- John Edward Williams- Stoner - აქ შეიძლებოდა, თქვენი ცხოვრება ყოფილიყო აღწერილი. ყველას უნდა და ჩუმადაც სჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალიდან მისი ცხოვრება იქნება დიდი მიღწევების, გამარჯვებების, წარმატებების და ცნობილობის ერთი უწყვეტი ჯაჭვი. არადა, უმრავლესობა ჩვენგანის ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის. ძალიან უღიმღამოდაც. შეიძლება შენს მერე დატოვო რაღაც, მაგრამ ეს რაღაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება.
რომანი ჩვეულებრივ ნარატივზე. ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაშიც დიდი ტრაგედია, ან დიდი გმირობით მიღწეული გამარჯვება, რომელსაც ასე ვართ მიჩვეულები და რომელსაც ვითხოვთ ლიტერატურული "გმირებისგან", ადგილს ვერ პოულობს... თუ, სწორედ ასეთი არაპომპეზურ ტრაგედიებსა და გამარჯვებებში არის ამ რომანის მნიშვნელობა? იშვიათად შემხვედრია წიგნი, რომელიც წესით, ძალიან დამღლელი და მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ რომელსაც თავს ვერ ანებებ, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავ. - T. C. Boyle - The Inner Circle - რომანი ფიქტიურია, მაგრამ მისი გმირი, სულაც არა. ალფრედ კინზი გახლდათ ადამიანი, რომელმაც დააარსა სექსოლოგიის ინსტიტუტი ინდიანას უნივერსიტეტში. იგი იწერდა ადამიანების სექსუალური ცხოვრების დეტალების ამსახველ ინტერვიუებს და მათზე დაყრდნობით გამოსცა ნაშრომები ქალისა და მამაკაცის სექსუალური ქცევის შესახებ, რომელთაც ფაქტიურად რევოლუცია მოახდინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში .
რომანიც იმ წლების ირგვლივ ტრიალებს, როდესაც კინზი და მისი "ვიწრო წრე" თანამშრომლებისა ინტერვიუებს აგროვებდა. მე ავტორის სხვა ნამუშევრებს არ ვიცნობ, თუმცა, წავიკითხე, რომ ეს მის ნაკლებად ძლიერ რომანად ითვლება. მზესუმზირასავით საკნატუნო წიგნი იყო, მსუბუქი რამის წაკითხვა თუ გინდათ. თუმცა, მე ნამდვილმა კინზიმ და მისმა ნაშრომებმა უფრო დამაინტერესა. - ფრანსუაზ საგანი - მფარველი ანგელოზი - თებერვალში საქართველოში ყოფნისას ვიყიდე. თან თარგმანის ხარისხიც მაინტერესებდა. ჰოდა, ჯერ თარგმანი იყო "ღარიბი"- მოძველებული ფრაზებით, მწირი ლექსიკით და მერე მოთხრობამაც თავად დიდად ვერ გადამრია. სულ ეს არის საგანი?! ისეთი ქება და დიდება მესმოდა და რავი, ბრიჯეტ ჯონსის დღიურივით წავიდა. მათთვის, ვისაც კიდევ დაგრჩათ წაკითხვის ოდნავი სურვილი მაინც, რომანი არის ჰოლივუდში არც თუ ისე წარმატებულ, 40 წელს გადაცილებულ სცენარისტ ქალსა და მობიტნიკო, უცნაურ, მოშეშლილო ახალგაზრდა ტიპზე. დიდს არაფერს შეგმატებთ, თუმცა, აგერ ქეთი სხვა აზრისაა ამ მოთხრობაზე.
- გენდერის წახნაგები - კონფერენციის მასალები- ძალიან საინტერესო მოხსენებები პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლებისგან გენდერის თემაზე. თუმცა, ამ ნაშრომებზე უფრო გრძელი პოსტის დაწერას ვაპირებ და ახლა აღარ დავწვრილმანდები.
- ჩაკ პალანიკი - მებრძოლთა კლუბი - მათ, ვინც დიდი ხანია ჩემს ბლოგს კითხულობს, მოეხსენება, რომ ჩაკი ძალიან მიყვარს. ასევე მებრძოლთა კლუბიც და არაერთხელ მაქვს უკვე წაკითხული გერმანულ/ინგლისურ ენებზე. თარგმანი მაინტერესებდა ძალიან და სიმართლე გითხრათ, გამიცრუვდა მოლოდინი. თუმცა, მერე ვფიქრობდი, როგორ გინდა კარგად თარგმნო ჩაკი?! ძალიან რთულია. მე არასოდეს მითარგმნია რამე, მაგრამ ეს დიადი ქართული ლიტერატურული სტილისგან გათავისფლებასა და ბინძური ყოველდღიური ენის ათვისებას შორის გაჭედილი თანამედროვე თარგმანები მკლავს. მოკრძალებულად რომ თარგმნიან, მაგ.: dick= ასო..... :/ არ დამიწყოთ ახლა, სწორი თარგმანიაო :D
- Elisabeth Wurtzel - Prozac Nation - ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებული თაობის ერთ-ერთი საშუალო ფენის წარმომადგენელი გოგოს მემუარი. სიმართლე გითხრათ, მომბეზრდა მისი ნარცისიზმი უკვე. რამე სრულიად არაავტობიოგრაფიულს თუ დაწერს ოდესმე, წავიკითხავ.
- კენ კიზი- გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა- ჯერ სათაურისთვის სახის აძრობა რა იყო? კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, ჯობს ახალი ქართული თარგმანები ცოტა ხანს არ წავიკითხო.... ან საერთოდ non-fiction-ს მივეძალო ცოტა ხნით, თორემ არაფერი მიდის გემრიელად ამ ბოლო დროს.
- გიორგი კეკელიძე - გურული დღიურები - საქართველოდან მოვდიოდი და ფრენისას წავიკითხე. ერთგან ცრემლი ვაფრქვიე, მახსოვს :D დანარჩენი არაფერი მახსოვს, სიმართლე გითხრათ.
04.02.16
წელს წავიკითხე- 2015
01.09.12
ლხინი-აქა, ჭირი-არსად...
33ა-ს "რაოდენთა" არის უმშვიდესი რამ, რაც შეიძლება იპოვნო. არ ვიცი, უკვე თუ დავწერე, მაგრამ სვანური "ქრისტე აღსდგა"-ს შემდეგ "რაოდენთა" ჩემი ყველაზე საყვარელი საგალობელია, გნებავთ ქართული გოსპელი დავარქვათ. მომწონს ის ფაქტი, რომ ხელუხლებელ სიწმინდედ არ არის აღიარებული და მმკ არ დაადგა ნიაზს სახლში. მაგრამ იქნებ, კიდეც დაადგა :D
"მუნ"-ში პირველად მღერის ფრანგულად. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მომწონს ფრანგული პასაჟები. უფრო იმიტომ, რომ ნიაზს ოფიცილაურად ქართული კილო აქვს :D მაგრამ კომპოზიციას არაფერს ვუწუნებ, პირიქითაც.
"შოთა" -არ ვარ აშკარად ერთადერთი, ვისაც ძალიან უყვარს ძველი ქართული. და ის ადგილები, სადაც ბექაფი შემოდის... იფ, იფ... (ისე, ბოლოში ნიაზს რბილი "ლ" ეპარება და ჯერ არ გალინჩეს? :D)
"თბილისი"- მენატრება ხოლმე ეს ტურტლიანი, ქარიანი, ქვიშიანი, მტვრიანი ქალაქი. რაღაცნაირად შენი... რომ იცი, რომი, პარიზი, პრაღა და სხვა ათასი რამდენი თავით სჯობს, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად რომ "გესახლება"...
აი, "სულის ვარდო" კი ... ყოფილხართ ძველად შეფაში გადახდილ ქორწილში? ცუდი აკუსტიკა და ცუდი რეპერტუარი რომ იჩითება. გვერდზე ხალხი ყანწებს რომ ისხამს პირში და სანამ მორიგი "ოპ-ოპ" შეკვეთა გაახსენდება, მუსიკოსები ყველასგან შეუმჩნეველ ქალაქურს რომ აქავერებენ.... ზუსტად ისეთია "სულის ვარდო"....
"Ampelography"- ძალიან მომეწონა იდეაც, შესრულებაც, ყველა ინსტრუმენტიც, რომელთა უმრავლესობას შეიძლება სახელი ვერ დავარქვა და ამიტომაცაა ეს კრიტიკა ფრიად დილეტანტური, ალბათ. :D
აქ პატარა პაუზა და ფეხზე ადგომით აპლოდისმენტები "მესხურს". ნუ, ის ფაქტი, რომ მესხი ვარ, არაფერ შუაშია, რა თქმა უნდა .... :D
( ჩემმა ბრაზილიელმა მეგობარმა მოუსმინა ალბომს და chilled საღამო მოვიწყვეთ. სპეციალურად მოვასმენინე, მაინტერესებდა აღმოსავლურ მუსიკაში თუ გაგვიყვანდა და ცოტა თურქულს მაგონებსო. ინსტრუმენტების გამო, ალბათ.)
"ვაჟა"- ერთი შავ-თეთრი ფოტო მახსენდება, ვაჟასი და კიდევ დოჩანაშვილი, როცა ერთი მოკლე სახელიც კი კმარა, რომ ადამიანი იცნო.
"Puor un amor egal"- კომპოზიცია მომწონს, მაგრამ დანარჩენის რა ვთქვა. რუსული ნაწილი ცოტა სხვანაირად უნდა გაეკეთებინათ, ჩემი აზრით, თორემ 90-იანი წლების რუსულ ესტრადას ჰგავს საეჭვოდ. მთლიანობაში ვთვლი, რომ რიგით მეორე სუსტი ტრეკია ალბომში. მომიტევოს გალაკტიონმა.
"ომი გრძელდება"-ში გლეხის სადღეგრძელოსას თავი სულ რთველში მგონია. რომ გადაიღლებიან კრეფით და დღის ბოლოს ერთად გატეხენ პურს... და ისე შემოდის დოლი,
აქაც არ დაგვაცალესო, იფიქრებ :D
"აი მთაზედა" იმ იშვიათ სიმღერებში გადის, მეც კი რომ შემიძლია მეორე ხმა ვთქვა :D
"მინდია"- შოთა და კარგი კომპოზიცია ალბომს ძაფად მიჰყვება და კარგად კრავს მთლიანობაში... <3
"შოთა Blues"- uf, uf, მულტი-კულტი ამბავი. 3 კულტურას უყრის ერთ სიმღერაში თავს. :)
"მრავალჟამიერ"- ალბომის closing piece. აბსოლუტურად კარგად და ზუსტად გათვლილი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ყდაზე მუსიკოსებში მოხსენიებულნი:
ვაჟა, შოთა და გალაკტიონი. გულიანი ჟესტი იყო. <3
"გისურვებთ ღიმილს, მრავალჟამიერ" :)
04.12.11
3 დღე National Novel Writing Month-დან
ჰოდა, იმას ვამბობდი, დიდის ენთუზიაზმით დავიწყე-მეთქი, მაგრამ სადიპლომო გამოცდების თვე მქონდა და 3 დღეში მივხვდი, რომ დროის მენეჯმენტი არასწორი გზით წავიდოდა, თუკი პროკრასტინაციის მიზნით რომანის წერას დავიწყებდი.
პლიუს, აღმოვაჩინე, რომ I suck at writing. :D
ჰოდა, შევეშვი. ახლა შემთხვევით გადავხედე და ერთი პოსტის მასალად გამოდგება. ეტყობა, ბლოგზე წერამ სტილიც შემიცვალა, ყველაფერს მსგავს ფორმატს ვაძლევ. მაგრამ შეიძლება ზუსტად ეს არის ის ყბადაღებული "საკუთარი ხელწერა", რომელსაც ეძებს ყველა... არ ვიცი...
ვდებ პირველი დღის შედეგს, ყველანაირი ჩასწორების გარეშე. მხოლოდ ერთი აბზაცი ამოაკლდა, რადგან ფაქტიურად წინა აბზაცის ტავტალოგიას წარმოადგენდა. (დანარჩენი ორი დღე ცოტა სხვა ფორმატითაა და არ ვიცი, დავდებ, თუ არა. თუკი ვინმეს დააინტერესებს, შეიძლება ბლოგის Mailing-list-ს გავუგზავნო).
Enjoy....
ობიექტურ, სუბიექტურ, კონსტრუქციულ, ან არეულ feedback-ს მივიღებ დიდი სიამოვნებით. :)
დღე 1:
აბსოლუტურად სრულყოფილ დღედ როგორი დღე ითვლება? ბედნიერი რომ ხარ, სამსახურში რომ დაგაწინაურებენ, საყვარელი ადამიანი (როგორ უგერგილოდ ვხმარობ ამ გამოთქმას და სინონიმებიც რა ერთი მეორეზე უარესია: შეყვარებული, „ჩემი კაცი“, „პაკლო“-ლოლ... ) რომ ჩამოვა დაპირებულზე 3 დღით ადრე, თუ როცა შენი შვილი პირველ ნაბიჯს დგამს? ანუ, რაღაც სასიამოვნო როცა ხდება შენს ცხოვრებაში, ოღონდ გრანდიოზული მასშტაბით.
ჩემი აბსოლუტურად სრულყოფილი დღე, ოღონდ უარყოფითი გაგებით, გასიებული თავით დაიწყო და მოსწავლით, რომელსაც „since“- სამ აბზაციან წინადადებაში ოცჯერ შეხვდა და ოცჯერვე შეცდომით გამოთქვა.... არა, კი არ ვწუწუნებ, ან დავცინი. უბრალოდ, ჩემი მთელი ენთუზიაზმით ვცდილობ, დავამახსოვრო და როცა არ გამოდის, თავი მასზე ლუზერი მგონია. ბოლო გაკვეთილი ჩავუტარე დღეს და სხვა მასწავლებელს გადავულოცე.
დედამისმა დისკოტეკაზე დამპატიჟა, სადაც „ფოქსტროტ“-ს და დისკოს ცეკვავენ. ზემოხსენებულთაგან ერთ-ერთის მართლწერას შეგნებულად არ დავგუგლავ, რომ მიხვდეთ, დაახლოებით რამდენად მაქვს წარმოდგენა, რაზე იყო საუბარი. უფრო ადრე, დამშვიდობებისას, ახალ ბინაში გადასვლაზე საუბრისას ჩემს ბიჭთან (არც ეს მიყვარს, მაგრამ bf-ს სანამ გავუთამამდები წერისას, არა უშავს) გადასვლა მირჩია.
- რომელ ბიჭთან? არ მყავს ბიჭი.
- ჰმმ, ადრე ხომ ახსენე ვიღაც?
- ჰმმ, მე ვახსენე ვიღაც?- და არ ვიცი, რამ მაიძულა მეთქვა - ჰო, იყო რაღაც და არ დასრულდა სასიკეთოდ ბოლოს.
- აი, ზუსტად. მეც ეგრე მახსოვდა. ცუდია, რომ არაფერი გამოვიდა. აი, მეც მარტო ვარ, ორი თინეიჯერი შვილით და ქვრივის სტატუსით. მაგრამ მე შენზე გაცილებით უფროსი ვარ, შენთვის უფრო იოლი უნდა იყოს ყველაფერი. ჯერ 20-ს ახლახანს გადააბიჯე.
- “Damn“ (ნაკლებ ფილმს უნდა ვუყურო ინგლისურად, მოკლე ფრაზებს ვიჭერ),- ვფიქრობ მე. – „ამანაც უიმედოებს მიმათვალა.... მაგრამ ვაპატიოთ, 27-ის ვარ და ასაკთან დაკავშირებით უნებლიედ კომპლიმენტიც მივიღე. დღის ყველაზე სასიამოვნო მოვლენა აქამდე.... damn again, my life sucks“.
დისკოტეკაზეც იმიტომ ხომ არ დამპატიჟა, რომ დახმარების ხელი უნდა გამომიწოდოს?
მერე, სახლში მოსული, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ბოლო ღერია ეს.... გული მიგრძნობს, ეს ერთი და სხვა მრავალი მსგავსი დიალოგი გვექნება მე და სინდისს, თუ ჯანმრთელობას, თუ საფულეს, რომელიც უკვე დედას იგინება ...
დღის გვირგვინი მაინც 2 დაფარულ ზარს და სმს-ს ერგოთ. ჩემი სტოლკერი მართლა სტოლკერი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში ერთხელ თავს მახსენებს დაფარული ზარით, რომელსაც არ ვპასუხობ და მერე სმს-ით, რომელსაც ბოლოს მსუბუქი მუქარით ამთავრებს ხოლმე. დღეს მაგალითად ეს :“სირცხვილი შენ. იმედია, ოდესმე შევხვდებით“....
სმს-ს ვკითხულობ, ტელეფონს ხმამაღლა ვეუბნები fuck off-მეთქი და ფილმის ყურებას ვაგრძელებ. მერე სმს-ს ვშლი და გულწრფელად ვამბობ, რომ ტყუილად დამპატიჟა მოსწავლის დედამ დისკოტეკაზე, თუკი ფიქრობს, რომ იქ ვინმეს გაცნობაში ხელს მომიმართავს და მეც მთელი ცხოვრების მანძილზე მისი მადლიერი ვიქნები.
ჩემი აბსოლუტურად სრულყოფილი დღე მარტო მე მიტევს ამ ეტაპზე.
...ზრდილობის გულისთვის წავალ და ვიცეკვებ დისკოს, თუ დამირეკა...
15.05.10
მომისმინე, დაიკო!
აქ წარმოგიდგენთ ჩემს "NO-GO" მიმართვების დიად სამეულს.
- მესამე ადგილი: "პატარა გოგო, იცი რას გეტყვი?!"- ჰა?! ვინაა შენი პატარა გოგო?! იმ წამსვე ჩემი Body-language გამოხატავს თავდასხმისთვის მზადყოფნას. მითუმეტეს, თუკი მამრობითი სქესის ადამიანი მომმართავს ასე, დაძაბული სიტუაციის დროს. ისინი, ალბათ, ფსიქოლოგიურად ცდილობენ პატარა, უსუსურ არსებაში "გადაგანაცვლონ" და ამით გარკვეული უპირატესობა მოიპოვონ. ნწნწნწნწ... ჯერ ჩემთან არ გამოსვლიათ და... :D
- მეორე ადგილი: "დაიკო"- საშინლად არ მიყვარს ასე რომ მომმართავენ. თან, ძირითადად, 2 საათის წინ გაცნობილი ადამიანების სახასიათო სიტყვებია. სულ მიჩნდება შეგრძნება, რომ საერთოდ, ამ სიტყვის ძირეულ აზრს აკნინებენ. ასე შეიძლება მომმართოს საკუთარმა ძმამ, ან ბიძაშვილ-მამიდაშვილმა, მაგრამ არა ვიღაც სადარბაზოსთან მობირჟავე ტიპმა, რომელთანაც არანაირი შეხება არ მაქვს.
- პირველი ადგილი: "ჯიგარო"- stop! აი, აქ უკვე რადარები მერთვება. სულ "ევროტური"-ს გოგო მახსენდება, მეგობრები რომ "ბიჭო, პიდარასტი ხარ?!"-ით მიმართავენ. თავი ვიღაც ღიპიანი ბიძა მგონია, ყანწით ხელში... ან კიდევ, ვინმე "ბლატნოი", სადარბაზოსთან უსაქმოდ აყუდებული მასტი :D
ადამიანებო, ნუ მომმართავთ მსგავსი სიტყვებით, მარტივად დასამახსოვრებელი სახელი მქვია, აშკარად !
:)
14.02.10
მეწამული ცა და რძესავით ჩამოწოლილი ნისლი
შემიძია ისეთი რამის გულისთვის ავიკვიატო წაკითხული, რისთვისაც თავად ავტორს არ მიუქცევია საერთოდ ყურადღება.
შემიძლია ერთი წინადადების გამო ჩავუყარო მთელი შრომა წყალში.
აი, ასეთი: ჭირვეული მკითხველი ვარ.
მეათე კლასში დიდოსტატის მარჯვენას რომ გავდიოდით, მასწავლებელმა ფერების და ციხეების სახელები ამოგვაწერინა და რომანის ერთადერთ ძლიერ მხარედ მასში ასე მრავლად მოყვანილი ფერები ესახებოდა. კარგით რა, კარგით: წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ყელი აქვს ხოხობს და სიმართლე რომ ვთქვა, სულ არ მადარდებდა ახლა, როგორი საწმერთული ეცვა შორენას. ან ისრიმისფერი რა ფერია?! ისრიმი არის ყურძენი "ბავშვობაში". :D ჰოდა, დიდი ბოდიში, მაგრამ მწვანეა რა. გინდა ისრიმისფერი უძახე და გინდა "ახლადწამოჩეკილიყურძნისმტევნისფერი"...
მაშინაც მძაბავდა ეს ზიზილ-პიპილო, მაგრამ კარგი, სხვა ეპოქა იყო, სხვანაირად წერდნენ.
ახლახანს რომელიღაც წიგნს ვკითხულობდი და " რძესავით ჩამოწვა ნისლი და ირგვლივ ყველაფერი შეიმოსა ბლა ბლა ბლა "-ო... თან ამ საუკუნეში დაწერილი წიგნია. ჰაჰ, როგორ ვბრაზდები ამ დროს.
ახალ ნამუშევრებში ასეთ პომპეზურობას და მაღალფარდოვან Bullshit-ს დასანახად ვერ ვიტან. იქვე სმარაგდისფერ თვალებზე იყო კიდევ საუბარი. რაღაც ისეთ შეგრძნება მაქვს ხოლმე ასეთ დროს, რომ ავტორს ჰგონია, "მწვანე თვალები"-ო თუ დაწერს, უინტელექტო გოიმად მოიხსენიებენ.
დაწერე რა ეს მწვანე. რა სმარაგდი აგიტყდა.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახლანდელი მწერლობის ენა უნდა იყოს ძალიან პირდაპირი, ფაქტებზე დამყარებული ენა, თუნდაც სლენგი და არა ფერთა გამის და კრისტალების ტუტორიალი.
კიდევ ერთი სუსტი წერტილი: ბუნების აღწერა წიგნებში, როგორიცაა მაგალითად: "მზე ამოიწვერა და ათასფრად აალდნენ ნამის წვეთები. ირგვლივ ჩიტების საამო ჭიკჭიკი ისმის. ხეზე მწვანე ფოთოლს სამი ხაზი ისე მკვეთრად ემჩნევა, თითქოს, უცნობი მხატვარი უჩუმრად მოიპარა და დახატაო... მტრედისფერი ნისლი ნელ-ნელა აიკრიფა და ცხელი რძესავით აალდა..." ups... მაპატიეთ, ჩამძინებია და რომელ აბზაცზე გავჩერდი?!
FUCK, რატომ, აი, რატომ?
დაწერე რა, რომ გათენდა და დანარჩენი მე რომ წარმოვიდგინო, არ შეიძლება? არ მინდა ეს მოხარშული რძის სუნი ამ შუაღამეს, ვახ... ისეთი რომ წარმოვიდგინო ნისლი, როგორიც ის სინამდვილეშია, არა?! მაინცდამაინც არაბუნებრივად უნდა ჩამოწვეს?
მწვანე თვალები ისეთად რომ აღვიქვა, როგორიც ადამიანების უმრავლესობას აქვს, ამით რამე დაშავდება?
ჰოდა, მე ნერვებზე აშლის ჩემპიონი ვარ, ვზივარ მერე და ნერვები მეშლება.
ამიტომ გადავწყვიტე: თანამედროვე ლიტერატურას რომ წავიკითხავ და სადმე ზურმუხტის, სმარაგდის, ამეთვისტოს ან რძისფერი ნისლის ნასახი შემხვდება, დავხურავ ამ წიგნს და გადავდებ. :D
ვოტ!
პრეტენზიები, როგორიცაა: ნისლი მართლა ჰგავს რძეს და შენ თუ ფანტაზია არ გაქვს, სხვა საქმეა, იცით სადაც კეთდება ხოლმე და Go ahead :yes:
პ.ს. თქვენ არ გძაბავთ ასეთი ენა?
03.02.10
კრიტიკა ვ სტუდიუ
დაბ. დღის პოსტი იქნება აუცილებლად თავის დროზე.
ახლა უბრალოდ გეძლევათ უნიკალური საშუალება ობიექტურად/სუბიექტურად გააკრიტიკოთ ბლოგი. :D
კომენტარებში დამიტოვეთ,
- რა არ მოგწონთ.
- რა მოგწონთ.
- თუკი მიცნობთ, რამდენად აღიქვამთ ბლოგს "ჩემად".
- ვინც არ მიცნობს, რა წარმოდგენას გიქმნით ეს ბლოგი ჩემზე.
იმჰო, არაა მეგობრობის დღიური. "რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?!" აკლია :D
იასნა, ვერ შეგპირდებით, რომ რამე შეიცვლება ამ კომენტარებით, მაგრამ შეიძლება რაღაცეებზე დამაფირქოს.
ჰოდა, go ahead.
:D
