მე ვარ Chaotic და ვარ დამწყები კლაუსტროფობი :D
ალბათ, ასე გავეცნობოდი Self-Help-Group: We are not afraid of spaces. In fact, we love spaces... big ones :D
ჰოდა, არ მიყვარს ლიფტები,
პატარა, უფანჯრო ოთახები,
უფანჯრო აბაზანები, თუკი კარის გაღების და ისე ბანაობის შანსი არაა...
მაგრამ ნუ, ისეც არ ვპანიკდები, რომ შოკში ჩავვარდე.
თუმცა, ლიფტის თუნდაც 2 წამით გაჩერება იწვევს ჩემი გულისცემის გახშირებას და ყველა პანიკისთვის დამახასიათებელი სხვა მაჩვენებელის გააქტიურებას.
ამაზე აუცილებლად დავბლოგავდი, დარწმუნებული ვარ. იმასაც დავწერდი, რომ ჩემი ფანჯარა სულ ღიაა, რადგან ძალიან პაწუა ოთახში ვცხოვრობ და არ მსიამოვნებს ჩაკეტილობა. მაქვს ბედნიერება ვცხოვრობდე 12-ე სართულზე და უზარმაზარი ფანჯარა მქონდეს. გადავყურებ ძალიან მაღალ ხეებს ზემოდან და მმმ... გემრიელად ვარ.
ნუთუ?
ეს ყველაფერი იყო მარტამდე. მომიტევეთ ზმნის აწმყო დროში ხმარება. მარტიდან, თუ აპრილიდად ვჯერდები ამ ხედს. ხომ არის კლაუსტროფობის ოცნებების ფრთაშესხმული ვარიანტი?!
და უკვე ცუდად მხდის. ფანჯარა მაინც ღია მაქვს, მაგრამ რა ხეირი :(
ამინდის შესახებ ცნობებს მაწვდის ეს ღრიჭო
ცდომილება: 80% :D
და რად მინდოდა ეს ყველაფერი? მშვენივრად მყოფნიდა ის ძველი ფანჯრებიც...
დეკემბრამდე ასე იქნებაო :(
თუმცა, წინა ფასადზე დაშალეს უკვე ხარაჩოები და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს მხარესაც ეშველება უფრო მალე...
p.s. წავედი, თმები მაინც შევიღებო, თორემ გადამივიდა წითელი ფერი :D
p.p.s დამიბრუნეთ ეს ხედი
:mo:
