Posts mit dem Label ინდივიდი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ინდივიდი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

22.04.12

Job hunting vol.1

Take it or leave it- მიყვარს ნარცისულად საკუთარი თავი, როდესაც გამომწვევად ვიმართები წელში და ვამბობ, რომ ყველაფერი რაც იმ წამს თვალწინ უდგათ არის შეულამაზებელი სიმართლე და უკვე მათი გადასაწყვეტია, ჩემს სასიკეთოდ გააკეთებენ არჩევანს, თუ არა... თუ რამე არ მოსწონთ, ეს ნაკლებად უნდა იყოს ჩემი პრობლემა.ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე საიმისოდ, რომ ვიღაც ვერ იპოვნო, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო აკმაყოფილებს, პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში.

ჩემი მეგობარი ყოველთვის მეუბნება, რომ "აი, იქნებ, ცოტა უფრო სხვანაირი იყო, ცოტა დაანახო ბიჭს, რომ შენზე ძლიერია, მზურნველია და ა .შ. უყვართ მაგათ ასეთი გოგოები"... მე კიდევ სულ მგონია, რომ ძალიან, ძალიან ტეხავს ადამიანის ამ ფასად "კლანჭებში ჩაგდება" და რბილად რომ ვთქვათ, მისი დაბოლება, არაფერს ვიტყვი საკუთარი პატივმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვაზე. არასდროს მჯეროდა, რომ ოდესმე საკუთარი თავი მეყვარება მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ.
ამიტომ, ვარ ზუსტად ასეთი, როგორსაც მხედავენ და თუ ეს მათ მოლოდინს არ აკმაყოფილებს აბსოლუტურად არაა ჩემი პრობლემა. Take it or leave it :)

ჰოდა, სამსახურის ძებნისას აღმოვაჩინე, რომ ყველგან ვატარებ ამ იდეოლოგიას, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ერთი 45 წუთიანი საუბარი წყვეტს ყველაფერს.
ამიტომ, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასაუბრებაზე რომ მივდიოდი, წინასწარ გული მერეოდა სტანდარტულ კითხვებზე, რომლებზეც სტანდარტული პასუხი უნდა გასცე... არ დაუსვამთ არცერთ მათგანი... :D

მე ვიყავი ძალიან გულახდილი. საკმაოდ მკაფიოდ ჩამოვაყალიბე წინადადება იმის შესახებ, რა მოლოდინი მქონდა მე ჩემს პოზიციასთან და დავალებებთან დაკავშირებით. არცერთხელ არ მიპასუხია სტანდარტული პასუხით, ან ტონით "ამიყვანე სამსახურში, ბიძია-ბაბუა და ყავასაც მოგიტან დილით საწოლში"...

შედეგად დამირეკეს 2 დღეში და მითხრეს, რომ სიამოვნებით ამიყვანდნენ. რიგ მიზეზთა გამო, რომლებიც სამსახურს არც ისე პერსპექტიულს ხდიდნენ, მე არ დავთანხმდი, მაგრამ ეს სულაც არაა პრობლემა, არც მათთვის და არც ჩემთვის.

მე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაღაცის მისაღწევად თამაში, საკუთარი თავის გადამალვა არაა საჭირო და ისეთი სიტუაციებიდან, რომლებიც შენგან ზემოთხსენებულს მოითხოვენ, უკანმოუხედავად უნდა დატყდე, რამეთუ არ გიღირს.

მხოლოდ შენ არ გირჩევენ, შენც ირჩევ- როგორც ეს ჩემმა ერთმა მეგობარმა და მე განვავრცეთ სამსახურებზე საუბრისას.

პ.ს.   იმ დღესვე მეორე კომპანიამ მომწერა...
გინდა დახურული ფანჯარა, მაგრამ ამავე დროს გაღებული კარი დავდგათ შუა პოსტში და გინდაც, უბრალოდ, ვთქვათ, რომ არჩევანი და მისი გამოყენება რეალური, ხშირად საშიში, მაგრამ ძალიან უნივერსალური რამეა... ყველასი და ყველაფრის ჩანაცვლება შეიძლება და ყველაზე გაპაპსავებულ და გაკლიშეებულ ზებრას ტანზე მაინც მოყვება შავ ზოლს თეთრი.


12.05.10

პადუმაეშ, ინდივიდი

რამდენიმე კვირის წინ საშინლად მომენატრა Heath-ი. გამახსენდა, როგორ შემიყვარდა ჯერ კიდევ მისი პირველი, მაგრამ არასერიოზული როლით. მინდოდა დამეწერა და მეორე დღეს ვიღაცის პოსტი დამხვდა რიდერში მისი ფოტოებით....

მერე რამდენიმე დღე მინდოდა ჩემი ადრე ჩამოთვლილი ფეტიშების თემა განმევრცო და ასევე , ჩემი საყვარელი 4 მსახიობი ქალის შემდეგ, მსახიობ მამაკაცებზე დამეპოსტა. ზუსტად იგივე პერიოდში ვიღაც ბლოგერმა დაპოსტა ამაზე.

შემდეგ რომელიღაც ფილმზე მინდოდა დაპოსტვა და იმ კვირაში თითქმის ყველა ფილმებზე წერდა...


ჰოდა, აბა, ინდივიდუალიზმი?!
ჩვენ ყველას გვგონია, რომ ძალიან გამოვირჩევით სხვებისგან, მაგრამ მთლიანობაში ყველა აზრმა, რომელიც კი ოდესმე გაგვივლია თავში, უკვე ათასობით სხვა თავი გამოიარა...


თუმცა, ინდივიდუალიზმი შეიძლება სწორედ ის არის, ზემოთხსენებულ სამივე თემაზე ჩემებური პოსტი დამეწერა?! ალბათ, იგივე აზრი- მხოლოდ სხვა სიტყვათა წყობა...
ხზ...

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates