Posts mit dem Label საქართველო werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label საქართველო werden angezeigt. Alle Posts anzeigen

25.10.14

Home 2014

  • აეროპორტში პასპორტის კონტროლიდან იწყება სახლი. 11 წლის მანძილზე ოთხჯერ მომიწია ამ პროცედურის გავლამ. წინა ჩამოსვლისას (რადგან ქართულად ვწერ, სულ მგონია, რომ მარტო საქართველოში მკითხულობენ  და ვერასდროს ვწერ "ჩასვლისას"-ს :)) ახალგაზრდა ბიჭი მიმოწმებდა პასპორტს. მაშინაც 3 წელი არ ვიყავი სახლში ნამყოფი და ალბათ, ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი, ყურებამდე ღიმილით და გულღია "მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ"-ი, იმ ახალგაზრდა ბიჭმაც ყურებამდე გამიღიმა.  წელსაც, 3 წლის შემდეგ, 40° სიცხის კვალობაზე უადგილოდ ჯინსის ქურთუკიანი და ჩექმებიანი, ალბათ, საოცრად გამოვიყურებოდი. ჰოდა, ვინმე თუ იცნობთ აეროპორტში პასპორტის კონტროლზე მომუშავე ხალხს, დაულინკეთ ეს პოსტი, ან გადაეცით, რომ მინიმუმ ერთი ადამიანის დღეს (თუ ღამეს) ალამაზებენ, ღიმილიანი "კეთილი იყოს თქვენი მობრძანებით". :)
  • არ შეიძლება გამოვტოვო Lufthansa-ს ქართული სტაფი აეროპორტში, უკვე გამომგზავრებისას. ამ წუთას რომ დედაჩემის გაკეთებულ ლეღვის მურაბას მივირთმევ, მთლიანად იმ შავთმიანი გოგოსა და კეთილი ბიძის დამსახურებაა ;)
  • ჰოდა, როგორ ცხელოდა. მმმმ... სულის  შეხუთვამდე და ოფლის წურწურამდე და როგორ ვგიჟდები სიცხეზე. აბსოლუტურად შეცდომით არჩეულ ქვეყანაში ვცხოვრობ სამაგისოდ. :D
  •  მერე, შევედი მაღაზიაში. ნამდვილად არ ვიცი, სხვების გადაპარსული თავიც ასეთი თემაა, თუ არა, მაგრამ დაცვის თვალის პაჭუნით ჩემი შესვლის მთელი კონსულტანტებისთვის გაგებინება დიდ რიტუალად ვაქციეთ ჩემს იქ ყოფნაში. ნიკორას სტაფი იყო, ბარემ, ჩავუშვათ. თუმცა, უფრო შემაწუხებელი სხვა რამ იყო: კონსულტანტები გამუდმებით დაგდევენ უკან. არ გეკითხებიან, რა გინდა. უბრალოდ, შეუხვევ ერთ რიგში, მოპირისპირე მხარიდან დადგება- გიყურებს, გახვალ მეორეში, ჩუმად მოგყვება. მე არ ვიცი, ვინ მოიფიქრა მათი დავალება, მომხმარებელს თავი აგრძნობინონ საეჭო კრიმინალად, მაგრამ ძალიან, ძალიან შემაწუხებელია, როცა გრძნობ, როგორ გითვალთვალებს ვიღაცა.
  • მერე მაგთის ოფისში იყო ძალიან საყვარელი გოგო, რომელმაც შეამჩნია ჩემს მიერ დატოვებული მობილურის ბუდე და დამახვედრა. ზოგადად, მსგავს დაწესებულებებში იყო გადასარევი სერვისი. ბანკში, მაგალითად, რაღაც არასწორად დაითვალეს და ქუჩაში მდია კონსულტანტმა, უნდა გამოვასწოროთო. ნუ, შეიძლება, თავად ვარდებოდა შარში და ეგ უფრო აწუხებდა, მაგრამ მე ძალიან მესიამოვნა ეს ფაქტი.
  • და აი, მაგთის ოფისიდან მოყოლებული დაიწყო: სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველგან უნდა მიუთითო შენი მობილურის ნომერი.  ჰა? wtf? რატომ უნდა მივცე მატარებლის სადგურში ბილეთის ყიდვისას ვინმეს ჩემი ნომერი? საერთოდ, პირადობის მოწმობა რატომ უნდა ვაჩვენო? ბათუმში მივდივარ, საზღვარს ხომ არ ვკვეთ? აღარ გავიხსენებ სხვა დანარჩენ კომპანიებს, რომლებმაც შემდეგ ამიკლეს სმს-ებით. არავის გაწუხებთ?
  • მერე გადავწყვიტე მანქანის ტარების სწავლა მანდ დამეწყო, რადგან აქ ძალიან ძვირი ღირს თითო გაკვეთილი (თილისში 9 გაკვეთილში გადავიხადე იმდენივე, რამდენსაც აქ 2 გაკვეთილში გადავიხდიდი). ჩემი მასწავლებლის მოძებნა დაევალა ჩემს დას, რომელმაც დარეკა თავის მასწავლებელთან და აუხსნა, რომ ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული და მართვის მოწმობის აღება არ მჭირდებოდა. მასწავლებელმა გადაგვამისამართა მის მეგობართან, რომელმაც მითხრა, რომ გაკვეთილი ღირდა 20 ლარი. მერე გაირკვა, რომ თურმე გაკვეთილი 15 ლარი ღირს და მხოლოდ ქუჩაში ტარება ღირს 20 ლარი. თან როგორ გაირკვა: ბოლო გაკვეთილზე ბათუმიდან ჩამოსულმა დავრეკე. დავიწყებული ვყავდი და მითხრა, ხომ იცი, ქუჩაში ტარება 20 ლარი ღირსო... :) მეწყინა, ცოტა არ იყოს. იმიტომ კი არა, რომ 20 ლარი არ ეკუთვნოდა. პირიქით, თავიდანვე ავუხსენი ჩემს ინტრუქტორს, რომ რვიანებში გავლა არ მჭირდებოდა და განსხვავებულად მამეცადინებდა. უფრო იმიტომ, რომ ავტოსკოლის მფლობელმა თავისი ჭკუით, დამაგოიმა. ნუ, გერმანიიდან ჩამოსულს 5 ლარი გამიჭირდებოდა? მერე რა, თუ ცოტა მეტს "ამოიღებდა ჩემგან"? :|
  • კიდევ, აბსოლუტური ბოიკოტი გუდვილს! არ შეიძლება, მასკარპონეს, რომელსაც აქ 2,5 ევროდ ვყიდულობ, იქ 25 ლარი ედოს. არც ყავის ფილტრს შეიძლება 5 ლარად ყიდდნენ, რომელიც აქ, ედეკაში, სადაც მე ვყიდულობ სურსათს, 45 ცენტი ღირს. სია შეიძლება განვავრცოთ თითქმის ყველა "გერმანულ პროდუქტზე", რომელსაც გუდვილში შეხვდებით. არ იყიდოთ! ოდესმე უნდა მივხდეს გუდვილი და ყველა დანარჩენი, რომ 1 დღეში გამდიდრების გეგმა არ შეიძლება გრძელვადიანად ამუშავო. საბჭოთა კავშირს დიდად არ მოვსწრებივარ, მაგრამ წაკითხულიდან მივამსგავსე დეფიციტურ საქონელზე ასტრონომიული ფასების დადებით, რომლებსაც მხოლოდ ძალიან სვეცკები ყიდულობენ და მხოლოდ სტატუსის გამო.
  • მერე იყო გადასარევი ბათუმი, მწვანე კონცხი, კვარიათი. კვარიათიდან ბათუმისკენ მიმავალ ავტობუსში ჩემი ნახევრად აპარსული თავით გადარეული მგზავრები, შემაწუხებელი ჩაშტერებით. ხულოს უღელტეხილი და ულამაზესი ზემო აჭარა. ჩემი სოფელი მესხეთში, სადაც პირველად შემცივდა საღამოს, მთელი ჩემი 3 კვირიანი ვიზიტის განმავლობაში.  ძალიან დამღლელი, თითქმის ყოველდღიური ვიზიტები იუსტიციის სახლში. არაჩვეულებრივი სტაფი ალბიუსში (ყოჩაღ, აღასპერ!) და არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი ლალი კოჭლაშვილი, რომლის გამოც, მომდევნო 2 წელიწადში დაახლოებით ოთხჯერ მაინც მიხილავენ აეროპორტის პასპორტის კონტროლზე მომუშავე კეთილი ადამიანები, ახლა უკვე ბრეკეტებიანი ღიმილით. :)

... მერე ჩამოვედი მიუნხენში და აქაური პასპორტის კონტროლისას ეგრევე მაგრძნობინეს, რომ აღარ ვიყავი "სახლში"...

28.08.14

დღე პირველი, დღე მეორე, დღე მესამე

ყოველ 20 წუთში რომ თავიდან ოფლიანდები,მაგრამ მაინც ნეტარი სახით დადიხარ იმიტომ, რომ 12°ს გამოექეცი. ხილს და ბოსტნეულს  რომ ხამივით ჭამ, ძლივს გემრიელი რომ გეღირსა.... შენს გარდა ყველა რომ ამჩნევს, როგორ აკვირდებიან შენს აპარსულ თავს (არადა, ბევრი შემხვდა მეც და დიდი მოვლენა არ უნდა იყოს), გამყიდველებმა უკვე რომ იციან, სად ცხოვრობ :D fuckin love this city  :D
P.s. თუ მოვკვდი, ამ ყველაფრის ჭამა მომკლავს

01.04.12

Meanwhile in my life: სამსახურს ვეძებ

ახალ სამსახურს ვეძებ.
კარგა ხანია უკვე მინდა შეცვლა, მაგრამ ძალიან ბევრი პლიუსი აქვს უნივერსიტეტში მუშაობას გამოცდების პერიოდში.
შეცვლა იმიტომ მინდა, რომ ახლა სტატისტიკასთან მაქვს საქმე (რაღა ახლა, 5 წელი ხდება უკვე, რაც მანდ ვარ) და ეს სფერო არ მესახება ჩემთვის პერსპექტიულად, მითუმეტეს, როცა შესაბამისი განათლება არ მაქვს და რადგანაც მე საერთოდ, "ჟურნალისტიკა დავამთავრე და ჟურნალისტის დამლაგებლად დავიწყებ, მერე ნელ-ნელა დამაწინაურებენ" იდეოლოგიას არ ვემხრობი, მინდა ისეთი სამსახური მქონდეს, სადაც სადიპლომოს დაწერის საშუალება და დამთავრების შემდეგ იქვე დარჩენის შანსი მექნება.

ეს მხოლოდ ცოტა ხნით, ფინანსურად რომ მოვმძლავრდე და მერე ავსტრალია/ამერიკა უნდა ამოვიღო მიზანში. აქ ძალიან უცნაური ამბავი ხდება: დამატებით მასტერის გაკეთება მინდა Gender/Women's studies-ში, თუკი შანსი მომეცემა. ერთადერთი ვარიანტი სტიპენდიაა, რომელიც საკმაოდ რთულად მეჩვენება, მითუმეტეს, რომ სულ ტექნიკურ საგნებთან მაქვს შეხება და სხვა სფეროდან გადმომხტარს რამდენად მისცემენ სტიპენდიას, საკითხავია.

ჰოდა, როგორ ვეძებ სამსახურს (გერმანიაში):
  • ვარ დარეგისტრირებული რამდენიმე job-პორტალზე, სადაც ატვირთული მაქვს ჩემი მონაცემები. თუკი რომელიმე ფირმის მოთხოვნებს დააკმაყოფილებ, თავად დაგიკავშირდებიან (ან დაინტერესებულ პირსაც შეუძლია მისწეროს, რაღა თქმა უნდა).
  • ამას გარდა, ყველა (!) საშუალო ან დიდ დაწესებულებას და პატარა ფირმების უმეტესობას აქვს საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული ვაკანსიები. ანუ, მხოლოდ იმ პორტალებით არ შემოიფარგლებიან. გულახდილად რომ ვთქვა, თუ მსგავსი განცხადება არ დევს ფირმის ვებ-გვერდზე, ეგრევე ვიკიდებ. მეც ისევე მაქვს მოთხოვნები, როგორც დამსაქმებელს. არასერიოზულობა გერმანელების საქმე არაა და ასეთ დროს, უფრო მათი HR-ის არაკომპეტენტურობა მხვდება თვალში.
  • რეალურად ონლაინ რეჟიმში გამოქვეყნებული ვაკანსიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც მისწერ მაილს, აუცილებლად (!) უნდა გიპასუხონ: ან უარი მოგწერონ, ან პირადად დაგიბარონ გასაუბრებაზე, რომლის დროსაც აუცილებლად სვამ კითხვას ანაზღაურების შესახებ, თუკი ეს თავად ვაკანსიაში არ იყო მითითებული და სხვა დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებსაც არკვევ. ეს ყველაფერი მერე ფურცელზე ამობეჭდილი გადმოგეცემა, კონტრაქტის სახით, რომელსაც გაეცნობი ყურადღებით და თუკი თანახმა ხარ, ხელს აწერ ხელშეკრულებას.
  • ხშირ შემთხვევაში გირეკავენ პირდაპირ. ანუ, "სამსახურს თუ ეძებ, ძაღლივით უნდა იარო კარდაკარ", მუჰამედი და მთა და ესეთი მიდგომა აქ არაა.


ჰოდა, ამ ყველაფერს მიჩვეული რომ გადავწყვეტ საქართველოში ჩამოსვლას და იქ

  • ყველაფერი სხვანაირად და ხშირ შემთხვევაში ძალიან არაპროფესიონალურადა მოწყობილი,
  • ერთადერთი პორტალით, რომელსაც აქედან რომ ვადევნებ თვალს, მონოპოლია აქვს,
  • HR-ების უმეტესობას ძალიან ბუნდოვანი შეხედულება და მოლოდინი აქვს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს, მაგალითად, ოფისის მენეჯერმა (როგორც უბრალოდ ბლოგერმა დადო fb-ზე ამას წინათ ამონარიდი ერთ-ერთი კურიზოული ვაკანსიიდან),
  • ხდება ადამიანების დისკრიმინირება ასაკის/სქესის/საუბრის მანერის/საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყოფნის საფუძველზე (მამენტ, ჩვენივე კონსტიტუციის + საერთაშორისო კონვენციების სერიოზული დარღვევაა და მე მაინტერესებს, როგორ უნდა მოიპოვო მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი მასალა, რომ მერე იჩივლო. სერიოზულად ვამბობ, არ ვკაიფობ).



და მე გატრაკებას რომ დავიწყებ, იასნა იტყვიან, რომ "თავში მაქვს ავარდნილი, რადგან გერმანიაში ვცხოვრობდი, რა მგონია, რომ ფეხქვეშ წითელ ხალიჩას დამიგებენ?"


well, you know what, fuck you!

იმ ფაქტით მანიპულირება, რომ ხალხი ისეთი მშიერია, ყველაფერზე დათანხმდება, არის ***-ობა და როცა პრეტენზია გვაქვს "პრადვინუტობაზე", მარტო დასაქმებულთა "დონე" არ უნდა ვზომოთ ცალმხრივად!



25.09.11

გვერდში რომ არავინ გვიდგას და საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია

დიალოგი სამარშრუტო ტაქსში:
ბიჭი: მე შენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ საკითხზე.
გოგო: მე არ მაქვს ჩემი აზრი და შენ რას ფიქრობ?

და მე ვზივარ და საკუთარ თავზე ვბრაზდები, რომ 3,5 წლის შემდეგ სახლში ჩასულს ყველანაირი მოგონება უკან მრჩება და პირველი ეს დიალოგი მომდის თავში აზრად.

ვბრაზდები იმაზე, რომ უკლებლივ (!) ყველა დედა უმუშევრობას შვილებს აბრალებს და ამ დროს არცერთი მათგანი არაა კლასიკური გაგებით full time mom.

იმაზეც ვბრაზდები, რომ ქალების ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად ცხვრის რეფლექსით აძლევს ქმარს/მამას/სტაიანშიკს, მაგრამ კაცს უფლებას, მეორე ხარისხოვანი ადამიანის რანგში ჰყავდეს. არაფერს ვამბობ, საწინააღმდეგო სქესის გულისამრევ შეხედულებებზე.

და აი, რატომ არ გკიდიაო, ვინმემ რომ მკითხოს, ყელში ვწვდები, ალბათ.

არადა, რა გემრიელად დავისვენე.
განახლებული ბათუმიც ვნახე...
ფეხებიც დამატყდა პლიაჟზე და ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სხვა ნებისმიერ სანაპიროზე ნამყოფი უცხოელი მეორედ ჩავიდეს მანდ... მე მაპატიეთ :D
ბათუმში გადაცხოვრებაც გადავიფიქრე, რადგან საერთოდ არაფერი ხდება საჩემო.
ჩემი დიშვილის დაბადების დღეზე ვიყავი პირველად (თავად დაბადებას თუ არ ჩავთვლით).
ბევრი კარგ და ახლო ადამიანს შევხვდი.
ბევრმა შეიცხადა, რომ ჯერ კიდევ ვერ გავთხოვდი :D

ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ამბობდნენ: "მე გვერდით არავინ მიდგას, მე არავინ მეხმარება"- WTF? რატომ არის ვინმე ვალდებული, დაგეხმაროს?! თან იმენა ვალდებული... ამაზე ცალკე პოსტს დავდებ, ალბათ.

რაც მთავარია, დავისვენე...
ჩამოვალ ერთ 2-3-4-5 წელში-მეთქი, დავიბარე :D

05.09.11

Checklist

  1. აქაური ბიუროკრატიის დედების დამშვიდება, რამე სიურპრიზი რომ არ დამხვდეს დაბრუნებისას. Check!
  2. საკვები და მომვლელი გაი&რიჩისთვის. Check!
  3. საჩუქრები. Check! (მადლობის თქმა ვისაც დაავიწყდება, უსიტყვოდ გამოვართმევ ხელიდან, თვალებში ჩავხედავ და ვკითხავ: really? )
  4. გამწყდარი ნერვები. Check!
  5. ამძვრალი სახე. Check!
  6. დედის გინების სტადიაში გადასული ხერხემალი. Check!
  7. პროექტი, რომელზეც უნდა ვიმუშავო, მინ. 3 საათი დღეში, მანდაც კი..... Check!
  8. ძმა, რომელსაც მინ. 2-ჯერ პირადად მე გავუგზავნე მობილური და მაინც უტელეფონოდაა!!!! WTF?! Check!
  9. და, რომელიც სმს-ზე პასუხს არ მწერს... It was not about her, you know, so why would she? :| Check!
  10. ტაქსი თბილისის აეროპორტში. მგონი Check! :ირგვლივრომყველასმანქანაჰყავსდაარავისაზრადარმოუვიდაშემოთავაზებადაFUA:

აქამდე არ ვიცი და ამ 10 პუნქტის მერე ნამდვილად მჭირდება დასვენება!



21.11.10

Chaos is back in da house

როგორც ჭეშმარიტი ბლოგერი, ვამართლებ ჩემი ბლოგის სათაურს.
არა, უფრო სწორად, ყველა ბლოგერმა იცის, რომ საკუთარი ცხოვრების პატარა ასლს დებს ბლოგზე.
ის, რომ აღარ ვპოსტავ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი პედანტურად ვითარდება და არ ხდება ჩემს თავს ამბები, როგორიცაა:
  • სოფის საჩუქარი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბერლინში უკვე კარგა ხნის წინ, ჯერ 2 კვირა იმ სახლში იდო, საიდანაც უნდა წაეღოთ ბერლინში და ახლა ჩემთან დევს... სოფი, მოვაბამ თავს ამ კვირის ბოლოს :user:
  • სამშაბათს მივდივარ ვიზის გასაგრძელებლად და ჩვეული გულისრევით ვარ განწყობილი იქ მომუშავე ადამიანების სახეების წარმოდგენისას. რომ მოგიგდებენ პასპორტს ვიზით, ან მის გარეშე... ესეც თქვენი ძალიან ლოიალურ გზაზე დამდგარი გერმანია :D არსად გაიშვას :D
  • გუშინ სახლიდან გასვლისას გასაღები დავტოვე ღრიჭოში და კარი მოვიხურე გარედან. მე ჩავიდინე ეს... ადამიანმა, რომელიც ამოწმებს ყველა ელექტრო-დანადგარს, თუნდაც 2 კვირის გამოუყენებელს, სანამ სახლიდან გადის. არ გავბრაზებულვარ, გამეცინა :D 20 ევროც გადავიხადე კარის გაღებაში და არც ამაზე გავბრაზებულვარ... სამაგიეროდ, ჩემი გასაღების დუპლიკატი დავტოვე მეგობართან, მომავალში 20 ევროს დაზოგვის მიზნით.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ანუ, ქაოსი, მოგეხსენებათ, ჩემი ყველაზე ერთგული მკითხველი და თანამგზავრია.
მხოლოდ, ჯერ ვერ დავადგინე, ასეთი ინდიფერენტული განწყობა საზიანოა თუ სასიკეთო.
მაშინ, როცა რაღაც პრობლემებს რქებით მივაწექი და ნაწილობრივ მოვაგვარე, ისეთი დაზაფრული დავდიოდი, თავი მართლა მეგონა გერმანელი და მივხვდი, რატომ არ არიან ბედნიერები: იმიტომ რომ, ყველაფერს რქებით აწვებიან. ალბათ, თავს ვერ პატიობენ, რომ მუდმივად "მეორეები" არიან- ორივე მსოფლიო ომის წამომწყებები და დამარცხებულები .... მსოფლიო ჩემპიონატებზე ფინალში გასულები და დამარცხებულები. დამიჯერეთ, ფეხებზე ჰკიდიათ ჰოლოკასტი... :D
არ გამომივა მე ასე რქებით მიწოლა... არ გვაქვს მსგავსი გენი ქართველებს... არ შევაკლავთ თავს რაღაც მატერიალურს... ეს, ალბათ, ცუდიცაა, მაგრამ ამ გადასახედიდად, სიხალასეც სწორედ ამიტომ არის სახასიათო ჩვენთვის.

ზუსტად ამიტომ ვიცი, რომ ეს არაა ქვეყანა, სადაც მე ბედნიერი ვიქნები, რადგან ამ ქვეყანაში ყოველ წუთს და წამს რქებით უნდა აწვებოდე მორიგ უაზრო, ბიუროკრატიულ სიგიჟეს, გაქვავდე და დაიბოღმო, თუკი შენსას ვერ გაიტან...

პოსტები სერიიდან "სახლში მინდა"...

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates