კარგა ხანია უკვე მინდა შეცვლა, მაგრამ ძალიან ბევრი პლიუსი აქვს უნივერსიტეტში მუშაობას გამოცდების პერიოდში.
შეცვლა იმიტომ მინდა, რომ ახლა სტატისტიკასთან მაქვს საქმე (რაღა ახლა, 5 წელი ხდება უკვე, რაც მანდ ვარ) და ეს სფერო არ მესახება ჩემთვის პერსპექტიულად, მითუმეტეს, როცა შესაბამისი განათლება არ მაქვს და რადგანაც მე საერთოდ, "ჟურნალისტიკა დავამთავრე და ჟურნალისტის დამლაგებლად დავიწყებ, მერე ნელ-ნელა დამაწინაურებენ" იდეოლოგიას არ ვემხრობი, მინდა ისეთი სამსახური მქონდეს, სადაც სადიპლომოს დაწერის საშუალება და დამთავრების შემდეგ იქვე დარჩენის შანსი მექნება.
ეს მხოლოდ ცოტა ხნით, ფინანსურად რომ მოვმძლავრდე და მერე ავსტრალია/ამერიკა უნდა ამოვიღო მიზანში. აქ ძალიან უცნაური ამბავი ხდება: დამატებით მასტერის გაკეთება მინდა Gender/Women's studies-ში, თუკი შანსი მომეცემა. ერთადერთი ვარიანტი სტიპენდიაა, რომელიც საკმაოდ რთულად მეჩვენება, მითუმეტეს, რომ სულ ტექნიკურ საგნებთან მაქვს შეხება და სხვა სფეროდან გადმომხტარს რამდენად მისცემენ სტიპენდიას, საკითხავია.
ჰოდა, როგორ ვეძებ სამსახურს (გერმანიაში):
- ვარ დარეგისტრირებული რამდენიმე job-პორტალზე, სადაც ატვირთული მაქვს ჩემი მონაცემები. თუკი რომელიმე ფირმის მოთხოვნებს დააკმაყოფილებ, თავად დაგიკავშირდებიან (ან დაინტერესებულ პირსაც შეუძლია მისწეროს, რაღა თქმა უნდა).
- ამას გარდა, ყველა (!) საშუალო ან დიდ დაწესებულებას და პატარა ფირმების უმეტესობას აქვს საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული ვაკანსიები. ანუ, მხოლოდ იმ პორტალებით არ შემოიფარგლებიან. გულახდილად რომ ვთქვა, თუ მსგავსი განცხადება არ დევს ფირმის ვებ-გვერდზე, ეგრევე ვიკიდებ. მეც ისევე მაქვს მოთხოვნები, როგორც დამსაქმებელს. არასერიოზულობა გერმანელების საქმე არაა და ასეთ დროს, უფრო მათი HR-ის არაკომპეტენტურობა მხვდება თვალში.
- რეალურად ონლაინ რეჟიმში გამოქვეყნებული ვაკანსიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც მისწერ მაილს, აუცილებლად (!) უნდა გიპასუხონ: ან უარი მოგწერონ, ან პირადად დაგიბარონ გასაუბრებაზე, რომლის დროსაც აუცილებლად სვამ კითხვას ანაზღაურების შესახებ, თუკი ეს თავად ვაკანსიაში არ იყო მითითებული და სხვა დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებსაც არკვევ. ეს ყველაფერი მერე ფურცელზე ამობეჭდილი გადმოგეცემა, კონტრაქტის სახით, რომელსაც გაეცნობი ყურადღებით და თუკი თანახმა ხარ, ხელს აწერ ხელშეკრულებას.
- ხშირ შემთხვევაში გირეკავენ პირდაპირ. ანუ, "სამსახურს თუ ეძებ, ძაღლივით უნდა იარო კარდაკარ", მუჰამედი და მთა და ესეთი მიდგომა აქ არაა.
ჰოდა, ამ ყველაფერს მიჩვეული რომ გადავწყვეტ საქართველოში ჩამოსვლას და იქ
- ყველაფერი სხვანაირად და ხშირ შემთხვევაში ძალიან არაპროფესიონალურადა მოწყობილი,
- ერთადერთი პორტალით, რომელსაც აქედან რომ ვადევნებ თვალს, მონოპოლია აქვს,
- HR-ების უმეტესობას ძალიან ბუნდოვანი შეხედულება და მოლოდინი აქვს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს, მაგალითად, ოფისის მენეჯერმა (როგორც უბრალოდ ბლოგერმა დადო fb-ზე ამას წინათ ამონარიდი ერთ-ერთი კურიზოული ვაკანსიიდან),
- ხდება ადამიანების დისკრიმინირება ასაკის/სქესის/საუბრის მანერის/საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყოფნის საფუძველზე (მამენტ, ჩვენივე კონსტიტუციის + საერთაშორისო კონვენციების სერიოზული დარღვევაა და მე მაინტერესებს, როგორ უნდა მოიპოვო მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი მასალა, რომ მერე იჩივლო. სერიოზულად ვამბობ, არ ვკაიფობ).
და მე გატრაკებას რომ დავიწყებ, იასნა იტყვიან, რომ "თავში მაქვს ავარდნილი, რადგან გერმანიაში ვცხოვრობდი, რა მგონია, რომ ფეხქვეშ წითელ ხალიჩას დამიგებენ?"
well, you know what, fuck you!
იმ ფაქტით მანიპულირება, რომ ხალხი ისეთი მშიერია, ყველაფერზე დათანხმდება, არის ***-ობა და როცა პრეტენზია გვაქვს "პრადვინუტობაზე", მარტო დასაქმებულთა "დონე" არ უნდა ვზომოთ ცალმხრივად!
