Posts mit dem Label წინა სა-Vordiplom-ო ღაღადი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label წინა სა-Vordiplom-ო ღაღადი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

17.10.09

რა სარგებლობა მოაქვს ჩაბარებულ Vordiplom-ს

ეს იქნება ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი ამ კონკრეტულ გამოცდებზე. 3 თვეა თემა ლაიტმოტივად გასდევს ბლოგს. ბევრი მგულშემატკივრობდა ბლოგერულად, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა. თქვენ არ იცით, რა ჩაიდინეთ (პოზიტიური გაგებით :D) :*

ამ პოსტიდან 3 თვე გავიდა და მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ როგორ მიუწვდომლად მეჩვენებოდა... ახლა კი, მეორადის ერთი გამოცდაღა დამრჩა და ოფიციალურად გადავდივარ ვიწრო პროფილის არჩევის რეჟიმში :)

აღარც მინდა წინა წლის ოქტომბრის გახსენება, როდესაც მეგონა, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. ამ წუთას სრულიად ძალაგამოცლილი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ღირდა... :)

ეს გამოცდები რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი?
სანამ LMU-ში თითქმის ყველა სპეციალობა გადავიდოდა Bachelor+ Master სისტემაზე, არსებობდა Diplom. სპეციალობას ეუფლებოდი 5 წლის განმავლობაში. ბაკალავრისგან განსხვავებით, არ გქონდა წნეხი, 1700 საგნის ერთად ჩაბარებისა და 3 წელში 5 წლის მასალის ჩატევის. გქონდა საშუალება, აგერჩია, რომელი საგნის ჩათვლას გააკეთებდი. სამაგიეროდ, ყველა გავლილ საგანში 5-6 სემესტრის შემდეგ გქონდა ზეპირი გამოცდა. თუ ამ გამოცდებს ჩააბარებდი, გქონდა უფლება ვიწრო პროფილი აგერჩია და დარჩენილი 2,5 წელი გესწავლა დიპლომის დაცვამდე და იგივე სახის ზეპირ გამოცდებამდე. ასეთი სახის გამოცდა არ აქვთ ბაკალავრებს. ისინი წარადგენენ ყველა ჩათვლას და თავისუფლდებიან შუალედური გამოცდებისგან. ბაკალვრი+ მასტერის შემოღება ცალსახად ფულის დაზოგვის დიადი მცდელობაა, რომელიც უშუალოდ გადადის სტუდენტების ნერვებზე. :D მე მქონდა ბედნიერება, მომესწრო და ჩამებარებინა Diplom Medieninformatik-ზე :P ბაკალავრებს რომ ვუყურებ, გული მისკდება :D რაღაც გადაფრენით აბარებენ საგნებს. თუმცა, შეუმცირეს პროგრამა და სემესტრის ბოლოს მხოლოდ დიპლომის სტუდენტები ვისმენთ ხოლმე დამატებით ლექციებს, რომლებიც გამოცდაზე ჩვენთვის მოვა.


ჰოდა, სწორედ ეს გამოცდები მქონდა. ჯერ რომ დავეშვი საერთოდ, უნდა მქონოდა მინ. 9 ჩათვლა სხვადასხვა საგანში, რომლებსაც წერითი გამოცდების ჩაბარებისას ვიღებდი მთელი ამ სემესტრების განმავლობაში. შემდეგ საგნები მოათავსეს 5 დიდ ბლოკში და თითო ზეპირი გამოცდისას მცდიდნენ 2-3 საგანში.

და მგონი, გავედი ბოლოში :D


ბოლო მონაცემებით ჭრილში მყავს 2,3... ეს ფრიად კარგი შედეგია.

პოსტის სათაურს რომ დავუბრუნდეთ, ამ ჩაბარებულ 4 გამოცდას და ჭრილში მიღებულ ნიშანს მოაქვს ის სარგებლობა, რომ 4,0-იც რომ მივიღო ბოლო გამოცდაში, საბოლოოდ მაინც კარგი ნიშანი მეყოლება მთლიან Vordiplom-ში. (აქაური სისტემა 1,0= ჩვენი ხუთიანი, 2,0=ჩვენი ოთხიანი და ა.შ. 4,0= ჩვენი სამიანი და 5,0= ჩაჭრა :D თითო ნიშანი იყოფა კიდევ სამ ნაწილად... ცოტა რთული სისტემაა)


მთლიანად ჩაბარებულ Vordiplom-ი მიხსნის ვიზის გაგრძელებისას ბიუროკრატების წუწუნისგან. ასევე მაძლევს საშუალებას, აუღელვებლად გადავიდე სწავლის შემდეგ და ბოლო ეტაპზე. ბევრი კარგი სამსახურის ძებნისას ჩაბარებული Vordiplom-ი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ყველაზე მთავარი, მაგრამ ჯერ გაურკვევლი პლიუსი კი მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება... შეეეიძლება, თუ ძალიან გამიმართლებს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი "მოსტიპენდიო" ფულადი დახმარება მივიღო. სტიპენდია სხვა სფეროა, პრინციპში. ამ შემთხვევაში თვიურად გერიცხება რაღაც თანხა ანგარიშზე, რომელიც სწავლის დასრულების და შენი პროფილით მონახული სამსახურის შოვნის შემდეგ უნდა დაუბრუნო სახელმწიფოს(თუ არ ვცდები სრულად არა... უნდა გავარკვიო). გუშინ გავიგე, რომ ეს ეტაპი გავლილი უნდა მქონდეს, განაცხადი რომ წარვადგინო... ჰოდა, ვცდი... ჩემი რა მიდის :D


ყველაზე დიდი სარგებლობა ამ გამოცდების ჩაბარებამ მოუტანა ჩემს თვითშეფასებას და სულიერ სიმშვიდეს. ახლა ერთით ნაკლები პრობლემა მაქვს, რაც თავისთავად ძალიან კარგია.


ჰოდა, ბოლო გამოცდაში რომ არ ჩავიჭრა მოულოდნელად, უნდა დავჯდე ახლა და 4 წიგნი + დაახლოებით 12 სტატია უნდა წავიკითხო და დავამუშავო... თქვენ კი, დიდი და დიდზე დიდი მადლობებეი და 2kiss-ები თანადგმოსთვის :*

26.09.09

Shit... Shit... Fuck... Fuck

წინასიტყვაობა: ვისაც ყელში ამოუვიდა ჩემი გამოცდების თემა, ოქტომბრის ბოლომდე ნუ შემოვა. :D sorry, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი 2 თვე მაქვს და რამეთუ ეს ბლოგიც პირადია, აქაც აისახება. მამენტ, crush-ებზე წუწუნს არ ჯობია? :D აქვე გამახსენდა და სანამ მთავარ თემაზე გადავალ, ბარემ დავწერ: ვინმე ხომ არ შემეყვარებინა? ჰა? და მერე მეწუწუნა... :boli:



ბრრრრ...

ჩემი თავი რომ დავიჭირო და კარგად ვცემო, ხომ არ იქნება ვინმე წინააღმდეგი?
ძალიან ცუდად დავგეგმე მეცადინეობის დრო საგნებისთვის. ეს საგანი, რომელიც 29-ში მაქვს, მივაფუჩეჩე, პრაქტიკულებს კარგად ვაკეთებდი თავის დროზე და ვიფიქრე,არ გამიჭირდება-მეთქი.
ლოლ, ნეტა რითი ვფიქრობდი? :mad:

ძააალიან დიდი მასალაა და ძალიანი სასტიკი და საიდან დავიწყო, ისიც არ ვიცი. დავმჯდარიყავი პატიოსნად და სექტემბერში სხვა საგნებს რომ წინასწარ ვარჩევდი, ესეც მიმეყოლებინა. brrr...

თან კათედრის გამგესთან მაქვს გამოცდა და თუ ამახვევინა საერთოდ, მერე მიტირეთ ბოხი ხმით (c)Doloress

ვაიმე, ვაიმე :D
ახლა ავდგები და უბრალოდ დავიზეპირებ რაღაცეებს :D მე რომ რამეს დავიზეპირებ :D


მაგრამ, სანამ სამშაბათი მოვა, კიდევ მაქვს დრო :vik:




Yeap, I will :D




პ.ს. Youtube-ს წყევლა და შეჩვენება, ამ ვიდეოებსაც თუ დაუბლოკავს ჩამატების ფუნქციას!!!

22.09.09

The Moment of Truth II და სხვა Random ჭეშმარიტებები


  • ჩემო ლექტორო, რა მოხდება, რომ ხვალ მონიტორები, სემაფორები და flip-flop-ები არ გაგახსენდეს? ჯანდაბას, თეორიულად გაგახსენდეს, მაგრამ ჯავა პროგი არ მომთხოვო, რააა...
    :user:
    FUCK, იმხელა მასალაა, რომ სანამ ბოლოში გავდივარ, თავი მავიწყდება :D


  • YOUTUBE SUCKS! :mad: რამდენი ვიდეოც ჩავამატე ბლოგზე, იმდენზე საავტორო უფლებები გაახსენდათ 2 კვირაში. მოაშორონ საერთოდ ეს ჩამატების ფუნქცია მაშინ.


  • თავი უნდა დავანებო ადამიანებში იმის ძებნას, რაც მათში არ მოიპოვება :D რით ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ არაბუნებრივი სიტუაციები მკლავს?! :D


  • ზემო პუნქტი ჩემს საკუთარ თავთან მიმართებაში რომ შემოვატრიალო: სად წავიღე ის "მე", რომელიც Just, ისეთი იყო, როგორიც იყო, ფილოსოფიით: "არავის არ ვერგებით და არ ვცდილობთ არავის მორგებას... if (perfect match) then {super;} else {skip;} ?" ჰო, ფილოსოფია იყო პოლიმორფული :D ყველანაირ მოდელზე მიდიოდა, დაწყებული ნათესავებით, გაგრძელებული მეგობრებით და დამთავრებული ინტერესის სფეროში მოხვედრილი მამრებით. :D

  • მაგრამ მაინც კარგია, რომ რაციონალური ვარ, როცა მჭირდება და ისიც, რომ სიტუაციების კონტროლი ვისწავლე: იქ, სადაც რაიმე ზებუნებრივი ძალები, ტიპა ზევსი, ბუდა და Co. არ ერევიან, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ.


  • არ მგონია ასაკს მოჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პოზიტივი ამ წუთას ჩემთვის ისაა, რომ როგორც წესი, ძალიან ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა არა; რომელი სურვილია უტოპიური და რომლისთვის ღირს ბრძოლა. პრინციპში, საკმაოდ ადრე გამივითარდა ეს გრძნობა და სულ მიკვირს ადამიანების, რომლებმაც არ იციან, რა უნდათ და რატომ უნდათ...


  • კიდევ, სუფთა ქართული თვისება მაქვს: რამდენადაც ისტორიიდან მახსოვს, ჩვენ რაღაც დიადი დამპყრობლური მიზნები არასოდეს გვქონია. ფაქტიურად ყველა ომი თავდაცვის ან წართმეულის დაბრუნების მიზნით გადაგვხდა. შეიძლება იმიტომაც, რომ სხვა რამის ტრაკი არასდროს გვქონდა.. რიავიც... ჰოდა, გენებით გადმომეცა, ეტყობა: only fighting for what's mine... :D ცოოტათი ლუზერი ერი ვართ :D


  • და ხო, ისა, მაღიარეთ: ჩემში მდედრული სოლიდარობა ყვავის :bis: :bis:



:D

წავედი, გავაგრძელე მეცადინეობა, თუ რაც ჰქვია :D

14.09.09

The Moment of Truth I

ა.კ.ა. ფორუმ.გე-ს მშობელთა კლუბში რომ იხსნება თემები:"წ###ბს ვღვრი, წავედი სამშობიაროში", სადაც ის სამი სიმბოლო ცენზურდება, რანაირი კოდია :D

ჰო, წყლებს არ ვღვრი, კიდევ კარგი. ეგღა მაკლდა ახლა სრული ბედნიერებისთვის, როცა 2 საათში გამოცდის ჩასაბარებლად უნდა გავეშურო :D


დავა-update-ებ, თუ ჩავაბარე.

თუ ვერა- ამაზე ჯერ არ მიფიქრია...

ესე იგი, მთავარია:

1. ყველაფერი წავიღო, რაც მჭირდება

2. გერმანული არ დამავიწყდეს და ძალიან საგრძნობლად არ ვიკანკალო (ნერვიულობისას ისე ვკანკალებ, რომ კბილების ჭახა-ჭუხის ხმა ისმის ხოლმე) :D

3. გული არ ამერიოს... მას შემდეგ რაც ავდექი, სახლი გადავჭამე, მალე კედლებს მივადგები...

4. არ დამავიწყდეს აბსტრაქტული კლასების თავისებურებები :D

5. არც Interface-ების

6. არც AVL-ხეების...


ვაიმე, რა შარში მაქვს თავი გაყოფილი, იმჰო

;(




UPDATE:
კხმმმ... თქვენმა პოზიტივებმა, ჩემმა მეცადინეობამ და კიდევ ჰომეოპატიურმა წამალმა, რომელიც გამოცდამდე გადავყლაპე და რომელმაც, მგონი დამამშვიდა, გამოიწვია ნიშანი:

1,3.



:juhuuuuuu:


ქართული სისტემით, მივიღე 5- :D

ანუ, თითქმის 5 :D


ძალიან, ძალიან კარგი შედეგია.



მომავალ წუწუნამდე და გამოცდამდე :P

11.09.09

Das ist nicht gut

ganz und gaaar nicht

:(

კიარადა, ეს არის ჩემი ყველაზე ხშირად ხმარებადი წინადადება :D

ჰოდა, ვაიმე, ვაიმე....

პანიკა მაქვს... ორშაბათი მოდის და 15:30-ზე მაქვს პირველი გამოცდა და ფათაააახ....

აი, ისე მეშინია, ისე, რომ ვერც აღვწერ...


ორშაბათს მაგ დროისთვის ყველამ გამომიგზავნეთ თქვენი პოზიტივი :user: (საქართველოს დროით 17:30, რომ არ აგერიოთ :P)



ახლა არ ვიცი, კვირა საღამო განტვირთვაში გავატარო, თუ კიდევ ერთხელ გადავხედო ყველაფერს? ძალიან არ დავიძაბო-მეთქი, ვორჭოფობ...

ესე იგი, არსებობს სამი ადამიანი, რომელიც ასეთ დროს ყველანაირად მამშვიდებს:
1. მამაჩემი- ლოგიკით "არ ინერვიულო. ჩააბარებ და თუ ვერ ჩააბარე, მერე რა??? თუ ასე ინერვიულე და მოკვდი, რაღად გენდომება მერე დიპლომი?!" :Iadoremydad:

ერთხელ კოლოქვიუმისთვის ვსწავლობდი და ძააალიან ვნერვიულობდი. თან ვერ ვასწრებდი და დედაჩემმა თავი გაიგიჟა, გაათენე და იმეცადინეო. მამაჩემმა კიდევ, რომ ნახა, რომ გაჭედვის პირას ვიყავი: კოლოქვიუმის თავზეც გავიარეო, დაიძინე ახლა, ხვალ მიდი და თუ ისეთი ბილეთი შეგხვდა, რომელიც იცი, დაწერე, თუ არა და გადააბარებო. ნახა ამანაც პრობლემაო :D

ჰოდა, ეგრე მოხდა ზუსტად და მშვიდად გამოვედი აუდიტორიიდან, მამაჩემის დაბრო ხომ მქონდა, დაწერილი კოლოქვიუმი თუ არა? :D


2. დოლორესის ბიოლოგიური და ჩემი სულიერი დედა, ანუ ნინო. უუუმშვიდესი ქალი, რომელიც ყოველთვის ისე დაგმუხტავს, რომ შენს თავში აღმოაჩენ არარსებულ რესურსებს და გამოიყენებ ბოლომდე :D

3. ადამიანი, ყვეეელაზე მშვიდი ხმით მსოფლიოში (სანამ წყობიდან გამოვიყვან :D), გადამდები სიმშვიდით, რომელიც იიიისე სასტიკად მენატრება, რომ ნარკომანი ადამიანისთვის წამალზე უარის თქმა ჟურნალია ამასთან, იმჰო...


ამ შუაღამეს მამაჩემს ვერ გავაღვიძებ... ვერც ნინოს... მშვიდს ვერ/არ... ჰოდა, წავჩანჩალდი ასეთ აფორიაქებულ ნოტაზე საწოლისკენ მე...



პ.ს. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგადად, აფორიაქებული და მოძრავი და ნერვიული ადამიანები, მაგ. ისეთები, როგორიც მე ვარ, ჰაერივით საჭიროებენ მშვიდ ადამიანებს გვერდით?

01.09.09

ყურით მოთრეული პოზიტივი

პირველ გამოცდამდე დარჩა 13 დღე.
ლოგიკურად დამეწყო პანიკური შემოტევები. ძააალიან მეშინია, აი ისე, რომ ადამიანები რომ მელაპარაკებიან, ვერ ვუსმენ... სულ იმაზე მეფიქრება, რამე რომ დამავიწყდეს, გერმანული სიტყვა რომ დამავიწყდეს, ვაიმე, რომ დავიბნე და ეგეთები...

ჰოდა, აუცილებლად მჭირდება პოზიტივი ასეთ დროს. ვინაიდან და რადგანაც სულიერი არსებები არ მიქმნიან განწყობას, მოვიფიქრე ახალი მეთოდი: მე შევუქმნი ჩემს თავს განწყობას! ვოტ! :D

ჰოდა, დილით (ყველაზე ადრე 12 საათზე) რომ ვდგები,იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე ისევ ჩემი პიჟამით ვიარო და წინ აღმართულ ხარაჩოებზე მოარულ მუშებს მივცე საბაბი, მოიფიქრონ 100 პატარა დეტალი, რომელიც მაინცდამაინც ჩემი ფანჯრის წინ უნდა გააკეთონ, საიდანაც ჩანს, როგორ დავმოძრაობ მოკლე შორტებით და გამჭვირვალე მაისურით, ვიცვამ და ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს. იმჰო, მაკიაჟს ვიკეთებ მხოლოდ მაშინ, როდესაც გავდივარ სადმე. სახლში რომ ვარ, თმასაც უბრალოდ ისე ვიწევ ხოლმე... გამართლების პონტში მქონდა, მაინც მარტო ვარ სახლში, ვინ უნდა დამადგესთქო :D
ჰოდა, ეს ბოლო 3 დღე ვამჩნევ აშკარად, რომ დიახაც მოქმედებს პოზიტიურად. მერე რა, რომ მარტო ვარ სახლში... ნახ. თუ ვინმე არ მნახავს წარბებაპრეხილს, ჩემს თავს ხომ მოვწონვარ? :ნარცისი:

ჰოდა, ამ ყველაფერს აგვირგვინებს ყავა... მმმმ.... პლიუს კარგი მუსიკა, ოღონდ შედარებით ხმადაბლა და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დავჯდე და მთელი ამ ქალური პოზიტივის დახმარებით გავარჩიო ალგორითმების თავისებურებები ლექციიდან, რომელიც არის სასტიკად რთულად დაწერილი, რომელსაც ვარჩევდი გუშინ მთელი დღე, მაგრამ რომელსაც დღეს მაინც გავარჩევ, no matter what...

ვოტ!

30.08.09

I could never be your woman (?)

ჰაჰ...


აი, თუ არა :D
ეს არის "პასუხი ფილმს-Prime" :D
კარგი, ჰო, ვაღიარებ, რომ ისეთი კარგად გადაღებული პასუხი არაა, მაგრამ მშვენივრად ამტკიცებს ყველაფერს, ვოტ!
არ გავიგო აქ ეს ფილმია და ბლეფიაო, ცხოვრებაში ასე არ ხდებაო და ა.შ.
დიახაც, რომ ხდება :D







ახლა გამაგდეთ, რომ ვიმეცადინო. just, ეს უნდა დამეპოსტა რა.

26.08.09

When a woman writes

ტექნიკური საგნების კორიანტელში ხშირად განტვირთვის მიზნით, 5-10 წუთით გადავიკითხავ ხოლმე რომელიმე ჩემს საყვარელ ლექსს.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს პოეტი ქალების ლექსების კითხვა. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზუსტად აღვიქვამ შეგრძნებებს. :yesIamawomantoo: :D

დღეს ქეთი ხოსიტაშვილს ვკითხულობდი. ძალიან "ჩემი" პოეზიაა. უფრო მსუბუქი. უფრო თემებზე, რომლებსაც უკვე ძალიან ბევრი შეეხო და შეგრძნებებზე, რომლებიც უამრავ ქალში ყოფნის შედეგადაც არ ხუნდება...


ჰოდა, დავდებ აქ რამდენიმეს...
ადრე ვადევნებდი თვალს ფორუმზე მის თემას. მას შემდეგ რაც გათხოვდა, ნაკლები აქტივობა იგრძნობა :არარანამიოკიუფფ: :D

არადა, საწყენია...


***
სიმშვიდე, როგორც მეგობარი
თვალში ვედრება...
გვერდზე ოთახის
ღია კარი
ბინდში დედდება.
მთვარეს აკლია
ცოტა შაქარი _
ძველდება...
და მე ვუყურებ
დედაჩემი როგორ ბერდება.

ეს ლექსი სულ მასევდიანებს... მე ვერ ვუყურებ და მაგიტომ, ალბათ...


***

როცა შენიდან
ჩემი ტანი გამოვიტანე
ისე შემცივდა...
დედამიწა ვერ ავიტანე!


***
ღმერთო, რა მარტო ვარ!
ჰაერმაც დამტოვა...


***
ყველაფერი შეიცვლება
კარგად მერე,-
მხოლოდ თვალი დახუჭე და
დაიჯერე.


***
ცხვირსახოცი,
ნატვრის ხე -
შემეხე...

mmm... გემრიელი. არცერთი სიტყვა რომ არ აკლია და 100%-ით ამბობს 4 სიტყვაში ყველაფერს.
:love:


***

მთვარემ შემოყო
ფანჯრიდან თვალი
ფრთხილი და ბაცი _
ისე მიყურებს
როგორც ქალებს
უყურებს კაცი...


***

დრო ვერ მეხება,
შენ რომ მეხები...
ხელშესახები
ხდება სიჩუმეც...
შეგვიფარავენ
მთათა კეხები
და შენს მკლავებზე
მზის სხივს ვიწუნებ...


***
სიზმრის ნარევი
მოხვედი ჩემთან
და გამოქცევა
ჰგავდა სიყვარულს...
წუხელ ვიყავით
უსაზღვროდ ერთად
და დედამიწა
ჰგავდა მოპარულს...


***
გამოკვებილი ჩემი სხეული
შენი სიტყვებით,
შენი შეხებით...
ოთახში ვზივარ თვალახვეული
და გავსებული
სიცოცხლით ვტკბები.

***

მატკბობ შაქრიანი
მარწყვის მურაბებით,
ერთი ამოსუნთქვით
მინდა შეგერიო...
შენი ორი თვალის
სავსე ყულაბები
როგორ ამოგივსო,
როგორ შეგელიო...



აჰ, მიყვარს ასეთი თბილი და ტკბილი და სევდიანი შეგრძნებები...


:user:

01.08.09

ვსe, მორჩა :D

მორჩა სემესტრი. დასრულდა წამება, თითქმის. მხოლოდ ორი მოკლე რაღაც და ეგაა...

ჰოოოდა, გუშინ ძალიან ისეთი დღე იყო: ბოლოჯერ მივედით პრაქტიკაზე გამოცდამდე. ვინაიდან ის ტიპი შვებულებაში მიბრძანდება. ჰოდა, ყველაფერი უნდა მოგვესწრო.

რამდენჯერაც შემოვიდა, იმდენჯერ რაღაც სხვანაირად მოუნდა ყველაფრის გადაკეთება. ანუ, დისტანციურზე ხან ერთ ღილაკზე უნდოდა მანქანის სისწრაფის დარეგულირება, ხან მეორეზე. მამენტ, ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც დავიღალე.

(საუბარია ამ დისტანციურზე)


ჰოდა, ჩემი მეწყვილე რომ წავიდა, კიდევ ერთხელ შემოიხედა და ბოლომდე სანამ არ გამამართინა პროგი, მანამ არ წავიდა :D ლოლ, და ძალიან საყვარლები ვიყავით, რაღაც დააპროგრამა და არ იყო სწორი და ჰმმმ... ესეთები რო ვუყურებდით და მე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ძალიან ვიამაყე თავით. თან ვუთხარი, რა სასიამოვნოა, რომ შენც გეშლებათქო :D

ძალიან უშუალოა ხოლმე, როდესაც თავის საქმეზე ფიქრობს და ძალიან კარგ აურას ქმნის იმისთვის, რომ დაჯდე და შენც იფიქრო.

მერე, რომ მოვრჩით, წამო ახლა და დაბლა ჩავიტანოთ, ვატაროთო... აქ დამერხა: საერთოდ ჩაინიკი ვარ თამაშებში, Facebook-ის ფეთსაც ვერ ვათევზავებ, რა wii-ს მანქანის ტარებაზეა საუბარი. მარამ მაინც ვატარე და რა სასაცილო იყო: ლექტორი და სტუდენტი შუა ჰოლში ატარებენ მანქანას :D
და ჩემთვის ორმაგად საამაყო და რაღაც ისეთი შეგრძნება, რომ ეს მანქანა რომ დადის, ჩემი დამსახურებაა (ნუ, იასნა, მთლად ჩემი არა, ჯგუფური სამუშაო იყო და ეს ტიპიც დაგვეხმარა).

მიყვარდა ჩემი თავი მთელი დღე. ახლა მთავარია შუქებიც დავუპროგრამოთ და ის ზეპირი გასაუბრება ჩავაბაროთ იმ ტიპთან და juhuuuuu :D მოვრჩებით :D




კარგი სემესტრი მქონდა. მეორე საგანში რაღაც პროტოტიპი უნდა გადაგვეღო ჩვენი პროექტისთვის და ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა ჩვენი, სადაც ბრმის როლი შევასრულე :D ჰოდა, საუკეთესოებს ლექციის ინტერნეტ გვერდზე დადებენ... juhuuuu :D

მაგრამ ახლა შემდეგი გამოცდები და ვაიმე, დედი, ნერვიულობები... და ჯერ არ დამიწყია სერიოზულად, ხვალიდან უკვე, უნდა ჩავუჯდე ძალიან დიდი მოტივაციით...

წინა ორი დღე sweet word-ების შეგროვებას მოვანდომე :P

და აღმომიჩინეს, რომ საერთოდ არ მაქვს სინაზის აღქმა, რადგან my beautiful flower-ით რომ მომმართოს ვინმემ, შეიძლება იქვე გონება წამერთვას სიცილისგან... რა ყვავილი, ბიძაჩემო :D :D
:mo:
გოგოებმა დააკომენტეთ რა, რა აზრის ხართ ამ შედარებაზე :chuckle: :D იმედია, მხოლოდ მე არ ვარ ფრიკი :D
თუმცა, უნდა ვაღიარო, ბოლოს საკმაოდ კარგი რამეები დაგვიგროვდა... :blush: already missing it all :user:


ჰოდა, გავედი ახლა, იმ იმედით, რომ ხვალ აუზზე წავალ და სანამ აუზზე წავალ, რამეს ვიმეცადინებ. სუ თავში უნდა ვურტყა წიგნები ჩემს ესოდენ ზარმაც თავს :D

16.07.09

დედა სამშობლო... კხმ... კიარადა, გამოცდები გვიხმობს

ესე იგი, სემესტრი არ დამთავრებულა.
კიდევ ერთი საგანი და ერთი პრაქტიკა მაქვს ბოლომდე მისაძევებელი, მაგრამ ხვალიდან უკვე ვიწყებ მეცადინეობას დიადი Vordiplom-ისთვის. მათთვის, ვინც არ იცის: ეს არის შუალედური გამოცდები, სადაც ზეპირი სახით ვაბარებ ყოველივეს, რაც I კურსიდან მოყოლოებული მისწავლია. დიდი ქაუნტდაუნიც დავდე ბლოგზე 4 გამოცდისა (მეხუთე გამოცდა მეორადში მაქვს და როგორც წესი, გვიან დამინიშნავენ. ალბათ, ოქტომბერში, როდესაც სემესტრი იქნება დაწყებული, რაც იმას ნიშნავს, რომ juhuuuuuuuuu, წელს არ მეღირსება დასვენება... :D). ჰო, Google-Aufgabenplanner-ზეც შევადგინე ხვალინდელი განრიგი, თუ რომელ საგანს რამდენ დროს დავუთმობ. :D არადა, ჩემი თავის ამბავი ხომ ვიცი, როცა ეგრე ვადგენ განრიგს, ყველაზე არაეფექტურად ვხარჯავ დროს :D


ჰოდა, იმისთვის ნამდვილად არ შემოვსულვარ, რომ დაგემშვიდობოთ, აგერ უკვე 16-ო Follower-ო... ააარა... მე ხომ ყოველთვის გამოვნახავ ამ 2 თვის მანძილზე რაიმე უაზრო თემას, რომელსაც "უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება კაცობრიობისა და ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის" და რომლის დასაპოსტად გამოყოფილი დრო, ნამდვილად მეპატიება... მერე რა, რომ ეს ისე ხშირად მოხდება, რომ გამოცდები ვიღას ეხსომება :D



ჰოდა, Please...Please... "წადი, გოგო, იმეცადინე" და ეგეთი მარაზმები არ ისაქნათ რა... :user: ჩემი გამჭირვებია.... just, be there :user:



პოსტების ამ სერიამ უდავოდ დაიმსახურა საკუთარი ლებელი, იმჰო

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates