- John Edward Williams- Stoner - აქ შეიძლებოდა, თქვენი ცხოვრება ყოფილიყო აღწერილი. ყველას უნდა და ჩუმადაც სჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალიდან მისი ცხოვრება იქნება დიდი მიღწევების, გამარჯვებების, წარმატებების და ცნობილობის ერთი უწყვეტი ჯაჭვი. არადა, უმრავლესობა ჩვენგანის ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის. ძალიან უღიმღამოდაც. შეიძლება შენს მერე დატოვო რაღაც, მაგრამ ეს რაღაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება.
რომანი ჩვეულებრივ ნარატივზე. ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაშიც დიდი ტრაგედია, ან დიდი გმირობით მიღწეული გამარჯვება, რომელსაც ასე ვართ მიჩვეულები და რომელსაც ვითხოვთ ლიტერატურული "გმირებისგან", ადგილს ვერ პოულობს... თუ, სწორედ ასეთი არაპომპეზურ ტრაგედიებსა და გამარჯვებებში არის ამ რომანის მნიშვნელობა? იშვიათად შემხვედრია წიგნი, რომელიც წესით, ძალიან დამღლელი და მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ რომელსაც თავს ვერ ანებებ, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავ. - T. C. Boyle - The Inner Circle - რომანი ფიქტიურია, მაგრამ მისი გმირი, სულაც არა. ალფრედ კინზი გახლდათ ადამიანი, რომელმაც დააარსა სექსოლოგიის ინსტიტუტი ინდიანას უნივერსიტეტში. იგი იწერდა ადამიანების სექსუალური ცხოვრების დეტალების ამსახველ ინტერვიუებს და მათზე დაყრდნობით გამოსცა ნაშრომები ქალისა და მამაკაცის სექსუალური ქცევის შესახებ, რომელთაც ფაქტიურად რევოლუცია მოახდინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში .
რომანიც იმ წლების ირგვლივ ტრიალებს, როდესაც კინზი და მისი "ვიწრო წრე" თანამშრომლებისა ინტერვიუებს აგროვებდა. მე ავტორის სხვა ნამუშევრებს არ ვიცნობ, თუმცა, წავიკითხე, რომ ეს მის ნაკლებად ძლიერ რომანად ითვლება. მზესუმზირასავით საკნატუნო წიგნი იყო, მსუბუქი რამის წაკითხვა თუ გინდათ. თუმცა, მე ნამდვილმა კინზიმ და მისმა ნაშრომებმა უფრო დამაინტერესა. - ფრანსუაზ საგანი - მფარველი ანგელოზი - თებერვალში საქართველოში ყოფნისას ვიყიდე. თან თარგმანის ხარისხიც მაინტერესებდა. ჰოდა, ჯერ თარგმანი იყო "ღარიბი"- მოძველებული ფრაზებით, მწირი ლექსიკით და მერე მოთხრობამაც თავად დიდად ვერ გადამრია. სულ ეს არის საგანი?! ისეთი ქება და დიდება მესმოდა და რავი, ბრიჯეტ ჯონსის დღიურივით წავიდა. მათთვის, ვისაც კიდევ დაგრჩათ წაკითხვის ოდნავი სურვილი მაინც, რომანი არის ჰოლივუდში არც თუ ისე წარმატებულ, 40 წელს გადაცილებულ სცენარისტ ქალსა და მობიტნიკო, უცნაურ, მოშეშლილო ახალგაზრდა ტიპზე. დიდს არაფერს შეგმატებთ, თუმცა, აგერ ქეთი სხვა აზრისაა ამ მოთხრობაზე.
- გენდერის წახნაგები - კონფერენციის მასალები- ძალიან საინტერესო მოხსენებები პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლებისგან გენდერის თემაზე. თუმცა, ამ ნაშრომებზე უფრო გრძელი პოსტის დაწერას ვაპირებ და ახლა აღარ დავწვრილმანდები.
- ჩაკ პალანიკი - მებრძოლთა კლუბი - მათ, ვინც დიდი ხანია ჩემს ბლოგს კითხულობს, მოეხსენება, რომ ჩაკი ძალიან მიყვარს. ასევე მებრძოლთა კლუბიც და არაერთხელ მაქვს უკვე წაკითხული გერმანულ/ინგლისურ ენებზე. თარგმანი მაინტერესებდა ძალიან და სიმართლე გითხრათ, გამიცრუვდა მოლოდინი. თუმცა, მერე ვფიქრობდი, როგორ გინდა კარგად თარგმნო ჩაკი?! ძალიან რთულია. მე არასოდეს მითარგმნია რამე, მაგრამ ეს დიადი ქართული ლიტერატურული სტილისგან გათავისფლებასა და ბინძური ყოველდღიური ენის ათვისებას შორის გაჭედილი თანამედროვე თარგმანები მკლავს. მოკრძალებულად რომ თარგმნიან, მაგ.: dick= ასო..... :/ არ დამიწყოთ ახლა, სწორი თარგმანიაო :D
- Elisabeth Wurtzel - Prozac Nation - ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებული თაობის ერთ-ერთი საშუალო ფენის წარმომადგენელი გოგოს მემუარი. სიმართლე გითხრათ, მომბეზრდა მისი ნარცისიზმი უკვე. რამე სრულიად არაავტობიოგრაფიულს თუ დაწერს ოდესმე, წავიკითხავ.
- კენ კიზი- გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა- ჯერ სათაურისთვის სახის აძრობა რა იყო? კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, ჯობს ახალი ქართული თარგმანები ცოტა ხანს არ წავიკითხო.... ან საერთოდ non-fiction-ს მივეძალო ცოტა ხნით, თორემ არაფერი მიდის გემრიელად ამ ბოლო დროს.
- გიორგი კეკელიძე - გურული დღიურები - საქართველოდან მოვდიოდი და ფრენისას წავიკითხე. ერთგან ცრემლი ვაფრქვიე, მახსოვს :D დანარჩენი არაფერი მახსოვს, სიმართლე გითხრათ.
Posts mit dem Label წელს წავიკითხე werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label წელს წავიკითხე werden angezeigt. Alle Posts anzeigen
04.02.16
წელს წავიკითხე- 2015
18.01.15
წელს წავიკითხე 2014
- Heinrich Böll - Die verlorene Ehre der Katharina Blum oder Wie Gewalt entsteht und wohin sie führen kann მოთხრობა იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა ენიჭება პრესას მოვლენების გაშუქებისას; რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყვითელი პრესის "სენსაციურ" ჟურნალისტიკას. მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვინც ჟურნალისტობას აპირებს, უნდა გადაიკითხოს ეს 60-მდე ფურცელი. მითუმეტეს, საქართველოში, სადაც ვერანაირი ქარტია ვერ გვშველის ჯერ-ჯერობოთ.
- Albert Camus - Der Fremde - რისი ღირსია საერთოდ ადამიანი, რომელიც საკუთარი დედის კუბოს წინ ერთ ცრემლსაც არ დაღვრის. უფრო ამაზრზენიც, ისიც არ ახსოვს, დედამისი რამდენი წლისაა. ასეთი ადამიანი ხომ ყველაფერზე წავა. ასეთ ადამიანს გამართლება არ აქვს და ასეთი ადამიანი არ იმსახურებს სიცოცხლეს. ასეც შეიძლება გმირის "გასამართლება". აბსურდის ფილოსოფია დიდი დოზით და ყველაფრის მიმართ გულგრილობის გამართლება. დიდი ექსპერტი ვერ ვარ ეგზისტენციალიზმისა და იგივე აბსურდის ფილოსოფიის, ამიტომ მელნად ვერ დავიღვრები, სამწუხაროდ.
- Sylvia Plath - The Bell Jar - ბუნდოვნად მახსოვდა, რომ ღრმა მოზარდობისას მქონდა წაკითხული და ახლა, გადაკითხვისას დავრწმუნდი, რომ საქართველოში ასაკისთვის შესაფერისი წიგნების არჩევის კულტურა არ არსებობს. "ბიძია თომას ქოხი"-თ გამოწვეული პოსტ-ტრავმატული სტრესი ჩვენი თაობის მკითხველებისთის ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი იქნება (მეოთხე კლასში წამაკითხეს და საბოლოოდ მომიღეს ბოლო :D). რომანი წინა საუკუნის 50-იანი წლების ამერიკელ ქალზე, რომელსაც არ ხიბლავდა მისთვის "გამოწერილი" როლი- ქალისა, რომელსაც ერთი რამ მოეთხოვება: სარფიანად გათხოვება. სანამ ამ მიზანს მიაღწევს, დიპლომის აღებასაც თუ მოასწრებს, ძალიანაც არ მოიწყენს. მას უფრო დიდი მიზნები აქვს... (მეტს არ დავასპოილერებ). იმდროინდელი ფსიქიატრიული ინსტიტუციების პრაქტიკების ზუსტი აღწერა იმანაც განაპირობა, ალბათ, რომ პლატი თავად იყო პაციენტი. რომ ვთქვა, ჩემი სამაგიდო წიგნი გახდება, წელიწადში ორჯერ გადავიკითხავ-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ მეორედ გადაკითხვა და გახსენება, კარგი იყო.
- Eve Ensler - The Vagina Monologues - მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ორი დღის წინ გავიგე ერთ-ერთი ამერიკული კოლეჯის გადაწყვეტილების შესახებ, აღარ დადგას ეს უკვე ისტორიულად ქცეული სპექტაკლი, ინკლუზიურობისა და ტრანსგენდერი ქალების ისტორიების გამოტოვების გამო, ეს არის აბსოლუტური Must Read. წინა წინადადებაში მოყვანილ კრიტიკასთან დაკავშირებით ჯერ ვფიქრობ და აუცილებლად დავწერ ამ წიგნსა და მის კრიტიკაზე ცალკე პოსტს, პირობას ვდებ. ახლა 2 წინადადებით არ მინდა შემოვიფარგლო.
- Zora Neale Hurston - Their Eyes Were Watching God- ზორა არის მნიშვნელოვანი აფრიკელ-ამერიკელ ფემინისტი მწერალი ქალი. ამ რომანში მან ორივე ზემოთ ხსენებული უნიკალურად აალაპარაკა: აფრიკელ-ამერიკელის ბედი და ორმაგად მარგინალიზებული ქალის ბედი, ამ შემთხვევაში. ყველაზე მეტად მომეწონა მისი გადაწყვეტილება (და რამდენადაც ვიცი, ძალიან პრინციპული), მის გმირებს არ ესაუბრათ გამართული გრამატიკული ინგლისურით, არამედ სამხრეთელი აფრიკელ-ამერიკელების დიალექტით. < 3
- Elizabeth Wurtzel - More, now, Again: A Memoir of Addiction- ეს არის ძალიან ღია და შიშველი დოკუმენტაცია (მართლაც რომ) ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებისა, მთელი თავისი ფაზებით: პრობლემის უარყოფიდან დაწყებული, პორბლემის მოგვარებისას დამარცხებით და ბრძოლის ხელახლა დაწყებით დამთავრებული. შიგადაშიგ ძალიან იყო კონცენტრირებული საკუთარ თავზე და ცოტა დამღლელად მიდიოდა, მაგრამ მთლიანობაში, საინტერესოა უშუალოდ შგნიდან დაინახო პრობლემა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ლიზი ამ დროს, "წესით", საერთოდ სხვა წიგნზე მუშაობდა, რომელიც ასევე მაქვს აღნიშნული ერთ-ერთ ასეთ პოსტში, მე დიდი სურვილი გამიჩნდა, Bitch თავიდან წამეკითხა, უკვე ამ პირადი ცნობებით შეიარაღებულს. თუმცა, მერე დავფიქრდი და იქნებ, არ ღირს?! რას შეცვლის ეს ფაქტები?
- ანა კორძაია-სამადაშვილი - ვინ მოკლა ჩაიკა ესე იგი, მე უნდა გამოვტყდე, რომ არ მომწონს ანა, როგორც ასეთი :D მივეცი 2 შანსი, მაგრამ დიდად ვერ მომხიბლა. ან მე გამომეპარა რამე და ან აბსოლუტურად შეუკრავი ბოდვა იყო. მე მაპატიეთ. :D არადა, რამდენიმე ლექცია მაქვს ნანახი youtube-ზე და გადასარევი ლექტორია. მწერალი- ნაკლებად.
- გოგი გვახარია - ცრემლიანი სათვალე ქართველი მწერლების მიწასთან გასწორებასავით გამომდის, მაგრამ არც გოგის მემუარს გადავურევივარ. თუმცა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩაიკა. ასევე საინტერესო იყო იმ ადამიანის მოგონებების კითხვა, ვისზეც პირადად გადაიარა ისტორიამ იმ დროს. მაგრამ გოგი გაცილებით უკეთ წერს სტატიებს.
- ანა კორძაია-სამადაშვილი - შუშანიკის შვილები ამასაც გადავახტები. ჩემი შეხედულება უკვე გაგანდეთ.
- მარო მაყაშვილი - დღიური - უფ, შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ გაფეტიშებული გვყავს ადამიანებს საკუთარი გმირები, შიგადაშიგ სულ ცრემლთა ფრქვევით ვკითხულობდი. პოლიტიკური და "აბა, იქნებ ევროპამ მოგვხედოს" გადასახედიდან დიდი არაფერი შეცვლილა ამ ასიოდე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ. შემაშფოთებელი იყო არმენოფობიური პასაჟები. იმედია, მათი ამ დღიურებში ამოკითხვა (ისედაც არ ვართ ანგელოზები) მაგალითის და მიბაძვის საგანი არ გახდება.
კიდევ, ბევრი ფემინისტური "საფიქრალი" აქვს. მიკვირს, რომ აქამდე არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. ბევრი ლაფსუსიც აქვს და დღიურის ბოლოსკენ თითქოს სასოწარკვეთილი ფარ-ხმალს დაყრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი ფემინისტი იქნებოდა, რომ დაცლოდა. მხოლოდ ერთ პატარა ციტატას მოვიყვან:"კაცი რაღათა მტრობს, რათ უნდა ქალი მის გვერდით იყოს, როდესაც სიყვარული აღარ არის?! ორივესთვის სიცოცხლე გამწარებულია. მიე თავისუფლება, საცა უნდა, წავიდეს და რაც უნდა, ის გააკეთოს. ამას იქით გავიგე ერთისგან: ერთ კაცს უყვარს ქალიო და ეუბნება, თუ არ გამომყვები - მოგკლამო. რა სისაძაგლამდის უნდა მივიდეს ადამიანი, რომ ეგ თქვას! კარგი - ქალს არ უყვარს, შიშისგან გაჰყვა, რაა მათი ცხოვრება. სულ უთანასწორობა, მათ შორის ჩხუბი, სიყვარულზე ლაპარაკიც არ შეიძლება. [...] რა ნება აქვს ვიღაცა სხვა კაცს, ჩემი ნებით ისარგებლოს, გინდა თუ არაო. თუ მინდა, ხომ კარგი, თუ არადა, მისი რა საქმეა- მოკლას. ეგ მარტო გაუნათლებელი ან საძაგელი ადამიანი, გაპირუტყვებული ჩაიდენს, სხვა კი არავინ"
გეცნოთ? სწორედ იმ დროს ვკითხულობდი, საქართველოში ბუზებივით რომ ხოცავდნენ ყოფილი ქმრები და ყოფილი ქმრის ბიძაშვილის მეზობლები ქალებს. სამარცხვინოა, რომ ამ მხრივაც იგივე წუმპეში ვართ, სადაც 100 წლის წინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. - Chuck Palahniuk - Beautiful You - ძალიან გამიცრუა იმედები ჩაკმა. არადა, როგორ ველი ხოლმე მის ახალ რომანებს. :( რომანი არის, უფრო სწორად, მას უნდა იყოს ქალის სექსუალური თავისუფლებასა და ამით მანიპულირების საშიშროებაზე. მაგრამ არის "სისწრაფეში დაწერილი" საკონტროლო წერის თემასავით უაზრო და სატირის უგემოვნო მცდელობა.... ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩაკს ოდესმე ასე გავუსწორებდი მიწასთან რამეს. :D
16.12.13
წელს წავიკითხე 2013 feat. 2012
ვინაიდან, წელს ფაქტიურად #GOT-ზე გადავიარე და წინა წლის დასაწყისში ვერა და ვერ დავპოსტე, ორივე წლის სიას ჩავტევ ერთ პოსტში. #cuzican :D
მაშ, ასე:
2013
ლირიული გადახვევა: პირველი წიგნი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში გამოვიდა და ამ ფაქტის კვალობაზე, იმ ადამიანებს, რომელბიც fb-ზე ასპოილერებდნენ, როგორც კი "ვაშააა, ერთი სერია ვნახეთ", იმჰო, უნდა დაუბლოკონ პროფილი (უფრო უცენზურო რამეებიც მომდის თავში, როცა მსგავს სტატუსებს ვხედავ, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ).
განვაგრძეთ, კიარადა, დავიხიეთ უკან და:
2012
მომდევნო წლის ნაწილი უკვე დაიკავა რამდენიმე წიგნმა ფემინისტური ლიტერატურის სიიდან. ასევე დიდი ნაწილი დაეთმობა მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურას, თუ მანამდე მარტინისებური ადამიანი არ გამოჩნდა და არ ჩამიშალა მთელი გეგმები.
თუ რომელიმე წიგნი თქვენც გაქვთ წაკითხული და რადიკალურად სხვა აზრის ხართ, გელოდებით კომენტარებში. თუ იგივე აზრის ხართ, ასევე გამოცხადდით. :D
Love,
Chaotic
მაშ, ასე:
2013
- Chuck Palahniuk- Snuff - წლის დოზა ჩაკი. დაულაგებელი და ქაოტური პლოტი იყო, უნდა ვაღიარო. თუმცა მისი რომანები დიდი დალაგებულობით არ გამოირჩევა, ეს მოიკოჭლებდა თხრობის მიმდევრობასა და კვანძების გახსნაში (რა სიტყვაა :D). ერთი, შეკრული ამბის ნაცვლად, რაღაც გამოვიდა ბოლოს, რამაც დიდად არ აღმაფრთოვანა.
- George R.R. Martin- A Game of Thrones
- George R.R. Martin- A Clash of Kings
- George R.R. Martin- A Storm of Swords
- George R.R. Martin- A Feast of Crows
- George R.R. Martin- A Dance with Dragons
ლირიული გადახვევა: პირველი წიგნი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში გამოვიდა და ამ ფაქტის კვალობაზე, იმ ადამიანებს, რომელბიც fb-ზე ასპოილერებდნენ, როგორც კი "ვაშააა, ერთი სერია ვნახეთ", იმჰო, უნდა დაუბლოკონ პროფილი (უფრო უცენზურო რამეებიც მომდის თავში, როცა მსგავს სტატუსებს ვხედავ, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ).
განვაგრძეთ, კიარადა, დავიხიეთ უკან და:
2012
- Chuck Palahniuk- Choke რამდენს გადაიხდით შანსში, გადაარჩინოთ ადამიანი სიკვდილს? რამდენი ხნის განმავლობაში გადაიხდით? რამდენად გიღირთ გმირობა, ან მართლა ყველაზე მეტად გინდათ გმირობა? უf, და კიდევ გავაგრძელებდი განხილვის სტილში, მაგრამ ბევრი რამის დაწერა მომიწევს. გირჩევთ, თუ ჩაკის სტილი მოგწონთ.
- Elizabeth Wurtzel- Bitch: In Praise of Difficult Women მოძრაობის მესამე ტალღის მწერლის ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც ბევრ თემას ეხება, კრიტიკულად უდგება ფემინიზმს, როგორც ასეთს (მეორე ტალღას), განიხილავს "ცუდი გოგოს" იმიჯს, მნიშვნელობას. ისეთი წიგნი იყო, ბევრ რამესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა რომ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საწყის პრობლემაზე ვუთანხმდები და დიდი სიამოვნებით რომ დავჯდებოდი და გავესაუბრებოდი მოცემულ თემებზე.
- Margaret Atwood- The Handmaid's Tale როგორც კი სადმე მედიაში ვუყურებ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსვლას, ეგრევე ეს წიგნი მახსენდება. ტოტალური დაქვემდებარების ზენიტი და მისი მიზეზ-შედეგები თუ სრულ უტოპიად გეჩვენებათ, ცუდად გამოფხიზლდებით. ერთადერთი შვება ის იქნება, რომ ჯერ იქამდე არ მივსულვართ და ზარიც თუ დარეკავს თავში, რომ იქამდე მისვლას ხელი უნდა შევუშალოთ, წიგნს თავისი საქმე გაკეთებული ექნება.
- Maya Angelou- I Know Why the Caged Bird Sings წიგნი, რომელზეც ერთდროულად ვნანობ და მიხარია, რომ აქამდე არ წამიკითხავს. 2 წლის წინ რომ თავზარი დამცა, ჯერ კიდევ არასტაბილური თინეიჯერობის დროს რას მიზამდა. რატომღაც მგონია, რომ ყველას გექნებათ წაკითხული და არ გავარჩევ დიდად. თუ ვინმეს არ გაქვთ წაკითხული, გადახედეთ, არ ინანებთ.
- Germaine Greer- The Female Eunuch ცნობილი ფემინისტური ნაშრომია. საკმაოდ კრიტიკული, შეიძლება სახეში მოგხვდეს ბევრი ადგილი, ისე გეცნოს სიტუაცია და ძალიან გაბრაზდე და მეორე, ცნობილ ფემინისტს რომ დავესესხოთ: "The truth will set you free, but first it will piss you off". მერე მოდის იდეა გაბრაზების აუცილებლობაზე, მაგრამ ბევრისთვის, ალბათ, უფრო რადიკალური, ვიდრე სხვა იმ დროის ფემინისტების იდეები. მაგ.: ოჯახში ქალის როლის საპასუხოდ, ქალების მხრივ მასიურად ოჯახების დანგრევა- როგორც არ უნდა ვიყო ქორწინების, როგორც ასეთის, არააუცილებლობაში დარწმუნებული, საკმაოდ გულუბრყვილო მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, არასათანადო ხელფასის, ხშირ შემთხვევაში, ბავშვების ყოლის სურვილიდან გამომდინარე ქალების მიერ კარიერის/სამსახურის მიტოვების მაჩვენებლის და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით (თუნდაც ის ფაქტი, რომ ქორწინება, რომელიც (წესით) არის უფლება ზრდასრული ადამიანებისა, იცხოვრონ ერთად, იქ გადასახადების და ეგეთების სიკეთე და ასევე ქორწინების vip კლუბობა რომ დავიკიდოთ და უბრალოდ, არის ხალხი, ვისაც უნდა იყოს ქორწინებაში). ბოლოს საკმაოდ ნათელ მომავალსაც ხატავს, როგორც გამოსავალს, მაგრამ ეს წიგნი რომ დაიწერა, იმის მერე კარგა ხანი გავიდა და ჯერ ის მომავალი არ მოსულა და მოდი, ისიც ვაღიაროთ, ცოტა უტოპიური მომავალიც კი ჰქონდა წარმოდგენილი.... მეორე მხრივ, body image-თან და საკუთარი თავის ხედვა/რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან ბევრ დადებით თემას ეხება. ანუ, თუ ხართ დაინტერესებულნი ფემინიზმით/ფემინისტური ლიტერატურით, ღირს წაკითხვა.
- Erica Jong- Fear of Flying თუ არ ვცდები, ერიკას სადებიუტო რომანი იყო. თავის დროზე ეროტიკა ქალებისთვის- ქალისგან დიდი ზარ-ზეიმით და ტაშის კვრით არ აუტაცებიათ. 2012-თვის ვერაფერი სკანდალური რომანია. მე ცოტა გამაღიზიანა ჩვეულებრივმა სასიყვარულო სამკუთხედმა და იმაზე ფიქრმა, ვის აირჩევდა მთავარი გმირი- არადა, უეჭველი ხომ უნდა აერჩია... give me a break...
- Kazuo Ishiguro- Never Let Me Go ვუწევ რეკომენდაციას ორივე ხელით! ფილმი, ვიცი, ბევრს მოეწონა და მართლაც კარგი ეკრანიზაცია იყო, მაგრამ წიგნი საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. რომანი ადამიანებზე, სულზე, სიყვარულზე, იმედზე, ვიღაცის თავგანწირვაზე და ვიღაცის უფრო თავგანწირულ ბრძოლაზე, უფლებაზე- იყო ადამიანი... არცერთი სპოილერის დაგდება არ მინდა პრინციპულად. უბრალოდ, წაიკითხეთ და მერე კომენტარები დატოვეთ. იქ გავარჩიოთ (spoiler allert ან რამე მიაწერეთ, ღმერთმანი) :)
- Bret Easton Ellis- American Psycho გადარეული ადამიანის გადარეულ ტვინში გაელვებული გადარეული აზრები, გადმოტანილი ფურცელზე. თუ გაქვთ რამე სტანდარტი, რის დაბლაც არ ეშვებით, უცენზურობის, სექსის სცენების ზღვრების, "სისხლების და გასხმების" ამბავში, ნუ წაიკითხავთ. ასევე, თუ ფილმი გაქვთ უკვე ნანახი, მაინც წაიკითხეთ: ეკრენიზაცია ჩამოუვარდება ხარისხით წიგნს.
- Margaret Atwood- The Year of the Flood ფანტაზიაც არის და ფანტაზიაც! და ამ ქალბატონს აქვს საოცარი უნარი წარმოიდგინოს მსოფლიო, რომელშიც ხალხს მოუწევს ცხოვრება, უცებ რომ ერთი ნაბიჯი შეგვეშალოს და მცდარი გადაწყვეტილება მივიღოთ. ამ რომანში უფრო მეტი enviromental პრობლემაა, ვიდრე ზემოთ აღნიშნულში. ერთი-ორგან მდორედაც იკითხებოდა. სულ მეგონა, რომ ხელოვნურად წელავდა ვითარებებს და მერე, 2 გვერდში მოუყარა უცებ თავი ამბავს. აი, 1000 დღიანი მოგზაურობის მოსაყოლად რომ მოგცენ 1 საათი და შენ 45 წუთი ისაუბრო მოსამზადებელ პერიოდზე, მერე 10 წუთი-პირველი დღის შთაბეჭდილებებზე და ბოლოს 5 წუთში ჩატიო დარჩენილი 999 დღე.
- Nino Haratischwili- Juja გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლისა და რეჟისორის სადებიუტო რომანი. სათაური მოდის ზემას "ჟუჟა"-დან. არ მომეწონა... უფრო სწორად, ნაწილ-ნაწილ მომწონდა და მეგონა, რომ ჰა, ახლა ამოქაჩა-მეთქი, მაგრამ მთლიანობაში გადასარევი იდეა გადაურევლად ჩაასრულა...
- Chuck Palahniuk- Lullaby უf, გემრიელი. როგორც წესი, საკმაოდ უწმაწურად წერს და თითო რომანში 2-3 ტაბუ/სკანდალს რომ არ მოუყაროს თავი, ვერ ისვენებს, მაგრამ ეს შედარებით მშვიდი (თუმცა, არა ნაკლებ იდეებიანი) სკანდალისგან შედგება. შეიძლება იმიტომაც მგონია ასე, რომ საქმე ჩვილებს ეხება და მანიპულაციისთვის (ა.კ.ა. უცოდველი არსება) მშვენიერი საშუალებაა. გირჩევთ მაინც.
მომდევნო წლის ნაწილი უკვე დაიკავა რამდენიმე წიგნმა ფემინისტური ლიტერატურის სიიდან. ასევე დიდი ნაწილი დაეთმობა მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურას, თუ მანამდე მარტინისებური ადამიანი არ გამოჩნდა და არ ჩამიშალა მთელი გეგმები.
თუ რომელიმე წიგნი თქვენც გაქვთ წაკითხული და რადიკალურად სხვა აზრის ხართ, გელოდებით კომენტარებში. თუ იგივე აზრის ხართ, ასევე გამოცხადდით. :D
Love,
Chaotic
Abonnieren
Kommentare (Atom)
