Posts mit dem Label პროექტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label პროექტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

24.05.12

თვითმოტივატორი

OK, იმის ფონზე, რომ ხვალ ჩემი ანალიზები იქნება( და გავიგებ, ამჯერად რისი ნაკლებობა მაქვს, 12 საათი რომ მძინავს), ყოველდღე ვმუშაობ და ღამით 4 საათის ნაცვლად მხოლოდ 2 საათი ვახერხებ პროექტზე მუშაობას, ხელში მაინც იმაზე ოდნავ უფრო მეტი უნდა მეჭიროს, ვიდრე ახლა.

ჯერ ვერ დავუმუღამე, რომელი approach სჯობს:
  1.  ერთ მაგალითზე დავკონკრეტდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა დავამატო კოდი, თუ 
  2. გუგლში თუ რამე მაგალითი ვიპოვნე, ყველა ვცადო და რომელიმეს გამოსვლის იმედზე ვიყო....

არცერთი არ ამართლებს. გუშინ პირველი ვცადე (სუუულ დასაწყისი ჩონჩხი მაქვს და გაგრძელება მინდოდა), დღეს-მეორე.... ისევ იმ ჩონჩხზე ვარ...

გადაირევა ადამიანი, რა...

არადა, თითქოს, ყველაფერს ზედმიწევნით ვაკეთებ...

პ.ს. ძალიან მალე ვიცი ხოლმე ხელის ჩაქნევა და ჯერ კიდევ რქებით რომ ვაწვები და ყველა მხრიდან ვუვლი, საკმაოდ პოზიტიური მოვლენაა.
ასე გადიან ბოლოში, ალბათ....


(პოსტი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთსა და იმავე თემაზე მუშაობის შედეგად არ გავრეკო)


12.05.12

ჩვეულებრივი შაბათების "ტასკა"

 ხანდახან მირჩევნია შაბათს წვიმდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეებში მზეს საღამოობით მოვკრავ ხოლმე თვალს და მიუნხენში მზე ისედაც 3-ჯერ აცხუნებს წელიწადში, მაინც მიხარია, რომ დღეს წვიმდა მთელი დღე.
მე ჩემი "სახლის საქმეები" წესრიგში მოვიყვანე.
როგორც წესი, მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ და პროკრასტინატორი იღვიძებს ჩემში.. თან იმდენად ომახიანად, რომ გაის და რიჩის აბაზანა და ჭუპა-ჭუპაც მოვასწარით გუშინ საღამოს :D
მერე, თოკზე ჩამოკიდებული party outfit-ები სანამ ასველებს ჩემს ნოხს (აივანზე ბოდიში), მე გაუწმინდავი ფანჯრიდან (დაულაგებელი აბაზანის შემდეგ რიგით მეორე კაპრიზი) ვუყურებ მიუნხენის ყველაზე დიდ ბაღს და ვფიქრობ, ჩემი და და დედაჩემი რომ იყვნენ აქ, ეს მინები გაცვდებოდა, იმდენჯერ გახეხავდნენ. ასეთი სუფთა ქალის შვილი ჩემნაირი პოხუისტი როგორ "გამოვიდა", გულწრფელად მიკვირს :D
და მერე მახსენდება ჩემი პროექტი, დასაგეგმი დაბადების დღე (ჯერ ზუსტად არ ვიცი, მინდა თუ არა აღნიშვნა :D) , დასაგეგმი "პარიზი", დასაგეგმი ვიზიტები ექიმებთან, დასაგეგმი შეხვედრები ადამიანებთან, წასაკითხი წიგნები და ვფიქრობ: fuck this shit! ამ კვირასაც არავინ მოიცლის ფანჯრებისთვის.


p.s. არასოდეს ვრთავ პოსტზე დართულ "ჯერ ეს ჩართეთ" ვიდეოს, მაგრამ ვინმეს თუ აინტერესებს, Zola Jesus- Lick The Palm Of The Burning Handshak :)

04.12.11

3 დღე National Novel Writing Month-დან

დიდი ენთუზიაზმით დავიწყე. ვაპირებდი, მთელი თვე მეწერა. საქმეს ისიც აიოლებდა, რომ არაფერი უნდა შეასწორო, არაფერი გაალამაზო, სიუჟეტი წინასწარ არ დაგეგმო. ანუ, რომანის დრაფტს ამზადებ, ფაქტიურად. მერე, თუკი გადაწყვეტ, რომ ამ ყველაფრისგან რამე გამოვა, შეგიძლია დახვეწო. დაწვრილებით არ ავხსნი, დაინტერესებულებმა დაგუგლეთ. :)

ჰოდა, იმას ვამბობდი, დიდის ენთუზიაზმით დავიწყე-მეთქი, მაგრამ სადიპლომო გამოცდების თვე მქონდა და 3 დღეში მივხვდი, რომ დროის მენეჯმენტი არასწორი გზით წავიდოდა, თუკი პროკრასტინაციის მიზნით რომანის წერას დავიწყებდი.
პლიუს, აღმოვაჩინე, რომ I suck at writing. :D

ჰოდა, შევეშვი. ახლა შემთხვევით გადავხედე და ერთი პოსტის მასალად გამოდგება. ეტყობა, ბლოგზე წერამ სტილიც შემიცვალა, ყველაფერს მსგავს ფორმატს ვაძლევ. მაგრამ შეიძლება ზუსტად ეს არის ის ყბადაღებული "საკუთარი ხელწერა", რომელსაც ეძებს ყველა... არ ვიცი...

ვდებ პირველი დღის შედეგს, ყველანაირი ჩასწორების გარეშე. მხოლოდ ერთი აბზაცი ამოაკლდა, რადგან ფაქტიურად წინა აბზაცის ტავტალოგიას წარმოადგენდა. (დანარჩენი ორი დღე ცოტა სხვა ფორმატითაა და არ ვიცი, დავდებ, თუ არა. თუკი ვინმეს დააინტერესებს, შეიძლება ბლოგის Mailing-list-ს გავუგზავნო).

Enjoy....
ობიექტურ, სუბიექტურ, კონსტრუქციულ, ან არეულ feedback-ს მივიღებ დიდი სიამოვნებით. :)


დღე 1:

აბსოლუტურად სრულყოფილ დღედ როგორი დღე ითვლება? ბედნიერი რომ ხარ, სამსახურში რომ დაგაწინაურებენ, საყვარელი ადამიანი (როგორ უგერგილოდ ვხმარობ ამ გამოთქმას და სინონიმებიც რა ერთი მეორეზე უარესია: შეყვარებული, „ჩემი კაცი“, „პაკლო“-ლოლ... ) რომ ჩამოვა დაპირებულზე 3 დღით ადრე, თუ როცა შენი შვილი პირველ ნაბიჯს დგამს? ანუ, რაღაც სასიამოვნო როცა ხდება შენს ცხოვრებაში, ოღონდ გრანდიოზული მასშტაბით.

ჩემი აბსოლუტურად სრულყოფილი დღე, ოღონდ უარყოფითი გაგებით, გასიებული თავით დაიწყო და მოსწავლით, რომელსაც „since“- სამ აბზაციან წინადადებაში ოცჯერ შეხვდა და ოცჯერვე შეცდომით გამოთქვა.... არა, კი არ ვწუწუნებ, ან დავცინი. უბრალოდ, ჩემი მთელი ენთუზიაზმით ვცდილობ, დავამახსოვრო და როცა არ გამოდის, თავი მასზე ლუზერი მგონია. ბოლო გაკვეთილი ჩავუტარე დღეს და სხვა მასწავლებელს გადავულოცე.

დედამისმა დისკოტეკაზე დამპატიჟა, სადაც „ფოქსტროტ“-ს და დისკოს ცეკვავენ. ზემოხსენებულთაგან ერთ-ერთის მართლწერას შეგნებულად არ დავგუგლავ, რომ მიხვდეთ, დაახლოებით რამდენად მაქვს წარმოდგენა, რაზე იყო საუბარი. უფრო ადრე, დამშვიდობებისას, ახალ ბინაში გადასვლაზე საუბრისას ჩემს ბიჭთან (არც ეს მიყვარს, მაგრამ bf-ს სანამ გავუთამამდები წერისას, არა უშავს) გადასვლა მირჩია.

- რომელ ბიჭთან? არ მყავს ბიჭი.

- ჰმმ, ადრე ხომ ახსენე ვიღაც?

- ჰმმ, მე ვახსენე ვიღაც?- და არ ვიცი, რამ მაიძულა მეთქვა - ჰო, იყო რაღაც და არ დასრულდა სასიკეთოდ ბოლოს.

- აი, ზუსტად. მეც ეგრე მახსოვდა. ცუდია, რომ არაფერი გამოვიდა. აი, მეც მარტო ვარ, ორი თინეიჯერი შვილით და ქვრივის სტატუსით. მაგრამ მე შენზე გაცილებით უფროსი ვარ, შენთვის უფრო იოლი უნდა იყოს ყველაფერი. ჯერ 20-ს ახლახანს გადააბიჯე.

- Damn (ნაკლებ ფილმს უნდა ვუყურო ინგლისურად, მოკლე ფრაზებს ვიჭერ),- ვფიქრობ მე. – „ამანაც უიმედოებს მიმათვალა.... მაგრამ ვაპატიოთ, 27-ის ვარ და ასაკთან დაკავშირებით უნებლიედ კომპლიმენტიც მივიღე. დღის ყველაზე სასიამოვნო მოვლენა აქამდე.... damn again, my life sucks.

დისკოტეკაზეც იმიტომ ხომ არ დამპატიჟა, რომ დახმარების ხელი უნდა გამომიწოდოს?

მერე, სახლში მოსული, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ბოლო ღერია ეს.... გული მიგრძნობს, ეს ერთი და სხვა მრავალი მსგავსი დიალოგი გვექნება მე და სინდისს, თუ ჯანმრთელობას, თუ საფულეს, რომელიც უკვე დედას იგინება ...

დღის გვირგვინი მაინც 2 დაფარულ ზარს და სმს-ს ერგოთ. ჩემი სტოლკერი მართლა სტოლკერი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში ერთხელ თავს მახსენებს დაფარული ზარით, რომელსაც არ ვპასუხობ და მერე სმს-ით, რომელსაც ბოლოს მსუბუქი მუქარით ამთავრებს ხოლმე. დღეს მაგალითად ეს :“სირცხვილი შენ. იმედია, ოდესმე შევხვდებით“....

სმს-ს ვკითხულობ, ტელეფონს ხმამაღლა ვეუბნები fuck off-მეთქი და ფილმის ყურებას ვაგრძელებ. მერე სმს-ს ვშლი და გულწრფელად ვამბობ, რომ ტყუილად დამპატიჟა მოსწავლის დედამ დისკოტეკაზე, თუკი ფიქრობს, რომ იქ ვინმეს გაცნობაში ხელს მომიმართავს და მეც მთელი ცხოვრების მანძილზე მისი მადლიერი ვიქნები.

ჩემი აბსოლუტურად სრულყოფილი დღე მარტო მე მიტევს ამ ეტაპზე.

...ზრდილობის გულისთვის წავალ და ვიცეკვებ დისკოს, თუ დამირეკა...



26.07.11

a cup of peace

ხვალ არის გენიალური დღე: 1 კვირიანი წამების და "ლომკის" შემდეგ, გაღვიძებისას გადმოვიღებ ყავის ზარდახშას და ყველაზე გემრიელ ყავას ავადუღებ.

მმმ....

მერე მოვიდგამ ყავის ჭიქას გვერდით და ჩავუჯდები Java-ს, Data mining-ს, Weka-ს, moa-ს და ყველა დანარჩენ "ბედნიერებას", რაც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება უნდა ვაკეთო იდეაში....
ტასკა თუ არა, ჯერ ვერ გადავწყვიტე....

03.12.10

Just 28 more photos to go

1 იანვარს დავიწყე პროექტი "Each day... Every day". ანუ, ყოველდღე ვიღებდი ერთ ფოტოს და ვდებდი Facebook-ზე. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ 2-3 ფოტოს ვდებდი ერთად.
ორი თანამშრომელიც ავიყოლიე. იმათ თქვეს, 1 თვე ვცდით და თუ არ გვიღალატებს ნებისყოფა, მაშინ გავაგრძელებთ წლის ბოლომდეო...
არ გვიღალატა ნებისყოფამ და სულ რაღაც 28 ფოტოღა გვაშორებს წლის ბოლოს.

რუტინული გახდა პროექტისთვის ფოტოს გადაღება და საკმაოდ საინტერესოც იქნება წლების მერე რომ გადახედავ და გაიხსენებ 2010 წლის თითოეული დღის პატარა დეტალს. ერთ თანამშრომელს წელს ქორწილი ჰქონდა და მთელი მოსამზადებელი პერიოდია ახლა მის გვერდზე აღბეჭდილი... :)

მაგრამ, მაინც ძალიან მიხარია, რომ მხოლოდ 28 ფოტოღა დამრჩა... რუტინული "პასუხისმგებლობა", თუნდაც დღეში 5 წუთი სჭირდებოდეს, საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობასთან ყოფილა დაკავშირებული და მე არ ვარ ამ მხრივ დიდად დაჯილდოვებული. :)

03.09.10

საზეიმო დამშვიდობება

ესეც ასე, დასრულდა ჩვენი პროექტი , დროზე ადრე, მაგრამ მაინც.

სანამ გულისამაჩუყებელ ნაწილზე გადავიდოდე:
ბაბისამ დაწერა პოსტი აგვისტოს წიგნზე. ვინც შემორჩა პროექტს და წაიკითხა წიგნი, ნუ დავიზარებთ დაკომენტებას, ჩემის თამადობით. :D


ჰოდა, ოფიციალურ საკითხებს რაც შეეხება, ვაცხადებ:
  • სექტემბრის წიგნის არჩევისთვის მივწერე იასამნისფერს და სამწუხაროდ, არაა ინტერნეტთან და ასე რომ, პროექტი ოფიციალურად დაიხურა.
  • ივლისის წიგნზე პოსტი ჯერ არ დაწერილა და ფაქტიურად ეგ თვე ჩავარდა.
    whatever...
  • დიდი მადლობა უკლებლივ ყველას პროექტში მონაწილეობისთვის. პირადად ჩემთვის ფრიად სამაგალითო პროექტი იყო, ყველა გაგებით :D
  • ბევრმა პროექტის დაწყების შემდეგ გამოხატა მონაწილეობის სურვილი. სამწუხაროდ, პროექტი ამ სახით არ განმეორდება, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ბლოგზე მაინც. სხვა თუ აიტაცებს იდეას, არ ვიცი. :)

გემშვიდობებით კეთილი სურვილებით,
Chaotic

:D

p.s. პრეტენზიები და ამბები, ასევე ცრემლთა ღვრა და გამომშვიდობება კომენტარებში, ოღონდ კონსტრუქციულად. :*

27.01.10

თებერვლის წიგნი

  • პრესკრიპტუმი: ლინკების ზღვა გელით თემაში :D

ძალიანი მიხარია, რომ ბევრი დაინტერესდა ჩემი იდეით ონლაინ წიგნის კლუბის შესახებ.

ამ ეტაპზე ვართ თორმეტნი. ანუ, 2011 წლის იანვარში მოვრჩებით.
ვფიქრობ, დანარჩენებს მხოლოდ მკითხველების სახით თუ დავამატებთ, რომ წიგნის კითხვაში შემოგვიერთდნენ, თორემ ასე სია უსაშველოდ გაიზრდება და ბევრს ხალისი არ ექნება. ვნახოთ, პირველი ეტაპი როგორ ჩაივლის და შემდეგ დავფიქრდები "მიშენებებზე".

თებერვალში გვმასპინძლობს ნასტასია.

თებერვლის წიგნი: ლეკლეზიოს უდაბნო.

ახლა ვესაუბრე ნასტასიას (გუშინ ვფიქრობდი და ბუნდოვნად გავიხსენე ნამდვილი სახელი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, სინამდვილეში რა ჰქვია. რა მნიშვნელობა აქვს, მე სხვა სახელს მაინც ვერ დავუძახებ :D) . წიგნი ყველგან იშოვება, რამდენადაც ვიცი. ბიბლიოთეკებშიც არის.


აქვე ჩამოვწერ დანარჩენი თვეების სიას:

  • თებერვალი- ნასტასია. (ლეკლეზიოს უდაბნო)
  • მარტი- k84u - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • აპრილი- ხისსუნიანისახლი - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • მაისი- იასამნისფერი - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • ივნისი- ჩემი დაბ. თვეა და მე გმასპინძლობთ. :D
  • ივლისი- thecatcherintheray - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • აგვისტო -
  • სექტემბერი- ანუშკა - წიგნი ჯერ არ აურჩევია.
  • ოქტომბერი- ბაბისა
  • ნოემბერი-
  • დეკემბერი-
  • იანვარი-
ეს ოთხი თვე გადანაწილდება შემდეგ ბლოგერებზე:

თუ ვინმე კიდევ დაგვემატება "თავისუფალი მსმენელის" კიარადა, თავისუფალი მკითხველის ამპლუაში მივიღებთ. :D


ჰოდა, ასე. დანარჩენი კომენტარებში ან მაილით.


update: 28.01.10

16.01.10

იდეებ რა ვუყო?! ა.კ.ა. წიგნების ონლაინ-კლუბი

წინა კვირას დაწერილ რეზოლუციას თითქმის ვასრულებ.

მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ მესამე ფილმი იტვირთება ახლა. ისიც იმიტომ, რომ თმები უნდა დავისწორო და გასართობს ვეძებ.

ერთადერთი იმდენს ვერ ვმეცადინეობ, რამდენიც საჭიროა...

მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი ახლა.
უფრო ისაა საგულისხმო, რომ ყველანაირი პროექტით შეიძლება ჩემი დაინტერესება.

  1. facebook-ზე ვტვირთავ დღეში თითო ფოტოს ცნობილი One Photo a Day- პროექტის ფარგლებში. ორი თანამშრომელიც ავიყოლიე. სადამდე გავქაჩავ, არ ვიცი, მაგრამ მშვენიერი გასართობია.

  2. Julie and Julia-ს ნახვის შემდეგ შემოღებულ "სამზარეულო პროექტზე" უკვე დავპოსტე ერთხელ. ხვალ მეორე შეკრებაა და დღეს მთელი დღე რეცეპტების გადამოწმებასა და ინგრედიენტების ყიდვაში გავატარე.

  3. სვითის დავალებებს ვასრულებ შეძლებისდაგვარად.

  4. სვითის ვიდეოსთვისაც გადავიღე საახალწლოდ სურათები.




ესე იგი, ყველანაირად იოლი საკბილო ვარ მსგავსი პროექტებისთვის.

ახლახანს წავიკითხე Jane Austen's Club. მერე ფილმიც ვნახე. 6 ადამიანი კითხულობს ჯეინის 6 რომანს. თვეში ერთხელ იკრიბებიან რომელიმესთან და განიხილავენ.

არც ერთს გირჩევთ და არც მეორეს, მაგრამ იდეა მომეწონა ძალიან და საშინლად მომინდა რეალურად შემესხა მისთვის ფრთა. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მინდა რეალში გაკეთება, რადგან წინასწარ ვიცი შედეგი. დღეს მომივიდა თავში აზრად, ბლოგზე დამეწერა შემოთავაზება. რატომღაც ძალიან მინდა ბლოგერებთან მაკავშირებდეს ეს პროექტი.

ანუ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი იდეაა:

გავაკეთოთ მსგავსი კლუბი, ოღონდ ონლაინ, " ბლოგერების წიგნის კლუბი" :D
ყოველ თვე რომელიმე ბლოგერი აირჩევს წიგნს, რომელსაც წავიკითხავთ ყველანი. ეს ბლოგერი თვის განმავლობაში არის "მასპინძელი". მისსავე ბლოგზე წერს პოსტს წიგნის წაკითხვის შემდეგ(რადგან 1 თვეა წიგნისთვის გამოყოფილი, იმ ერთი თვის მანძილზე უნდა დაიდოს პოსტიც). ჩვენ კი კომენტარების სახით გამოვხატავთ ჩვენს აზრს, ვიკამათებთ და ასე შემდეგ. მომდევნო თვეში გვეყოლება სხვა მასპინძელი და ა.შ.

თუკი პროექტით დაინტერესდით,გააგრძელეთ კითხვა, თუ არა, მაშინ დამშვიდებული სინდისით გადით/დააკომენტეთ/ჩემი სხვა პოსტები წაიკითხეთ :)


წესები:

  1. არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაინტერესდება, ამიტომ ზემოთა ზღვარს ჯერ არ შემოვიღებ. შეიძლება სულ 1 მსურველი აღმოჩნდეს და უხერხულობაში ხომ არ ჩავვარდები. :D

  2. პროექტი დაიწყება 1 თებერვალს. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი წიგნის წაკითხვა/განხილვა ხდება თებერვლის ბოლომდე.

  3. მოქმედებს პრინციპი: თუ შეტოპე-გატოპე. ანუ, წიგნების ჩაგდება არ შეიძლება.

  4. მონაწილეობის მსურველებმა დააკომენტეთ ან მომწერეთ მაილი ამ მისამართზე: chaoticco@gmail.com.
    მაილში/კომენტარში მიუთითეთ, წელს რომელი თვე გირჩევნიათ "სამასპინძლოდ" და რომელ წიგნს ირჩევთ. ჯერ-ჯერობით ყველა თვე თავისუფალია. გაითვალიწინეთ, რომ იანვრის თვე ამოვარდა, ამიტომ ათვლა იწყება თებერვლიდან.

  5. წიგნის არჩევანში არავინ იღებს მონაწილეობას მასპინძლის გარდა. ასევე დიდ სნობიზმად ჩაითვლება ცხვირის აბზუება და "მე ამ წიგნს არ წავიკითხავ, შიგ სექსები და გინებებია" არგუმენტები და ჩვენ ხომ სნობები არ ვართ?! ჰოოდა, წინასწარვე განვეწყოთ ადამიანურად. :D

  6. წიგნის არჩევისას იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომ მასალას ირჩევთ. მაგალითად, მე ვიმყოფები საზღვარგარეთ და ქართული წიგნები აქ არ მაქვს. თუკი სადმე წიგნის ონლაინ-ვერსია იქნა, ხომ კარგი, თუ არადა, საშინლად გართულდება ეგ ამბავი. გამოგზავნაც არ ხერხდება. მეც, ჩემის მხრივ არ ავირჩევ წიგნს, რომელიც საქართველოში არ იშოვება.

  7. აქვე წიგნებთან: წაიკითხეთ თქვენთვის სასურველ ენაზე. :D

  8. ყველა მონაწილე საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შემდეგი თვის წიგნი, ცვლილებები სიაში და ა.შ., ჩემგან მიიღებს მაილს. ასე რომ სასურველი იქნება, კომენტარით გამოთქმული სურვილის შემთხვევაშიც იქვე მიუთითოთ თქვენი მაილი.




ვინაიდან, მე ამ წუთას სამი წიგნი მაქვს გამოტანილი და სამივე Austen-ის რომანია, დიდი პლაგიატობა იქნება ჩვენც მასე დავიწყოთ. ასე რომ, დაველოდები თქვენს შემოთავაზებებს. თუკი თებერვალში არავინ გამოჩნდება მსურველი, 1 თებერვლამდე მოვიფიქრებ, ამ რომანიებიდან რომელი ავირჩიო :D


და ისა, მოგეწონოთ იდეა რაა... :user:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates