Posts mit dem Label ქალი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ქალი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

26.04.14

როგორ გადავურჩეთ "გაცნობის ფაზას" პროფესიებში, სადაც 95% მამრობითი კოლეგა გვყავს

პრეტექსტი: ამ 95%-იდან ნაწილთან შეხება არ გექნებათ. ნაწილთან მხოლოდ დერეფანში მისალმებით შემოიფარგლებით, ნაწილთანაც კარგ ურთიერთობას დაამყარებთ, კოლეგიალურსა და ურთიერთპატივისცემაზე აგებულს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამსახურს გარეთ ურთიერთობის გაგრძელება და მეგობრობა თქვენი ნებაა, მაგრამ აუცილებელი არ არის.

რა ვუყოთ დანარჩენ რამდენიმეს?

პირველი, რაც თავში აზრად მოგვივა, არის შემდეგი ტაქტიკური სვლა: ვიყოთ კეთილები მათ მიმართ, გავუღიმოთ, კარგად და მეგობრულად მოვექცეთ. ეს მათ დაუმტკიცებს, რა კარგი ადამიანებიც ვართ და როგორ ცდებოდნენ თავიდან. დროთა განმავლობაში, მათ კეთილგანწყობას მოვიპოვებთ....

გეცნოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ეცნო, რადგან ბავშვობის დიდი გაკვეთილი და ანდერძია ეს ტაქტიკა.


fuck this!!!

იყავით სარკეები, არეკლეთ პატივისცემა, რომელსაც თქვენს მიმართ იჩენს თქვენი კოლეგა. არც მეტი ქნათ, არც ნაკლები.
პირადი გამოცდილებიდან: თავიდან გაოცება მოჰყვება ამ ყველაფერს. შემდეგ მსუბუქი სახის ბულინგი, რაც მაგ.: სადილის დროს გადაკრულ ხუმრობებში და წაგველებაში გამოიხატება ( ორივე სქესს გადასარევად შეუძლია, მიუხედავად სხვაგვარად მტკიცებისა. აქვე სიაში შევიტანოთ ჭორაობა. ოოო, მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს :D). შემდეგი ეტაპი არის გაბრაზება იმაზე, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც სახლში: დედასავით არ დასდევთ კუდში და შეყვარებულივით/ცოლივით არ ცდილობთ სიტუაციის განმუხტვას.
ამ წუთას აქ ვარ და გაგრძელებას შემოგთავაზებთ. შესაძლოა შემდეგი საფეხური იყოს კოლეგის სურვილი, კედელზე შემოგანარცხოთ, მაგრამ ცივილიზებულ პირობებში, ეს სამსახურის დაკარგვად და აუცილებლად დამნაშავის სკამზე ჯდომად დაუჯდება და ვერ გარისკავს. :D

 მიზანი ამ ყველაფრის არ არის ის, რომ ბოლოს განუყრელ მეგობრებად იქცეთ და შემოირიგოთ ეს ადამიანი. ყველას არ უნდა უყვარდეთ და ვერც ეყვარებით.  უფრო მთავარი კი, არც თქვენ უნდა გიყვარდეთ ყველა. თქვენ ხელფასს არ გიხდიან იმაში, რომ ყველას უყვარდეთ. ხელფასს გიხდიან იმაში, რომ გააკეთოთ საქმე და გააკეთოთ ეს საქმე კარგად. ამასთანავე, ბევრჯერ მინახავს 2 მამრობითი სქესის კოლეგა, რომელთაც, ზუსტად ვიცი, საშინლად არ მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ აქვთ საჭირო საქმიანი ურთიერთობა და მას იქით ნაკლები კონტაქტი. ისინი ერთმანეთისგან კუდის ქიცინს არც ითხოვენ და არც ელიან. ასე რომ, ესე იგი, შეუძლიათ სხვანაირადაც ;)


პ.ს. თქვენ გიწევთ  ასეთ სიტუაციაში მუშაობა?  ის 5%  ხართ, თუ 95%? როგორ იქცევით მსგავს შემთხვევაში, ან როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცეოდით?


გული მიგრძნობს, გაგრძელება იქნება...  :D



17.11.12

ოდა "ცუდ" ქალებს

სიტყვები "კარიერისტი" და "ფემინისტი" ერთ კასტაში გადის.
კარიერისტი ქალი ცუდი ქალია. იგი ბუნების კანონების წინააღმდეგ მიდის.
ქალი, რომელიც ამბობს, რომ რეალურად უნდა გააკეთოს რაღაცა თავისი განათლებით, ბავშვის გარდა, სულ არაა დედობის ღირსი.
ქალი, რომელიც ამბობს, რომ გაკეთებული სადილის გამო კაცის თვალებში აკიაფებული მადლიერების და სიყვარულის ყურება მის მოწოდებათა სიაში არ შედის, ცუდი ცოლია.
ცუდი ცოლია ის ქალიც, რომელიც მთელ თავის  ინტელექტს ქმრის გაუთოებულ პერნაგში არ დებს.
ის ქალი ხომ საერთოდ რა ქალია, თუ 3 წელიწადში ერთხელ ბავშვის დორბლ და ნარწყევ შემხმარი მაისურებით მთელი დღე არ იარა და საღამოს უცებ არ "გამოიპრანჭა", რამეთუ დაღლილი კაცი სახლში მოსვლისას სიამაყით უნდა აივსოს.

იმ ქალს, რომელიც "ოდეს ყოფილ არ აქამომდე" დიალოგებისას სახეში შემოგახარხარებს, ჭკუა უნდა ასწავლო.

და ღმერთმა დაგვიფაროს (ნებისმიერმა- იმდენნაირი გვყავს, არჩევანია, სულო და გულო), ქალმა თქვას, რომ მამენტ, არ უნდა ჯერ შვილი და ზუსტად არ იცის, როდის მოუნდება, თუ საერთოდ მოუნდება ოდესმე.

და უფრო ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი ქალისგან, რომელიც თვლის, რომ marriage is overrated. 

მე ვარ ერთ-ერთი ასეთი "ცუდი" ქალი. მე არ მადგას თავზე "აი, თითით საჩვენებელი დედა და ქალი (უფრო სწორად, ქალი, იმიტომ რომ -დედა) "  შარავანდედი და შესაბამისად, პრივილეგიებიც, როგორიცაა, ვიღაცის აღფრთოვანება იმით, რომ საჭმელი არ მიმეწვა და სარეცხიდან ყველა ლაქა გამოვიყვანე და ასე შემდეგებით, რაც კარგად რომ დავფიქრდე, ისე მკიდია, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ რაღაც ნორმებმა მითხრეს, რომ ამაზე "ფასეულსა" და "წმინდას" ვერაფერს გავაკეთებ....

როგორ დავიჯერო, რომ ასე ცოტა გყოფნით?

არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც დამაჯერებს, რომ ეს მეყოფა.


28.10.12

Don't give a fuck about them answers...

- მაკიაჟით თუ უმაკიაჟოდ?

- ნუ, ახლა თუ შპაკლი აქვს გადასმული, ტეხავს მაგრად, რა.
- აუ, მაკიაჟით, მაგათ დილით ახალგაღვიძებულზე მტერმა შეხედა. :D :D :D
- უმაკიაჟოდ, იასნა. ბუნებრივი სახე ყველაზე ლამაზია.
- აუ, ზოგი გოგო როგორია, ტო, არც მაკიაჟს ისვამს, არც თმას ივარცხნის ნორმალურად. შეხვალ სადმე საღამოს და გაგიტყდება, რა...
- მთავარია ძუძუ, მაკიაჟი მკდია :D :D :D

- აჰ, ოკ, მაშინ: დიდი მკერდი, თუ პატარა?

- დიდი, იასნა.
- რაც დიდდდდიიიი მითთთთ უკეთესსსსსი ბრაცცციიიი.
- ზომა მკიდია, ფორმას გააჩნია.
- კაი, ტო, ზოგი იმენა, გინდა ფიცარი გიხმარია, გინდა გოგო. არაფერი არ აქვთ.
- ხო, მაგრამ ზოგი ბავშვს რომ გააჩენს, ან ბერდება, მაგრა იწელება და რაღაც, ტოო და მაგარი ტეხავს, რა...
- მკერდი მკიდია, მთავარია ტრაკი ჰქონდეს.

- და როგორი ტრაკი?

- დიდი
-დიდი
- +1



you can never satisfy everyone.

ნუ სვამ კითხვებს.

17.10.12

ლიზეტი

ჩემი მეგობრის მეგობარი ყოფილმა ქმარმა მოკლა. 8 თვის ბავშვი იქვე ოთახში დატოვა და წავიდა თავის მოსაკლავად... გადარჩა...

31 წლის ბოლივიელი ლიზეტი, წინა წელს ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე, გაბერილი მუცლით. 2 წუთით გავიცანი  და შეხება აღარ მქონია მერე.

იქამდე მქონდა მოსმენილი, როგორ ჩხუბობდნენ და როგორ სცემდა ხანდახან ის ტიპი და როგორ დაშორდა ბოლო-ბოლო.

მახსოვს, ადრე რაღაც ქართულ ჯგუფში ვიღაც გოგო  (მგონი, ბლოგერი იყო, არ მახსოვს) თავის ყოფილზე სწერდა, სტოლკერობსო. მე კომენტარი დავტოვე, პოლიციაში დარეკე-მეთქი და მისი პასუხი იყო დაახლოებით "ტეხავს დარეკვა, იმიტომ რომ იმ ადამიანს უყვარხარ და შენც ოდესღაც გიყვარდა".... :|

ამ ტიპსაც უყვარდა ლიზეტი... ძალიანაც თან...

ვიცი, რომ რთულია. ღრმა ბავშვობიდან იმ შთაგონებით როცა გზრდიან, რომ "თუ გცემს, ესე იგი, იმსახურებ", ან "მასე მოკლე კაბით რომ გახვალ ქუჩაში, გაგაუპატიურებენ, აბა, რა მოხდება-ფაქტიურად ითხოვ"... ანუ, "პრობლემა" ისევ ჩვენ ვართ. კიდევ ერთხელ... კიდევ ძალიან ბევრჯერ ვიქნებით, სანამ არ ვისწავლით, რომ პოლიციაში დარეკვა არ ტეხავს.
უფლების გამოყენება, იყო დაცული, არ ტეხავს.


რომელი იღვიძებთ იმ ფიქრით, რომ აი, დღეს ვიღაც, პოტენციურად შენი სიყვარულით სავსე, მოვა და დანის 15-ჯერ დარტყმით მოგკლავთ?

ხვალ შეიძლება ან მე აღარ ვიყო, ან შენ, ან სულაც ჩვენ რამდენიმე ერთად. შეიძლება დაგვრჩეს 8 თვის ბავშვი, რომელსაც (ამ შემთხვევაში) გერმანული კანონების მიხედვით შენი უმუშევარი და ვერ წაიყვანს სახლში- მომვლელი ოჯახი წაიყვანს... შენი დაქალი და შენი გეი მეგობარი ვერ "აიყვანენ" ბავშვს, როგორც არ უნდა უნდოდეთ...
მამენტ, შენ ამ ყველაფრის აზრზე არ იქნები....


პ.ს. იქნებ ჩვენ უნდა დაგვერეკა?






17.03.12

"და შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი",- მაგრამ ქალი ნაკლებ ხატად შექმნა

ჩვენ ყველანი ვმანიპულირებთ ყველა შესაძლო საშუალებით!
ჩვენ ყოველთვის მიგვიწევს გული მდგომარეობისკენ, რომ ვიღაცას მოვერგოთ, ჩვენი ინტერესების ნაცვლად სხვისი ინტერესები გადავიბაროთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისაღები პიროვნებები ვიყოთ სხვებისთვის, მოვაწონოთ მათ თავი ისეთი ვიღაცით, ვინც სინამდვილეში ჩვენ საერთოდ არ ვართ. ესეც მანიპულირებაა.

ჩვენ ყველანი რაღაც დოზით ვკარგავთ საკუთარ თავებს ურთიერთობის დასაწყისში და მერე, ზოგისთვის 2 თვეში, ზოგისთვისაც 20 წელიწადში უცაბედად ხდება ცხადი, რომ საკუთარი თავი დაგვრჩა სადღაც უკან და ყველაზე დიდი ღალატი, საკუთარი თავის ღალატია.

მერე ვსხედვართ და აბსურდულად ვამართლებთ ამ ყველაფერს, "მსხვერპლად შეწირვის" საცოდავი არგუმენტით.... "მიყვარს და რა ვქნა" არგუმენტით... "არაფერს ვნანობ" არგუმენტით... "თურმე არ ვიცოდი, რა მინდოდა და მხოლოდ მისგან გავიგე" არგუმენტით...

და ეს არის ყველაზე დიდი შიში, პანიკა, თუ რაც გენებოთ, ის დავარქვათ, რაც მე მაიძულებს, ყველაფერი "ჩემი"კბილებით დავიცვა.
არ მინდა ფრაზა "ეს ხომ ცუდი არაა, ცხოვრება კომპრომისებს მოითხოვს" ბლა ბლა ბლა.... რატომ მოითხოვს ყოველთვის ეს scumbag ცხოვრება კომპრომისს ქალისგან?

კერუაკს ვკითხულობდი რამდენიმე წლის წინ და ერთი წინადადება დღემდე მახსოვს: "კაცი ყოველთვის შესძლებს პატარა ქალი დათმობაზე წაიყვანოს. პატარა ქალი იმისთვისაა გაჩენილი, რომ დათმოს"... ერთი შეხედვით რა, ორი პაწუა წინადადება, მაგრამ თავს იმდენად შეურაცხყოფილად ვგრძნობ, რომ სულ მინდება საიქიოში გავძახო: "ვინ არის შენი პატარა ქალი?"
რატომ არის კაცი ნებისმიერ ქალზე "დიდი", მხოლოდ XY-ის გამო?

ნებისმიერი რელიგია, რომელიც ამას გვეუბნება, არ მოდის ფუნდამენტურად წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან? ავიღოთ ქრისტიანობა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ქალი ჰყავს და ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან, რომ რაღაცით ნაკლები ვართ კაცებზე.
ქრისტიანობა არის VIP კლუბი? იესომ თქვა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო, მაგრამ ქალი ნაკლებად გიყვარდეს, ვიდრე კაციო? (სიყვარული ჩემთვის ბევრ სხვა რამესთან ერთად პატივისცემის+ აღიარების+ შენივე თავის სრულფასოვნად და პიროვნებად აღიარების კოქტეილია).
და რატომ მაინცდამაინც ვითარცა თავი თვისიო? მე ყოველთვის მჯეროდა, რომ საკუთარ თავზე მეტად ვერასოდეს ვერავინ შეგიყვარდება. მაშინაც კი, როცა ვიღაცას სწირავ საკუთარ ცხოვრებას, თავს, ა.შ. ნარცისულად აკეთებ ამას და ქრისტეს რომ ეთქვა, ყველა ადამიანი შენს საკუთარ თავზე მეტად გიყვარდესო, გამოიცანით, რამდენი მიმდევარი ეყოლებოდა დღეს.

ამოვიდა ყელში ეს მოთხოვნა(!) მსხვერპლად შევეწირო ვიღაცას, ჩემი წარმატება და რეალიზაცია გვერდზე გადავდო და სხვისი წარმატების კატალიზატორი თუ ხზ, რასაც არქმევენ, ვიყო და ამით ვიამაყო.

რატომ გვირჩევნია მარტო ყოფნას ყველაფერი, საკუთარი თავის დაკარგვაც კი?
რატომ ვჯერდებით საშუალო ხარისხს?!
რატომ არ ვამბობთ, რომ ზუსტად ისევე გვინდა ყველაფერი ხარისხიანი, როგორც კაცს და hell yeah, ამის უფლებაც გვაქვს და საშუალებაც?

რატომ არის ბავშვობიდანვე ისეთ მულტფილმში, როგორიც სიმბაა, ნოლა, მისი მოკავშირე და partner in crime, მეორე სერიაში, მხოლოდ ერთადერთხელ წინადადების თქმის ღირსი და ისე, სხვა დროს, ნაზად გადაწოლილი "დედა"? ამისთვის იომა?

არ ფიქრობთ ხოლმე ამაზე?

დღეს დედაჩემს დავურეკე და დაკავებული ვარ, საღამოს გადმორეკეო. და მე wow, ძალიან, ძალიან ამაყი ვიყავი, რომ დედაჩემს აქვს თავისი ცხოვრება, აქვს საქმე, რომელსაც აკეთებს, გარდა იმისა, რომ დედაა და ამაზე კარგს დედაჩემი ვერასდროს მასწავლიდა (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მასწავლა). დედაჩემი არ არის მარტო ვიღაც 4 ადამიანის დედა, დედაჩემი არის ქალი, პიროვნება, ინდივიდი, საკუთარი თავის პატრონი და მე არასოდეს, არასოდეს გადავწყვეტ გავხდე დედა, თუკი ამაზე ნაკლებს შევთავაზებ ჩემს შვილებს მაგალითის სახით.

და ჩვენ ჯერ კიდევ იმ საფეხურზე ვართ, საკუთარი თავის ცოტათი მეტად სიყვარულიც რომ გვრცხვენია....

დავასრულოთ პათეტიკურად და კიტჩით და be the change, be THE change!

10.02.12

როგორ გრძნობთ თავს საკუთარ "ტყავში"?

ისტორია I: Facebook-ზე ვიღაცამ უღმერთოდ ლამაზი (ნუ განმიკითხავთ, ვგიჟდები ამ ფრაზაზე) მამრობითი სქესის მოდელის ფოტო დადო, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთებით, ზომაზე ნავარჯიშები, საკმაოდ გამხდარიც იყო, მახსოვს.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა კომენტარი დატოვა, ეს რა მოსაწონია, გრძელი თმებიღა აკლია და ქალი იქნებაო.

ისტორია II: მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით და მიუხედავად იმისა, რომ თავს ლოიალურად მოიაზრებს და დარწმუნებული ვარ, რაღაც ეტაპამდე არის კიდეც, მაინც თქვა, რომ გეი მამაკაცი მისთვის "ნაკლებად" მამაკაცია.

ისტორია III: უფრო სწორად, საკმაოდ კარგი ფილმი ტრანსსექსუალიზმის თემასთან დაკავშირებით- Transamerica.

ჰოდა, თავს ვეკითხები მთელი კვირაა: სად იწყება და სად სრულდება ჩვენს შეგნებაში ნამდვილი ქალი/კაცი?

მთელი განსხვავება გრძელსა და მოკლე თმას შორისაა?- გრძელ თმასაც ვატარებდი და მოკლეც მაქვს მორგებული აგერ უკვე 1 წელია და ჩემი თავის, როგორც ქალის აღქმაში არანაირი ცვლილება არ შემიმჩნევია, სულ რომ თავი დავანებოთ ძალიან ბევრ, აღიარებულ მოკლე თმიან ქალსა და გრძელ თმიან კაცს მედიაში. (საერთოდ, ამ მთელ ისტერიაზე თმასთან დაკავშირებით, რელიგიური იქნება ეს, თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული, აუცილებლად დავპოსტავ ახლო მომავალში).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რელიგიურ ასპექტს უნდა გადავწვდე, რამეთუ კომენტარის ავტორი დღეში რამდენჯერმე თუ არა, ერთხელ მაინც ლოცულობს ხატზე, რომელზეც გრძელთმიანი მამაკაცია აღბეჭდილი. I mean, come on!

ან ნამდვილი ქალი მხოლოდ ისეთი ქალია, რომელსაც ერთი ან მეტი ადამიანი დედას ეძახის? ანუ, თუკი არ გეყოლება შვილი, სურვილის მიუხედავად, ან ზუსტად სურვილის არ ქონის გამო, ნაკლებად ქალი ხარ?

ან თუკი "ტრადიციულ" ვაგინალურ სექსს არ აქვს ადგილი, რაა მამული?! (გამოტყდით, რომელმა გადამდეთ ეს ფრაზა, გალაკტიონი რომ გადავდოთ გვერდზე :D)

სად ვიწყებთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების რომელიმე სქესს მიკუთვნებას? ყველაზე "უსაფრთხო" იქნება, თუკი ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი ნორმები, როგორიცაა თმის სიგრძე, კაბის/შარვლის ტარება და მისთანანი გვერდზე რომ გადავდოთ, ბოლოს და ბოლოს სასქესო ორგანოების და ზოგადად, ანატომიის მიხედვით?

აი, მაგალითად მე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ უფრო დიდ მკერდს, გრძელ ფეხებს, პატარა ცხვირს მივსალმებოდი (ვიცი, ვიცი, რომ არ უნდა ვწერდე ფემინისტი ქალი ამ წინადადებას, მაგრამ ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი ერთბაშად არ მოდის :D ), თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ქალის "ტყავში", ჩემი მოკლე თმითაც კი და იმის ცოდნის გარეშე, ოდესმე საშვილოსნოს რეპროდუქციისთვის გამოვიყენებ, თუ არა (It's my uterus, I get to decide, period!).

მაგრამ რა ხდება, თუკი ადამიანი საკუთარ ბიოლოგიურ და აღქმულ სქესს ერთმანეთს ვერ უკავშირებს? "უსაფრთხოდ" მივაკუთვნებთ ყველა სასქესო ორგანოს განკუთვნილ სქესს და სირაქლემასაც კი შეშურდებოდა ჩვენი?


ვიცი, რომ არც ისე პოპულარულ თემაზე ვწერ.
ვიცი, ბევრი მომაწებებს პოპულისტის იარლიყს.
ვიცი,ბევრი მეტყვის, ფაქტის წინაშე რომ დადგები, სხვანაირად ისაუბრებო. (O0)
ბევრი შინაგანად აბობოქრდება და უკომენტაროდ, მაგრამ დემონსტრაციულად დატოვებს ბლოგს (ამაზე სულ "you're really gonna fight me over the internet? What's the worst you can do, caps-lock my ass?" მახსენდება), იმიტომ რომ კონსტრუქციული მსჯელობის კულტურა "ვაი, შენს პატრონს"-ს ვერ გასცდა, სამწუხაროდ.
არადა, ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე....

ადამიანი, ზოგადად, საკმაოდ მაგარი "გამოგონებაა" (ეს ფრაზაც მაპატიეთ, ბარემ). ბევრ სხვა სიკეთესთან და სასწალულთან ერთად, ბევრ ჰორმონთან და მათ ჩემთვის საკმაოდ რთულად ასახსნელ მოქმედებასთან ერთად, we (all) do that thing called "Thinking" და მეც ვფიქრობ, რომ ჩემთვის ქალი/კაცი იქ იწყება და მთავრდება, სადაც იგი აღიქვამს თავს ქალად/კაცად, ან ეს სქესთა პოლარიზაცია რომ გვერდით გადავდოთ, "სადაც დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ" იქ გხედავთ, ხოლო, რამდენად კარგი, თუ "ნაკლებად" კარგი პიროვნება ხართ, ეს საერთოდ სხვა თემაა და სქესთან არანაირ კავშირში არ არის, მე თუ მკითხავთ.

Love,
Chaotic

21.01.12

ჭეშმარიტად random პოსტი

fb-ზე გავქრი.
1700 იდეა მომდის ხოლმე და კომფორტულად ვწერ სტატუსად, როცა პოსტის მასალადაც გამოდგება ბევრი. (ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეს ლინგვისტუსმა და მახსოვს, დამცინავად გაგვეღიმა ყველას. who's laughing now, huh? :D)

***
მოემზადეთ ყველაზე უშინაარსო და ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი აფდეითებისთვის

***
სამშაბათს ბოლო გამოცდა მაქვს და ამ ამბავს თუ უდიდესი პოსტი არ მივუძღვნა, მე ვიყო დაწყევლილი (გადათარგმნეთ, იცით ყველამ, რაც ვიგულისხმე). :D
ოღონდ მანამდე უპრიანი იქნებოდა WLAN Fingerprinting-თვის გადაგვეხედა კიდევ, თავო ჩემო, რას იტყვი?!

***
ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ პერფორმანსს რამდენი გამკრიტიკებელი და რამდენიც დამცველი გამოუჩნდა, კი ეცოდინება ყველას. ვიღაცას ეწერა ბლოგზე, რძის გაყიდვასთან დაკავშირებით: "ქალი ყიდის ყველაზე ძვირფასს, რაც კი გააჩნია" და მერე დაბლა აბზაცში ეწერა წუწუნ-ქილიკი ქალის კულტის შესახებ: ARE YOU FUCKING KIDDING ME?

ქალი რომ ინკუბატორის მისიას გასცდება უმრავლესობის, გინდაც დამცველის და გინდაც გამკრიტიკებლის პოზიციაში და ქვეცნობიერში, მერე ვისაუბროთ პერფორმანსის აზრზე.
რძე ყველაზე ძვირფასია my ass!!
პ.ს. პოსტს დავლინკავდი, მაგრამ ვეღარ ვპოულობ.

***
- I am clever because I play stupid in order to maintain a relationship.
- mmm, no you're not clever. You actually are stupid.

***
R.I.P. Heath
you'll be always remembered.



25.09.11

გვერდში რომ არავინ გვიდგას და საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია

დიალოგი სამარშრუტო ტაქსში:
ბიჭი: მე შენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ საკითხზე.
გოგო: მე არ მაქვს ჩემი აზრი და შენ რას ფიქრობ?

და მე ვზივარ და საკუთარ თავზე ვბრაზდები, რომ 3,5 წლის შემდეგ სახლში ჩასულს ყველანაირი მოგონება უკან მრჩება და პირველი ეს დიალოგი მომდის თავში აზრად.

ვბრაზდები იმაზე, რომ უკლებლივ (!) ყველა დედა უმუშევრობას შვილებს აბრალებს და ამ დროს არცერთი მათგანი არაა კლასიკური გაგებით full time mom.

იმაზეც ვბრაზდები, რომ ქალების ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად ცხვრის რეფლექსით აძლევს ქმარს/მამას/სტაიანშიკს, მაგრამ კაცს უფლებას, მეორე ხარისხოვანი ადამიანის რანგში ჰყავდეს. არაფერს ვამბობ, საწინააღმდეგო სქესის გულისამრევ შეხედულებებზე.

და აი, რატომ არ გკიდიაო, ვინმემ რომ მკითხოს, ყელში ვწვდები, ალბათ.

არადა, რა გემრიელად დავისვენე.
განახლებული ბათუმიც ვნახე...
ფეხებიც დამატყდა პლიაჟზე და ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სხვა ნებისმიერ სანაპიროზე ნამყოფი უცხოელი მეორედ ჩავიდეს მანდ... მე მაპატიეთ :D
ბათუმში გადაცხოვრებაც გადავიფიქრე, რადგან საერთოდ არაფერი ხდება საჩემო.
ჩემი დიშვილის დაბადების დღეზე ვიყავი პირველად (თავად დაბადებას თუ არ ჩავთვლით).
ბევრი კარგ და ახლო ადამიანს შევხვდი.
ბევრმა შეიცხადა, რომ ჯერ კიდევ ვერ გავთხოვდი :D

ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ამბობდნენ: "მე გვერდით არავინ მიდგას, მე არავინ მეხმარება"- WTF? რატომ არის ვინმე ვალდებული, დაგეხმაროს?! თან იმენა ვალდებული... ამაზე ცალკე პოსტს დავდებ, ალბათ.

რაც მთავარია, დავისვენე...
ჩამოვალ ერთ 2-3-4-5 წელში-მეთქი, დავიბარე :D

27.07.11

Run like hell!

არ ვიცი, ყველა ქალი არის თუ არა ამ "ბედნიერების" წილხვედრი, მაგრამ მე მთელი "კაცობრიობის" დეპრესიიდან გამოყვანა მარგუნა ბედმა და სიმართლე გითხრათ, დიდი გულისყურითა და პასუხისმგებლობითაც მოვეკიდე ამ საქმეს, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ რატომღაც მე ვრჩებოდი უარყოფითი ემოციებით დატვირთული და დეპრესიიდან გამოსულებს მადლობის თქმაც არ ახსენდებოდათ, ისე გარბოდნენ 2 მეტრი ფეხების დასაკერად. :D

ჰოდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგობა ჩემი მოწოდება არაა და უკან მოუხედავად გავრბივარ, როგორც კი ემოციური ტკიპებს ვეჩეხები.


მაშ ასე, RUN LIKE HELL, თუკი:
  • მამრობითი სქესის ადამიანი პირველივე შეხვედრისას/საუბრისას გეტყვით, რომ ის სულ ახლახანს დაშორდა შეყვარებულს (როგორც წესი, შეყვარებულმა დაადო). გადადეთ გვერდზე ყოვლისშემძლე და მზრუნველი იმიჯი. ის იტირებს და შეგაწმენდთ ცრემლებს არსებული, თუ სულაც არ არსებული გოგოს გამო და გამოგიტენით ყურებს იმის შესახებ, თუ რა გაუშვა ხელიდან და როცა გამოიტირებს... ნუ, თავად იცით. :)
  • გეტყვით, რომ დეპრესიულია, ვერავინ უგებს, ცხოვრება ისეთი უაზრობაა, ხანდახან თვითმკველობაზეც ფიქრობს, რადგან მისი ესოდენ ფაქიზი და სხვებზე აღმატებული გონება ამდენს ვეღარ უძლებს. მორიგი Bullshit ყურადღების მიღებისა და "გენაცალე", თავზე ხელის გადასმის მსურველებისგან.
  • გეტყვით, რომ მეგობრები არ ჰყავს და სრულიად მარტოა დედამიწაზე. თვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ასე თუ ისე შეუძლია გაანდოს თავისი აზრები. არ დავკონკრეტდეთ, ეგრევე გაიქეცით. სერიოზულ დეპრესიაში ჩაგაგდებთ.
  • პირველივე (!) შემთხვევისას, როდესაც ემოციურ ძალადობას ექნება ადგილი, თქვენი, თუნდაც ხუმრობით იმაზე ნაკლებად შეფასების სახით, ვიდრე ხართ. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ არასოდეს მოხდება, დამიჯერეთ.
თქვენ არ ხართ ვალდებულნი ყველას, ვისაც სადმე ბავშვობაში აწყენინეს და ახლა კომპლექსები აქვს ისევ შეაყვაროთ სიცოცხლე და ანახოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

დაზოგეთ საკუთარი დრო და ენერგია და მოახმარეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიღაცის მიერ გაფეტიშება, ან ვიღაცის მიერ დამშვიდება საათობით, ერთსა და იმავე თემაზე. ამაში ფსიქოლოგები ფულს იღებენ და თქვენ არ ხართ ფსიქოლოგები!


პ.ს. მათთვის, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს ამ პოსტსა და ჩემთან მიმართებაში: "All characters and events are fictional and any resemblance to persons living, dead,
or fictional or situations past, present, or fictional is purely and completely coincidental.
"
;)

ან, პრინციპში, უფრო სწორი იქნებოდა, თუკი ვიტყოდი, რომ IDGAF!

:)

01.04.11

Chasing stars

სცენარი ასეთია:
თქვენ ხართ ჩვეულებრივი გოგო/ბიჭი.
ის არის ძალიან ცნობილი გოგო/ბიჭი, სასურველია, გლობალური მასშტაბით და შემდეგი სფეროებიდან:
  • კინო
  • მუსიკა
  • სპორტი
დაძაბეთ თქვენი წარმოსახვა, ფანტაზია (მარჯვე ხელებიც, თუ გნებავთ და საქმეს დაეხმარება :D ), კრეატიულობა და მითხარით, რას იზამდით, თუკი ერთხელ მიხვდებოდით, რომ "ის ისაა"?
პრობლემასაც თავად ხედავთ, ალბათ: თქვენ კი იცით, მაგრამ მან? :D
დაიკიდებთ და საშუალო სტატისტიკურ ნინოს/მარის/გიოს (ყველაზე გავრცელებული სახელების ამბავში) დაჯერდებოდით, თუ თავგადასავლებით აღსავსე გზას დაადგებით მიზნის მისაღწევად? და თუკი ამ უკანასკნელს აირჩევთ, როგორ გამოიყურება ეს გზა?


სახალისო პოსტია და ძალიან გამიხარდება, თუკი ვისმჯელებთ ამ საკითხზე.
let's just have some fun! :)
შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები მოიყვანოთ და ის ცნობილი ადამიანებიც დაასახელოთ, რომელთა გამოც "მთებს გადადგამთ". :D  თქვენსა და მის სქესს არ აქვს მნიშვნელობა, თქვენც იცით, რომ ჰომოფობიისგან თავისუფალი ზონაა ეს ბლოგი.

p.s. პოსტის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ ის ცნობილი მამრები, რომლებიც ჩემის აზრით, უღმერთოდ მაგრად გამოიყურებიან! :D


პ.პ.ს. ამაზე პაპსა პოსტი არ დამიწერია ცხოვრებაში, მგონი :D

20.02.11

another Saturday .... ( the day of the week following Friday and preceding Sunday (c) Wiki)

ბავშვობაში იურისტობა მინდოდა...
მერე თარჯიმნობა....
მერე ჟურნალისტობა...
ახლა, კაცმა არ იცის, რა მინდა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილებიდან უცხო ენების სპეციალისტი თუ შეიძლებოდა გამოსულიყო ჩემგან, თორემ ამ ბლოგსაც რომ გადავხედოთ, რომელ ჟურნალისტიკაზეა საუბარი?!

რატომ მგონია, რომ ამ ყველაფერზე უკვე დავპოსტე ერთხელ, ან ასჯერ?!
მაგრამ ბლოგი, რომელიც პირადი ბლოგების კატეგორიაში გადის, ალბათ ყოველთვის სავსეა ტავტალოგიებით (ჰაჰ, ამ წინადადებაშიც კი).

ამ წუთას, ვოდკა-ბულის შემდეგ, არც უნდა მადარდებდეს, რა მინდოდა ბავშვობაში...
არც ის უნდა მახსენდებოდეს, რომ Anne Sexston-ი, თავის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ლექსს 4 თვის განმავლობაში წერდა. არც ეს ციტატა უნდა მახსენდებოდეს მისი წერილიდან, რომელიც Carolin Kizer-ს მისწერა :
He probably won't like my work. And there we'll be (you and me) with our Cal and our Ted, not liking our work enough (sobbing in our own private caves of womanhood and kicking at the door of fame that men run and own and won't give us the password for)...

არც ის უნდა მახსენდებოდეს, მითუმეტეს სექსტონის ფონზე, რომ საუკუნეზე მეტია არაფერი დამიწერია... ის კი არა, საერთოდ, ყველა ჩემს დაწერილ სტრიქონს უნდა ვივიწყებდე სამუდამოდ.

Björk-საც არ უნდა ვუსმენდე წერისას youtube-ზე... არ მიყვარს და იმიტომ.

ან პირიქით, ვოდკა-ბულის შემდეგ არ უნდა მიკვირდეს, თუკი ეს ყველაფერი მახსენდება, ან მადარდებს...



პ.ს. ენ სექსტონის მეათასედი, ან მეათიათასედი ვიქნებოდი...

28.10.10

To all the bullies out there: FUCK YOU

ალბათ, გემახსოვრებათ ჩემი პოსტი ძალადობაზე.
თუ არ წაგიკითხავთ ჯერ, გადახედეთ.
იქ მქონდა საუბარი ტერორზეც, რომელიც არაა აუცილებელი, ფიზიკური შეურაცხყოფის სახით ხდებოდეს.
ქართველ მამრებს აქვთ ფრიად ბედნიერი "საკუთარი დასამარებული თვითშეფასების" ამაღლების მცდელობა მსგავსი ტერორის სახით. რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება, მაგრამ უმეტესობამ, უბრალოდ, არ იცის, როგორ გაარკვიოს ურთიერთობა კონსტრუქციული საუბრის გზით. ამისთვის განათლება, გამოცდილება, თვითშეფასება, კულტურა, შეგნება, პატივისცემა არ ჰყოფნით....

მოდით, ვისაუბროთ ასეთ ფენომენზე: "გაჩერდი ახლა, თორემ შეგაგინებ!" :D (sorry, უნდა გავიცინო :D).

ჰა?! ძალიან გთხოვთ, ვინმემ ამიხსენით, ამ დროს რისი თქმა უნდათ? ან რას ელიან, რომ ქალი ჩაიფსამს?

"buhuuuu, მიგაჩმორებ ახლა" ტიპის მუქარაა?!
ანუ, ის, რომ 21-ე საუკუნეში ვიღაცის გინება საუკეთესო გამოსავლად ითვლება და თან მერე იმის მტკიცებაც, რომ საქართველოში მდედრობითი სქესის პატივისცემის კულტი ქართლის დედის სიმაღლეებსაც გადასცდა, სერიოზული გონრებრივი ჩამორჩენილობის პირდაპირპროპორციულია, აღარ განვავრცოთ...

არის კიდევ ერთი ვარიანტი: ისინი ელიან, რომ შენ აცრემლებული გავარდები და დააყენებ თავზე ძმას, ბიძაშვილს და ასე შემდეგ, რომლებიც შენს მაგივრად აახევენ სახეს და დაიცავენ შენს ღირსებას და მთელი ეს BULLSHIT. ამ შემთხვევაშიც უსულო საგანი ხარ, შენი პრობლემები ვერ მოგიგვარებია მამრობითი სქესის ნათესავების ჩაურევლად და მაინც მიჩმორებული ხარ, Buhuuuu...

წმინდა დიდაქტიკური გადასახედიდან, ღირს ამ ადამიანებთან კიდევ რამეზე საუბარი?!
არა!!!
რატომ უნდა იყო ვალდებული, ადამიანს უხსნა და უმტკიცო, რომ dickhead-ია?!

უნდა ეცადო, რომ დაივიწყო და ურთიერთობა განაგრძო?
არა!!!
რუსებს აქვთ რაღაც ანდაზა, ის რაც ერთხელ მოხდა, გარანტირებულად მოხდება მეორედაც და ის რაც ორჯერ ხდება, უკვე მუდმივად ხდებაო... იგივე ჩვენი და რუსების პოლიტიკის მაგალითზეც დარწმუნდებით, რომ ეს ანდაზა ამართლებს!!!

გადააგდეთ ასეთი ხალხი თქვენი ცხოვრებიდან! გადაუშვით ნაგავში. თვქენი ნერვების და გარემოს დაბინძურების მეტს მაინც არაფერს აკეთებენ!

და რაც მთავარია, არ შეგეშინდეთ, როცა ამ ყველაფერს დააპირებთ. იმჰო, ფეხები არ მოგჭამონ!!!!


ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა შინაარსობრივად სხვა რამეზეა, მე მაინც მინდა მისამღერი მივუძღვნა მსგავს dickhead-ებს მთელი გულით! :D :D :D

enjoy

01.07.10

დასაბამითგან იყო...

სიტყვა, მათთვის, ვინც კითხულობს ბიბლიას.
ბაქტერია, მათთვის, ვინც მეცნიერებას მიაგებს უმეტეს პატივს.
მაგრამ, როდესაც საქმე ადამიანებზე მიდგება, ორივე მხარე ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ "დასაბამითგან იყო კაცი", მიუხედავად უახლესი მეცნიერული აღმოჩენისა, რომ ყველაფერი დაიწყეს X ქრომოსომებმა.

ამ დროს მოვიდა დორის ლესინგი და იკითხა: რატომ?!

რატომ არ შეიძლება დავწერო რომანი სულ პირველ ადამიანებზე, რომლებიც იწვნენ ზღვის ნაპირას, შიგადაშიგ ლაღად ცურავდნენ წყალში, სავსე მთვარისგან და ტალღებისგან ფეხმძიმდებოდნენ და ულამაზეს გოგონებს აჩენდნენ?!

და ყველაფერი ისე მშვიდი და იდეალური იყო მანამ, სანამ არ გაჩნდნენ უცნაური "ურჩხულები", რომლებიც შეშინებულებმა არწივებს მიუგდეს საძიძგნად...

ყველაფერი სრულყოფილად მშვენიერი იყო, მანამ სანამ, ეს "ურჩხულები" არ გაიზარდნენ და გამრავლების ერთადერთი გზა მათთან "თამაში" გახდა....

მთელი იდეის დაწვრილებით გადმოცემა დორის ლესინგს მივანდოთ. მე კი ვიტყვი, რომ ნაწილობრივ იმედი გამიცრუა წერის სტილმა. ძალიან მშრალი და უემოციო იყო ადგილ-ადგილ. ნაწილობრივ გავღიზიანდი: თავიდან იმით, რომ ქალმა, რომელიც ფემინიზმის იდეებს ქადაგებდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ქალებს "არ მისცა უფლება" ეფიქრათ... ისინი მხოლოდ სადღაც, სანაპიროზე იწვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. არ ფიქრობდნენ არაფერზე, არ ინტერესდებოდნენ არაფრით. შემდეგ დაიბადა პირველი კაცი და ჰოპლა, პირველივე თაობამ ზედმიწევნით გამოიკვლია თავიანთი სანაპიროს შემოგარენი, ისწავლა ქოხების აგება, ნადირობა...

იქნებ, ეს იყო მორიგი მცდელობა ქალის მსხვერპლად გამოჩენისა? ასეთ შემთხვევაში ეს მცდელობა ფრიად დაუჯერებლად იყო დახატული...

შეიძლება ეს იყო უკვე მხცოვან ასაკს მიღწეული დაღლილი ქალის მიერ ფარ-ხმლის დაყრა და ბედთან შეგუება, რომ მის ფანტაზიაშიც კი, მთელი იმ ბრძოლების შემდეგ, რაც მას გადახდა, ის არაა იმდენად თავისუფალი კლიშეებისგან, რომ დაწეროს რომანი, სადაც ქალს არ ჩაგრავენ (რაც ფრიად დამაჯერებელი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ბევრ კულტურაში მატრიარქატი სუფევდა.)

იქნებ, ეს იყო მცდელობა, გაეგო სად იღებს სათავეს ყველა ის კლიშე ქალსა და კაცზე, ან დარწმუნებულიყო იმაში, რომ არაფერი შეცვლილა: თაობიდან თაობამდე იარსებებენ წუწუნა ქალები, თავგადასავლებს მოყვარული კაცები, ქალების საყვედურებით თავმობეზრებული კაცები, ქალები, რომლებიც პატარა ბავშვივით უნდა ჩაიხუტო და კაცები, რომლებსაც პატარა ბავშვივით უნდა აპატიო თავზეხელაღებული საქციელი...

მოდით, მე ვიტყვი, რომ ეს იყო მისი მორიგი "გათვლილი" ნაბიჯი, მოენახა "აქილევსის ქუსლი" ქალებში და ეთქვა: "არ მოგწონთ ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო? არ მოგწონთ ის, რაც ახლა ხდება, თუნდაც თქვენს თავს? მაშინ შეცვალეთ ხედვა, იბრძოლეთ იმისთვის, რაც თქვენია, იმიტომ რომ სხვა არ გააკეთებს ამას თქვენს ნაცვლად და არც იქნება ვალდებული"...

თქვენ რას იტყვით?! :)

13.06.10

I don't believe You

პრე სკრიპტუმი: დორის ლესინგი ჩემს ფემინიზმს არადიკალურებს :D

მეგობართან ვიყავი ამას წინათ და ძალიან წუხდა თავის დაქალზე, რომელსაც რამდენიმე თვეა მეგობარი ბიჭი ჰყავს. თავიდან ის ბიჭი მთელი რომანტიული არტილერიით დატვირთული დადიოდა. შესაბამისად, ეს გოგო უკვე გეგმებს აწყობდა, სად დაედგა "სტენკა". :D

მაგრამ ამ ბოლო დროს, რატომღაც ისე ხშირად აღარ ურეკავს. როცა გოგო ცდილობს დაკავშირებას, მობილური ან გათიშულია, ან არ პასუხობს. ამ საქციელს იმით ხსნის, რომ ბევრს მუშაობს ძალიან და თან სახლს აშენებს ქალაქგარეთ, სადაც მობილური არ იჭერს....

ჰოდა, გოგო კი ზის და წუწუნებს, მაგრამ რომ გამოჩნდება ეს ტიპი, ყველაფერი ლაგდება თავის ადგილას....


ახლა მე ვკითხულობ: იქ სადაც არსებობს კანონი დედობის უფლების ჩამორთმევის შესახებ , რატომ არ არსებობს კანონი "საღი აზრის არ ქონისას მდედრობით სქესთან მიკუთვნების გაუქმების" შესახებ?!

სერიოზული სირცხვილები არიან, იმჰო. :@

მივუდგეთ ლოგიკურად:
  1. გერმანიაში სამუშაო დღე 8 საათიანია.
  2. მობილური შეიძლება არ იჭერდეს ზიმბაბვეში, მაგრამ ევროპის მასშტაბით?! კაარგით, რა...
რაღაც პონტში, საკუთარ თავს პატივს ხომ უნდა სცემდე, ამხელა ქალი! (c) ჩემი რომელიმე მეზობელი.

ნუ, კარგი, თუ უნდა რომ ადებილებდნენ და თავს დებილად, მაგრამ ვიღაცის გოგოდ გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე single, მისი ნებაა, მაგრამ მაშინ რაღას წუწუნებს?!

თავს აჯერებს, რომ იმ ბიჭს საქმე აქვს?!


უეჭველი ვეთანხმები: იმ საქმეს, სავარაუდოდ, დიდი მკერდი, ქერა თმა და გრძელი ფეხები აქვს... იასნა, ძალიან დამღლელი საქმეა, იმჰო!

09.03.10

ძალადობა ოჯახში

ძალიან დიდი ხანია მინდა, ამ თემაზე დავწერო, მაგრამ ყოველთვის მიჭირს დაწყება.
ეს პრობლემა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც დგას, ყველანაირად ცდება სოციალურ ასპექტს: თუ თქვენ მდიდარი და კარგი ოჯახისშვილი ხართ, ისევე შეიძლება გახდეთ ძალადობის მსხვერპლი, როგორც ნაკლები ფინანსური სახსრების მქონე ქალი.
არ ვაპირებ ამ პოსტს ლექციის სახე მივცე, უფრო ჩემს სუბიექტურ შეხედულებაზე მინდა დავწერო.

ყოველთვის საშინელი უმწეობის შეგრძნება მიჩნდება ხოლმე, მსგავს ისტორიებს რომ ვიგებ ან ვუყურებ. რატომ ითვლება ყველაზე მხდალი საქციელი კაცის ღირსეულ ნაბიჯად?! ვინ არის თუნდაც ქმარი, ან მამა, ან ძმა, რომ გადაწყვიტოს, ქალმა დაიმსახურა წიხლები და მუშტები თუ არა?!




დეტალურად რომ განვიხილოთ:

  • აუცილებელი არაა ვინმემ მუშტები გირტყას დღე და ღამე. ბევრი კაცი გამცირებს სიტყვიერად, გაიძულებს თვითშეფასება დაისამარო, აღიარო, რომ არაფერი გაგეგება, სულელი ხარ, მახინჯი ხარ. ყოველთვის მგონია, რომ ასეთ მამრებს იმდენად დაბალი თვითშეფასება აქვთ, რომ აუცილებლად უნდა დაამცირონ მის გვერდით მყოფი ქალი, რათა ამით საკუთარ თავს მეტი აღიარება მიანიჭონ. ან მათ ჰკლავთ იმის შიში, რომ ქალი ბოლოს და ბოლოს აიკრავს გუდა-ნაბადს და იპოვნის კაცს, რომელიც მისი ღირსია. მთელი ცხოვრება ისეთ სიტუაციებში ვსწავლობ, ვმუშაობ, სადაც პროცენტულად მეტი მამრობითი სქესის ადამიანია, ვიდრე მდედრობითის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ბევრ მამაკაცს ძალიან ბევრი ქალი სჯობნის და თუ ვერ სჯობნის, არ ჩამოუვარდება გონებრივი შესაძლებლობებით.
  • ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ქალი უშვებს, არის თავის დადებილება. ანუ, ბევრს მოგისმენიათ ალბათ ფრაზები: "ეგონოს, რომ თავად წყვეტს ყველაფერს და მე შტერი გოგო ვარ. ამით მეტს მივაღწევ "... ბლა ბლა ბლა ... რატომ უნდა დაიმდაბლოს და დაიშტეროს ქალმა თავი?! რეალურად, რას ელიან ქალები ურთიერთობისგან, რომელშიც პარტნიორი არ ამაყობს მათი შესაძლებლობებით?
  • ხშირ შემთხვევაში პრობელმა, როგორც ყოველთვის, უნდა ვეძებოთ ოჯახებში, სადაც აღიზარდნენ ეს ადამიანები. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ბავშვი, რომელიც მოწმეა ოჯახში ძალადობის, ისეთივე მსხვერპლია და მას ისევე უმახინჯდება ფსიქიკა, როგორც დედას. ხშირ შემთხვევაში ისინი თავად ზუსტად ისევე იქცევიან საკუთარ ოჯახებში. იმიტომ, რომ მათ სხვაგვარად არ იციან... ქალების შემთხვევაში: ხშირად ისინი ბავშვობაშივე იზრდებოდნენ მკაცრად და მამის/დედის როზგების ქვეშ იყვნენ, ან უყურებდნენ, როგორ ითმენდა ჩუმად დედა ყველა დამცირებას და ჰგონიათ, რომ ასე უნდა იყოს, რომ მათ ჩუმად უნდა აიტანონ მუშტები, რადგან ისინი ამის ღირსები არიან. BULLSHIT!!! არცერთი ქალი არაა ძალადობის ღირსი !
  • ამ ყველაფრის ფონზე, ის ქალები, რომლებიც ძალადობას შვილების გამო იტანენ, არავითარ შემთხვევაში არ სჩადიან საგმირო საქციელს. ისინი გაცილებით ნაკლებ ტრავმას მიაყენებენ შვილებს, თუკი გაეყრებიან მოძალადე ქმარს. არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელი ადამიანი დაეთანხმოს იმ ფაქტს, რომ ბავშვისთვის სჯობს ოჯახი არ დაინგრეს და სამაგიეროდ, უყუროს დალურჯებულ და ნაცემ დედას, მერე რა?!
  • რამდენიმე ვიდეოს ვუყურე ამ თემასთან დაკავშირებით, დავლინკავ ბოლოშიც. ყველგან უმოქმედობის ძირითად მიზეზად სირცხვილის გრძნობა და შიში სახელდება: შიში იმის, რომ ყველაფერი უარესობისკენ შეტრიალდება, თუკი ისინი პოლიციას ან სპეციალურ დაწესებულებებს მიმართავენ. ამიტომ ისინი დღითიდღე ასოციალურდებიან, რაც მამრებს დამატებით საშუალებას აძლევს, ტერორში ამყოფონ ქალები.
არ მინდა, დემაგოგიასავით გამომივიდეს, მაგრამ სანამ თითეული ქალი არ დარწმუნდება საკუთარ თავში და იმაში, რომ არაფრით არაა მამაკაცზე ნაკლები, არავის არ აქვს უფლება, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენოს და გადაწყვიტოს როგორ იცხოვრო მხოლოდ შენი სქესის გამო და რომ ასეთი ადამიანების ადგილი არაა ქალის გვერდით, ყოველთვის იარსებებს ვინმე კომპლექსიანი კაცი, რომელიც საკუთარ თვითშეფასებას მხოლოდ ქალის გატეხილი ცხვირის ყურებისას იმაღლებს.

ესეც ვიდეოები:



19.12.09

Stasi ინ და ჰაუს :D

ნამეტანი ბევრი "ცხვირი" მოხვდება ამ ბლოგს, გული მიგრძნობს.... უადგილო ცხვირი :D

საკუთარ თავს ვაკვირდები, რამდენად შევძლებ გულახდილი ვიყო... ძველებურად ვიყო...

კიდევ მაინტერესებს, მე რომ გადავყროდი ბლოგს, სადაც ძააალიან ბევრი ეწერებოდა ჩემზე, რას ვიზამდი, რას ვიფიქრებდი... :)

OMG :D

ხზ!


ჰოდა, სანამ მივაგენი ასეთ ბლოგს და სანამ მოაგნეს ჩემს ბლოგს, დღეს Hula-Hoop-ზე დავწერ.
:D

მგონი, სრული 1 წელია, რაც შევიძინე. ჩემამდე დოდკამ იყიდა, მაგრამ მერე იყო "პრე- და პოსტვილი" პერიოდი და მგონი, არ ატრიალებს ჯერ.
დღეში 10 წუთი ვატრიალებ. თან სხვა ზომებსაც ვიღებ წონის დასაგდებად. ამაზე ადრე უკვე დავწერე პოსტი.
ყველაზე დიდი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი კვების სისტემა დავაყენე ყირაზე, მაგრამ შიმშილის გრძნობა არ მაწუხებს. უბრალოდ, ამოვიღე რაციონიდან პური და ცომეული, შაქარი, სპაგეტი და პიცა, ტკბილეულიც გარკვეულწილად. თუმცა, თუ ათასში ერთხელ რომელიმე ძალიან მომინდა, უარს არ ვეუბნები საკუთარ თავს.
ტკბილეულის გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. ოდნავი ნერვიულობა და მზად ვარ მთელი მარაგი გამოვცალო, ამიტომ აღარ ვყიდულობ ბევრს. რაც არ მაქვს, როგორ შევჭამ?! :D
ადრე უშაქრო ჩაისა და ყავის დალევა მეჩვენებოდა სასჯელად, ახლა შაქარი რომ ჩამიყარონ რომელიმეში, შეიძლება ცუდად გავხდე. ასე რომ, მართლა მიჩვევაა ბევრი რამ.

თუმცა ჰულა-ჰუპს სხვა რამეს ვუმადლი. კერძოდ, შეიძლება გახდეს ქალი, მაგრამ წელი მაინც არ ჰქონდეს გამოყვანილი. იყო დრო, ერთ-ერთ პლიუსად ვთვლიდი საკუთარ გამოყვანილ წელს.... მერე იყო დროც, როდესაც არ მახსოვდა, თუ ოდესმე წელი,როგორც ასეთი, მქონდა. :D
ჰოდა, "ქებაი და დიდებაი" ჰულა-ჰუპს....
ან "ვიყიდე ჰულა-ჰუპი და მოვიგე კიარადა, დავიბრუნე გამოყვანილი წელი". :D
ან, უბრალოდ, თითქმის ისეთივე წელი მაქვს, როგორიც მქონდა.... თითქმის. ეს შრამი რომ არ მიგდებდეს მთელს ჯაფას წყალში.... რა თქმა უნდა, კიდევ უნდა ვატრიალო ბეჯითად ზემოთხსენებული რგოლი, მაგრამ შედეგი სახეზეა, თან დროში განგრძობითი მოვლენა აღმოჩნდა ასე მიღწეული შედეგი. ქრეშ-დიეტების და yo-yo ეფექტის არსებობა მიეცა ღრმა წარსულს. :D


რაც შეეხება თავად ჰულა-ჰუპს და მის გამოყენებას:
1. აუცილებლად შეიძინეთ რკინის ბურთულებიანი რგოლი. პლასტმასის ბურთულებიანს თითქმის არანაირი ეფექტი არ აქვს.
2. ეცადეთ მართლა ყოველდღე ატრიალოთ. მე მაგალითად, ფილმის ყურებისას ვატრიალებ, ან კიდევ youtube-ზე რომელიმე ვიდეოს ვრთავ და 10 წუთი ისე გადის ხოლმე, ვერც ვხვდები.
3. საკუთარი თავის მტრები თუ არ ხართ, ნუ ატრიალებთ რგოლს ციკლის პირველ და მეორე დღეს. ისედაც არაა მთლად უმტკივნეულო პროცესი და მითუმეტეს ციკლის ისეთ დღეებში, როდესაც ზოგი ქალი სუნებზეც კი რეაგირებს, ზედმეტი გამაღიზიანებლის დამატება, უგუნურობა იქნება. მე მსგავსი რამე აზრადაც არ მომსვლია. Na, Gott sei Dank. :D
4. თავიდან აუცილებლად ჩაიცვით სქელი ტანსაცმელი. მე საკმაოდ დიდი სისხლჩაქცევები მქონდა, კარგად მიბეგვილს ვგავდი. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და ახლა მაისურის გარეშეც რომ ვატრიალო, არ მილურჯდება გვერდები. :D თუმცა თეძოებზე მაინც ვერ ვატრიალებ, სქელ ზედაშიც კი, მენჯის ძვლებთან საკმაოდ მტკივნეულია.




ჰოდა, ამ გახსენებაზე, წავალ დავატრიალებ ცოტა ხანს.
:D


See ya soon :)

20.09.09

My top 4 female actresses

1. Meryl Streep
ქალი, რომელიც ყველა როლში მომწონს. ძალიან დასანანია, რომ თეატრის სცენაზე ვერ მოვახერხებ ნახვას. რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო მოხდენილი და როლში ჩამჯდარია. აქვს თავისი შტრიხები, რომლებსაც ყველა ფილმში მოკრავთ თვალს. მაგ.: ხელების და ტუჩების უცნაური მოძრაობა. :D




2. Julia Roberts
ჩემი ბავშვობის ფავორიტი. დღემდე მიყვარს. ყველა ფილმი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით. მასაც აქვს ხელების უცნაური ჟესტიკულაცია გადატანილი როლებში. აქვე აღვნიშნავ, რომ ვგიიიჟდები მის დიდ პირზე :D




3. Kate Blanchett
ქალი, მისთვის დამახასიათებელი ძლიერი ხმით. ვთვლი, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია. როლებიც, ძირითადად, უფრო ძლიერი ქალისთვის დამახასიათებელი აქვს. უზომოდ მიყვარს მისი როლები, სადაც დედოფალ ელისაბედს განასახიერებს.




ამ სამივე ქალს აქვს მსგავსება, რამაც ისინი ჩემს სიაში მოახვედრა:
  • სამივე წარმატებული და ნიჭიერია

  • სამივემ მშვენივრად მოახერხა პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები იყვნენ და ამასთან, საყვარელი საქმე აკეთონ

  • სამივე ძალიან კარგი და მოსიყვარულე დედაა, რამდენადაც ვიცი და ცნობილია

  • და ფიზიკურად სამივე რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. მგონი, პირით :D




4. Abigail Breslin
ეს პატარა ქალბატონი ჩემი ბოლო დროის ფავორიტია. ხანდახან უზომოდ მიკვირს, საიდან მოაქვს ამხელა პოზიტივი. მიხარია, რომ როგორც სხვა ბავშვობიდან ცნობილი მსახიობები, ტინგიცურ როლებში არ გადაერთო და ის, რომ უკვე დიეტებზე არ ზის, სხვებისგან განსხვავებით :D





კიდევ სხვა მსახიობი ქალებიც მომწონს, მაგრამ ამჟამად, ეს 4 ინაწილებს საუკეთესო ადგილებს :D

06.09.09

SATC

არ მიყვარს ეს Mr. Big, რა ...


მირანდა და სტივი მიყვარს :huser:
რეალური წყვილია, მთელი ყოველდღიური პრობლემების ბუკეტით... I looove problems :D
და მირანდა მიყვარს, იმიტომ რომ ყველაზე მყარად დგას მიწაზე, ჩემის ჰაზრით.
კიდევ იმიტომ, რომ სხვანაირი ტიპის ქალია და ზუსტად ასეთი ტიპი თუ გაუგებდა...
კიდევ იმიტომ, რომ თვითონ თხოვს ხელს, კიარადა, სთავაზობს ხელს...
კიდევ იმიტომ, რომ გარეუბანში გადასახლდება...
კიდევ იმიტომ, რომ კომპრომისებზე წასვლა ისწავლა...
კიდევ იმიტომ, რომ წარმატებული ქალი+დედაა
კიდევ ბევრი უამრავი "იმიტომ"

just, ვიდეო...






შემდეგ ვიდეოებში აქცენტი ამ 4 ქალის მეგობრობაზე კეთდება.
I love'em







just, მინდოდა დამეპოსტა...
+ ცოტა განვიტვირთო და გავაგრძელო მეცადინეობა...
:(

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates