მოკლე და ლაკონურ პოსტებს თუ ვერა, წინადადებებს მაინც შემოგთავაზებთ... :)
უარი ვთქვი- ერთ პრაქტიკაზე, რომელიც საერთოდ არ აღმოჩნდა აღწერილობის შესაბამისი. თან გაირკვა, რომ არ მჭირდება ის ქულები. ასე რომ, გადავიტანე ყურადღება დარჩენილ 6+1 საგანზე.
ჩავაბარე- გადატანილი გამოცდა და ფაქტიურად, კმაყოფილი ვარ ჩემი წინა სემესტრის შედეგებით.
დავლიე- წინა კვირას ლუდი+წითელი ღვინო+ ორნახადი ჭაჭა. სასიამოვნო საღამო იყო.
გავათენე- ღამე ზემოთხსენებული სმის შემდეგ და მომდევნო დღეს გასიებული თავით ვწერე დავალება.
აღმოვაჩინე- რომ ერთი ახალი ნაცნობი, ძალიან ახლო ნათესავების ძალიან ახლო ადამიანია. საქართველო პატარაა :D
გავაცილეთ- თანამშრომელი სამსახურიდან და ვიმწვადავეთ იქვე... მმმმ... ვიღაცას მოუწევს სირბილი კვირაში ორჯერ, გული მიგრძნობს! :wasntme:
გავიარე- გასაუბრება ახალ სამსახურთან დაკავშირებით. "დაგირეკავთ"-ო, მითხრეს, მაგრამ ეჭვი მეპარება ფრიად.
ვიყიდე- yeaaaaaah... მაინც ვიყიდე ბალერინები :D ბინის ქირის ფული რომ აღარ დამრჩა, არ შევიმჩნიოთ :D
ველაპარაკე- ორ ძალიან ახლო მეგობარს და
გავიგე- ერთი ძალიან კარგი ამბავი, ასევე ძალიან ახლო მეგობარზე.... :party:
მივულოცე- ჩემს დას 34-ე დაბ.დღე და იქვე ველაპარაკე მამას და დედას :love: ....
დავეჭვდი- თან, მგონი, საფუძვლიანადაც. ამიტომაც
მჭირდება- ნანიკო სასწრაფო წესით, რათა დაწვრილებით განვიხილოთ ზემოთხსენებული ამბის რაობა :D
დავაეჭვე- მე ასე მგონია, მაგრამ ღიად დავტოვოთ :D
შემადარეს- ეკონომიკის ლექციას... შუა ფლირტის დროს :ღმერთოუროაღარჩამარტყაესეცმეყოფა:
გავაკეთე- ტირამიზუ.... ამაზე ცალკე პოსტი იქნება, პროექტისთვის ვაკეთებ მეორედ...
მომენატრა- ზღვა, მზე, ჩემი მეგობრები, ჩემები, თბილისი, ბათუმი, დასავლეთისკენ წასვლა და რიკოთზე გამოწერილი შესვენების გაკეთება, თბილისში დიღმის შემოსასვლელიდან დაბრუნება, ჩემი სკოლის ეზოში შესასვლელი მწვანე ჭიშკრის შეღება, ნათლიაჩემთან ჭორაობა, ვაჟა-ფშაველას პროსპექტი პეკინის გადასახვევიდან გელოვანის პარკამდე, მესხეთი, ჩემი ის სახლი აფხაზეთში, ჩემი სოფელი ადიგენში და ჩეჩილი ყველი...
Posts mit dem Label წვრილმანი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label წვრილმანი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
08.05.10
26.04.10
ვინ თქვა, არ დაწერსო?!
ჩემს ბლოგერობას საშველი არ აქვს :D
თითები მექავებოდა მთელი კვირის მანძილზე. უამრავი საინტერესო თემა მაქვს დასაბლოგად, მაგრამ მშვიდად დაჯდომის დრო ვერ გამოვნახე და მიფუჩეჩებაც არ მინდა.
კვირის საპატიო "ჭორებსა" და "წვრილმანებზე" დავბლოგავ მხოლოდ:
თითები მექავებოდა მთელი კვირის მანძილზე. უამრავი საინტერესო თემა მაქვს დასაბლოგად, მაგრამ მშვიდად დაჯდომის დრო ვერ გამოვნახე და მიფუჩეჩებაც არ მინდა.
კვირის საპატიო "ჭორებსა" და "წვრილმანებზე" დავბლოგავ მხოლოდ:
- ნერვებს მიშლის- სესის ღამეული აქტივობები. ჩემს ძილის პრობლემებს კიდევ აკლდა რამე?! ამ კვირაში ან სპეციალური ყურის საცობები (თუ როგორც ჰქვიათ) უნდა შევიძინო, ან სესი გავასახლო :D ამ სახლში ხმაური ჩემი პრეროგატივაა!
- მღლის- 24/7 ფინანსურ პრობლემებზე ფიქრი და ნერვიულობა. უდიდესი ჟონგლიორობით უნდა გავიტანო თავი თვის ბოლომდე, რათა პირველი მაისიდან იგივე დატრიალდეს წრეში...
- მახალისებს- დაკვირვება ადამიანებზე, რომლებსაც გაუტყდათ, როცა ვაგრძნობინე, რომ ვერ დამაგოიმებენ. რაღაც საყუარლად მერქაგრეხილებიან. :უწიპუწი: ჯერ მივუშვებ, სანამდე გაქაჩავენ, მაინტერესებს... რატომ ხდება, რომ ყოველთვის, როცა ვინმე ცდილობს დამაიგნოროს, ან აგრესიული იყოს ჩემს მიმართ, გულწრფელად მეღიმება (გარკვეულ ეტაპამდე, რა თქმა უნდა)??? ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის 100%-ით ზუსტად ვიცი, 2 წამში რას იზამს... მოხუცი პოლკოვნიკივით ვარ, რა :D ეს არის ორი სფერო, რომლებშიც, იმჰო, ჩემი საქმე კარგად ვიცი, დამწყებების "ენთუზიაზმი" მახარებს :D
- მანერვიულებს- ამდენი საგნის ერთად დაძლევასთან დაკავშირებული ტიტანური ძალების უქონლობა. წინასწარ მიგრძნობს გული, რომ თუ თავი არ გავიგიჟე, არასასურველი შედეგით დავამთავრებ სემესტრს. ერთ საგანში 30 აპრილს ისეთი დავალება უნდა ჩავაბარო, რომ გადავიკითხე, ბლოგზე პოსტის წერა გადავწყვიტე. :D
- მსიამოვნებს- მზე, კარგი ამინდი, კარგი პერიოდი სამსახურში, შანსი უკეთესი სამსახურის შოვნისა, ინგლისურის კარგი ლექტორი.
- ველი- ხელფასს, ოტჩაიანნო :D
- ვეცნობი- პიონერი ფემინისტების ნაწარმოებებს და საშინლად მიხარია, რომ ზუსტად ამ ეტაპზე აღმოვაჩინე. სწორი პერიოდია ჩემი შეხედულებების გასამტკიცებლად, ან თუნდაც, ჩემი სტერეოტიპების დასანგრევად.
- მიყვარს.... ეს ღიად დავტოვოთ :)
Abonnieren
Posts (Atom)
