Posts mit dem Label უნივერსიტეტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label უნივერსიტეტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

22.10.12

გვირაბის ბოლოს დასაწყისი

31 მარტს უნის ვამთავრებ.
სადიპლომოს ჩაბარების ბოლო დღეა.
თემის ძებნა იყო ფრიად ეპიკი და დამთავრდა იმით, რომ ტექნიკურ უნიში ვაკეთებ ზუსტად იმ ფაკულტეტზე, სადაც პირველად ჩავაბარე გერმანიაში :D
ან რაღას გადავდიოდი სხვაგან :D

ჰოდა, უნდა ვიჯდე და თავს ვურახუნებდე თემას, მიხაროდეს თან, რომ აი, მოვრჩები მალე...






არაფერს ვაკეთებ. აბსოლუტურად არაფერს.
იმდენად დიდი შიში მაქვს, რომ ვერ გავალ ბოლომდე, რომ ხელს არ ვანძრევ. მძინავს საშუალოზე შემაშფოთებლად მეტი და სამსახურშიც არ დავდივარ წესიერად....

არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე დამაპარალიზებდა შიში.


24.05.12

თვითმოტივატორი

OK, იმის ფონზე, რომ ხვალ ჩემი ანალიზები იქნება( და გავიგებ, ამჯერად რისი ნაკლებობა მაქვს, 12 საათი რომ მძინავს), ყოველდღე ვმუშაობ და ღამით 4 საათის ნაცვლად მხოლოდ 2 საათი ვახერხებ პროექტზე მუშაობას, ხელში მაინც იმაზე ოდნავ უფრო მეტი უნდა მეჭიროს, ვიდრე ახლა.

ჯერ ვერ დავუმუღამე, რომელი approach სჯობს:
  1.  ერთ მაგალითზე დავკონკრეტდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა დავამატო კოდი, თუ 
  2. გუგლში თუ რამე მაგალითი ვიპოვნე, ყველა ვცადო და რომელიმეს გამოსვლის იმედზე ვიყო....

არცერთი არ ამართლებს. გუშინ პირველი ვცადე (სუუულ დასაწყისი ჩონჩხი მაქვს და გაგრძელება მინდოდა), დღეს-მეორე.... ისევ იმ ჩონჩხზე ვარ...

გადაირევა ადამიანი, რა...

არადა, თითქოს, ყველაფერს ზედმიწევნით ვაკეთებ...

პ.ს. ძალიან მალე ვიცი ხოლმე ხელის ჩაქნევა და ჯერ კიდევ რქებით რომ ვაწვები და ყველა მხრიდან ვუვლი, საკმაოდ პოზიტიური მოვლენაა.
ასე გადიან ბოლოში, ალბათ....


(პოსტი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთსა და იმავე თემაზე მუშაობის შედეგად არ გავრეკო)


28.01.12

სუუულ ბოლო გამოცდა.... ამ ეტაპზე

yeah, მოვიდა ის დღეც, როცა გამოცდებზე უნდა დავწერო. ქეითი თუ შემოვიდა, კივილს დაიწყებს, ოღონდ ეს თემა არაო, მაგრამ my blog, my rules! :D
ბოლო გამოცდა მქონდა სამშაბათს, თავისი 4 საგნით და პროფესორთან, რომელიც რატომღაც ყველამ ისე დამიხასიათა, ჩაფსმული შევედი :D
გამოვედი ძალიან გამართული ხუთიანით! ანუ, აქ უკუღმა იწერება ნიშნები და 1.0 მივიღე. სხვა დროსაც მიმიღია, მაგალითად 1.3, რომელიც ქართული მასშტაბით ასევე ხუთიანია, მაგრამ წმინდად 1.0 პირველი იყო და რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს-ბოლოც! :D

კიდევ 3 თვიანი პროექტი უნდა ვიპოვნო/მოვამზადო/ჩავაბარო და მერე 6 თვე სადიპლომო ვწერო, მაგრამ მანდ სულ სხვა რეჟიმი იქნება, ვიდრე თითო გამოცდისთვის 4-5 საგნის მომზადება.

და ნელ-ნელა გავდივარ ბოლოში. იმდენი ადამინი სწუხს ამ ამბის გამო, რომ ხანდახან გულწრფელად ვიბნევი, მათი დრო ხომ არ იხარჯება, ან მათი რესურსები-მეთქი. თბილისში ყოფნისას ერთმა ისიც გამომიცხადა: ამდენ ხანში ადამიანი 3 უნივერსიტეტს დაამთავრებდა, არაო?!
ალბათ, კი... დედიკო და მამიკო უნის ფულს თუ გიხდიან, საჭმლის ფულს გაძლევენ, თავისთან გაცხოვრებენ და "ტაკოსაც გიწმენდენ" ზოგ გადაჭარბებულ შემთხვევაში.... რიავიც.... ჯერ კიდევ უდიპლომოს იმაზე მეტი დღე მაქვს ნამუშევარი, ვიდრე ძალიან ბევრ "კედელზე გაკიდებულ დიპლომიანს" და ჰოი, საოცრებავ, როგორც გავიგე, საერთოდ უდიპლომოსაც. ვგიჟდები ასეთ დროს რომ სწორედ ისინი საუბრობენ ყველაზე მეტს, ვინც იმჰო, აზრზე არაა, სისტემა როგორაა აგებული ...


დავიღალე უკვე ამაზე წერით, მაგრამ რადგან თავში მიტრიალებს, ესე იგი მაწუხებს კიდეც და უნდა ვაღიარო, ნერვებსაც მიშლის ხანდახან. არ ვითხოვ, რომ ვიღაცამ უნდა მაღიაროს და დამიჩოქოს მაინცდამანც, მაგრამ ვთვლი, რომ არც იმის ღირსი ვარ, დედაჩემმა ტელეფონზე ვიღაცასთან საუბრისას თქვას, რომ "უკვე დავამთავრე", რამეთუ you see, თურმე ტეხავს, ამდენი ხანი რომ მჭირდება.... ჩემი გერმანელი ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება მაქვს, რომლებიც სესხს იღებენ, მშობლებთან ცხოვრობენ, მშობლებთან არიან დაზღვეულები, ზუსტად იმდენ ხანში დაამთავრებენ, რამდენშიც მე...

როგორ გინდა, ვინმეს აუხსნა ეს ქართულ პირობებში, სადაც 3 თვიანი კურსების გავლის შემდეგ ლოგოპედად შეგიძლია მუშაობის დაწყება. I mean, come on! :D

ჩვეულებრივ ჩემი სმაილით :) ვპასუხობ ხოლმე, გეცოდინებათ, რასაც ვგულისხმობ :D
იმიტომ, რომ უკვე 10000-ჯერ ერთსა და იმავეზე ყურადღების გამახვილება ყელში ამოვიდა.

ჰოდა, დავიკიდოთ ეგ ამბავი და ფრიად გახარებული ვარ, რომ ჩავაბარე და რომ კარგად ჩავაბარე და რომ ეს პოსტი, ალბათ, ბოლო იქნება გამოცდების თემაზე (სწავლის თემაზე ბოლოა-მეთქი, ვერ შეგპირდებით)...

Proud of myself!

პ.ს. ბოლოში მინდოდა დამეწერა, რომ მშობლებთან ცხოვრებას არანაირად ვაკრიტიკებ-მეთქი, მაგრამ fuck it! ვაკრიტიკებ და ვთვლი, რომ ხშირად "მშობელს მარტო ხომ არ დავტოვებს"-ს არიან ამოფარებულები ერთი შეხედვით მუტრუკი (ორივე სქესი გავატაროთ აქ), მაგრამ უტრაკო ადამიანები.... თუმცა, ამაზე ამ დღეებში სხვა პოსტში დავწერ...
tune in... თუ როგორც არის...

Love,
Chaotic

28.04.11

confessions of a ზარმაც!

დღეს, სამსახურიდან მოსვლის შემდეგ:
  • უნდა დამეწერა წერილი, ბანკში ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით.
  • უნდა დამეწერა მეორე წერილი, მობილურ კომპანიასთან ხელშეკრულების დასრულებასთან დაკავშირებით.
  • უნდა დამელაგებინა სახლი... მთლიანად! ტანსაცმლის თავის ადგილას დადება არ ითვლება!
  • უნდა წამეკითხა paper, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რომლის გარეშეც ვერ გავაკეთებ ვერაფერს პროექტისთვის. რომელიც უკვე კარგა ხანია, წაკითხული უნდა მქონდეს, რადგან პროექტი დავიწყე 18 აპრილს და სულ 3 თვიანი ვადა მაქვს.
  • უნდა გადამეხედა ჯავას კლასებისთვის, რომლებიც ზემოთხსენებული პროექტისთვის მჭირდება.
  • უნდა განმეახლებინა ჩემი CV.
  • ასევე მენახა, რამე საინტერესო განცხადება ხომ არ დაიდო job-საიტზე. (დედი, 8 ივნისს კონტრაქტი ვის ეწურება?! ჰა?! ვისა?! არ მესმის კარგად, ცოტა ხმამაღლა! :| )

მე კიდევ უნამუსოდ ვუყურე ფეხბურთს (და კინაღამ სარეცხი დამრჩა მაგის გამო გასარეცხი. არ ვარ ოჯახში შესაშვები :D) და შემდეგ How I met your mother-ის, კაცმა არ იცის, რამდენ სერიას....
:|

ხვალ დილით სამსახურში ყოფნას ვაპირებდი...

p.s. ამაძრეთ სახე!!!

10.03.11

როდის ამთავრებ?

"არ თხოვდები?"-ს შემდეგ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა.

იმჰო, ყელში კი ამოვიდა, მაგრამ ბარემ აქ საჯაროდ გავცემ პასუხს და შემდეგში ამ პოსტს დავლინკავ ხოლმე.

არ ვიცი, როდის ვამთავრებ!
შეიძლება, საერთოდაც ვერ დავამთავრო...
შეიძლება, კიდევ 2 წელი დამჭირდეს...
შეიძლება, მხოლოდ 1...
შეიძლება, საერთოდ ამაზე ნაკლებიც (რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი)...

არ ვიცი...

და არ ვთვლი, რომ ვინმეს ბოდიში უნდა ვუხადო იმის გამო, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. რა საოცარიც არ უნდა იყოს, ჩემთვის ვსწავლობ და არა დიპლომის კედელზე გამოსაფენად მეზობლების დასანახად, ან რაიმე დროის რეკორდის მოსახსნელად .

რა გამაოგნებელიც არ უნდა იყოს, რთულია საზღვარგარეთ იყო, თავი ირჩინო, იმუშავო და ისწავლო. ჩემთვის რთულია, ყოველ შემთხვევაში.
არ ვნანობ და არც არავის დაუძალებია, მაგრამ არც არავის საქმეა, როდის გავალ ბოლოში.

რამდენი ხანიც დამჭირდება- დამჭირდება.


ღმერთმა შეარგოს ყველას 4 წლიანი სტუდენტობა და მე შემარგეთ ჩემი "ჯერ არ ვიცი, ჯამში რამდენი გამოვა"- წლიანი...


არსებობს ასეთი ცნება: სხვისი არჩევანის პატივისცემა. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით ამაზე ხანდახან, მითუმეტეს, თუ ეს არჩევანი იმ კონკრეტული ადამიანის ცხოვრების გარდა არავის ეხება.

ყველაზე მაგარი ვარიანტია, თუ ჩვენი ცხოვრებით დავკავდებით, თან დარწმუნებული ვარ, აშკარად ბევრი საქმე გვაქვს, რომ სხვისი დიპლომისთვის გვეცალოს.

:)

Let's go, get lives, shell we?
:)


პ.ს. აქ რა შუაშია, მაგრამ საიდბარში პოლი დავამატე და თუ არ გეზარებათ, უპასუხეთ :)

30.11.10

პროკრასტინაციის ზეიმი

ყოველდღე რომ "ხვალიდან ვიწყებ სწავლას", არა უშავს, ხომ?!

არა, მამენტ, ვიტყუები: ასე თუ ისე, სტაბილურად ვმეცადინეობ კვირაში 2 საღამო და ასევე ტრადიციულად ვაცდენ 2 ლექციას. :D

იმ დროს თუ გამოვტოვებთ, როდესაც დაუგეგმავად მიწევს მუშაობა, რაც ნაწილობრივ მიგვარებს სხვა სახის პრობლემებს, მივიღებთ სიზარმაცის დიდ ზეიმს, ჩემში უსირცხვილოდ განხორციელებულს. :D

ასეთი დოზით, ნეტავ, სხვა რამე გამომყოლოდა ხასიათში... მაგ.: მოთმინება, შრომისუნარიანობა, კრეატივი....


თუ ვინმეს გაქვთ ნაცადი ხერხი, პროკრასტინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მოსაგებად, კომენტარებში გამახარეთ.

:)

18.04.10

სავარაუდო შესვენება ბლოგზე

ხვალ სემესტრი მეწყება.
ინგლისურის კურსს და 7 საგანს ვეჭიდები. აქედან ოთხს ლექციაც აქვს და პრაქტიკულიც. ექვს მათგანში ყოველ კვირა დავალება მექნება ჩასაბარებელი. ამ ყველაფერს დავუმატოთ სავარაუდოდ ახალი სამსახური, ძალიან მინდა მიმიღონ.
ასეთ დროს ან საერთოდ არ ვპოსტავ, უდროობის გამო, ან იმდენად ფრუსტრირებული ვარ, რომ მარტო ბლოგზე ვსაქმიანობ. :D

ვინაიდან, თითქმის ბოლოში ვარ გასული და მთელი აქცენტი ჩათვლების მოგროვებაზე უნდა გადავიტანო, ალბათ, დაგტოვებთ ცოტა ხნით. :(

შიგადაშიგ მოკლე პოსტებს დავწერ მაინც. შემოიხედეთ ხოლმე :)


p.s. წიგნის კლუბი აქტიურად განაგრძობს მოქმედებას. ასევე ჩემი კულინარიული პროექტიც ექვემდებარება გამოცოცხლებას მომავალ კვირაში.



I'm gonna miss ya...

:*

10.01.10

ხვალიდან


  1. ვივლი დარჩენილი ლექციების 70-80%-ზე. როგორც წესი, მარტო პრაქტიკულებზე დავდივარ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ლექციების პოდკასტს მოვუსმენ სახლში მყუდროდ. რაღა თქმა უნდა, სულ ორჯერ მოვუსმინე. ასე რომ, ეს მეთოდი არ გამოდგება.

  2. ვიმეცადინებ 29-ის ორივე გამოცდისთვის დღეში 1,5 საათს. დანარჩენი გამოცდებისთვის თავს მოვამზადებ სულიერად.

  3. არ ვუყურებ გრეის ძველ სერიებს. ვუყურებ თითო ახალ სერიას, კვირაში ერთხელ.

  4. კვირაში მაქსიმუმ 4 ფილმს ვუყურებ და ისიც არა youtube-ზე. მანდ რომ ვიწყებ ერთი ფილმის ყურებას, 8 "შემომეყურება" ხოლმე.

  5. facebook-ზე ვიზიტების დროს შევამცირებ. ცოტა ხნით დავანებებ თავს ფერმას, ან დღეში მხოლოდ ერთხელ გავხსნი.

  6. მეორე ფერმას საერთოდ დავიკიდებ ცოტა ხანს.

  7. დავიწყებ ახალი დროებითი სამსახურის ძებნას, ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად.

  8. ვეცდები, კვირაში ერთხელ მაინც გავიდე სადმე, "სულიერი საზრდოს მიღების მიზნით" :D

  9. გავარკვევ ჩემი თავისთვის შეპირებული apple-ის კომპ-ის ამბები წინ მიიწევს, თუ სხვა ფირმას უნდა მივმართო?

  10. ამსტერდამის ამბავიც არ დამვიწყნია. უბრალოდ, არ იყო ახალ წელს ადგილები.

  11. ხშირად არ დავპოსტავ-მეთქი, მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამას ისედაც ვასრულებ. ასე რომ...

  12. რიდერსაც დღეში ერთხელ გადავხედავ მხოლოდ.

  13. ვინაიდან ცეკვის გაკვეთილები გვიცდება, გავიგებ ფლამენკოზე ასე გვიან მისვლა თუ შეიძლება. თუ არა, კვირაში ერთხელ ვივლი ფიტნესზე, რომელიც პირველ სართულზეა და just, უნამუსობაა გაცდენა :D

  14. დღე-ღამის რიტმს დავარეგულირებ. წინა ზამთართან შედარებით უდიდესი წინსვლა მაქვს. ყველაზე გვიან 4-ზე ვიძინებ. წინა წელს დილის 9-ის ნახევრამდეც გამიქაჩავს. :D რა გაჭირვება მქონდა, ნეტა :D

  15. ზემო პუნქტის სისრულეში მოსაყვანად ჩემი დის მიერ გამოგზავნილი ვალერიანის ტაბლეტები და ნაყენი ახალი მოტივაციაა. ამ ბოლო დროს ცოტაზე მეტად აღელვებული ვარ და ღამე ვდგები იმისთვის, რომ გადავამოწმო, ღუმელი გამოვრთე თუ არა. ეს შიშები წინა თვეში გამიმძაფრდა, როდესაც ერთმა მაცხოვრებელმა სანთელი დატოვა ანთებული და ხანძარი გააჩინა სახლში. :ქალისჭკუა:

  16. ვეცდები, სახლში ყოფნისას მაქსიმუმ 2 ჭიქა ყავა დავლიო დღეში და ისიც საღამოს 6 საათამდე. სამსახურში მაქსიმუმ 3 და არავითარ შემთხვევაში ფილტრის ყავა.

  17. აუცილებლად შევიცვლი პირად ექიმს. იმჰო, ტორმუზია.

  18. თებერვალში გადავხედავ და დავწერ, დასახული მიზნების რამდენი პროცენტი შევასრულე

  19. პ.ს. ადამიანებზე და ურთიერთობებზე არაფერს ვწერ. ეს თვე რეალურად კარიერას, ფინანსებს და უნის ეძღვნება.

04.11.09

yuhuuuuu... ka-ching..

ჰაჰ, ხანდახან მეც მიმართლებს. :D

უფრო სწორად, ბევრს გაუმართლა და მათ შორის მეც.
ახალი კანონის მიხედვით იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არ არიან და წარადგენენ განცხადებას, რომ სემესტრული გადასახადი ფრიად დიდ ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს მათთვის, გადასახადი იხსნება. (აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით ყველა უნივერსიტეტს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, რა სახის შეღავათს შემოიღებს სტუდენტებისთვის, ან საერთოდ შემოიღებს თუ არა.)
ხუთშაბათს შევიტანე განცხადება და დღეს წერილი მივიღე, ამ დღეებში ფული დაგერიცხებათო... ეს თანხა წინასწარ გადახდილი მქონდა და ამიერიდან გადახდამდე შემეძლება განაცხადის შეტანა და თუ შემდეგ სემესტრშიც დადებითი პასუხი იქნა, აღარ მომიწევს გადარიცხვა და მერე ლოდინი, როდის დამიბრუნებენ.

yuhuuuuuuuuuuuuuu :D

მთელი დღეა გიჟურ რეჟიმში ვამოწმებ ანგარიშს. ჯერ არ დევს ფული. მე თან რის პანიკიორშა ვარ, რომ არ ვიფიქრო, ანგარიშის ნომერი ხომ სწორად მივუთითე-მეთქი?! :spy:

:D

დაჯდება, სად წავა.


:happy: :happy:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates