საერთოდ გამოვა თუ არა ჩემგან რამე მაგ მხრივ. :D
  •  მოვახერხო რაც შეიძლება მეტი მატჩის ყურება მომავალი მსოფლი ჩემპიონატის დროს (ფეხბურთი, duh).
  • გავაგრძელო ესპანურის სწავლა, თუნდაც Online რეჟიმში.
  • მივხედო ბლოგს.
  • მოვაწყო დიდი რემონტი ოთახში და განვახორციელო ის დიზაინი, რაც თავში მიტრიალებს.
  • ჩავიდე თბილისში ცოტა ხნით და მივხედო საქმეებს, რომლებიც მესამე წელია გადადებულია.
  • ჩამოვიყვანო სტუმრად ოჯახის რამდენიმე წევრი.
  • და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

თქვენ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებული მადლობა და საერთოდ, ვინც ამ პოსტს წააწყდება და წაიკითხავს, ყველას გისურვებთ იმაზე გაცილებით უკეთეს წელს, ვიდრე 2013 იყო თქვენთვის!

Love,
Chaotic

26.10.13

Project Australia

ხმამაღლა ნათქვამი აზრი ერთბაშად რომ სერიოზულდება, ზუსტად იმ კატეგორიის პოსტია. მაქსიმუმ 4 წელში უნდა ვიყო ავსტრალიაში. მერე სამუშაო ვიზას აღარ იძლევიან.

საინტერესო გადახვევა ამ საკითხთან დაკავშირებით (გადაუმოწმებელი): 30 წლამდე ქალები უფრო იოლად იღებენ ვიზას, რამეთუ კონტინენტს უჭირს-ო, ასე მითხრა ერთმა გოგომ, რომლის მეგობარიც იყო ცოტა ხნით ავსტრალიაში და რომელმაც ეს ამბავი ჩამოიტანა (go figure! წინადადების სტილი განზრახ არჩეული იყო).

ჰოდა, იმისთვის, რომ ეს მიზანი სისრულეში მოვიყვანო, უნდა დავწერო პერიოდულად პოსტები, რათა საკუთარი თვალით ვნახო ხოლმე, რომ უაღრესად ზარმაცი ვარ და ცოტა მეტი მოქმედებაა საჭირო.

ასევე, შეიძლება არსებობდეს კიდევ ვინმე ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, ვისაც იგივე ნაბიჯების გავლა მოუწევს და რაღაც რესურსი იდოს ინტერნეტში.

ასევე, შეიძლება, ვინმემ უკვე იქიდან წაიკითხოს ეს პოსტი და მომწეროს ზოგ რამეზე, ამ სისულელეებს სად პოულობო...


ამ ეტაპზე 3-4 ბლოგი მაქვს გამოწერილი, ემიგრაციის მსურველებისთვის.... არ ვკაიფობ, იმჰო. აი, ასეთი დონის ზარმაცი ვარ.

საინტერესო გადახვევა 2: "აუ, რატოოომ? ავსტრალია ხომ ასე შორსაა" ტიპის კითხვა არ გინდათ. ზუსტად, ზუსტადაც, რომ შორსაა ;) სხვა მიზეზებს გზადაგზა შემოგთავაზებთ.


 საწყის ეტაპზე:

  1. ფული, გადადებული უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებული ამბების მოსაგვარებლად- 0 ევრო.
  2. ინფორმაცია საჭირო საბუთების, პროცედურების შესახებ- ასაკობრივი ზღვრის გარდა არაფერი ვიცი.
  3. საიტების სია, სადაც შეიძლება მონახო სამსახური- 0
  4. პირადი კონტაქტების რაოდენობა, ვისგანაც ინფორმაციის მიღება შეიძლება, ადამიანი ხელს თუ გაანძრევს- 4 (უცხოელები არიან, ოღონდ და საქართველოს მოქალაქის სპეციფიური "არ გიღებთ ასეთი დიდი სიამოვნებით" სიტუაცია არ აქვთ).
  5. რამდენიმე ფაქტი, ზოგადად, ავსტრალიის შესახებ, გინდა-ისტორიული, გინდაც-პოლიტიკური, ან სულად კულტურული- 
    • პრემიერ მინისტრი ქალი ჰყავდათ, რომელმაც არჩევნები წააგო და რომელსაც პარლამენტში badass გამოსვლა ჰქონდა სექსიზმის წინააღმდეგ.
    • კიდევ, P!nk უყვართ ძალიან. ყველაზე მეტი შოუ მანდ აქვს ხოლმე (lucky me).
    • ვსe... :D
ასეთი ტემპით თუ გავაგრძელე, მამენტ, ახლავე ნავში ჩავჯდე, სჯობს. უფრო მალე ვიქნები იქ, which is never :D

გაგრძელება და ამ თემაზე ტვინის *** იქნება...

11.04.13

New place

ერა სრულდება და ამ ბინიდან უნდა გადავიდე. 6 წელი ვიცხოვრე ამ ოთახში და ცოტა არ იყოს, ვერ წარმომიდგენია, სადმე სხვაგან ცხოვრება. თუმცა, მმართველობამ მომწერა, ჩვენც ხალხი ვართ, სადამდე გიტანოთო.  :D

მახსოვს, სკოლა რომ დავამთავრე და 5 წლის განმავლობაში ჩემი საცხოვრებელიც უნდა დამეტოვებინა, საერთოდ არ მიხაროდა და თან თითქოს კი.

ყველაზე დიდი ადრენალინი რაღაც ახლის დაწყებაა. მიჩვეულ ძველს რომ უნდა გასცდე. წარმოდგენა რომ არ გაქვს,  რა დაგხვდება იქ, საითაც მიდიხარ, მაგრამ უკან დაბრუნებაც რომ აღარ გინდა.

ალბათ, ნაწილობრივ, ამიტომ წამოვედი გერმანიაშიც.
ალბათ, ნაწილობრივ, ამიტომ მინდა ავსტრალიაში გადასვლაც....

მაგრამ, ამ კონკრეტული ბინის დატოვება, ვიცი, ცოტათი უფრო გამიჭირდება.  მითუმეტეს, რომ მართლა აზრზე არ ვარ, რა მელის 1-2 კვირაში და შესაბამისად, საით მივდივარ...

wish me luck.


14.11.12

მინი anniversary პოსტი

ახლა ვფიქრობდი, დროში დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ჩემს 9 წლის წინანდელ თავს რაღაცეებს დავარიგებდი-მეთქი, მაგრამ  მაინც არ მომისმენდა და "who the fuck asked for your opinion? certainly not me"-ო, მეტყოდა. ჰოდა, რატომ ავიტკივო ახლა აუტკივარი თავი და ვწერო რჩევები. :D

just, wow! 9 წელია, რაც აქეთ ვარ...
და როგორი სულის კაწკაწით ველოდები დანარჩენ 9-ს (იმედია, ამ პერიოდის რაღაც ნაწილზე ავსტრალია არ მეტყვის უარს )...

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates