Posts mit dem Label Reader werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label Reader werden angezeigt. Alle Posts anzeigen

18.01.15

წელს წავიკითხე 2014

  • Heinrich Böll - Die verlorene Ehre der Katharina Blum oder Wie Gewalt entsteht und wohin sie führen kann მოთხრობა იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა ენიჭება პრესას მოვლენების გაშუქებისას; რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყვითელი პრესის "სენსაციურ" ჟურნალისტიკას. მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვინც ჟურნალისტობას აპირებს, უნდა გადაიკითხოს ეს 60-მდე ფურცელი. მითუმეტეს, საქართველოში, სადაც ვერანაირი ქარტია ვერ გვშველის ჯერ-ჯერობოთ.
  • Albert Camus - Der Fremde - რისი ღირსია საერთოდ ადამიანი, რომელიც საკუთარი დედის კუბოს წინ ერთ ცრემლსაც არ დაღვრის. უფრო ამაზრზენიც, ისიც არ ახსოვს, დედამისი რამდენი წლისაა. ასეთი ადამიანი ხომ ყველაფერზე წავა. ასეთ ადამიანს გამართლება არ აქვს და ასეთი ადამიანი არ იმსახურებს სიცოცხლეს. ასეც შეიძლება გმირის "გასამართლება". აბსურდის ფილოსოფია დიდი დოზით და ყველაფრის მიმართ გულგრილობის გამართლება. დიდი ექსპერტი ვერ ვარ ეგზისტენციალიზმისა და იგივე აბსურდის ფილოსოფიის, ამიტომ მელნად ვერ დავიღვრები, სამწუხაროდ.
  • Sylvia Plath - The Bell Jar - ბუნდოვნად მახსოვდა, რომ ღრმა მოზარდობისას მქონდა წაკითხული და ახლა, გადაკითხვისას დავრწმუნდი, რომ საქართველოში ასაკისთვის შესაფერისი წიგნების არჩევის კულტურა არ არსებობს. "ბიძია თომას ქოხი"-თ გამოწვეული პოსტ-ტრავმატული სტრესი ჩვენი თაობის მკითხველებისთის ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი იქნება (მეოთხე კლასში წამაკითხეს და საბოლოოდ მომიღეს ბოლო :D). რომანი წინა საუკუნის 50-იანი წლების ამერიკელ ქალზე, რომელსაც არ ხიბლავდა მისთვის "გამოწერილი" როლი- ქალისა, რომელსაც ერთი რამ მოეთხოვება: სარფიანად გათხოვება. სანამ ამ მიზანს მიაღწევს, დიპლომის აღებასაც თუ მოასწრებს, ძალიანაც არ მოიწყენს. მას უფრო დიდი მიზნები აქვს... (მეტს არ დავასპოილერებ). იმდროინდელი ფსიქიატრიული ინსტიტუციების პრაქტიკების ზუსტი აღწერა იმანაც განაპირობა, ალბათ, რომ პლატი თავად იყო პაციენტი. რომ ვთქვა, ჩემი სამაგიდო წიგნი გახდება, წელიწადში ორჯერ გადავიკითხავ-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ მეორედ გადაკითხვა და გახსენება, კარგი იყო. 
  • Eve Ensler - The Vagina Monologues -  მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ორი დღის წინ გავიგე ერთ-ერთი ამერიკული კოლეჯის გადაწყვეტილების შესახებ, აღარ დადგას ეს უკვე ისტორიულად ქცეული სპექტაკლი, ინკლუზიურობისა და ტრანსგენდერი ქალების ისტორიების გამოტოვების გამო, ეს არის აბსოლუტური Must Read. წინა წინადადებაში მოყვანილ კრიტიკასთან დაკავშირებით ჯერ ვფიქრობ და აუცილებლად დავწერ ამ წიგნსა და მის კრიტიკაზე ცალკე პოსტს, პირობას ვდებ. ახლა 2 წინადადებით არ მინდა შემოვიფარგლო. 
  • Zora Neale HurstonTheir Eyes Were Watching God- ზორა არის მნიშვნელოვანი აფრიკელ-ამერიკელ ფემინისტი მწერალი ქალი. ამ რომანში მან ორივე ზემოთ ხსენებული უნიკალურად აალაპარაკა: აფრიკელ-ამერიკელის ბედი და  ორმაგად მარგინალიზებული ქალის ბედი, ამ შემთხვევაში. ყველაზე მეტად მომეწონა მისი გადაწყვეტილება (და რამდენადაც ვიცი, ძალიან პრინციპული), მის გმირებს არ ესაუბრათ გამართული გრამატიკული ინგლისურით, არამედ სამხრეთელი აფრიკელ-ამერიკელების დიალექტით. < 3
  • Elizabeth Wurtzel - More, now, Again: A Memoir of Addiction- ეს არის ძალიან ღია და შიშველი დოკუმენტაცია (მართლაც რომ) ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებისა, მთელი თავისი ფაზებით: პრობლემის უარყოფიდან დაწყებული, პორბლემის მოგვარებისას დამარცხებით და ბრძოლის ხელახლა დაწყებით დამთავრებული. შიგადაშიგ ძალიან იყო კონცენტრირებული საკუთარ თავზე და ცოტა დამღლელად მიდიოდა, მაგრამ მთლიანობაში, საინტერესოა უშუალოდ შგნიდან დაინახო პრობლემა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ლიზი ამ დროს, "წესით",  საერთოდ სხვა წიგნზე მუშაობდა, რომელიც ასევე მაქვს აღნიშნული ერთ-ერთ ასეთ პოსტში, მე დიდი სურვილი გამიჩნდა, Bitch თავიდან წამეკითხა, უკვე ამ პირადი ცნობებით შეიარაღებულს. თუმცა, მერე დავფიქრდი და იქნებ, არ ღირს?! რას შეცვლის ეს ფაქტები?
  • ანა კორძაია-სამადაშვილი - ვინ მოკლა ჩაიკა  ესე იგი, მე უნდა გამოვტყდე, რომ არ მომწონს ანა, როგორც ასეთი :D მივეცი 2 შანსი, მაგრამ დიდად ვერ მომხიბლა. ან მე გამომეპარა რამე და ან აბსოლუტურად შეუკრავი ბოდვა იყო. მე მაპატიეთ. :D არადა, რამდენიმე ლექცია მაქვს ნანახი youtube-ზე და გადასარევი ლექტორია. მწერალი- ნაკლებად.
  • გოგი გვახარია - ცრემლიანი სათვალე ქართველი მწერლების მიწასთან გასწორებასავით გამომდის, მაგრამ არც გოგის მემუარს გადავურევივარ. თუმცა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩაიკა. ასევე საინტერესო იყო იმ ადამიანის მოგონებების კითხვა, ვისზეც პირადად გადაიარა ისტორიამ იმ დროს. მაგრამ გოგი გაცილებით უკეთ წერს სტატიებს.
  • ანა კორძაია-სამადაშვილი - შუშანიკის შვილები  ამასაც გადავახტები. ჩემი შეხედულება უკვე გაგანდეთ.
  • მარო მაყაშვილიდღიური  - უფ, შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ გაფეტიშებული გვყავს ადამიანებს საკუთარი გმირები, შიგადაშიგ სულ ცრემლთა ფრქვევით ვკითხულობდი. პოლიტიკური და "აბა, იქნებ ევროპამ მოგვხედოს" გადასახედიდან დიდი არაფერი შეცვლილა ამ ასიოდე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ.  შემაშფოთებელი იყო არმენოფობიური პასაჟები. იმედია, მათი ამ დღიურებში ამოკითხვა (ისედაც არ ვართ ანგელოზები) მაგალითის და მიბაძვის საგანი არ გახდება.
    კიდევ, ბევრი ფემინისტური "საფიქრალი" აქვს.  მიკვირს, რომ აქამდე არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. ბევრი ლაფსუსიც აქვს და დღიურის ბოლოსკენ თითქოს სასოწარკვეთილი ფარ-ხმალს დაყრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი ფემინისტი იქნებოდა, რომ დაცლოდა.  მხოლოდ ერთ პატარა ციტატას მოვიყვან:
    "კაცი რაღათა მტრობს, რათ უნდა ქალი მის გვერდით იყოს, როდესაც სიყვარული აღარ არის?! ორივესთვის სიცოცხლე გამწარებულია. მიე თავისუფლება, საცა უნდა, წავიდეს  და რაც უნდა, ის გააკეთოს. ამას იქით გავიგე ერთისგან: ერთ კაცს უყვარს ქალიო და ეუბნება, თუ არ გამომყვები - მოგკლამო. რა სისაძაგლამდის უნდა მივიდეს ადამიანი, რომ ეგ თქვას! კარგი -  ქალს არ უყვარს, შიშისგან გაჰყვა, რაა მათი ცხოვრება. სულ უთანასწორობა, მათ შორის ჩხუბი, სიყვარულზე ლაპარაკიც არ შეიძლება. [...] რა ნება აქვს ვიღაცა სხვა კაცს, ჩემი ნებით ისარგებლოს, გინდა თუ არაო. თუ მინდა, ხომ კარგი, თუ არადა, მისი რა საქმეა- მოკლას. ეგ მარტო გაუნათლებელი ან საძაგელი ადამიანი, გაპირუტყვებული ჩაიდენს, სხვა კი არავინ"
    გეცნოთ? სწორედ იმ დროს ვკითხულობდი, საქართველოში ბუზებივით რომ ხოცავდნენ ყოფილი ქმრები და ყოფილი ქმრის ბიძაშვილის მეზობლები ქალებს. სამარცხვინოა, რომ ამ მხრივაც იგივე წუმპეში ვართ, სადაც 100 წლის წინ იყვნენ ჩვენი წინაპრები. 
  • Chuck Palahniuk - Beautiful You - ძალიან გამიცრუა იმედები ჩაკმა.  არადა, როგორ ველი ხოლმე მის ახალ რომანებს. :(  რომანი არის, უფრო სწორად, მას უნდა იყოს ქალის სექსუალური თავისუფლებასა და ამით მანიპულირების საშიშროებაზე. მაგრამ არის "სისწრაფეში დაწერილი" საკონტროლო წერის თემასავით უაზრო და სატირის უგემოვნო მცდელობა.... ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩაკს ოდესმე ასე გავუსწორებდი მიწასთან რამეს. :D
სულ ეს იყო. წლევანდელი challenge-ის გამო, მომავალ წელს უფრო მეტით დავბრუნდები. ასევე შევცვალე ტაქტიკა და უშუალოდ წიგნის დასრულებისთანავე ვწერ აზრს. ბევრი რამ ასე ჯერ კიდევ მკაფიოდ მახსოვს ხოლმე და გაცილებით უფრო იოლად ვუყრი თავს სათქმელს. ისე, ძალიან მშურს ადამიანების, რომლებსაც 20 წლის წინ წაკითხული წიგნები ახსოვთ დეტალებში და ზედმიწევნით. :/


05.11.14

წელს რომ ვაპირებდი მოსწრებას

დამიგროვდა.
გუგულის ბუდეს რომ სხვამ გადაუფრინა, გათხოვებული მაქვს
და ერთიც მელის კიდევ, Palahniuk-ის ახალი, მეზობელი თუ მაღირსებს ჩემს ფოსტას.

16.12.13

წელს წავიკითხე 2013 feat. 2012

ვინაიდან, წელს ფაქტიურად #GOT-ზე გადავიარე და წინა წლის დასაწყისში ვერა და ვერ დავპოსტე, ორივე წლის სიას ჩავტევ ერთ პოსტში.  #cuzican :D

მაშ, ასე:
2013
  1. Chuck Palahniuk- Snuff - წლის დოზა ჩაკი. დაულაგებელი და ქაოტური პლოტი იყო, უნდა ვაღიარო. თუმცა მისი რომანები დიდი დალაგებულობით არ გამოირჩევა, ეს მოიკოჭლებდა თხრობის მიმდევრობასა და კვანძების გახსნაში (რა სიტყვაა :D). ერთი, შეკრული ამბის ნაცვლად, რაღაც გამოვიდა ბოლოს, რამაც დიდად არ აღმაფრთოვანა.
  2. George R.R. Martin- A Game of  Thrones
  3. George R.R. Martin- A Clash of Kings
  4. George R.R. Martin- A Storm of Swords
  5. George R.R. Martin- A Feast of Crows
  6. George R.R. Martin- A Dance with Dragons
ჩემი ყოფილი ბოსების ბრალია სულ, მარტინის გარდა რომ ვერაფერს მოვკიდე ხელი წელს. ნუ, ძალიან ბევრი საქმეც მქონდა და გადარეული სამუშაო გრაფიკიც: აი, წიგნს რომ ძირითადად მეტროში კითხულობ, ისეთი. მაგრამ მაინც, 2 წლის წინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ჟანრის რამეს ვუყურებდი, არათუ წავიკითხავდი. მაგრამ 2 წლის წინ სხვა ბევრ რამესაც ვერ წამოვიდგენდი. :D
ლირიული გადახვევა: პირველი წიგნი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში გამოვიდა და ამ ფაქტის კვალობაზე, იმ ადამიანებს, რომელბიც fb-ზე ასპოილერებდნენ, როგორც კი "ვაშააა, ერთი სერია ვნახეთ", იმჰო, უნდა დაუბლოკონ პროფილი (უფრო უცენზურო რამეებიც მომდის თავში, როცა მსგავს სტატუსებს ვხედავ, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ).

განვაგრძეთ,  კიარადა, დავიხიეთ უკან და:
2012
  1. Chuck Palahniuk- Choke რამდენს გადაიხდით შანსში, გადაარჩინოთ ადამიანი სიკვდილს? რამდენი ხნის განმავლობაში გადაიხდით? რამდენად გიღირთ გმირობა, ან მართლა ყველაზე მეტად გინდათ გმირობა?  უf, და კიდევ გავაგრძელებდი განხილვის სტილში, მაგრამ ბევრი რამის დაწერა მომიწევს. გირჩევთ, თუ ჩაკის სტილი მოგწონთ.
  2. Elizabeth Wurtzel- Bitch: In Praise of Difficult Women
  3. მოძრაობის მესამე ტალღის მწერლის ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელიც ბევრ თემას ეხება, კრიტიკულად უდგება ფემინიზმს, როგორც ასეთს (მეორე ტალღას), განიხილავს "ცუდი გოგოს" იმიჯს, მნიშვნელობას. ისეთი წიგნი იყო, ბევრ რამესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა რომ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საწყის პრობლემაზე ვუთანხმდები და დიდი სიამოვნებით რომ დავჯდებოდი და გავესაუბრებოდი მოცემულ თემებზე.
  4. Margaret Atwood- The Handmaid's Tale
  5. როგორც კი სადმე მედიაში ვუყურებ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსვლას, ეგრევე ეს წიგნი მახსენდება. ტოტალური დაქვემდებარების ზენიტი და მისი მიზეზ-შედეგები თუ სრულ უტოპიად გეჩვენებათ, ცუდად გამოფხიზლდებით. ერთადერთი შვება ის იქნება, რომ ჯერ იქამდე არ მივსულვართ და ზარიც თუ დარეკავს თავში, რომ იქამდე მისვლას ხელი უნდა შევუშალოთ, წიგნს თავისი საქმე გაკეთებული ექნება.
  6. Maya Angelou- I Know Why the Caged Bird Sings
  7. წიგნი, რომელზეც ერთდროულად ვნანობ და მიხარია, რომ აქამდე არ წამიკითხავს. 2 წლის წინ რომ თავზარი დამცა, ჯერ კიდევ არასტაბილური თინეიჯერობის დროს რას მიზამდა. რატომღაც მგონია, რომ ყველას გექნებათ წაკითხული და არ გავარჩევ დიდად. თუ ვინმეს არ გაქვთ წაკითხული, გადახედეთ, არ ინანებთ.
  8. Germaine Greer- The Female Eunuch
  9. ცნობილი ფემინისტური ნაშრომია. საკმაოდ კრიტიკული, შეიძლება სახეში მოგხვდეს ბევრი ადგილი, ისე გეცნოს სიტუაცია და ძალიან გაბრაზდე და მეორე, ცნობილ ფემინისტს რომ დავესესხოთ: "The truth will set you free, but first it will piss you off". მერე მოდის იდეა გაბრაზების აუცილებლობაზე, მაგრამ ბევრისთვის, ალბათ, უფრო რადიკალური, ვიდრე სხვა იმ დროის ფემინისტების იდეები. მაგ.: ოჯახში ქალის როლის საპასუხოდ, ქალების მხრივ მასიურად ოჯახების დანგრევა- როგორც არ უნდა ვიყო ქორწინების, როგორც ასეთის, არააუცილებლობაში დარწმუნებული, საკმაოდ გულუბრყვილო მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, არასათანადო ხელფასის, ხშირ შემთხვევაში, ბავშვების ყოლის სურვილიდან გამომდინარე ქალების მიერ კარიერის/სამსახურის მიტოვების მაჩვენებლის და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით (თუნდაც ის ფაქტი, რომ ქორწინება, რომელიც (წესით) არის უფლება ზრდასრული ადამიანებისა, იცხოვრონ ერთად, იქ გადასახადების და ეგეთების სიკეთე და ასევე ქორწინების vip კლუბობა რომ დავიკიდოთ და უბრალოდ, არის ხალხი, ვისაც უნდა იყოს ქორწინებაში). ბოლოს საკმაოდ ნათელ მომავალსაც ხატავს, როგორც გამოსავალს, მაგრამ ეს წიგნი რომ დაიწერა, იმის მერე კარგა ხანი გავიდა და ჯერ ის მომავალი არ მოსულა და მოდი, ისიც ვაღიაროთ, ცოტა უტოპიური მომავალიც კი ჰქონდა წარმოდგენილი.... მეორე მხრივ, body image-თან და საკუთარი თავის ხედვა/რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან ბევრ დადებით თემას ეხება. ანუ, თუ ხართ დაინტერესებულნი ფემინიზმით/ფემინისტური ლიტერატურით, ღირს წაკითხვა.
  10. Erica Jong- Fear of Flying
  11. თუ არ ვცდები, ერიკას სადებიუტო რომანი იყო. თავის დროზე ეროტიკა ქალებისთვის- ქალისგან დიდი ზარ-ზეიმით და ტაშის კვრით არ აუტაცებიათ. 2012-თვის ვერაფერი სკანდალური რომანია. მე ცოტა გამაღიზიანა ჩვეულებრივმა სასიყვარულო სამკუთხედმა და იმაზე ფიქრმა, ვის აირჩევდა მთავარი გმირი- არადა, უეჭველი ხომ უნდა აერჩია... give me a break...
  12. Kazuo Ishiguro- Never Let Me Go
  13. ვუწევ რეკომენდაციას ორივე ხელით! ფილმი, ვიცი, ბევრს მოეწონა და მართლაც კარგი ეკრანიზაცია იყო, მაგრამ წიგნი საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. რომანი ადამიანებზე, სულზე, სიყვარულზე, იმედზე, ვიღაცის თავგანწირვაზე და ვიღაცის უფრო თავგანწირულ ბრძოლაზე, უფლებაზე- იყო ადამიანი... არცერთი სპოილერის დაგდება არ მინდა პრინციპულად. უბრალოდ, წაიკითხეთ და მერე კომენტარები დატოვეთ. იქ გავარჩიოთ (spoiler allert ან რამე მიაწერეთ, ღმერთმანი) :)
  14. Bret Easton Ellis- American Psycho
  15. გადარეული ადამიანის გადარეულ ტვინში გაელვებული გადარეული აზრები, გადმოტანილი ფურცელზე. თუ გაქვთ რამე სტანდარტი, რის დაბლაც არ ეშვებით, უცენზურობის, სექსის სცენების ზღვრების, "სისხლების და გასხმების" ამბავში, ნუ წაიკითხავთ. ასევე, თუ ფილმი გაქვთ უკვე ნანახი, მაინც წაიკითხეთ: ეკრენიზაცია ჩამოუვარდება ხარისხით წიგნს.
  16. Margaret Atwood- The Year of  the Flood
  17. ფანტაზიაც არის და ფანტაზიაც! და ამ ქალბატონს აქვს საოცარი უნარი წარმოიდგინოს მსოფლიო, რომელშიც ხალხს მოუწევს ცხოვრება, უცებ რომ ერთი ნაბიჯი შეგვეშალოს და მცდარი გადაწყვეტილება მივიღოთ. ამ რომანში უფრო მეტი enviromental პრობლემაა, ვიდრე ზემოთ აღნიშნულში. ერთი-ორგან მდორედაც იკითხებოდა. სულ მეგონა, რომ ხელოვნურად წელავდა ვითარებებს და მერე, 2 გვერდში მოუყარა უცებ თავი ამბავს. აი, 1000 დღიანი მოგზაურობის მოსაყოლად რომ მოგცენ 1 საათი და შენ 45 წუთი ისაუბრო მოსამზადებელ პერიოდზე, მერე 10 წუთი-პირველი დღის შთაბეჭდილებებზე და ბოლოს 5 წუთში ჩატიო დარჩენილი 999 დღე.
  18. Nino Haratischwili- Juja
  19. გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლისა და რეჟისორის სადებიუტო რომანი. სათაური მოდის ზემას "ჟუჟა"-დან. არ მომეწონა... უფრო სწორად, ნაწილ-ნაწილ მომწონდა და მეგონა, რომ ჰა, ახლა ამოქაჩა-მეთქი, მაგრამ მთლიანობაში გადასარევი იდეა გადაურევლად ჩაასრულა...
  20. Chuck Palahniuk- Lullaby 
  21. უf, გემრიელი. როგორც წესი, საკმაოდ უწმაწურად წერს და თითო რომანში 2-3 ტაბუ/სკანდალს რომ არ მოუყაროს თავი, ვერ ისვენებს, მაგრამ ეს შედარებით მშვიდი (თუმცა, არა ნაკლებ იდეებიანი) სკანდალისგან შედგება. შეიძლება იმიტომაც მგონია ასე, რომ საქმე ჩვილებს ეხება და მანიპულაციისთვის (ა.კ.ა. უცოდველი არსება) მშვენიერი საშუალებაა. გირჩევთ მაინც. 
uf, ამომხდა სული :D

მომდევნო წლის ნაწილი უკვე დაიკავა რამდენიმე წიგნმა ფემინისტური ლიტერატურის სიიდან. ასევე დიდი ნაწილი დაეთმობა მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურას, თუ მანამდე მარტინისებური ადამიანი არ გამოჩნდა და არ ჩამიშალა მთელი გეგმები.

თუ რომელიმე წიგნი თქვენც გაქვთ წაკითხული და რადიკალურად სხვა აზრის ხართ, გელოდებით კომენტარებში. თუ იგივე აზრის ხართ, ასევე გამოცხადდით. :D

Love,
Chaotic

13.05.13

"პირველად წაკითხვის ბედნიერების" სევდა

A song of ice and fire-ს ვინც კითხულობს და GOT-ს ვინც უყურებს, მიხვდება ჩემს დარდს: მესამე წიგნი მოვიდა ფოსტით და გადაფურცვლაში "შემომეკითხა" 2 აბზაცი, სადაც ფაქტიურად მთელი წიგნის "holly fucking shit" მომენტები უკვე მომხდარია და იქ უბრალოდ ახსენებენ. :(
ფაქტიურად ვიცი, რაც მოხდება. ეს სულსწრაფობა რით ვერ მოვიშორე, რა...

:(

10.11.12

Who the hell subscrubed to all these mummy blogs?

Google reader, what are you doing? Google reader, stahp!


ჩემი რიდერი როგორი იყო, იცით?
თემატურად დალაგებული: ტექ-ბლოგები, ბლოგები გენდერზე, ბლოგები ფემინიზმზე, ბლოგები lifetyle-ზე, ბლოგები საკვებსა და რეცეპტებზე (შიმშილის ჟამს განსაკუთრებით ასწორებს თვითგვემა), ბლოგები ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, სელებრითების ბლოგები, ქართული პირადი ბლოგები...
უცებ გავიხედ-გამოვიხედე და  როდის შემდეგ გახდა ჩემი რიდერი mummy blog-ებით სავსე?  ახუეწ...

არ მევასება ეგეთი ბლოგები. როგორც წესი, არ ვიწერ ხოლმე. რაღაც "ჩემი შვილი ხომ არის ჩემი სამყაროს ეპიცენტრი და უეჭველი, უეჭველი შენისაც უნდა იყოს" გემოს მიტოვებს ტუჩებზე.

მერე თან facebook-ს გადავხედე და ყველან "კბილი ამოგვდის", "ბაღში მშობლებს აუტიზმი აშინებს"(ჩემი ნათლული დედა ჩიოდა), ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილების სურათები "ისეთ, ასეთ და კიდევ ისეთ და მრავალჟამიერ ასეთ" პოზებში და რა ამბავია-მეთქი და უცებ გამახსენდა: ასაკი...

ცოტა დროც გავა და შვილიშვილების სურათები გაჩნდება...
მერე, კიდევ უფრო ცოტა დრო გავა  და R.I.P. უფრო ხშირად იქნება სტატუს-აფდეითი, ვიდრე "რას გვიშვრება პრეზიდენტი" (ნუ, ეგ მერეც იქნება)....

nothing abnormal...


ჩემი რიდერიც ასეთი პოსტებით იქნება სავსე... ნასტასიას იავნანებით, შორენის ცოტა მელანქოლიური ფიქრებით, აუცილებლად რომ დავაპაუზებ, რასაც ვუსმენ იმ წამს და ისე წავიკითხავ, ბაბისას ულამაზესად გაბერილი მუცლით, რომ არ ვიცნობ და მაინც სულ მგონია, რომ ისეთი მშვიდია...



წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ისეთი დოზით "ვაბერდებით ერთმანეთს"
and nothing abnormal about that either.


გააგრძელეთ წერა :)


love,
Chaotic

26.12.11

Book list 2011(Part 2)

რამდენადაც ვიცი, Douglas Coupland ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თანამედროვე Consumer Society-ზე წერა დაიწყო (ყოველ შემთხვევაში, კანადელი მწერლებიდან მაინც). Generation X, Life after God მისი ადრეული ნამოღვაწარია. სტილი ჰქონდა საოცრად დამაბნეველი. ანუ, პირადად მე სულ მიტოვებდა შეგრძნებას, რომ სიტუაციას არ კრავდა. სადღაც "wow, we're fucked"-სა და "have no clue what's going on"-ს შორის პერსონაჟები ჰყავს. მთლად უტოპიურებიც რომ არ არიან, შიგადაშიგ ეკოლოგიაზე რომ წუხან, ყოფილი ჰიპები რომ ჰყავთ მშობლებად, აბაზანაში 5-6 სახეობის შამპუნი რომ აქვთ და ერთმანეთს ჰპარავენ მონაცვლეობით (Shampoo Planet ბოლომდე არ დავამთავრე, წინას გადამღერებასავით იყო)...
მაგრამ მერე დაწერა Girlfriend in a Coma, რომელშიც საკუთარი ხელწერა საერთოდ აღარ იგრძნობა, ცოტა რომანტიული, ცოტა აპოკალიფსური, ცოტაც Mid-Twenties Breakdown-ურია და თუ შენც წაკითხვისას სადღაც 27-ს უკაკუნებ და საშუალო სტატისტიკური Nobody ხარ, სერიოზულად დაგთრგუნავს....

ასეთ დროს Harper Lee და To Kill a Mockingbird თუ მოგიყვანს აზრზე. დარწმუნებული ვარ, ჩემს გარდა ყველას ექნება ეს წიგნი წაკითხული ბავშვობაში, ამიტომ აღარ შევყოვნდები, პირდაპირ გადავისხათ ცივი წყალი და 3 ფემინისტურ ნაშრომზე გადავიდეთ (some of you gonna looove it... NOT :D).

Ariel Levy ახალგაზრდა ჟურნალისტია. აქტივისტი მამის და ფემინისტი დედის აბსოლუტურად მკაცრ იდეებს ბოლომდე არ იზიარებს, თავის წიგნში უყრის თავს 60-იან წლებში დაწყებული ფემინიზმის "მეორე ტალღის" შედეგებს და სვამს კითხვას, რამდენად გამართლებული/მცდარია დღევანდელ მედიაში ე.წ. Raunch კულტურის (მაპატიეთ, ქართული შესატყვისი ვერ მოვიფიქრე) ფემინიზმის დამსახურებად შერაცხვა.
ანუ, ის, რომ რომელიმე მუსიკალურ ვიდეოსა თუ ფილმში ქალის ფაქტიურად შიშველი სხეული თითქმის ყოველთვის ჩანს, გამართლებულია იმიტომ, რომ "აი, ჩემი სხეულია და რასაც მინდა ვიზამ", თუ პირიქით, სწორედ ისაა, რასაც ფემინიზმი ეწინააღმდეგება: ქალის მხოლოდ ობიექტის დონეზე დაყვანა? და ამ ყველაფრის შედარებას ისე ახერხებს, რომ თავისი აზრი თავზე არ მოგახვიოს: ფაქტებით, ინტერვიუებით.
არ ვიცი, როგორი კრიტიკა ჰქონდა, მაგრამ მე ჩემი საზომი მაქვს: თუ სურვილი მიჩნდება, რამდენიმე ჩემს მეგობარს ვუთხრა, რომ აააა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ, ესე იგი, კი არ მომწონს, მიყვარს.
ჰოდა, წიგნს ჰქვია Female Chauvinist Pigs:Women and the Rise of Raunch Culture. თუ ჩაგივარდათ ხელში, აუცილებლად წაიკითხეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ფემინისტურ შეხედულებებს იზიარებთ თუ არა, ობიექტურად კარგი ნაშრომია.

საცოდაობაა, მომდევნო ორი წიგნი აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული. ფაქტიურად ჟანრის კლასიკები, Betty Friedan-ის The Feminine Mystique და Susan Brownmiller-ის Femininity (ეს უკანასკნელი ჯერ არ დამისრულებია).
თუმცა, უნდა ვაღიარო, Friedan უფრო მომწონს, თავისი "პრობლემით, რომელსაც სახელი არ აქვს", Insider დეტალებით- უკვე 3 შვილი ჰყავდა, წიგნზე მუშაობა რომ დაიწყო. მანამდე, როგორც თითქმის ყველა მისი თაობის ახალგაზრდა გოგომ უნივერსიტეტი დაამთავრა და გათხოვდა. ცოტა ხანს მუშაობდა და მარტო იმიტომ, რომ მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, სამსახური დაკარგა. მერე სახლში ჯდომამ ჭკუიდან რომ გადაიყვანა, გლობალურად შეხედა საკითხს და ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდა.
წარსულში საბჭოთა კავშირში მყოფ ქვეყანაში გაზრდილებისთვის ცოტა რთული და საკმაოდ დაუჯერებელიცაა მაშინდელი ესოდენ პროგრესული ამერიკის შეხედულება ქალის როლთან დაკავშირებით.
ძალიან, ძალიან საინტერესო ფაქტებზე აქვს გამახვილებული ყურადღება, დაწყებული ისევ და ისევ Consumer Society-თ და რა მოგებაზე და ეკონომიკურ სვლაზე იყო გათვლილი მთელი სარეკლამო ინდუსტრია, რომელიც კონკრეტულად დიასახლისებისთვის კეთდებოდა, დამთავრებული წიგნის გამოცემიდან 20 წლის შემდეგ ახალი თაობის (კონკრეტულ შემთხვევაში, მისი რძლის) თავისუფალი არჩევანით, თუნდაც ემუშავა თუ არა, რომელიც მის თაობას ფაქტიურად არ ჰქონდა.... დაწყებული პირველი ტალღის მოკლე ისტორიით, დამთავრებული მოგონებებით, თუ როგორ გორდებოდა მეორე ტალღა.

Friedan-თან შედარებით Brownmiller, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკებს იშველიებს აქა-იქ, დასაწყისში მაინც უფრო ფაქტებს მოკლებულია. უფრო, სუბიექტური, პირადი შეხედულებაა (რაც არანაკლებ საინტერესოა), მაგრამ სადღაც შუაში სერიოზულდება და აქაც ძალიან ბევრი რამეა საინტერესო. არსებობს საშიშროება ბევრი მითის დამსხვრევისა, სქესის მიერ განპირობებულ ქცევებთან დაკავშირებით. თუ თავს მითების გარემოცვაში კარგად გრძნობთ, ნუ წაიკითხავთ. :)

ნუ, რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევდი წაკითხვას.

პ.ს. სანამ Man hater-ობაში დამადანაშაულებთ, educate thyselves, please. შეიძლება რადიკალური ფემნიზმის რაღაც ნაწილი ამ იდეას იზიარებდა, მაგრამ ეს ორი ცნება აპრიორი სინონიმები არაა. :)


ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარები ამ წიგნებთან დაკავშირებით, თუკი გაქვთ წაკითხული, ან კომენტარები წიგნებით, რომლებიც წელს წაიკითხეთ და რომელთა წაკითხვასაც მირჩევდით.



Love,
Chaotic.

17.12.11

Book list 2011(Part 1)

ტრადიციულად, წლის ბოლოს, როცა სხვები გასულ წელს აჯამებენ, მე იმ წიგნებზე ვწერ, რომლებიც წავიკითხე. არ ვიცი, ამ სიის შედგენა როდიდან დავიწყე, მაგრამ ბავშვობიდან რომ იღებს ეს ჩვეულება სათავეს, ნამდვილად მახსოვს. წელს ბევრ მათგანზე ცალკე პოსტის დაწერა მინდოდა და ყოველთვის იქამდე გადავდე, სანამ უკვე ენთუზიაზმი ჩაიფერფლა.

იანვრის ამინდს და Jane Austen-ის რომანებს სულ ერთმანეთთან ვაკავშირებ. "Mansfield Park" და "Northanger Abbey"-ც რადიატორთან მოკალათებულმა წავიკითხე. ახლაც სინდისი არ მიშვებს, რომ ისევ გადავიკითხო საახალწლოდ მისი რომელიმე რომანი.... ისევ გამოცდა... მხოლოდ ამჯერად და ამ ეტაპზე, იმედია, ბოლო!

ჯეინიდან უფრო ახლო წარსულში გადავინაცვლე და Anne Sexton- ის "A Self-Portrait In Letters" წავიკითხე. გენიალურად ექსცენტრიული ქალი იყო, მე თუ მკითხავთ. წერილებში უფრო ჩანს, ვიდრე 100 ბიოგრაფიაში. იმდენად ზუსტად გადმოსცემს, როგორ სტკივა, ან უყვარს, რომ თავი შიგადაშიგ ემოციურად მუნჯი მეგონა, თუკი ასეთი გამოთქმა არსებობს ქართულში. მაგრამ ეს ინტენსიურობა ხშირად მის გარშემო მყოფებს საკმაოდ ღლიდა, რადგან მათგან აბსოლუტურ ყურადღებას, სითბოს და სიყვარულს ითხოვდა. ქრონოლოგიურად დალაგებულ წერილებში ჩანს, როგორ ებღაუჭება ადამიანებს და ხანდახან ატერორებს კიდეც და მერე, იმედგაცრუებულს როგორ გადააქვს მთელი თავისი ყურადღება ახალ "მსხვერპლზე".... ახლა ვხვდები, თავის დროზე რომ უნდა დამეწერა მთელი პოსტი, იმიტომ რომ ანაზე ერთ აბზაცში ვერ მორჩები საუბარს. ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს მახსენებდა.

დავრჩეთ ამ გენიალურ ნოტაზე და მარტში Doris Lessing-ის "The Grass Is Singing" აღმოვაჩინე ჩამოფასებულ წიგნებში. დორისის პირველი რომანი, სულ რაღაც 3 ევროდ :) რომანი სამხრეთ აფრიკაზე, რასისტულ შეხედულებებზე, ქალის როლსა და "ადგილზე" ოჯახში, ზოგადად, ოჯახის ნგრევაზე. თუ გიყვართ "შიშველი სიმართლის" სახეში შემოლაწუნების ხმა, წაიკითხეთ :D

სამხრეთ აფრიკიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში გადავინაცვლე, Kurt Vonnegut-ის "Mother Night"-თან. საინტერესო ფაქტია, რომ წიგნის უკანა ყდაზე ერთ-ერთი რეცენზიის ნაწყვეტი იყო დაბეჭდილი. რეცენზია ლესინგს ეკუთვნოდა. :)
მომეწონა Vonnegut. ვაპირებდი სხვა წიგნების გამოტანას, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა სიყვარულმა შემახსენა თავი და უარს როგორ ვეტყოდი?! :D

აქამდე თუ არ იცოდით, ახლა გეტყვით, რომ ბატონ Chuck Palahniuk-ს აქვს ჩემს გულში პატარა ადგილი მითვისებული და ცოცხალი თავით არ თმობს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მისი წაკითხვის/გადაკითხვის დრო და ნებისმიერი წიგნის ცოტა ხნით გვერდზე გადადება მიწევს. წელს მისი ადრეული ნამუშევრები "Survivor "და " Invisible Monsters " მოხვდნენ სიაში და ახლახანს გამოსული "Damned", რომელიც ufff... გენიალურად დაიწყო, მაგრამ სუსტად დამთავრდა. :(
ხანდახან მგონია, რომ "Fight Club"-ისგან გათამამებული სხვა ყველა მის რომანს პირველის ჩრდილქვეშ ვაქცევ, მაგრამ რა ვქნა, ის საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის, სხვა სკანდალზე აგებული, სხვა ემოციებზე გათვლილი. "Fight Club" ჩემთვის არის არა მარტო ჩაკის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული, არამედ ერთ-ერთი ფავორიტი მთელ აქამდე წაკითხულ წიგნებში.
მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ერთ დღესაც ისევ დამცემს თავზარს მისი ახალი რომანი და გამიტანს და სადმე მიმამარხავს, ტიციანს რომ დავესესხოთ. :D

სიას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ შიგადაშიგ ეტყობა იმდენად ვიღლებოდი, რომ "მზესუმზირის" ფუნქციის შემსრულებელ წიგნებსაც გადავხედე. Helen Fielding-ის Bridget Jones: The Edge of Reason-მა მშვენივრად შეასრულა ეს ფუნქცია. ბრიტანული იუმორი, მსუბუქი სიუჟეტი (damn, ამ სიტყვას ვიხსენებ 20 წუთია უკვე :D) და შოკოლადის ფილა... მეტროშიც გადასარევად იკითხება :D

გაგრძელება იქნება, ოღონდ ხვალ! "ახლა წავიდეთ, ვჭამოთ საჭმელი!" :D

26.12.10

წელს წავიკითხე (მეორე ნაწილი)

წელს წავიკითხე (2008)
Books... Books (2009)

  • John Green- Eine wie Alaska (Looking for Alaska) და Die erste Liebe (An Abundance of Katherines)
    გემრიელი, ოპტიმისტური წიგნები. თუ არ ვცდები, fb-ზე ჰქონდა ვიღაცას ციტატა დადებული და ასე დავინტერესდი. პოზიტიური ემოციები თუ მოგენატრათ, გადაიკითხეთ.

  • Doris Lessing- Die Kluft (The Cleft)
    ამ წიგნზე აღარ შევჩერდები, რადგან მასზე მთელი პოსტი დავწერე ივლისში.

  • Ingmar Bergman- Einzelgespräche (Private Confessions).
    არ მომეწონა. :|

  • Huston Smith- Die sieben gr0ßen Religionen der Welt (The World's religions).
    ძალიან საინტერესო წიგნი 7 დიდი რელიგიური მიმდინარეობის, მათი მსგავსებების, განსხვავებების და ურთიერთზეგავლენის შესახებ.

  • დათო ტურაშვილი- ტიბეტი არ არის შორს და ჯინსების თაობა.
    უნდა ვაღიარო, გაცილებით საინტერესო მოსაუბრეა. :) პირველი გადავიკითხე. მზესუმზირასავით იყო... რაც შეეხება "ჯინსების თაობა"-ს, უფრო იმ ისტორიის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, რაც დოკუმენტური ფილმებიდან ვიცოდი. სენტიმენტალურად იკითხება, ხანდახან ცოტა ხელოვნურადაც.

  • Michel Houellebecq- Elementarteilchen (Atomised)
    ჰმმმ.... ან მე ვარ წლის ამ დროს ისე, რომ აღარაფერი მაკვირვებს, ან ბეგბედერის შემდეგ არ მოუხდენია შოკური რეაქცია წიგნს. თუმცა, მგონი, პირიქითაა: სინამდვილეში ბეგბედერი მოექცა უელბეკის გავლენის ქვეშ... ან არა... არ ვიცი. ერთი სიტყვით, მეგონა, რომ უკვე მქონდა სადღაც წაკითხული ეს წიგნი...

  • Ray Bradbury- Fahrenheit 451
    ჩემნაირმა პარანოიდმა არ უნდა წაიკითხოს წიგნები, როგორებიცაა: ზემოთხსენებული, 1984, Brave new World და მისთანანი. დეპრესიაში მაგდებს ეგრევე. თუმცა, აქვე დავწერ ბარემ, რომ არ წაკითხვა უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა. Totally recommended!

  • Michael Cunningham- Die Studnen (The Hours)
    გემრიელი წიგნი იყო, მაგრამ წინაპირობა აქვს: აუცილებლად უნდა იცოდე, ვინ არის ვირჯინია ვულფი და გქონდეს წაკითხული Mrs. Dalloway.

  • Ralph Ellison- Flying Home
    მოთხრობები რასიზმზე, უუფლებობაზე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარზე, ამერიკაში მცხოვრებ ფერადკანიანებზე. მოთხრობები..... როგორც უკვე აღვნიშნე სადღაც წინა პოსტში, not really into them ...


სულ ეს იყო... :)

23.12.10

წელს წავიკითხე (პირველი ნაწილი )

წინა წლის პოსტის შემდეგ, ტრადიციას არ დავარღვევ და წელსაც დავპოსტავ წიგნებზე, რომელთა წაკითხვაც მოვასწარი. ზოგი მათგანი, წესით, ბოლო ფურცლამდე არ უნდა მყოლოდა პატივში, მაგრამ წიკებს რა ვუთხარი მე და არ შემიძლია დაწყებული წიგნის გვერდზე გადადება.

დავიწყეთ:

  • Karen Joy Fowler- Der Jane Austin Club.
    რატომღაც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა. ეკრანიზება უფრო საინტერესო იყო. მე კიდევ მეგონა, ფილმში რასაც ვერ ასახავდნენ, წიგნში დამხვდებოდა. არც არაფერი...

    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოთხრობების მოყვარული არ ვარ. აი, ახლა ვფიქრობდი და ვერაფრით გავიხსენე, რომელი მოთხრობები იყო ამ წიგნში. შეგრძნება მახსოვს მხოლოდ, რომ შიგადაშიგ გულიანად მეღიმებოდა. ალბათ იმიტომ არ მიყვარს, რომ ზუსტად მაშინ მთავრდება, როდესაც გმირებს, პეიზაჟს, სცენარს გავუშინაურდები ხოლმე.

  • Eric- Emmanuel-Schmitt - Monsieur Ibrahim und die Blumen des Koran (Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran) და Das Kind von Noah(Noah's Child)
    ნოველები სერიიდან "The Cycle of the Invisible". პირველ მათგანში ისლამზეა ყურადღება გამახვილებული. ძალიან ლამაზი, შეიძლება ვინმესთვის ოდნავ ბანალური ისტორია ებრაელი ბიჭისა და მუსულმანი ბაბუს მეგობრობაზე. მეორე კი, კუდამ აირჩია ბლოგერების წიგნის კლუბისთვის. დავაკოპირებ ჩემს კომენტარს კუდას ბლოგიდან:
    "მმმ, გემრიელი კომენატრის გაკეთება მინდოდა და სულ სადღაც გავრბოდი ეს დღეები.
    არ ვიცი, რამდენად გემრიელი გამოვა, მაგრამ ვეცდები:

    წინა წელს წავიკითხე პირველად. ისევე, როგორც კუდამ, ხელიდან ვერ გავაგდე.
    წინა თვეში მეორედ რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა. თან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ზუსტად ისევე სულმოუთქმელად ველოდი მოვლენების განვითარებას, როგორც პირველი წაკითხვისას. თითქოს,არ მცოდნოდა, რა მოხდებოდა ბოლოში.
    საერთოდ, ჰოლოკასტზე და მეორე მსოფლიო ომზე ბევრი იწერება. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა ნეგატიურად. ანა ფრანკის დღიურიც რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი იყო უკვე იმისთვის, რომ გაეგო, რა ხდებოდა და რეალური ფაქტები უფრო მოქმედებს ადამიანზე.

    მაგრამ მე ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტა იყო ყველაზე მომგებიანი ამ წიგნისთვის. თან ჩემთვის სუბიექტურად: როცა ომია და შენ 8 წლის ხარ და ფიქრობ და ვერ ხვდები, რატომ უნდა წახვიდე სადღაც შორს და უნდა დატოვო შენი სათამაშოები და ა.შ. და რა შუაშია ეს ყველაფერი იმასთან,რომ ქართველი ხარ... და რა დააშავე ეგეთი კიდევ, რომ მაინცდამაინც ქართველი ხარ და ახლა ამდენი სათამაშოს დატოვება გიწევს... :D
    ანუ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიუხედავად გალამაზებული სიუჟეტისა, მჯეროდა იმ ყველაფრის, რაც იქ ეწერა.

    ყველაზე მეტად დასასრული მომეწონა. შეიძლება ეგეთი პაციფიზმი თითიდან გამოწოვილი და არარსებულია, მაგრამ მე აბსოლუტურად ნეგატიურად ვარ განწყობილი პალესტინელების ჟლეტის მიმართ და ის ბოლო მესიჯი:"ახალ კოლექციას ვიწყებ" საკმაოდ ძლიერი იყო ჩემის აზრით.

    რაც შეეხება იუმორს, ძალიან დახვეწილი და უმაგრესი იუმორი აქვს შმიტს. ასეთ თემატიკაზე რომ წერ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო იუმორთან, მაგრამ უმაგრესად გამოსდის."


  • J.M. Le Clézio- Die Wüste (Desert)
    ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც "ბლოგრების წიგნის კლუბის" წევრებმა წავიკითხეთ. ფრთხილად უნდა შევაფასო: რაღაც მომეწონა, რაღაც-არა. საერთო ჯამში, თუკი თქვენ ვერ უძლებთ 50-60 გვერდზე გაწელილი სიუჟეტებისგან შემდგარ წიგნებს, ნუ წაიკითხავთ. :D
  • Jane Austen- Vernunft und Gefühl (Sense and Sensibility).
    მიყვარს ეს თავისი დროისთვის გაბედული და პროგრესულად მოაზროვნე ქალი, საკმაოდ სევდიანი ბიოგრაფიით და გემრიელი რომანებით, რომლებიც ყოველთვის happy-end-ით მთავრდება, რაც მას და მის დას, კასანდრას, ცოხვრებაში ვერ გამოუვიდათ.

  • Truman Capote - Frühstück bei Tiffany (Breakfast at Tiffany's)
    რა დავწერო, არც ვიცი. ან მე ვერ დავაფასე სათანადოდ, ან სხვები იყვნენ ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ. გადავიკითხე, რა... მეტი არაფერი

  • F. Beigbeder- Letzte inventur vor dem Ausverkauf (Dernier inventaire avant liquidation)
    ბეგბედერისეული განხილვა მეოცე საუკუნის 50 საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრის შესახებ. საინტერესო იყო, თუმცა არც თუ ისე ჩვეულ სტილში დაწერილი.

  • Haruki Murakami- Kafka am Strand (Kafka on the Shore) და Wilde Schafsjagd (A Wild Sheep Chase).
    ჩემს კომენტარს გადმოვაკოპირებ "ხისსუნიანისახლი"-დან:
    "ჰმმმ...
    დავიწყოთ კონსტრუქციულად:
    წინა წელს წავიკითხე მურაკამის 2 მოკლე რომანი. იმდენად არ მომეწონა, რომ ბლოგზეც დავწერე ამის შესახებ.
    სანამ აპრილის წიგნი დაანონსდებოდა, "კაფკა სანაპიროზე" (იმედია, ასე ითარგმნება) წავიკითხე.
    და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ, სხვა თვალით შევხედე მერე ამ წიგნსაც.
    მურაკამის მისტიური ლიტერატურა ვერაა მთლად ჩემი საქმე, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ჩამთრევია... მაგრამ მხოლოდ რაღაც ეტაპზე, ბოლოსკენ ისე ხლართავს, ან წელავს სათქმელს ან ღიად ტოვებს მოტივებს, რომ ენთუზიაზმი მეკარგება ხოლმე.
    ისევე როგორც ამ წიგნში, წინაშიც და მგონი, მურაკამი არის თავად "საძიებლად წასვლა"... :)
    ასევე მეორე ასპექტი: ყველა მის წიგნში რომელიმე გმირს რაღაც/ვიღაც ეუფლება და ამ რაღაცისგან განთავისუფლების გზების ძებნა არის მთავარი მოტივი. იმ უფრომო რაღაცეებში იმდენი რამის დანახვა შეიძლება: გნებავთ სტერეოტიპების, გნებავთ ყველა რელიგიის ღმერთის, გნებავთ "უცხოსი", რომელიც ძააალიან ძველი ფენომენია, არ შევჩერდეთ აქ.... რაც გნებავთ, წარმოიდგინეთ. მგონი, ამიტომ გახდა ბესტსელერი ავტორი, ვიწრო ნიშაში რომ არ მოაქცია ის "რაღაც".
    რაც შეეხება ამ წიგნს: ბოლოში ცხვრის და მეგობრის დაკავშირება საკმაოდ ცუდად გამოვიდა, ან მე ვერ გავიგე: მთელი მარილი დაუკარგა ისტორიას. რაღაც დიდ კვანძის გახსნას ველოდი და დავრჩი ხახამშრალი :D
    საერთოდ, ბევრგან ვერ შეკრა კვანძი. შეიძლება, მიზანმიმართულადაც...

    საბოლოო ჯამში, შეიძლება dance, dance, dance წავიკითხო, თუ ძალიან არ დამეზარა და ჩავთვლი, რომ ამოვწურე მურაკამი, ან მან ამოწურა ჩემი გონებრივი შესაძლებლობები :D"
  • Allice Walker- Die Farbe Lila (The Color Purple)
    აფრო-ამერიკული ლიტერატურის წარმომადგენლისა და ასევე ფემინისტის რომანი, რომელიც მე, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან მომეწონა. თხრობის ენაც ძალიან ზუსტად ჰქონდა შერჩეული, სლენგებით და "ძალით დაშვებული" გრამატიკული შეცდომებით.
გაგრძელება იქნება....

17.12.10

დუმბაძის ფოსტალიონი

"მე ვხედავ მზეს"-ში რომ ფოსტალიონია, გახსოვთ?
კრებაზე რომ მივა და იკითხავს: "ვინ დაიწყო ომი?"-ო და თავადვე გასცემს კითხვას პასუხს: "მე დავიწყე ომი!"

ყოველთვის პირველად ეს ადგილი მახსენდება.
არ მინდა მაღალფარდოვანი ფრაზები ვარახუნო ახლა მსოფლიო ლიტერატურის დიდებული მონაპოვრების შესახებ.
ჩემს პატარა "წიგნების სამყაროში" ის ფოსტალიონი ერთ-ერთი ყველაზე უბედური ადამიანია. ეს ნაწყვეტი- ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, ყოველ გახსენებაზე რომ შეგაძრწუნებს... ზუსტად ისე, როგორც მაშინ, 12-13 წლისამ რომ წაიკითხე პირველად...

გადაიკითხავდა კაცი დუმბაძეს...

04.12.10

244 წაუკითხავი პოსტი Google Reader-ში

საერთოდ არ მაქვს სურვილი, პოსტები ვიკითხო. ფოტო-ბლოგებს გადავურბენ ხოლმე და ეგაა.
და ამ დროს, რა თავხედობაა, როცა საკუთარი ბლოგის დღის ტრეფიკს ვაქცევ ყურადღებას. :D

პ.ს. საყვარელი ბლოგების პოსტები არ მინდა გადაფრენით წავიკითხო და ამიტომ ვინახავ... ასე რომ, თქვენამდეც მოვალ !!!
:D

ნეტავ, მხოლოდ ჩემი სიზარმაცის ბრალია, თუ ზოგადად, ქართული ბლოგოსფერო მოკვდა?!

16.01.10

იდეებ რა ვუყო?! ა.კ.ა. წიგნების ონლაინ-კლუბი

წინა კვირას დაწერილ რეზოლუციას თითქმის ვასრულებ.

მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ მესამე ფილმი იტვირთება ახლა. ისიც იმიტომ, რომ თმები უნდა დავისწორო და გასართობს ვეძებ.

ერთადერთი იმდენს ვერ ვმეცადინეობ, რამდენიც საჭიროა...

მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი ახლა.
უფრო ისაა საგულისხმო, რომ ყველანაირი პროექტით შეიძლება ჩემი დაინტერესება.

  1. facebook-ზე ვტვირთავ დღეში თითო ფოტოს ცნობილი One Photo a Day- პროექტის ფარგლებში. ორი თანამშრომელიც ავიყოლიე. სადამდე გავქაჩავ, არ ვიცი, მაგრამ მშვენიერი გასართობია.

  2. Julie and Julia-ს ნახვის შემდეგ შემოღებულ "სამზარეულო პროექტზე" უკვე დავპოსტე ერთხელ. ხვალ მეორე შეკრებაა და დღეს მთელი დღე რეცეპტების გადამოწმებასა და ინგრედიენტების ყიდვაში გავატარე.

  3. სვითის დავალებებს ვასრულებ შეძლებისდაგვარად.

  4. სვითის ვიდეოსთვისაც გადავიღე საახალწლოდ სურათები.




ესე იგი, ყველანაირად იოლი საკბილო ვარ მსგავსი პროექტებისთვის.

ახლახანს წავიკითხე Jane Austen's Club. მერე ფილმიც ვნახე. 6 ადამიანი კითხულობს ჯეინის 6 რომანს. თვეში ერთხელ იკრიბებიან რომელიმესთან და განიხილავენ.

არც ერთს გირჩევთ და არც მეორეს, მაგრამ იდეა მომეწონა ძალიან და საშინლად მომინდა რეალურად შემესხა მისთვის ფრთა. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მინდა რეალში გაკეთება, რადგან წინასწარ ვიცი შედეგი. დღეს მომივიდა თავში აზრად, ბლოგზე დამეწერა შემოთავაზება. რატომღაც ძალიან მინდა ბლოგერებთან მაკავშირებდეს ეს პროექტი.

ანუ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი იდეაა:

გავაკეთოთ მსგავსი კლუბი, ოღონდ ონლაინ, " ბლოგერების წიგნის კლუბი" :D
ყოველ თვე რომელიმე ბლოგერი აირჩევს წიგნს, რომელსაც წავიკითხავთ ყველანი. ეს ბლოგერი თვის განმავლობაში არის "მასპინძელი". მისსავე ბლოგზე წერს პოსტს წიგნის წაკითხვის შემდეგ(რადგან 1 თვეა წიგნისთვის გამოყოფილი, იმ ერთი თვის მანძილზე უნდა დაიდოს პოსტიც). ჩვენ კი კომენტარების სახით გამოვხატავთ ჩვენს აზრს, ვიკამათებთ და ასე შემდეგ. მომდევნო თვეში გვეყოლება სხვა მასპინძელი და ა.შ.

თუკი პროექტით დაინტერესდით,გააგრძელეთ კითხვა, თუ არა, მაშინ დამშვიდებული სინდისით გადით/დააკომენტეთ/ჩემი სხვა პოსტები წაიკითხეთ :)


წესები:

  1. არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაინტერესდება, ამიტომ ზემოთა ზღვარს ჯერ არ შემოვიღებ. შეიძლება სულ 1 მსურველი აღმოჩნდეს და უხერხულობაში ხომ არ ჩავვარდები. :D

  2. პროექტი დაიწყება 1 თებერვალს. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი წიგნის წაკითხვა/განხილვა ხდება თებერვლის ბოლომდე.

  3. მოქმედებს პრინციპი: თუ შეტოპე-გატოპე. ანუ, წიგნების ჩაგდება არ შეიძლება.

  4. მონაწილეობის მსურველებმა დააკომენტეთ ან მომწერეთ მაილი ამ მისამართზე: chaoticco@gmail.com.
    მაილში/კომენტარში მიუთითეთ, წელს რომელი თვე გირჩევნიათ "სამასპინძლოდ" და რომელ წიგნს ირჩევთ. ჯერ-ჯერობით ყველა თვე თავისუფალია. გაითვალიწინეთ, რომ იანვრის თვე ამოვარდა, ამიტომ ათვლა იწყება თებერვლიდან.

  5. წიგნის არჩევანში არავინ იღებს მონაწილეობას მასპინძლის გარდა. ასევე დიდ სნობიზმად ჩაითვლება ცხვირის აბზუება და "მე ამ წიგნს არ წავიკითხავ, შიგ სექსები და გინებებია" არგუმენტები და ჩვენ ხომ სნობები არ ვართ?! ჰოოდა, წინასწარვე განვეწყოთ ადამიანურად. :D

  6. წიგნის არჩევისას იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომ მასალას ირჩევთ. მაგალითად, მე ვიმყოფები საზღვარგარეთ და ქართული წიგნები აქ არ მაქვს. თუკი სადმე წიგნის ონლაინ-ვერსია იქნა, ხომ კარგი, თუ არადა, საშინლად გართულდება ეგ ამბავი. გამოგზავნაც არ ხერხდება. მეც, ჩემის მხრივ არ ავირჩევ წიგნს, რომელიც საქართველოში არ იშოვება.

  7. აქვე წიგნებთან: წაიკითხეთ თქვენთვის სასურველ ენაზე. :D

  8. ყველა მონაწილე საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შემდეგი თვის წიგნი, ცვლილებები სიაში და ა.შ., ჩემგან მიიღებს მაილს. ასე რომ სასურველი იქნება, კომენტარით გამოთქმული სურვილის შემთხვევაშიც იქვე მიუთითოთ თქვენი მაილი.




ვინაიდან, მე ამ წუთას სამი წიგნი მაქვს გამოტანილი და სამივე Austen-ის რომანია, დიდი პლაგიატობა იქნება ჩვენც მასე დავიწყოთ. ასე რომ, დაველოდები თქვენს შემოთავაზებებს. თუკი თებერვალში არავინ გამოჩნდება მსურველი, 1 თებერვლამდე მოვიფიქრებ, ამ რომანიებიდან რომელი ავირჩიო :D


და ისა, მოგეწონოთ იდეა რაა... :user:

27.12.09

Ach so...

ბეჭედს ისე ვიტრიალებ, რომ მისგან ამოცვენილი პატარა თვლებისგან შექმნილი ღრმულები არ გამოჩნდეს. არადა ვერცხლის ბეჭედია. საერთოდ მიყვარს ვერცხლი. შევეჩვიე ჯერ კიდევ ადრინდელი ბავშვობიდან და იმიტომ...
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რაღაცას რომ შეეჩვევა და შეუყვარდება, მერე გადაჩვევა უჭირს.

თუმცა ეს რა შუაშია, არვიცი.

საახალწლოდ განათებული ქუჩებში ბოდიალის შემდეგ მაინც იმედი მაქვს, რომ ტრანსპორტი გამოივლის. და იმედი მაქვს,რომ ეს ტრანსპორტი ავტობუსი იქნება. ის, რომელიც დაუზარელად ამიყვანს ჩემს ქუჩაზე. ასეც ხდება. მე მუდამ მძღოლის გვერდით მიყვარს ჯდომა. არადა დედაჩემი სულ მაფრთხილებდა ტრანსპორტში წინ და უკან არ ჩაჯდე. ნუ დედაჩემი რათქმაუნდა იმ შემთხვევას განიხილავდა, რომ ავარიის დროს მე უნდა გადავრჩენილიყავი. მაგრამ არ მიყვარს შუაში ჯდომა. ან წინ ან უკან. შუაში ყოველთვის ყველაზე მეტი ადამიანია და ეს მე არ მსიამოვნებს. უფრო სწორად ის არ მსიამოვნებს, როდესაც ვიღაც მეხება. შეიძლება ეს არის ახლობელი, ამაზე არ ვამბობ. მე ვამბობ იმაზე, რომ სრულიად უცხო ადამიანი როდესაც მეხება, თავს საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ.

თუმცა ესეც რა შუაშია, არვიცი.

ვიყურები ფანჯრიდან, ვუყურებ გაჩახჩახებულ ქუჩას და მაინც რაღაც ისე არ არის. მე ჯერ კიდევ პოსტ–კომუნისტური ქვეყნის შვილი ვარ და მშურს იმ ქვეყნების, რომლებიც მაშინაც გაჩახჩახებულია, როდესაც ახალი წელი არ ახლოვდება.


მე თბილისში ვარ.
ოცნებებს დავემშვიდობე.
იყო დრო, როდესაც გერმანიის გარდა ოცნება არ მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ გერმანიაში წავსულიყავი და კარგი განათლება მიმეღო იქ.
მენახა ჩემი ერთ–ერთი საოცნებო ქალაქი მიუნჰენი.
როდესაც სიტყვა "მიუნჰენი" უნდა წარმოთქვათ, "ჰ" სივრცეში უნდა გაჭედოთ. გაკვანძოთ. ენა უნდა მოკლაკნოთ. ისე, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ეს ბგერა "ჰ"–სა და "ხ"–ს შორის მოახვედროთ.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ მაშინ არც სამსახური მქონდა და არც იმაზე ვფიქრობდი, თუ გერმანულის სწავლას ოდესმე თავს დავანებებდი.
Die deutsche Sprache machte mir Spass...
aber jetzt bin ich wieder hier..
in meiner Hauptstadt...
ეს ფრაზები თუ ვერ გაიგეთ,არაუშავს.
ქრისტინე გაიგებს რაც მთავარია. და თუ ქრისტინე გაიგებს, მაშინ ამ ბლოგში მუდმივად შემომსვლელიც გაიგებს. მთავარია ამ ბლოგში შემოსვლისას ქრისტინესი გესმოდეთ და ენას მნიშვნელობა არ აქვს. ისევე, როგორც ტერიტორიულ საზღვარს.

რომ დამპატიჟა, ვფიქრობდი რაზე დამეწერა. მინდოდა რაღაც საერთო, ოქროს შუალედური ხაზი გამევლო, მაგრამ ისე, რომ არც ჩემი სტილისთვის მეღალატა და არც კიტოს ბლოგისთვის ყოფილიყო რაიმე მიუღებელი.

კიტო ვინაა???
მე ყველა "ქრისტინე"–ს "კიტო"–ს ვეძახი.
რატომ??
იმიტომ, რომ ეგრეა.
და მორჩა.


მაგრამ ესეც არ ვიცი რა შუაშია.

ამ ბლოგში რაღაც ხდება ხოლმე მუდამ.
ხან უკმაყოფილოა, ან გამოცდებს აბარებს და უხარია.
საბოლოო ჯამში "ჩვენთან" არის.


ამას წინათ სამსახურში პირსინგ–სვირინგიანი და თმებგადაპარსული გოგო შემოვიდა და ხალხმა ისე შეხედა, თითქოს საგიჟეთიდან გამოქცეული იყო.
შემდეგ 1 ჰომოსექსუალისტთა წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი თურმე ცნობილი ჰომოსექსუალისტი ყოფილა და ჩემთან ურთიერთობის შემდეგ როდესაც გავიდა, დაცვამ ისეთი რეპლიკების სროლა დაიწყო ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ ამ დაცვის ბიჭზე გული ამიცრუვდა.
მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ხმამაღლა ვუმტკიცებდი, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. რომ ვერ გაიგო, ჩემი ტონი ხმამაღალიდან აგრესიულში გადაიზარდა. შედეგი – მგონი ნული. at least ის მაინც ვიცი, რომ მინუს უსასრულობიდან ნულამდე ამოვიდა.
ხო ჩვენ აშკარად ისევ საბჭოთა აზროვნების ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ. მუდმივად სტაგნაციას განვიცდით და არასოდეს დამთავრდება ასეთი მდგომარეობა.

რა შუაში იყო.


იმ დღეს ისევ მომინდა უცხო ადამიანს ჩავხუტებოდი. ამჯერად ეს უცხო ადამიანი ქუჩაში მოსიარულე საკმაოდ მოხუცებული მამაკაცი იყო, რომელმაც მკითხა რომელი საათიაო.
მერე ისევ მომერიდა და გზას გავუყევი. ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის, რა აზრი აქვს დროის ცოდნას, თუ მაინც არავინ გელოდება და არც სადმე გეჩქარება?!

მინდა ბევრი დავწერო ამ ბლოგში. მაგრამ ვნერვიულობმეთქი. კიტოსაც ვუთხარი მეშინია შენს ბლოგში დაწერისმეთქი. ეს ისეთი გრძნობაა 6 წლის ბავშვი წერას რომ სწავლობს და პირველი მონახაზის გაკეთების რომ ეშინია.


ვირტუალურად მენატრები.
რეალურად კი მინდა, რომ თბილისში იყო.
და მართლა რომ ჩამოსვლას რომ დააპირებ, ეს სიმღერა მიუძღვენი გერმანიას.



ეს კი ჩემი პოსტი იყო...
თუ მიხვდება ვინმე ვინ დავწერე და ვინ ვიყავი შენი სტუმარი...

26.12.09

Books... Books

დიახ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც იწერს წაკითხული წიგნების სათაურებს რვეულებში. რატომ?! წარმოდგენა არ მაქვს.
ჰო, კიდევ ვიწერ ციტატებსაც. :D რიავიც, რატომ. ასე მინდა და იმიტომ.


ჰოოდა, დღეს განვიხილავ, რაში დავხარჯე უძვირფასესი დრო 2009-ში.
(წითლად მონიშნული სათაურები უეჭველად მიუთითებენ დაკარგული დროის მიერ გამოწვეულ მწუხარებაზე. :D)

  1. Eric-Emmanuel Schmitt- Das Kind von Noah.
    წინა წლის საახალწლო საჩუქარი იყო ჩემი თავისთვის. 1 დღეში წავიკითხე. საკმაოდ სევდიანი ისტორიაა მეორე მსოფლიო ომის დროსა და პატარა ებრაელ ბიჭზე.

  2. Virginia Woolf- Mrs. Dalloway.
    ნუ, ვირჯინიას წარდგენა არ სჭირდება, ვგონებ. თუმცა, ინგლისურად რომ ვთქვა, U have to be in the mood to read it. სხვა განწყობას ითხოვს საერთოდ.

  3. Antony Burgess- მექანიკური ფორთოხალი.
    ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავწერე ბლოგზე პოსტი: ფორთოხლები და მექანიკები

  4. Jane Austen- Emma
    რა დამთხვევაა: პარალელურ რეჟიმში "ემმა"-ს ვუყურებ ზუსტად. საერთოდ, ეს 3 დღეა Austen-ის რომანების ეკრანიზაციებს შევუჩნდი და აღარ ვეშვები. ჩაის ჭიქა უნდა დაიჭირო ხელში და გემრიელად მოკალათებულმა იკითხო. მითუმეტეს, თუ მანამდე კერუაკს ან ვულფს კითხულობდი. :D

  5. Jack Kerouac- The Subterraneans
    ჩემი პირველი ბიტ-რომანი. პოსტიც დავწერე ამაზე ჭეშმარიტად კაიფში უნდა იყო, რომ მიყვე წიგნს. :D მაგრამ მთელი მარილიც ამაშია.

  6. Frédéric Beigbeder- რომანტიული ეგოისტი
    ყველაზე რომანტიული ცინიკოსი. მიყვარს ეს კაცი და ჰა :D გაბუტულ ბავშვს ჰგავს, ყურადღება რომ აკლია და იმით ცდილობს თავი დაამახსოვროს სტუმარს, რომ ჩაიში ჩაუფურთხებს. :D სადღაც მეორე რომანში აქვს კარგად ახსნილი, რატომ გვინდა ყველას ხელოვანობა.

  7. J.D.Salinger- Franny and Zooey
    გემრიელია. ერთ ადამიანს მაგონებს ძალიან. ბევრიც ვეხვეწე, წაიკითხე-მეთქი, მაგრამ არაო და ... :) მმმ... ძალიან გემრიელი მოთხრობაა. გადავიკითხავდი ახლა.

  8. Haruki Murakami- Tony Takitani


  9. და
  10. Haruki Murakami- Afterdark
    ჰმმ.. უნდა ვაღიარო, წყალში გადაყრილი დრო იყო. ან მისი სუსტი ნამუშევრები შემხვდა... ან მე ვერ ჩავწვდი მათ აზრს... საერთოდ არაა ჩემი...

  11. Jane Austen- Pride and Prejudice
    ზემოთ დავწერე უკვე ჯეინზე. აღარ გავმეორდები. თუმცა ემმაზე მეტად ეს რომანი მომეწონა.

  12. Allan & Barbara Pease- Die kalte Schulter und der warme Händedruck
    ბესტსელერი ფსიქოლოგების ნამუშევარი ბოდილენგვიჯზე. პოსტში "დამაკოპირე" მქონდა გამახვილებული ყურადღება ერთ-ერთ თავზე ამ წიგნიდან. ბევრი საინტერესო რამე გავიგე ისე...

  13. Jack Kerouac-On the Road.
    უდავოდ წლის წიგნია. დაბადების დღეზე მაჩუქეს. ინგლისურად ვკითხულობდი და ცოტა გამიგრძელდა კითხვა, მაგრამ კერუაკი მართლა ორიგინალში უნდა წაიკითხო. გერმანული თარგმანი მითუმეტეს, საკმაოდ რთული და მშრალია.
    მმმ... ცდუნებას ვერ გავუძლებ და დავაკოპირებ რამდენიმე Quote-ს:

    -"The only people for me are the mad ones, the ones mad to live, mad to talk, mad to be saved, desirous of everything at the same time, the ones who never yawn or say a commonplace thing but burn, burn, burn like fabulous roman candles exploding like spiders across the stars and in the middle you see the blue centerlight pop and everybody goes 'Awww!"

    -"Some other time I'll come by here", I said, and she said, "Any time, kid" :)

    -"I pictured myself in a Denver bar that night, with all the gang, and in their eyes I would be strange and ragged like the Prophet who has walked across the land to bring the dark Word, and the only Word I had was 'Wow!'"

    -"We lay on our backs, looking at the ceiling and wondering what God had wrought when He made life so sad" . (my fav...)

    - "When a man dies he undergoes a mutation in his brain that we know nothing about now but which will be very clear someday if scientists get on the ball. The bastards right now are only interested in seeing if they can blow up the world."


  14. Jodi Picoult- My sister's keeper
    იმდენად გამიცრუვდა იმედი ამ წიგნის წაკითვისას, რომ გინებიანი და ფურთხებიანი პოსტიც დავწერე ამაზე.

  15. Frédéric Beigbeder- Windows on the world
    11 სექტემბრის მოვლენებზე აგებული წიგნია. ორმაგი თამაშივითაა. ავტორის ისტორია ცალკე ჩანს და იმ პერსონაჟებისაც, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ შეჯახებისას. არც ისე ცინიკური იყო, რაც მომეწონა რაღაცნაირად. არ მიყვარს მწერლები, რომლებიც ყველგან, ყველაფერზე ცინიკურად რეაგირებენ. არ მგონია, იმიჯი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, რის თქმასაც გულწრფელად ცდილობ. ბურჭულაძესთან online-შეხვედრა რომ იყო გუშინ, საშინლად გამაღიზიანა მისმა კომენტარებმა. მართალია, უნდა სკანდალურობა და ქართულ რეალობაში გამოსდის კიდეც. მსოფლიოში არის მოთხოვნა სკანდალზე და მიწოდებაც, თავის მხრივ, არ იგვიანებს, მაგრამ არ მგონია, პალანიკს ან ბეგბედერს "თქვე ბანძებო, რა გესმით" ტონით ელაპარაკათ წიგნის პრეზენტაციებზე. იდეაში, თუ ასე ფიქრობს ავტორი და წერს წიგნს, რომელსაც ეს ბანძები წაიკითხავენ, წესით თავი უნდა ეცოდებოდეს, კაკ მინიმუმ... ვის სწირავს დიად ნიჭს :D OMG, OMG... არადა, მომწონს მისი ორივე წიგნი, რომელიც წამიკითხავს... ბ-ნო ზაზა, შეგეხებით რაააა.... :D (პ.ს. მისი კომენტარი კი მიხვდებით, სად შეხებაზეც დამრთავდა ნებას... OMFG again :D)

  16. ზ.გამსახურდია- ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება
    სკოლაში ამ ნაშრომის მიხედვით აგვიხსნა რამდენიმე თავი თამრიკო კობერიძემ. მიუხედავად იმისა, რომ პირად ურთიერთობაში პრობლემები გვქონდა, ვთვლი, რომ ქართულის ძალიან, ძალიან კარგი მასწავლებელია. საკმაოდ საინტერესო ნაშრომია. მე ისედაც და ასედაც ძალიან მიყვარს ეს პოემა და არა იმიტომ, რომ "უნდა მიყვარდეს". სიამოვნებით გადავიკითხავდი აქ რომ მქონდეს ჩემი "დამუშავებული წიგნი". მოკლედ, ვისაც უყვარს ვეფხისტყაოსანი, ვურჩევდი წაკითხვას.

  17. Chuck Palahniuk-Die Kolonie
    მიყვარს პალანიკი, მაგრამ უნდა ვაღიარო, ხანდახან ნამეტანი მოსდის. :D ნუ, ეს ჩემი გადასახედიდან. :D არის თემები, რომლებზეც სიამოვნებით არ ვფიქრდები. პრინციპში, პალანიკიც სწორედ მსგავს თემებზე ურტყამს და მომზადებული უნდა შევხვედროდი, მაგრამ რიავიც... სწორი ნაწლავის და მისი შიგთავსის აუზის ზედაპირზე ცურვის შესახებ ნაკლები სიამოვნებით ვკითხულობ რატომღაც.

  18. გოდერძი ჩოხელი- თევზის წერილები
    რა დავწერო ამაზე?! არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ ვიწრო გეოგრაფიულ არეალში მოიპოვებენ მნიშვნელობას. როგორც დუმბაძეს ვერ ჩაწვდები ბოლომდე რუსულად, ისე ვერ გაიგებ ჩოხელს სხვა ენაზე. უსევდიანესია და ძალიან მომეწონა. მთებში მინდება ხოლმე... უფრო სწორად, მთებში ხარ მაგ დროს.თუმცა, არა რომელიმე ქვეყნის მთებში, არამედ აუცილებლად ფშავის, გუდამაყრის, ხევსურეთის, საქართველოს მთებში. მსოფლიო ლიტერატურული საგანძურისთვის შეიძლება სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი ჩოხელი, მაგრამ ჩვენთვის ხომ ძალიან შინაურია?! ჰოდა, fuck კრიტიკა... გემრიელად წაიკითხეთ.

  19. აკა მორჩილაძე- ქაღალდის გემი
    სტუმრად ვიყავი და ვინაიდან, აქ იშვიათობაა ქართული წიგნი, მაინც წამოვიღე. 1 დღეში გადავხედე.
    ჯერ უნდა აღვნიშნო, რომ სულაკაურის გამოცემას აკინძვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემა აქვს. უკვე მერამდენედ შემხვდა შეცდომით აკინძული წიგნი. ვერ ვიტან უპასუხისმგებლოდ გაკეთებულ საქმეს ფასს რომ ადებენ. გერმანელებს აქვთ კარგი სიტყვა:Kundenverarsche, ანუ მყიდველის დაგოიმება და ვთვლი, რომ ზედგამოჭრილი ტერმინია ამ გამოცემასთან დაკავშირებით. ძალიან მიკვირს, ხალხს რატომ არ აწუხებს ეს მოვლენა?! ერთი პატარა ბოიკოტი და იქნებ, გაანძრიონ უკანალი და თანმიმდევრობით დათვლა ისწავლონ.
    რაც შეეხება თავად წიგნს, na ja...
    ეს "მე კაი ბიჭი არ ვარ, მაგრამ მყავს ერთი მეგობარი კაი ბიჭი" იმდენჯერ არის გამეორებული წიგნში, რომ ბოლოს უკვე გულისრევის შეგრძნებას იწვევს. თან ეს რომანტიზმი (თუნდაც ცინიკური) და "ვაიმე, კაი ბიჭი ბოლოს ნახავს გოგოს (ეს გოგო, როგორც წესი, ბოზია ხოლმე რომანებში :D ), რომელიც შეუყვარდება, რომლის გამოც გადაწყვეტს ყველაფერს მიაფურთხოს და უკეთესი ადამიანი გახდეს და უწი პუწი რამანწიკა" არ მობეზრდა ხალხს?! მსგავსი BULLSHIT does NOT happen! დაიმახსოვრეთ :D ამოვიდა ყელში რა...

  20. Jack Kerouac- Dr. Sax
    დღეს ან ხვალ დავამთავრებ. უნდა ვაღიარო, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. საშინლად რთული თარგმანია. ისევ ორიგინალში წაკითხვა მერჩივნა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მძაბავს ცუდი თარგმანები. რამდენადაც მახსოვს ჯეკის პირველი რომანია, რომელიც კარგა ხანს ცენზურის გამო არ იბეჭდებოდა. რა აქვს საცენზურო, ვერ ვხვდები ოღონდ. საკუთარი ბავშვობის შიშებსა და მონსტრებს და მათგან მიყენებულ სტრესს ამუშავებს პატიოსნად. :D




ჰოდა, წელს სულ ეს იყო... :)

10.11.09

ვერ ვიტან დეტექტივებს

პრესკრიპტუმი: ზემა მომნატრებია ძალიან. პირველ ალბომს ვუსმენ ახლა და ვაღიარებ, რომ თითქმის ყველა სტროფზე "same here" შეგრძნება მაქვს.


ჰოდა, დიდი ბოდიში ყველა გენიალური დეტექტივის ავტორს, მაგრამ არ მაინტერესებს და ვერ ვიტან ამ ჟანრს. არ მიზიდავს მთელი წიგნის განმავლობაში ტვინის ჭყლეტვის პერსპექტივა, თუ ვინ იქნება მკვლელი, რომელიც როგორც ყოველთვის, ყველანაირ ლოგიკას მოკლებული, ყველაზე მოულოდნელი ვინმე აღმოჩნდება ხოლმე. ანუ, დეტექტივებთან მიმართებაში ახალი ლოგიკა ჩამოყალიბდა და ახლა უკვე ყველაზე ბუნჩულას და შეუმჩნეველს თუ დაადებ თითს, ის იქნება უეჭევლი დამნაშავე. boring, boring.

მეგონა, ამაზე მეტად ჟანრი არ გამაბრაზებდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ.

წინა პოსტში წიგნებზე დავწერე, რომ My sister's keeper მინდოდა წამეკითხა.

ვისაც ფილმი არ უნახავს და ნახვა უნდა, ან წიგნის წაკითხვას აპირებს, აქ შეწყვიტოს კითხვა: ვასპოილერებ.


ვიტყვი, რომ ფილმი იყო ძალიან კარგად გადაღებული. ძალიან ბევრიც ვიღნავლე. ფილმი დასრულდა ლოგიკურად. ანუ, კარგი კი იქნებოდა, მთავარი გმირი APL-ისგან განკურნებულიყო, მაგრამ ბოლოს ისეთ სიმპტომებზე იყო საუბარი, რომ ფანტასტიკის სფეროს თუ მიაწერდი მის გადარჩენას. დავრჩი გაბრაზებული სიმსივნეზე ზოგადად.

დავიწყე წიგნის კითხვა. არა უშავდა. დიდი ხელოვნების ნიმუში ეგ არ იყო, მაგრამ ცუდადაც არ იკითხებოდა. თან მაინტერესებდა, რამდენად იყო შეცვლილი სცენარი, რადგან ბევრი ნიუანსი საერთოდ სხვანაირად გვხვდება წიგნში. გავედი ბოლოში, მოიგო ანა ფიცჯერალდმა საქმე, ექიმები აღიარებენ, რომ გადანერგვის შემთხვევაშიც ქეითის ორგანიზმი უბრალოდ ვერ გადაიტანს ასეთ ოპერაციას, რომ არაფერი ვთქვათ რემისიაზე... რაღაც მთელი ცრემლთა ფრქვევის ფონზე ვკითხულობ ბოლო გვერდებს და ველი ფილმის ბოლო სცენებს.

და უცებ, არ ვიცი ავტორს "a la კრისტი" იდეები დაებადა, თუ რა იყო, მთლიანად შეაბრუნა სცენარი, გამოაცხო ხელოვნურად ავტოკატასტროფა და ქეითის ნაცვლად ანა მოკვდა. ნუ, იქ მერე ქეითს გადაუნერგეს ანას თირკმელი და წიგნი დასრულდა ქეითის ტექსტით: რომ აგერ უკვე 10 წელია რემისიაშია, ბავშვებს ცეკვას ასწავლის, ანა ენატრება, მამა რაღაც პერიოდი გალოთდა, ჯესი პოლიცელი გახდა და ასე შემდეგ.


ბრრრრ...

იმჰო, ძალიან იაფფასიანი გადაწყვეტა იყო. აი, ძალიან. რაღაც მკითხველის უაზრო გაოცებასა და მოულოდნელობაზე გათვლილი. მთელი წიგნი რომ თითქოს იცი, როგორ მთავრდება(ანუ, პარალელი რომ გავავლოთ დეტექტივთან, როცა გგონია, რომ ნამდვილი დამნაშავის ამოცნობა ძალიან იოლია) და ბოლოს "ვაიმეეე, ეს როგორ დაამთავრა. ამას არ ველოდი. საერთოდ სხვა უნდა მომკვდარიყო" ...


bullshit!!!
ძალიან, ძალიან გაბრაზებული დავდიოდი 2 დღე. მთელი ისტორია გააფუჭა ქალბატონმა. მართლა ჯობდა, ფილმი მენახა მხოლოდ და ეს წიგნი არ წამეკითხა. ეს ტრაგიკული ისტორიების გადეტექტივება ახალი მოდაა?!

წიგნის შემთხვევაში დავრჩი ავტორზე ძალიან გაბრაზებული. :@


მორალი ისტორიიდან: არის შემთხვევები, როდესაც ჯობს, ნაწარმოების ეკრანიზაციას დასჯერდე და თავი დაიზღვიო იმედგაცრუებისგან. თუმცა, როგორ უნდა გაიგო, როდის გაგიმართლებს და როდის კიდევ პირიქით?!

26.10.09

Read me... read me

ლირიული გადახვევა: რამდენიმე წიგნი და სტატია მაქვს წასაკითხი გამოცდისთვის. შუალედებში აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მთელი 5 წუთია ვკითხულობ, თან სპეციალურად ხმამაღლა და თურმე საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობ. საფიქრალს რა დალევს?! თავში ხელებს წავიშენ და ყურადღებას ვიკრებ... შემდეგი 2 აბზაცის კითხვისას...

რაც წავიკითხე, აღარც მახსოვს თითქოს. ასაკის ბრალია, ნეტავ?
ადრე სახელები, ფერები, სახის მიმიკები მამახსოვრდებოდა და მიმყვებოდა წლების განმავლობაში. ახლა სქემებს ვადგენ პერსონაჟების დასამახსოვრებლად: სახელებს ვიწერ და ისრებით ვუკავშირებ ერთმანეთს. ვინ ვისი შვილია, ვინ რომელ ოჯახში ერთიანდება, ვინ რომელ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრობს...

ასაკის ბრალია, კი :D და 5 წელში რა იქნება საერთოდ...


სხვა რამეა უყურადღებო და ყურადღება-გაფანტული მკითხველი და სულ სხვა რამეა ძალიან დიდი სიზუსტით მკითხველი, რომელიც წიგნს ზეპირად სწავლობს ლამის და აზრამდე მაინც ვერ მიდის. აი, თითქოს ყველა სცენა გესმის, ყველა ფრაზა გაიგე, მაგრამ საერთო ჯამში რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რომ ვერ ამბობ...


ორივე შემთხვევაში გადამკითხველი ხდები და ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენი წიგნი გადამიკითხვას... ან ჩემს თავს რას ვერჩოდი და ან იმ ავტორებს?!

იყო ისეთი წიგნებიც, რომლებშიც სხვა აზრი დამინახავს, სხვა ინტერპრეტაცია მიმიცია. საერთოდ, ძირითადად პოეზიასთან მიმართებაში მაქვს მსგავსი პოზიცია: მე რამდენიმე საწყალი ლექსი მაქვს დაწერილი და სულ ვაკვირდებოდი, რა სუბიექტურ პარალელს ავლებდა ხალხი ლექსებთან. მერჩივნა, საკუთარი თავი დაენახათ, საკუთარი ინტერპრეტაცია მიეცათ... ასე უფრო "ბევრდებოდა" ლექსი.

მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ: ჩემთვის ვაჟას დაჭრილი არწივი ყოველთვის იქნება ერთი დაჭრილი ფრინველთა მეფე და ვერასოდეს გავაიგივებ დაჭრილ საქართველოსთან, ან ქეიფისას მოჩხუბარ ვაჟასთან, როგორ სიმბოლიზმზეც და ალეგორიებზეც არ უნდა მიმითითონ. იმდენად რეალურადაა ის არწივი დაჭრილი, რომ ფანტაზიას გასაქანს ვერ ვაძლევ. თან ხომ შეიძლება ვაჟას ზუსტად ეგრე ეგრძნო და განეცადა ფრინველის ბედი? მთაში, ბუნებაში გაზრდილი ადამიანისთვისთვის შეუფერებელი აქ არაფერია...

ხანდახან ჩემი "გადამკითხავი მეს" მიერ ინტერპრეტირებული აზრი მირჩევნია დაშტამპულ "დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე..." ტიპის დიად, მაგრამ ჩემთვის გაუგებარ, სხვის იდეებს...

11.10.09

5 წიგნი

გამოცდების გადამკიდე ვეღარ ვკითხულობ იმდენს, რამდენიც მინდა. ბიბლიოთეკის საშვსაც ვადა აქვს გასული... ახლა 2 კვირაში მოვრჩები გამოცდებს და მექნება ცოთა მეტი დრო, იმედია. თან რაღაც მსუბუქი მინდა წავიკითხო, თან რომ დავისვენო და განვიტვირთო.

გუშინ ჩამოვწერე იმ 5 წიგნის სახელი, რომელთა წაკითხვაც აუცილებლად მინდა წლის დასრულებამდე და ვინაიდან, დღეს დაანონსებული პოსტების დღეა, აქაც ჩამოვთვლი ბარემ.
ესე იგი:


  1. 99 Francs -Frederic Beigbeder

    რატომ? - სხვა 2 წიგნი წავიკითხე ბეგბედერის და მომეწონა. მსუბუქიცაა და თან საყვარლად ცინიკოსობს. ეს წიგნი მისი საფირმო ნიშანია :)


  2. My Sister's Keeper-Jodi Picoult



    რატომ? - We love Drama :D ფილმის ტრეილერის ნახვის მომენტიდან მინდა წიგნის წაკითხვაც. ვიცი, რომ ტირილით მოვკვდები. ისიც ვიცი, რომ ბევრისთვის ბანაულურია მწერალი, რომელიც საცრემლე ჯირკვლებზე გვადგამს ფეხს, მაგრამ მე თუ მინდა? :D თან ლეიკემიის თემაზეა... მომეცით ცოტა ტრაგედია, ცოტა ოჯახური დრამა, ცოტა პირველი სიყვარული და უწი-პუწები და მე ვიქნები თქვენი წიგნის ფანი :D
    Anyway, შთაბეჭდილებებს აქ დავწერ მერე

  3. And the Hippos Were Boiled in Their Tanks-Jack Kerouac and William S. Burroughs.




    რატომ? - ბიტნიკების ღმერთის და ერთ-ერთი ვიცე-ღმერთის ერთობლივი ნამუშევარი. ამის არ-წაკითხვა შეუძლებელია. ბიტნიკებით ჩემი დაინტერესება აგერ უკვე 1,5 წელს ითვლის :D რა ბევრია, ხომ ? ჰოდა, ოლიმპის მთავარი 12 ღმერთის არ იყოს, მივყვები ნელ-ნელა Beat Generation-ის ლოკალური ღმერთების სიას და გავალ, როცა იქნება, ბოლოში.


  4. Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran - Éric-Emmanuel Schmitt



    რატომ? - ეს ადამიანი ძალიან ლამაზად და სევდიანად წერს ძირითადად ანტისემიტიზმის თემაზე. თუმცა, აქამდე მისი მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს წაკითხული. რამდენიმე მისი ნამუშევრის ეკრანიზაცია ვნახე ადრე, მათ შორის, ამ ზემოთხსენებული წიგნისაც და ძალიან მინდა წაკითხვა. ისე, რა უცნაურია: ხანდახან წიგნს მიჰყავხარ ფილმამდე. გვაინტერესებს, როგორი ინტერპრეტაცია მისცა რეჟისორმა იმ ფურცლებს, შენც რომ წაგიკითხავს და ხანდახან, ფილმიდან აგნებ წიგნს... ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა.


  5. Desert Flower- Waris Dirie



    რატომ?- წიგნი რამდენჯერმე შემხვდა ფემინიზმის განყოფილებაში. ასე ვეძახი იმ კუთხეს, სადაც ძირითადად, ქალების ცხოვრების, მათი ჩაგვრის, ემანსიპაციის მცდელობის შესახებ დაწერილი წიგნები იყიდება. ძალიან თუ გინდა გაბრაზდე მამრებზე, უნდა წაიკითხო 2 ასეთი წიგნი და აღშფოთების მთელი ცხოვრების დოზის კონსუმირებას მოახერხებ. ეს წიგნი ეხება female genital mutilation-ის თემას. ამ თემაზე ჩემს საკუთარ მოსაზრებას სხვა დაანონსებულ პოსტში ჩამოვაყალიბებ, მაგრამ აქ უბრალოდ, დავწერ, რომ მსგავს რამეებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, მითუმეტეს თუ ქალი ხარ. მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ქვეყანაში ასე არ ხდება,არ უნდა იყო გულგრილი. ჩვენს ქვეყანაში სხვა სახის "მდედრთა დაკნინება" ყვავის... ანუ, ამაზე ვრცლად იხილავთ სხვა პოსტში. აქ კი ვიტყვი, რომ ამ წიგნზეც ვიღნავლებ, სავარაუდოდ. :D





სულ ეს იყო :)

01.10.09

ლიტერატურული ანკეტა

ფორუმზე იყო ეს თემა გახსნილი.რამდენიმე კითხვა საერთოდ რა შუაშია, ვერ მიხვდები, მაგრამ na ja...

მეორე ვარიანტიც იყო, იმას ვერ ვპოულობ. პირდაპირ გადმოვაკოპირებ, პოსტის შემდეგ რამდენიმე ნიუანსი შეიცვალა, მაგრამ იყოს მაინც, ორიგინალი.
:)


1. რამდენ ხანს ანდომებთ 1 წიგნის წაკითხვას საშუალოდ

გააჩნია... ისე, უდროობის გამო დიდხანს მიწევს კითხვა...

2. რამდენი წიგნი მოგეძევებათ თქვენს ბიბლიოთეკაში

თბილისში დედაჩემი მჩუქნის ბევრს და აქ ჩემი კუთვნილი ფულით შეძენილი/ ნაჩუქარი მაქვს (მოიცა, დავთვალო :D 82)


3. რა ენაზე კითხვას ანიჭებთ უპირატესობას

ბოლო 5 წლის მანძილზე ძირითადად გერმანულად მიწევს კითხვა. ისე, ქართულს და გერმანულს, ალბათ.
გააჩნია, რუსული ნაწარმოები ორიგინალში მირჩევნია...

4. რა განცდა გეუფლებათ წიგნის კითხვას რომ ამთავრებთ

წიგნს გააჩნია. ხშირ შემთხვევაში რაღაც ისეთი, აი, დამშვიდობების სცენისას რომ გვაქვს...


5. გძინავთ თუ არა წიგნთან ერთად

თავთან ყოველთვის დევს ერთი წიგნი :D

6. კოცნით თუ არა წიგნს თუ მოგეწონათ
ჰმმ... არა...


7. რისი მიღება გსურთ წიგნიდან, პრაქტიკული ცოდნის თუ რამე უფრო ,,მაღალის”
- გააჩნია რას ვკითხულობ

8. კითხვის დამთავრებისას რა მდგომარეობაში ტოვებთ წიგნს, ბოლომდე ნახმარს უხმარს თუ საშუალოს
- თითქმის უხმარს.

9. წიგნების დამხევს და დამწველს, მიუსჯიდით თუ არა სარზე გასმას
- კი... და იმათაც, ჩასანიშნად გვერდს რომ კეცავენ :(

10. გიყვართ თუ არა წიგნიდან შეძენი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება და ვიზავის ჩაჭრა
- ჰმმ... ქვეცნობიერად ალბათ ვატარებ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში. იმედი მაქვს :D


11. როგორ ფიქრობთ, ლიტერატურა დრომ უნდა შეაფასოს თუ ადამიანებმა
- ადამიანმა...

12. კითხულობთ თუ არა ტრანსპორტში
-კი. ამ ბოლო დროს ძირითადად ტრანსპორტში :(

13. მოგიპარავთ წიგნი?
- ბავშვობაში და მთელი ბავშვობა დამიმახინჯა მაგ დანაშაულის გრძნობამ... ზოგადად, სახლშიც კი არ ვიღებ დაუკითხავად რამეს...

14. სტუმრად ყოფნისას პირველად ეცემით თუ არა მასპინძლის ბიბლიოთეკას?
- კიი და შემდეგ ყვავილებს, თუ აქვს მასპინძელს

15. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
- ვიწერ ხოლმე :უსერ: , მაგრამ ყველა არ მაქვს შემონახული...

16. კითხულობთ ჭამის დროს?
- კი, მაგრამ უფრო ხილის ჭამისას... ანუ, გამოდის, რომ ვჭამ კითხვისას.

17. ჩაგვარდნიათ წიგნში ტუალეტში?
არა :D

18. წიგნს რომ ვერ იგებ, გრძნობ თუ არა თავს დებილად?
- ხანდახან.

19. უყვები შვილებს, შეყვარებულს ასე შემდეგ ზღაპრებს, ლექსებს და ასე შემდეგ?
- ლექსებს თითქმის არასდროს, არ ვიცი მხატვრულად კითხვა. ზღაპრებს და მოთხრობებს კი...

20. რამდენი წიგნს აწევ?
-რიავიც

21. რამდენ წიგნს კითხულობთ ერთად?
- ჰმმ.. არ მიყვარს ერთდროულად რამდენიმე წიგნის კითხვა. მაგრამ ასეთი შემთხვევებიც მქონია. მაქსიმუმ 3.


22. გძულთ თუ არა სხვა მკითხველები?
- არა

23. რამდენ ხანს ატარებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტკაფეში ან მსგავს ადგილებში?
- ჰმმ...

24. მსუქანი ხარ გამხარი თუ სექსუალური?
- სადღაც შუაში, მგონი :D(ან მე მინდა ასე )

25. ამ კითხვებს რომ(თუ) კითხულობდი თან წიგნსაც კითხულობდი?
- არა

26. საყვარელი ნაწარმოებები და მწერლები
- უFF

26.08.09

When a woman writes

ტექნიკური საგნების კორიანტელში ხშირად განტვირთვის მიზნით, 5-10 წუთით გადავიკითხავ ხოლმე რომელიმე ჩემს საყვარელ ლექსს.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს პოეტი ქალების ლექსების კითხვა. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზუსტად აღვიქვამ შეგრძნებებს. :yesIamawomantoo: :D

დღეს ქეთი ხოსიტაშვილს ვკითხულობდი. ძალიან "ჩემი" პოეზიაა. უფრო მსუბუქი. უფრო თემებზე, რომლებსაც უკვე ძალიან ბევრი შეეხო და შეგრძნებებზე, რომლებიც უამრავ ქალში ყოფნის შედეგადაც არ ხუნდება...


ჰოდა, დავდებ აქ რამდენიმეს...
ადრე ვადევნებდი თვალს ფორუმზე მის თემას. მას შემდეგ რაც გათხოვდა, ნაკლები აქტივობა იგრძნობა :არარანამიოკიუფფ: :D

არადა, საწყენია...


***
სიმშვიდე, როგორც მეგობარი
თვალში ვედრება...
გვერდზე ოთახის
ღია კარი
ბინდში დედდება.
მთვარეს აკლია
ცოტა შაქარი _
ძველდება...
და მე ვუყურებ
დედაჩემი როგორ ბერდება.

ეს ლექსი სულ მასევდიანებს... მე ვერ ვუყურებ და მაგიტომ, ალბათ...


***

როცა შენიდან
ჩემი ტანი გამოვიტანე
ისე შემცივდა...
დედამიწა ვერ ავიტანე!


***
ღმერთო, რა მარტო ვარ!
ჰაერმაც დამტოვა...


***
ყველაფერი შეიცვლება
კარგად მერე,-
მხოლოდ თვალი დახუჭე და
დაიჯერე.


***
ცხვირსახოცი,
ნატვრის ხე -
შემეხე...

mmm... გემრიელი. არცერთი სიტყვა რომ არ აკლია და 100%-ით ამბობს 4 სიტყვაში ყველაფერს.
:love:


***

მთვარემ შემოყო
ფანჯრიდან თვალი
ფრთხილი და ბაცი _
ისე მიყურებს
როგორც ქალებს
უყურებს კაცი...


***

დრო ვერ მეხება,
შენ რომ მეხები...
ხელშესახები
ხდება სიჩუმეც...
შეგვიფარავენ
მთათა კეხები
და შენს მკლავებზე
მზის სხივს ვიწუნებ...


***
სიზმრის ნარევი
მოხვედი ჩემთან
და გამოქცევა
ჰგავდა სიყვარულს...
წუხელ ვიყავით
უსაზღვროდ ერთად
და დედამიწა
ჰგავდა მოპარულს...


***
გამოკვებილი ჩემი სხეული
შენი სიტყვებით,
შენი შეხებით...
ოთახში ვზივარ თვალახვეული
და გავსებული
სიცოცხლით ვტკბები.

***

მატკბობ შაქრიანი
მარწყვის მურაბებით,
ერთი ამოსუნთქვით
მინდა შეგერიო...
შენი ორი თვალის
სავსე ყულაბები
როგორ ამოგივსო,
როგორ შეგელიო...



აჰ, მიყვარს ასეთი თბილი და ტკბილი და სევდიანი შეგრძნებები...


:user:

15.08.09

დამაკოპირე...

ალბათ, ყველას დაგიჭერიათ საკუთარი თავი ან სხვა ჟესტების, მიმიკის, ხმის ტემბრის და ხანდახან კილოს გადაღებაში.
მე მაგალითად, ძალიან იოლად ვიღებ სხვის კილოს და ჟესტებს.
მყავს მეგობარი, ზურიკა, რომელიც ცხვირში ლაპარაკობს და საყუარელი კილო აქვს: რაღაცნაირი გაწელილი. ჰოდა, მაგასთან რომ ვარ, ეგრევე მეცვლება ხმის ტემბრი, ვიწყებ ცხვირში ლაპარაკს და ვწელავ ბგერებს :D

კახეთში რომ ჩავდიოდი მამიდასთან, 3 დღეში წმინდა კახური კილო მქონდა. სახლში ჩემებს აქვთ აფხაზეთის კილო. მართალია, ძირითადად ჩემს ჩვეულ კილოზე ვრჩები ხოლმე, მაგრამ დედაჩემს სულ სხვანაირად ველაპარაკები :D

მახსოვს, ერთხელ ჩემს მეგობარს შევჩივლე მეორე მეგობარზე, ჩემნაირად დაიწყო წერათქო. საშინლად გავღიზიანდი მაშინ. დაძაბული ურთიერთობა გვქონდა და არ მინდოდა, ჩემნაირი ყოფილიყო :D

ახლახანს ერთ-ერთ პირად საუბარში little sunny boy-სთან (რამე მოკლე სახელი უნდა მოვუფიქრო, დავიტანჯე :D) შევამჩნიე, რომ მაკოპირებს :D ანუ, გამოთქმები, შორისდებულები მოყავს, რომლებსაც აქამდე არ იყენებდა და რომელთაც ახლა იყენებს. მერე საკუთარი თავი დავიჭირე, რომ რამდენიმე ფრაზას მეც ვაკოპირებ. იდეაში, ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ხშირად გვიწევდა კონტაქტი, მაგრამ მერე ერთ წიგნს ვკითხულობდი body language-ზე და ჰოი, საოცრებავ, აი რას წავაწყდი: თურმე, ნუ იტყვით და ყველაფერში ისევ ჩვენი ქვეცნობიერია დამნაშავე, აბა სხვა ვინ იქნება?! როდესაც ადამიანს ეკონტაქტები და გინდა იგი შენს მიმართ პოზიტიურად განაწყო, ქვეცნობიერად იმეორებ მის ჟესტიკულაციას, ხშირად ხმის ტემბრსაც კი იღებ და ცდილობ "დაემსგავსო". ამ დროს ეს ადამიანი შენში "პოულობს საკუთარ თავს", ანუ მსგავსებებს და შენს მიმართ კეთილგანწყობა ერთი-ორად უმძაფრდება.

ამავე წიგნიდან გავიგე, რომ ადამიანები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ და ერთსა და იმავე "ტალღაზე" არიან მომართულნი, დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსებიან ჟესტიკუაციით, მიმიკით და ა.შ. აქედან ის საინტერესო დაკვირვება, როდესაც ხანდახან წყვილი დიდი ხნის ერთად ცხოვრების შემდეგ ერთმანეთს "ემსგავსება".

ამ ფენომენს ქალები უკეთ უღებენ ალღოს. ქალი 4-ჯერ უფრო მეტად ბაძავს მეორე ქალს კომუნიკაციისას, ვიდრე ერთი მამაკაცი მეორეს. ქალს ასევე უკეთ შეუძლია ინტუიციის დონეზე იგრძნოს, როდესაც ვიღაცა არ ეთანხმება მის მოსაზრებებს. ამ დროს იგი ქვეცნობიერად აანალიზებს უარყოფითად განწყობილი ადამიანის ჟესტებს და მიმიკებს და უმეტეს შემთხვევაში სწორადაც. მამაკაცები ამ წვრილმანებს იშვიათად აქცევენ ყურადღებას.

როდესაც ერთი ქალი მეორეს უსმენს, იგი დაახლოებით იგივე სახის მეტყველებას იღებს, როგორც მთხრობელი, თითქოს, მანაც იგივე გადაიტანა. ქალი საუბრისას ხმის ტემბრით და ჟესტიკულაციით ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მთხრობელისთვის სასაუბრო თემა. თუკი მამაკაცს ქალის მოხიბვლა სურს, სწორად ასე უნდა მოიქცეს. თუმცა აქ ვაწყდებით ერთ პრობლემას: მამაკაცებმა ევოლუციის მანძილზე ისწავლეს საკუთარი ემოციების დაფარვა, რადგან სხვა შემთხვევაში დიდი იყო საშიშროება იმისა, რომ მტრისთვის იოლად მისაწვდომები, დასამარცხებლები გამხდარიყვნენ. ამიტომაც მათთან საუბრისას ხშირად გვრჩება ასოციაცია იმისა, რომ ნიღბიანს ვესაუბრებით. თუმცა, რაღა თქმა უნდა, გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ მამაკაცებს ისეთივე ემოციები აქვთ, როგორც ქალებს, მათ მხოლოდ ამ ემოციის გამოხატვის სხვა გზა აქვთ არჩეული. :) :მთლადარდავღუპულვართსმაილი:

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მამრებს ჰგონიათ, რომ თუკი ისინი ემოციებს გამოხატავენ ხმის ტემბრის, მიმიკის, ჟესტების მეშვეობით, ისინი ქალებისთვის "რბილ მამაკაცებად" განიხილებიან. ამიტომაც ასეთი ცივი მოსმენის მანერა. მაგრამ, ჩვენი გამომკვლევები, რომელთაც თქვენ წარმოიდგინეთ და მეტი საქმე არ ჰქონდათ, რადგან ეს მათი პროფესიაა, კვლავ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ესეც სისულელეა და პირიქითაც: როდესაც მამაკაცი საუბრისას ქალის მიმიკებს "აკოპირებს", იგი აღიქმება ქალის მიერ როგორც განათლებული, საინტერესო და მომხიბვლელი.


ჰოოდა, მამრებო, გამოხატეთ ემოციები და გვაკოპირეთ წარმატებით... მაგრამ აქვე ერთი გაფრთხილება: არასოდეს დააკოპიროთ უარყოფითი ემოციები ;) ეს სიტუაციას ორმაგად დაძაბავს.

პ.ს. მეორე გაფრთხილება: თუ თქვენ ხელოვნურად ცდილობთ ამ მეთოდით ქალის მოხიბლვას და მას ეს ან სხვა წიგნი უკვე აქვს წაკითხული body language-ზე, ან სულაც ჩემი პოსტი მოხვდა როდისმე თვალში, მაშინ შეიძლება თქვენს ეშმაკობას ნაკლები ეფექტი ჰქონდეს. :P მთლად შტერებიც არ ვართ :D




პ.ს. ეს სიბრძნე მივიღე და გადმოვეცი წიგნიდან:
Die kalte Schulter und der warme Händedruck- Allan & Barbara Pease

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates