Posts mit dem Label იმედი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label იმედი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

03.04.16

უძღები ბლოგერის დაბრუნება მიზეზთა და მიზეზთა გამო :D

საუკუნის მერე რომ შემოხვალ ბლოგზე და წერის სურვილი გაგიჩნდება,  ესე იგი, რაღაც დიდი გაწერინებს.
რაღაც, რაზეც ჩემნაირი ექსტროვერტი 1700 ადამიანს მოუყვება, მაგრამ მაინც ვერ ამოწურავს.
წინა წლის შეჯამება არ დამიწერია, მგონი და ახლა უკვე რაღა დროსია, მაგრამ გადასარევი წელი იყო. აი, ისეთი, რომ გადახედავ და იცი, რომ ყოველთვის გემახსოვრება. დაბალანსებული იმდენად, რომ მარტო კარგი ამბები გახსოვს (ცუდიც იყო, მთლად ეგრეც არაა :)).
და უცებ მოვიდა 2016 და სახე მოიტ***ნა. არადა,  ჯერ მხოლოდ მეოთხე თვეა, რაც მოვიდა და რატომ აიწყვიტა ასე, არ ვიცი.

31 წლის რომ ხარ და რომ გგონია, რომ დალაგდი; ის ადამიანები შემოიტოვე შენს ირგვლივ, ვინც დადებითად გმუხტავს; შენი თავისთვისაც მოიცალე და ისეთი მიიღე, როგორიც არის და გადასარევად გრძნობ შენს კანში თავს და Baaam... რომ დაგეცემა თავზე მეხი....
თურმე არ უნდა გიკვირდეს.
თურმე საშინელებები მხოლოდ სხვის, შორეული ადამიანების ცხოვრებაში არ ხდება.
თურმე აქვე არის ჩასაფრებული და გადაივლის შენს თავზე....


მაგრამ, რომ გადაივლის (რაც ამ ასაკში უკვე ყოველთვის იცი), შენი უკეთესი "მე" უნდა გახდე.... ალბათ, ეს არის ცხოვრების გაკვეთილი... (ან კიდევ, ცხოვრებას სულ ჰკიდია შენი გაკვეთილები და უბრალოდ, რაღაცეებს გახლის თავში :D)

ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი მყავს, რომელიც ყოველთვის, როცა ვეტყვი ხოლმე: "ძალიან ცუდი ამბები მოხდა"-მეთქი, სულ მპასუხობს, რომ ცუდი კი არა, ძალიან კარგი ამბები მოხდა და ყოველთვის მანახებს იმ მხარეს, საითკენაც უნდა ვიყურო... საითაც უკეთესი, 10000-ჯერ უკეთესი ამბები გადამხდება თავს, ვიდრე ისინი, რომლებსაც მივტირი...

ხანდახან დავფიქრდები ხოლმე და ვეუბნები ჩემს თავს: კარგი ახლა, ქალმა ამხელა ომი გადაიტანე საკუთარ თავზე, აბსოლუტურად განადგურებულ საზოგადოებაში გაიზარდე. ხალხში, რომელმაც ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში ყველა დაკარგა და ამაზე როგორ იტკიებ გულს-მეთქი....
მაგრამ, თურმე, მაინც ყოველთვის ერთნაირად გტკივა....
ჩემნაირებსაც...  :)

ჰოდა, ამ ჩემს ძალიან ძვირფას ადამიანთან საუბრისას ვთქვი: 2016 არის ცუდად დაწყებების და კარგად დასრულებების წელი, ასე გადავწყვიტე მე-მეთქი და ასეა... იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე.




22.05.11

All of us in a Coma

"At twenty you know you're not going to be a rock star... by twenty-five you know you're not going to be a dentist or a professional... by thirty, a darkness starts moving in - you wonder if you're ever going to be fulfilled, let alone wealthy or successful... by thirty-five, you know, basically, what you're going to be doing the rest of your life; you become resigned to your fate." (Douglas Coupland)

მართლა ასეა?!
გახდები ერთ დღესაც 35 წლის და უბრალოდ, აკეთებ იმას, რაც შემოგაჩეჩეს იმ ოცნებების, მიზნების სანაცვლოდ, რომელთა გამოც თავი მოიკალი, სხვა რამე აკეთე საერთოდ, რომ სადღაც, ოდესღაც, 35 წლის ასაკში შეგძლებოდა ამოგესუნთქა და გეთქვა: "აი, ახლა, ახლა მოვიდა დრო, რომელსაც ველოდი და ღირდა ეს დღე წვალებად." ?

ანუ, ამისთვის ვიკლავთ თავს? რომ 35 წლის ასაკში ვაღიაროთ ის, რისი გაფიქრებაც კი ავუკრძალეთ საკუთარ თავს?
რომ ლუზერები ვართ?

და ასე, უბრალოდ, უნდა დავნებდეთ იმიტომ, რომ მაინც არაფერი გამოვა?

და არ ვიოცნებოთ, აღარც ვიოცნებოთ იმაზე, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სადღაც მიგვაქანებს, ჩვენს წარმოსახვაზე ბევრად მიუწვდომელისკენ?

გავმრავლდეთ მერე, საცოდავი ბოდიშის მოხდის ტონით, რომ "აი, იცით, რეპროდუქციაში ვპოვეთ თავები?"

გავზარდოთ ჩვენნაირი ლუზერები, რომლებიც წრეში იგივეს გაიმეორებენ?

ვის ვეკაიფებით, იმჰო, ვის ვეკაიფებით?!

16.01.11

finding hope

იმედი, როგორც არ უნდა უარვყოთ, მართლა ყოველთვის ბოლოს კვდება.
ხანდახან, როცა არ ელი, იქ იპოვნი და გაგეღიმება.
მაგალითად, ამ საიტებზე:

Love gives me hope
Kids give me hope

ის, რომ ვიღაცას შენი იმედით დღეს ულამაზებ, ან შენს ემოციას უზიარებ, ხომ არის ნეტის დიდი დამსახურება?!

დღეს მთელი დღე, ძალიან ჩვეულებრივი და უფერული დღე, გავატარე მეგობრებთან საუბარსა და ამ პატარა შეტყობინებების კითხვაში და საბოლოო ჯამში იმდენი პოზიტიური ენერგია დავაგროვე, აუცილებლად უნდა დამებლოგა და გამეზიარებინა. რა უცნაურია და ისევ სოც.მედიის საშუალებით :)

enjoy :)



ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის ფავორიტები:






13.06.10

I don't believe You

პრე სკრიპტუმი: დორის ლესინგი ჩემს ფემინიზმს არადიკალურებს :D

მეგობართან ვიყავი ამას წინათ და ძალიან წუხდა თავის დაქალზე, რომელსაც რამდენიმე თვეა მეგობარი ბიჭი ჰყავს. თავიდან ის ბიჭი მთელი რომანტიული არტილერიით დატვირთული დადიოდა. შესაბამისად, ეს გოგო უკვე გეგმებს აწყობდა, სად დაედგა "სტენკა". :D

მაგრამ ამ ბოლო დროს, რატომღაც ისე ხშირად აღარ ურეკავს. როცა გოგო ცდილობს დაკავშირებას, მობილური ან გათიშულია, ან არ პასუხობს. ამ საქციელს იმით ხსნის, რომ ბევრს მუშაობს ძალიან და თან სახლს აშენებს ქალაქგარეთ, სადაც მობილური არ იჭერს....

ჰოდა, გოგო კი ზის და წუწუნებს, მაგრამ რომ გამოჩნდება ეს ტიპი, ყველაფერი ლაგდება თავის ადგილას....


ახლა მე ვკითხულობ: იქ სადაც არსებობს კანონი დედობის უფლების ჩამორთმევის შესახებ , რატომ არ არსებობს კანონი "საღი აზრის არ ქონისას მდედრობით სქესთან მიკუთვნების გაუქმების" შესახებ?!

სერიოზული სირცხვილები არიან, იმჰო. :@

მივუდგეთ ლოგიკურად:
  1. გერმანიაში სამუშაო დღე 8 საათიანია.
  2. მობილური შეიძლება არ იჭერდეს ზიმბაბვეში, მაგრამ ევროპის მასშტაბით?! კაარგით, რა...
რაღაც პონტში, საკუთარ თავს პატივს ხომ უნდა სცემდე, ამხელა ქალი! (c) ჩემი რომელიმე მეზობელი.

ნუ, კარგი, თუ უნდა რომ ადებილებდნენ და თავს დებილად, მაგრამ ვიღაცის გოგოდ გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე single, მისი ნებაა, მაგრამ მაშინ რაღას წუწუნებს?!

თავს აჯერებს, რომ იმ ბიჭს საქმე აქვს?!


უეჭველი ვეთანხმები: იმ საქმეს, სავარაუდოდ, დიდი მკერდი, ქერა თმა და გრძელი ფეხები აქვს... იასნა, ძალიან დამღლელი საქმეა, იმჰო!

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates