Posts mit dem Label uni werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label uni werden angezeigt. Alle Posts anzeigen

22.10.12

გვირაბის ბოლოს დასაწყისი

31 მარტს უნის ვამთავრებ.
სადიპლომოს ჩაბარების ბოლო დღეა.
თემის ძებნა იყო ფრიად ეპიკი და დამთავრდა იმით, რომ ტექნიკურ უნიში ვაკეთებ ზუსტად იმ ფაკულტეტზე, სადაც პირველად ჩავაბარე გერმანიაში :D
ან რაღას გადავდიოდი სხვაგან :D

ჰოდა, უნდა ვიჯდე და თავს ვურახუნებდე თემას, მიხაროდეს თან, რომ აი, მოვრჩები მალე...






არაფერს ვაკეთებ. აბსოლუტურად არაფერს.
იმდენად დიდი შიში მაქვს, რომ ვერ გავალ ბოლომდე, რომ ხელს არ ვანძრევ. მძინავს საშუალოზე შემაშფოთებლად მეტი და სამსახურშიც არ დავდივარ წესიერად....

არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე დამაპარალიზებდა შიში.


24.05.12

თვითმოტივატორი

OK, იმის ფონზე, რომ ხვალ ჩემი ანალიზები იქნება( და გავიგებ, ამჯერად რისი ნაკლებობა მაქვს, 12 საათი რომ მძინავს), ყოველდღე ვმუშაობ და ღამით 4 საათის ნაცვლად მხოლოდ 2 საათი ვახერხებ პროექტზე მუშაობას, ხელში მაინც იმაზე ოდნავ უფრო მეტი უნდა მეჭიროს, ვიდრე ახლა.

ჯერ ვერ დავუმუღამე, რომელი approach სჯობს:
  1.  ერთ მაგალითზე დავკონკრეტდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა დავამატო კოდი, თუ 
  2. გუგლში თუ რამე მაგალითი ვიპოვნე, ყველა ვცადო და რომელიმეს გამოსვლის იმედზე ვიყო....

არცერთი არ ამართლებს. გუშინ პირველი ვცადე (სუუულ დასაწყისი ჩონჩხი მაქვს და გაგრძელება მინდოდა), დღეს-მეორე.... ისევ იმ ჩონჩხზე ვარ...

გადაირევა ადამიანი, რა...

არადა, თითქოს, ყველაფერს ზედმიწევნით ვაკეთებ...

პ.ს. ძალიან მალე ვიცი ხოლმე ხელის ჩაქნევა და ჯერ კიდევ რქებით რომ ვაწვები და ყველა მხრიდან ვუვლი, საკმაოდ პოზიტიური მოვლენაა.
ასე გადიან ბოლოში, ალბათ....


(პოსტი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთსა და იმავე თემაზე მუშაობის შედეგად არ გავრეკო)


28.01.12

სუუულ ბოლო გამოცდა.... ამ ეტაპზე

yeah, მოვიდა ის დღეც, როცა გამოცდებზე უნდა დავწერო. ქეითი თუ შემოვიდა, კივილს დაიწყებს, ოღონდ ეს თემა არაო, მაგრამ my blog, my rules! :D
ბოლო გამოცდა მქონდა სამშაბათს, თავისი 4 საგნით და პროფესორთან, რომელიც რატომღაც ყველამ ისე დამიხასიათა, ჩაფსმული შევედი :D
გამოვედი ძალიან გამართული ხუთიანით! ანუ, აქ უკუღმა იწერება ნიშნები და 1.0 მივიღე. სხვა დროსაც მიმიღია, მაგალითად 1.3, რომელიც ქართული მასშტაბით ასევე ხუთიანია, მაგრამ წმინდად 1.0 პირველი იყო და რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს-ბოლოც! :D

კიდევ 3 თვიანი პროექტი უნდა ვიპოვნო/მოვამზადო/ჩავაბარო და მერე 6 თვე სადიპლომო ვწერო, მაგრამ მანდ სულ სხვა რეჟიმი იქნება, ვიდრე თითო გამოცდისთვის 4-5 საგნის მომზადება.

და ნელ-ნელა გავდივარ ბოლოში. იმდენი ადამინი სწუხს ამ ამბის გამო, რომ ხანდახან გულწრფელად ვიბნევი, მათი დრო ხომ არ იხარჯება, ან მათი რესურსები-მეთქი. თბილისში ყოფნისას ერთმა ისიც გამომიცხადა: ამდენ ხანში ადამიანი 3 უნივერსიტეტს დაამთავრებდა, არაო?!
ალბათ, კი... დედიკო და მამიკო უნის ფულს თუ გიხდიან, საჭმლის ფულს გაძლევენ, თავისთან გაცხოვრებენ და "ტაკოსაც გიწმენდენ" ზოგ გადაჭარბებულ შემთხვევაში.... რიავიც.... ჯერ კიდევ უდიპლომოს იმაზე მეტი დღე მაქვს ნამუშევარი, ვიდრე ძალიან ბევრ "კედელზე გაკიდებულ დიპლომიანს" და ჰოი, საოცრებავ, როგორც გავიგე, საერთოდ უდიპლომოსაც. ვგიჟდები ასეთ დროს რომ სწორედ ისინი საუბრობენ ყველაზე მეტს, ვინც იმჰო, აზრზე არაა, სისტემა როგორაა აგებული ...


დავიღალე უკვე ამაზე წერით, მაგრამ რადგან თავში მიტრიალებს, ესე იგი მაწუხებს კიდეც და უნდა ვაღიარო, ნერვებსაც მიშლის ხანდახან. არ ვითხოვ, რომ ვიღაცამ უნდა მაღიაროს და დამიჩოქოს მაინცდამანც, მაგრამ ვთვლი, რომ არც იმის ღირსი ვარ, დედაჩემმა ტელეფონზე ვიღაცასთან საუბრისას თქვას, რომ "უკვე დავამთავრე", რამეთუ you see, თურმე ტეხავს, ამდენი ხანი რომ მჭირდება.... ჩემი გერმანელი ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება მაქვს, რომლებიც სესხს იღებენ, მშობლებთან ცხოვრობენ, მშობლებთან არიან დაზღვეულები, ზუსტად იმდენ ხანში დაამთავრებენ, რამდენშიც მე...

როგორ გინდა, ვინმეს აუხსნა ეს ქართულ პირობებში, სადაც 3 თვიანი კურსების გავლის შემდეგ ლოგოპედად შეგიძლია მუშაობის დაწყება. I mean, come on! :D

ჩვეულებრივ ჩემი სმაილით :) ვპასუხობ ხოლმე, გეცოდინებათ, რასაც ვგულისხმობ :D
იმიტომ, რომ უკვე 10000-ჯერ ერთსა და იმავეზე ყურადღების გამახვილება ყელში ამოვიდა.

ჰოდა, დავიკიდოთ ეგ ამბავი და ფრიად გახარებული ვარ, რომ ჩავაბარე და რომ კარგად ჩავაბარე და რომ ეს პოსტი, ალბათ, ბოლო იქნება გამოცდების თემაზე (სწავლის თემაზე ბოლოა-მეთქი, ვერ შეგპირდებით)...

Proud of myself!

პ.ს. ბოლოში მინდოდა დამეწერა, რომ მშობლებთან ცხოვრებას არანაირად ვაკრიტიკებ-მეთქი, მაგრამ fuck it! ვაკრიტიკებ და ვთვლი, რომ ხშირად "მშობელს მარტო ხომ არ დავტოვებს"-ს არიან ამოფარებულები ერთი შეხედვით მუტრუკი (ორივე სქესი გავატაროთ აქ), მაგრამ უტრაკო ადამიანები.... თუმცა, ამაზე ამ დღეებში სხვა პოსტში დავწერ...
tune in... თუ როგორც არის...

Love,
Chaotic

21.01.12

ჭეშმარიტად random პოსტი

fb-ზე გავქრი.
1700 იდეა მომდის ხოლმე და კომფორტულად ვწერ სტატუსად, როცა პოსტის მასალადაც გამოდგება ბევრი. (ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეს ლინგვისტუსმა და მახსოვს, დამცინავად გაგვეღიმა ყველას. who's laughing now, huh? :D)

***
მოემზადეთ ყველაზე უშინაარსო და ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი აფდეითებისთვის

***
სამშაბათს ბოლო გამოცდა მაქვს და ამ ამბავს თუ უდიდესი პოსტი არ მივუძღვნა, მე ვიყო დაწყევლილი (გადათარგმნეთ, იცით ყველამ, რაც ვიგულისხმე). :D
ოღონდ მანამდე უპრიანი იქნებოდა WLAN Fingerprinting-თვის გადაგვეხედა კიდევ, თავო ჩემო, რას იტყვი?!

***
ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ პერფორმანსს რამდენი გამკრიტიკებელი და რამდენიც დამცველი გამოუჩნდა, კი ეცოდინება ყველას. ვიღაცას ეწერა ბლოგზე, რძის გაყიდვასთან დაკავშირებით: "ქალი ყიდის ყველაზე ძვირფასს, რაც კი გააჩნია" და მერე დაბლა აბზაცში ეწერა წუწუნ-ქილიკი ქალის კულტის შესახებ: ARE YOU FUCKING KIDDING ME?

ქალი რომ ინკუბატორის მისიას გასცდება უმრავლესობის, გინდაც დამცველის და გინდაც გამკრიტიკებლის პოზიციაში და ქვეცნობიერში, მერე ვისაუბროთ პერფორმანსის აზრზე.
რძე ყველაზე ძვირფასია my ass!!
პ.ს. პოსტს დავლინკავდი, მაგრამ ვეღარ ვპოულობ.

***
- I am clever because I play stupid in order to maintain a relationship.
- mmm, no you're not clever. You actually are stupid.

***
R.I.P. Heath
you'll be always remembered.



24.08.11

10 day challenge - Day 4

Seven things that cross your mind a lot.

  1. Home, sweet home :)
  2. გამოცდები, პროექტები, კიდევ გამოცდები, ჩათვლები და მერე ისევ გამოცდები.... :|
  3. "გულით მინდა რამე ჩამოგიტანოთ, მაგრამ რამდენი ხართ, მლიაჰ"- სია :D
  4. "კარგი, ვთქვათ, დაამთავრე (მოვესწრები ამ ამბავს, იმედია), აიღე ეს დიპლომი და მერე?! რა უნდა ქნა?! სად უნდა იცხოვრო?! როგორ უნდა იშოვო სწრაფად სამსახური?!" ღმერთმა იცის, 1-2 თვეზე მეტს უმუშევრად ვერ გავქაჩავ, გავრეკავ უბრალოდ.
  5. აქ ცოტა წინსვლა მაქვს. აქამდე იყო - "ბანკები და კრედიტები", ახლა გახდა - "ბანკი და კრედიტი". ყველაზე უჟმური რამ, რაც ჩემს თავში ტრიალებს და როგორი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსკენ აღარ მექნება ამ ყველაფერზე თავი სატეხი...
  6. ათასი პრო-ფემინისტური ამბავი, რომლის ჩამოწერაც ბლოგზე პოსტების უმეტესობის გადამღერების ტოლფასია. გადახედეთ ჩემს ძველ პოსტებს და შთაბეჭდილება შეგექმნებათ :)
  7. Last but not least: wa wa wee wa



პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
მესამე დღის პოსტი.

იხილეთ იდეა.

26.07.11

a cup of peace

ხვალ არის გენიალური დღე: 1 კვირიანი წამების და "ლომკის" შემდეგ, გაღვიძებისას გადმოვიღებ ყავის ზარდახშას და ყველაზე გემრიელ ყავას ავადუღებ.

მმმ....

მერე მოვიდგამ ყავის ჭიქას გვერდით და ჩავუჯდები Java-ს, Data mining-ს, Weka-ს, moa-ს და ყველა დანარჩენ "ბედნიერებას", რაც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება უნდა ვაკეთო იდეაში....
ტასკა თუ არა, ჯერ ვერ გადავწყვიტე....

13.06.11

A busy week- News!

hey, პრინციპში, ვის ადარდებს, რა ვაკეთე კვირის განმავლობაში, მაგრამ ყველა პირადი ბლოგის ავტორი სადღაც გულის სიღრმეში მაინც არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი ნანახი, მის თავს გადამხდარი ამბები იმდენად მნიშვნელოვანია, არ უნდა დაიკარგოს და მათ შესახებ ხალხმა უნდა იცოდეს. სხვა შემთხვევაში ბლოგი არ გვექნებოდა :D

ან, როგორც მინიმუმი, მკითხველი შენი ახლობელი უნდა იყოს, ყველა პოსტზე :*- დაგიკომენტოს და დააყოლოს, რომ "აუ, რა მაგარი დრო ვატარეეეეთ"!!!


OK! მოვრჩი ღლაბუცს (მაგარი სიტყვაა, იმჰო). Just, მთელი დღე გახსნილი მქონდა ფანჯარა და ვერ ვხვდებოდი, რაზე დამეწერა. არადა, უნდა დამეწერა! ჰოდა, შესავალიც ამიტომ...


ჰო, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და დიპლომის გამოცდების ეტაპამდე მივაღწიე!!! yeeeey!
ანუ, ერთი ჩავაბარე წინა ხუთშაბათს და ჩემდა გასაოცრად 1.3 მივიღე (ქართულად 5). მანამდე მთელი კვირა last-minute მეცადინეობაში გავატარე და კიდევ კარგი, 1 თვის წინ ნელ-ნელა დავიწყე მეცადინეობა, თორემ არ მექნებოდა ასეთი შედეგი.
ჩემთვის ნიშნებს, როგორც წესი, დიდი მნიშვნელობა არ აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს და კიდევ მომავალი 3 სადიპლომო გამოცდის ნიშანი შედის დიპლომში და თავს ძალა დავატანე.
მშვენიერი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომდევნო გამოცდა, რომელსაც ასე ივლისის დასაწყისისთვის დავანიშნინებ, ასევე კარგად ჩავაბარო.
ყელში გაჩხერილი მაქვს პროექტი, რომელიც, წესით, უნდა დავამთავრო ივლისის შუაში და რომლის დაპროგრამებაც ჯერ არც დამიწყია :| დღეს ამიტომაც ვპროკრასტინირებ და თავს ვუმტკიცებ, რომ ბლოგზე პოსტის დადება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. :D
ამ ამბებს რმ მოვრჩები, 6 თვე სადიპლომო უნდა ვწერო და სულ ესაა! გავალ ბოლოში!
ამინ! ამინ!

შუალედებში რომ ხან საკუთარ დაბადების დღეს აღვნიშნავდი 2 დღე და ხან დაქალის ქმრისას გუშინ, რაღა თქმა უნდა ალკოჰოლის თანხლებით, არცაა მნიშვნელოვანი, არ დავკონკრეტდეთ :D

აი, ასეთი ამბავია ჩემს თავს და წარმატებები მე!

05.12.10

საშინაო დავალება Grid-Computing-ში

არ ჩამოვთვლი, ჩემი სტუდენტობის განმავლობაში რამდენი ლექცია მქონდა, ან რამდენი მათგანი იყო აბსოლუტურად უაზრო და აწ და მარადის გამოუყენებადი, მაგრამ Grid-Computing-ზე დიდი სისულელე და თითიდან გამოწოვილი ლექცია ჯერ არ მქონია.
რუსი ჯგუფელი მყავს და ძალიან სწორი შედარება მოიყვანა, როდესაც ერთ-ერთი განსაზღვრების მოსმენისას ყურში ჩამჩურჩულა: "ინტელექტუალური მასტურბაციაა ეს საგანიო".

მაგრამ ჩემი დიპლომისთვის ამ საგნის მნიშვნელობის გათვალისწინებით ვჯდები და ვიწყებ დავალების კეთებას. რამდენი ასეთი Bullshit მაქვს კიდევ წინ,ნეტავ?!

:(

see ya guys...

16.10.10

შაბათის პოსტი

პოსტების სათაურებში მიჭირს, ამდენი ხნის მერეც კი.
დაფეთებული SMS მომივიდა დღეს დილით და როგორ არ მიყვარს დილა რომ ფორიაქით იწყება.
მერე რომ ავდექი და ფანჯრიდან გადავიხედე, ისეთი "სახლში უნდა იჯდე და წიგნს კითხულობდე, ან ფილმს უყურებდე" ამინდი დამხვდა, რომ სხვა რამეზე ზრუნვა მართლა დაგსტრესავს :D

ზეგ უნი მეწყება და კაცმა არ იცის, კიდევ როდის დავპოსტავ რამეს. გემრიელი პოსტები უნდა მოვიფიქრო, მაგრამ მანამდე, უბრალოდ, ფორმაში მოსვლის მიზნით სულ კივილ-წივილით მივიყვანე საკუთარი თავი დეშბორდამდე :D

იუმორისტული გადახვევა:

ეჰ, რა დრო იყო :D

გადავწყვიტე,დღეს ყურით მოვათრიო პოზიტივი და გამოდის ჯერ-ჯერობით. :D

ქავთარაძე არის ძალიან მაგარი ტიპი :D


წავედი, ყავა ავიდუღო და თქვენ ეს პოსტი არ შეიმჩნიოთ :D

26.04.10

ვინ თქვა, არ დაწერსო?!

ჩემს ბლოგერობას საშველი არ აქვს :D
თითები მექავებოდა მთელი კვირის მანძილზე. უამრავი საინტერესო თემა მაქვს დასაბლოგად, მაგრამ მშვიდად დაჯდომის დრო ვერ გამოვნახე და მიფუჩეჩებაც არ მინდა.

კვირის საპატიო "ჭორებსა" და "წვრილმანებზე" დავბლოგავ მხოლოდ:

  • ნერვებს მიშლის- სესის ღამეული აქტივობები. ჩემს ძილის პრობლემებს კიდევ აკლდა რამე?! ამ კვირაში ან სპეციალური ყურის საცობები (თუ როგორც ჰქვიათ) უნდა შევიძინო, ან სესი გავასახლო :D ამ სახლში ხმაური ჩემი პრეროგატივაა!
  • მღლის- 24/7 ფინანსურ პრობლემებზე ფიქრი და ნერვიულობა. უდიდესი ჟონგლიორობით უნდა გავიტანო თავი თვის ბოლომდე, რათა პირველი მაისიდან იგივე დატრიალდეს წრეში...
  • მახალისებს- დაკვირვება ადამიანებზე, რომლებსაც გაუტყდათ, როცა ვაგრძნობინე, რომ ვერ დამაგოიმებენ. რაღაც საყუარლად მერქაგრეხილებიან. :უწიპუწი: ჯერ მივუშვებ, სანამდე გაქაჩავენ, მაინტერესებს... რატომ ხდება, რომ ყოველთვის, როცა ვინმე ცდილობს დამაიგნოროს, ან აგრესიული იყოს ჩემს მიმართ, გულწრფელად მეღიმება (გარკვეულ ეტაპამდე, რა თქმა უნდა)??? ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის 100%-ით ზუსტად ვიცი, 2 წამში რას იზამს... მოხუცი პოლკოვნიკივით ვარ, რა :D ეს არის ორი სფერო, რომლებშიც, იმჰო, ჩემი საქმე კარგად ვიცი, დამწყებების "ენთუზიაზმი" მახარებს :D
  • მანერვიულებს- ამდენი საგნის ერთად დაძლევასთან დაკავშირებული ტიტანური ძალების უქონლობა. წინასწარ მიგრძნობს გული, რომ თუ თავი არ გავიგიჟე, არასასურველი შედეგით დავამთავრებ სემესტრს. ერთ საგანში 30 აპრილს ისეთი დავალება უნდა ჩავაბარო, რომ გადავიკითხე, ბლოგზე პოსტის წერა გადავწყვიტე. :D
  • მსიამოვნებს- მზე, კარგი ამინდი, კარგი პერიოდი სამსახურში, შანსი უკეთესი სამსახურის შოვნისა, ინგლისურის კარგი ლექტორი.
  • ველი- ხელფასს, ოტჩაიანნო :D
  • ვეცნობი- პიონერი ფემინისტების ნაწარმოებებს და საშინლად მიხარია, რომ ზუსტად ამ ეტაპზე აღმოვაჩინე. სწორი პერიოდია ჩემი შეხედულებების გასამტკიცებლად, ან თუნდაც, ჩემი სტერეოტიპების დასანგრევად.
  • მიყვარს.... ეს ღიად დავტოვოთ :)

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates