ახლა ვფიქრობდი, დროში დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ჩემს 9 წლის წინანდელ თავს რაღაცეებს დავარიგებდი-მეთქი, მაგრამ მაინც არ მომისმენდა და "who the fuck asked for your opinion? certainly not me"-ო, მეტყოდა. ჰოდა, რატომ ავიტკივო ახლა აუტკივარი თავი და ვწერო რჩევები. :D
just, wow! 9 წელია, რაც აქეთ ვარ...
და როგორი სულის კაწკაწით ველოდები დანარჩენ 9-ს (იმედია, ამ პერიოდის რაღაც ნაწილზე ავსტრალია არ მეტყვის უარს )...
Posts mit dem Label München werden angezeigt. Alle Posts anzeigen

14.11.12
15.09.12
Just give me a reason to... party!
God bless me და ხანდახან რა საოცარ ამბებში აღმოვჩნდები ხოლმე.
შენნაირი ხალხით რომ აივსება სივრცე, სადაც არავინ ფიქრობს, რომ აპარსული თავი მხოლოდ კაცების პრეროგატივაა, სადაც კაცებს წინა ტურნეების მაისურები აცვიათ და არავინ ფიქრობს, რომ ეს არაკაცურია, სადაც უბრალოდ, "არ ვიცი, რამდენი" გიჟი ერთად იკრიბება და ერთ სრულიად გადარეულს უსმენს, ყველა სიმღერას მასთან ერთად მღერის (ნუ შეძლებისდაგვარად, დღეს გამოსული ახლების რა ნაწილიც იქნა ათვისებული), სადაც "family portrait" ზუსტად გახსენებს საკუთარ თავს და განახებს მთელ გზას, რომელიც "ერთად" გამოიარეთ, ერთად გაიზარდეთ....
მთელ გზას VMA-ს დაჯილდოვებაზე drunken speech-იდან (უფრო ადრე ჯერ კიდევ R&B-დან) - ბავშვის საწოვარამდე და მოქსოვილ ქუდებამდე, რომელიც სცენაზე გადაუგდეს.
როგორ გაიზარდა და მაინც როგორ "თავისი თავი"-ა...
არაფერი, არაფერი სჯობს Live-ს. <3
პ.ს. ხმას რას უშვრება, გადავირიე.
პ.პ.ს. ვიღაც სასტავმა ავტოგრაფებისთვის ფეხსაცმელები გადააწოდა :D

31.08.12
You don't like the way I live?
...Tell me about how yours is not boring at all :D
აუ, მოდი და ნუ დაიკიდებ ყველაფერს, როცა იცი, რომ აქ მიდიხარ....

პირველად რომ იქნება ლაივი... და ბილეთები რომ ალაგ-ალაგ იშოვება და გიჟივით რომ ავსებდი ბანკის რეკვიზიტებს და მერე ნახევარი საათი ოთახში ბოლთას სცემდი...
სულ არ მკიდია, ვინ თვლის, როგორი უაზრო ცხოვრება მაქვს? :D
'cause honestly, I think they're full of shit :D :D
(გასაშტერებელი ამბები გავიგე ამ ბოლო დღეებში. აი, რომ არ იცი, გაიცინო, თუ იტირო, იმხელა იმბეცილიზმია)

22.04.12
Job hunting vol.1
Take it or leave it- მიყვარს ნარცისულად საკუთარი თავი, როდესაც გამომწვევად ვიმართები წელში და ვამბობ, რომ ყველაფერი რაც იმ წამს თვალწინ უდგათ არის შეულამაზებელი სიმართლე და უკვე მათი გადასაწყვეტია, ჩემს სასიკეთოდ გააკეთებენ არჩევანს, თუ არა... თუ რამე არ მოსწონთ, ეს ნაკლებად უნდა იყოს ჩემი პრობლემა.ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე საიმისოდ, რომ ვიღაც ვერ იპოვნო, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო აკმაყოფილებს, პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში.
ჩემი მეგობარი ყოველთვის მეუბნება, რომ "აი, იქნებ, ცოტა უფრო სხვანაირი იყო, ცოტა დაანახო ბიჭს, რომ შენზე ძლიერია, მზურნველია და ა .შ. უყვართ მაგათ ასეთი გოგოები"... მე კიდევ სულ მგონია, რომ ძალიან, ძალიან ტეხავს ადამიანის ამ ფასად "კლანჭებში ჩაგდება" და რბილად რომ ვთქვათ, მისი დაბოლება, არაფერს ვიტყვი საკუთარი პატივმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვაზე. არასდროს მჯეროდა, რომ ოდესმე საკუთარი თავი მეყვარება მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ.
ამიტომ, ვარ ზუსტად ასეთი, როგორსაც მხედავენ და თუ ეს მათ მოლოდინს არ აკმაყოფილებს აბსოლუტურად არაა ჩემი პრობლემა. Take it or leave it :)
ჰოდა, სამსახურის ძებნისას აღმოვაჩინე, რომ ყველგან ვატარებ ამ იდეოლოგიას, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ერთი 45 წუთიანი საუბარი წყვეტს ყველაფერს.
ამიტომ, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასაუბრებაზე რომ მივდიოდი, წინასწარ გული მერეოდა სტანდარტულ კითხვებზე, რომლებზეც სტანდარტული პასუხი უნდა გასცე... არ დაუსვამთ არცერთ მათგანი... :D
მე ვიყავი ძალიან გულახდილი. საკმაოდ მკაფიოდ ჩამოვაყალიბე წინადადება იმის შესახებ, რა მოლოდინი მქონდა მე ჩემს პოზიციასთან და დავალებებთან დაკავშირებით. არცერთხელ არ მიპასუხია სტანდარტული პასუხით, ან ტონით "ამიყვანე სამსახურში, ბიძია-ბაბუა და ყავასაც მოგიტან დილით საწოლში"...
შედეგად დამირეკეს 2 დღეში და მითხრეს, რომ სიამოვნებით ამიყვანდნენ. რიგ მიზეზთა გამო, რომლებიც სამსახურს არც ისე პერსპექტიულს ხდიდნენ, მე არ დავთანხმდი, მაგრამ ეს სულაც არაა პრობლემა, არც მათთვის და არც ჩემთვის.
მე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაღაცის მისაღწევად თამაში, საკუთარი თავის გადამალვა არაა საჭირო და ისეთი სიტუაციებიდან, რომლებიც შენგან ზემოთხსენებულს მოითხოვენ, უკანმოუხედავად უნდა დატყდე, რამეთუ არ გიღირს.
მხოლოდ შენ არ გირჩევენ, შენც ირჩევ- როგორც ეს ჩემმა ერთმა მეგობარმა და მე განვავრცეთ სამსახურებზე საუბრისას.
პ.ს. იმ დღესვე მეორე კომპანიამ მომწერა...
გინდა დახურული ფანჯარა, მაგრამ ამავე დროს გაღებული კარი დავდგათ შუა პოსტში და გინდაც, უბრალოდ, ვთქვათ, რომ არჩევანი და მისი გამოყენება რეალური, ხშირად საშიში, მაგრამ ძალიან უნივერსალური რამეა... ყველასი და ყველაფრის ჩანაცვლება შეიძლება და ყველაზე გაპაპსავებულ და გაკლიშეებულ ზებრას ტანზე მაინც მოყვება შავ ზოლს თეთრი.

28.12.11
Warm Winter Days
მეცხრე ზამთარს ვატარებ უკვე აქ და ეს პირველი შემთხვევაა, როცა თოვლი სულ ერთხელ მოვიდა და 2 დღე იდო. თავი თბილისში მგონია. ზუსტად ასეთი ზამთარი გვაქვს მანდ.
ვიცი, რომ მალე დადებს და აპრილამდე არ დადნება, როგორც წინა 8 შემთხვევაში, მაგრამ ნოემბერი და დეკემბერი ხომ მაინც გვქონდა შედარებით თბილი?
გუშინწინ მეტროში ჩავედი და შორიდანვე ვიცანი ქერა, მოკლე ბობიანი ქალი: უსახლკაროა და მეტროს მატარებლებში ატარებს დღეებს ზამთარში. ზაფხულობით ქალაქის მთავარ მოედანზე მხვდება ხოლმე. მერე დავფიქრდი და ძალიან უცნაური გრძნობა იყო, იმდენი ხანი რომ ხარ ერთ ადგილას, რომ ქერა, ბობიან თავს შორიდანვე ცნობ...
ირმა გახსოვთ 90-იანი წლების თბილისის მეტროში, რუსთაველის მეტროსთან, ან ვაგზლის მოედნის გადასასვლელზე? ბიჭები სიგარეტს რომ აძლევდნენ, სხვა გოგოებისთვის კაბა რომ აეწია? :(

18.03.11
The butterfly effect á la botanical garden
კვირას ვიყავი მიუნხენის ბოტანიკურ ბაღში, ტროპიკული პეპლების სანახავად.
რამდენიმე ფოტო გადავიღე. ჩემს აპარატს მაკრო კარგად არ გამოსდის, მე - ზოგადად, ფოტოგრაფია და ამიტომ, დიდი ვერაფერი ფოტოებია, მაგრამ მაინც დავდებ.

p.s. ფოტოების გასადიდებლად ზედ დაწკაპუნებაა საჭირო :)

ერთი გოგო არაფრით მოეშვა ამ პეპელას და ჩემი რიგი რომ მოვიდა, უკვე სული მეკვროდა სიცხისა და ნესტიანი ჰაერისგან. საერთოდ სხვა რამე მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჩამეშალა გეგმა. :(
p.s. ფოტოების გასადიდებლად ზედ დაწკაპუნებაა საჭირო :)
Abonnieren
Posts (Atom)