Posts mit dem Label მამა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მამა werden angezeigt. Alle Posts anzeigen

30.07.11

10 day challenge - Day 1

Ten things you want to say to ten different people right now.

  1. ქალს მეტროში, რომელმაც მკითხა, რას ვკითხულობდი: ბოდიში, რომ მხოლოდ სათაური გითხარი და წიგნის ყდა მოგიშვირე. უფრო მეტი უნდა მეთქვა Coupland-ზე. სულ მცირე, Generation X მაინც უნდა მეხსენებინა.
  2. კბილის ექიმს, რომელმაც სიბრძნის კბილები ამომიღო: Fuck You, ანტიბიოტიკის არ გამოწერისთვის!
  3. ჩემს ნათლულს: Happy birthday, babe :* (სანამ გამოვაქვეყნე, კი გადაცდა 29 ივლისს, მაგრამ მაინც).
  4. მამაჩემს: პრივატ-ბანკი "პაპა" რომელ საათებშია ღია? :D (yeap, მამაჩემისთვის არცერთს ცხოვრებაში არ მიგვიმართავს "მამა"-თი, ან "მამიკო"-თი).
  5. ჩემს უფროსს: ერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც უფრო ეროვნულ სენს უნდა დავაბრალოთ, ყველაზე მაგარი შეfი ხარ, ვინც კი ოდესმე მყოლია!
  6. ჩემს ახალ მეზობელს, რომელიც 2 დღეში გადმოდის: შენი წუწუნი და კარებზე კაკუნი არ გავიგო, ღამით მუსიკის ხმაზე!
  7. ჩემს მეგობარს, რომელთანაც გავედი სტუმრად, მთელი კვირის განმავლობაში სახლში გამოკეტვის შემდეგ: მადლობა, წკიპზე მომისწრო განტვირთვამ! :) აქვე გთაგავ და გამომყავხარ ბლოგერული კომიდან :D
  8. შონდა რაიმსს: გრეის მეექვსე სეზონის ფინალის შემდეგ შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა... დაწერო, რაც გინდა... "მოკლა", ვინც გინდა.... თუნდაც, იზი დააბრუნო (რასაც სასტიკად არ მივესალმები), ყველაფერს გპატიობ, იმჰო!
  9. ჩემს ბავშვობის მეგობარს, რომელიც შეყვარებულს დაშორდა: მე სინგლობის პირველი მქადაგებელი ვარ მთელი ჩვენი "სასტავის" ფარგლებში, მაგრამ მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გაიქცე. უნდა დარჩე. :)
  10. wa wa wee wa-ს: Our time will come! :) (hopefully)

იდეას მივაგენი ბლოგზე Can't Be Tamed.
10 day challenge.

სურვილისამებრ დაითეგეთ თავები.

23.04.11

რატომ არ მეშინია?!

მე მეშინია გველების.
პანიკაში მაგდებს ძაღლის ყეფა, თუმცა ჯერ არცერთ ძაღლს არ უკბენია ჩემთვის.
ძალიან მეშინია დენის. ძველ ყავის მადუღარაში რკინის კოვზით არ უნდა მოურიო, ფობია იცის.
მეშინია მოტეხილობების. ცოცხალი თავით ვერ გამაკეთებინებ რამეს, რის შედეგადაც შეიძლება მოუხერხებლად დავეცე და ხელი, ან ფეხი მოვიტეხო. ყველაზე კოშმარული ფანტაზია მაინც სახით დაცემაა. 5 წლის რომ ხარ და შენი პატარა ძმა ჩამოვარდება ტახტიდან და სახით დაეცემა, ფობიას იწვევს.
მეშინია აბობოქრებული ზღვის და არ ვეხუმრები ტალღებს, მითუმეტეს, როცა ცურვა არ ვიცი.
მეშინია დახურულ სივრცეში ყოფნის. ლიფტი 1 წამითაც თუ გაჩერდა, ვგრძნობ, როგორ ვისუნთქავთ ყველანი ჰაერს და როგორ აღარ გვეყოფა... lame, i know... მაგრამ მეშინია.
მეშინია კიბოთი დაავადების.


ანუ, მეშინია ისეთი რამეების, რასაც ვერ გააკონტროლებ.

მაგრამ...

არ მეშინია ადამიანების.
მუქარების, იმიტომ, რომ სუსტები იმუქრებიან და სუსტები, ძირითადად, პატივისცემის დაკარგვის მეტს ვერაფერს აღწევენ ჩემთან.

არ მეშინია, მითიური "კუნთებიანი, ხელში ქამრიანი" კაცის. ამ სურათზე"სუსტი" რაღა უნდა წარმოიდგინო.

და ბოლო პუნქტი შეიძლება ვიღაცისთვის უადგილო იყოს, მაგრამ გეშლებათ და hurting people do hurt people, ამიტომ დავწერ:
არ მეშინია მამაჩემის.
იმიტომ, რომ მამაჩემს არასოდეს დასჭირვებია ქამარი, მუშტი, გინება, მუქარა, სახლში გამოკეტვა, დამცირება, შეურაცხყოფა იმისთვის, რომ კუთვნილი, თავისი წილი "სიყვარული" გამოეძალა შვილებისგან.

შეიძლება, ჩემს რომელიღაც მეზობელს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ მე დაბნელებისთანავე არ უნდა ვმჯდარიყავი სახლში, რომ მე გადავწყვიტე საზღვარგარეთ წავსულიყავი და მამაჩემს არ შემოუღრენია "იოცნებე"-ო.

შეიძლება, მათ თვალში საკუთარი შვილების ცემა, დასჯა ყველაზე სწორი აღზრდის მეთოდი იყო, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შვილებს თავისი ადგილი და მშობლების პატივისცემა ეცოდინებოდათ და არ გაბედავდნენ, არც იფიქრებდნენ შეცდომების დაშვებაზე, გადაწყვეტილების თავად მიღებაზე... ცხოვრების ბოლომდე სთხოვდნენ მათ მარშუტკის ფულს.

შეიძლება, მამაჩემმა ვერ გვიყიდა გუჩის და არმანის ბოლო სეზონის ზმანი, ვერ დაგვახვედრა ბანკეტის დღეს კართან მანქანა, ვერ გაგვიშვა დასასვენებლად ეგვიპტეში, მაგრამ, hey, მამაჩემმა მომცა ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მშობელმა მოგცეს:
  • თავისუფლება საკუთარ არჩევანში.
  • სიყვარული, აბსოლუტურად უპირობო, უულტიმატუმო.
  • მასწავლა ის, რომ რაც მიყვარს, არ უნდა მაშინებდეს, სხვა შემთხვევაში something's really wrong.

შეიძლება, მამაჩემმა საკუთარ არჩევანში ბევრი შეცდომა დაუშვა, ან ბევრი რამე დაკარგა, მაგრამ დედამიწაზე დადის 4 ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად უპირობოდ, უულტიმატუმოდ უყვარს.

და ამის მერე არ მოხვიდეთ ჩემთან და არ დამემუქროთ, არ შეეცადოთ, შემაშინოთ, არ იოცნებოთ, რომ მე იოტისოდენა პატივისცემა, ან სიყვარული მაინც შემრჩება ამის შემდეგ და არ დამაჯეროთ, რომ ამას "სიყვარულით" აკეთებთ.
იმიტომ, რომ ეს სიყვარული არაა და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე "უყვარდით", მაგრამ მე იგივეს უფლებას არ მოგცემთ!

Gosh, my dad rocks! <3

26.01.10

მამები vs. შვილები

არ ვიცოდი, რა სათაური უნდა მიმესადაგებინა ამ თემისთვის.

ახლახანს სოფიმ ახსენა ფსიქოლოგიურ პორტრეტზე საუბრისას.
facebook-ზე რაღაც მამებთან დაკავშირებულ ჯგუფში გაერთიანდა რამდენიმე ბლოგერი, რასაც, რაღა თქმა უნდა არ გამოგვაპარებს ცუკერბერგის შვილი.

დალინკვა საშინლად მეზარება, ასე რომ, მე მაპატიეთ.


დღეს კიდევ სამსახურში ერთი თანამშრომელი შემოვიდა და მამა მიკვდებაო... :(
მე, საკმარისია," ვიღაც კვდება"-თი დამიწყო საუბარი და უკვე მზად ვარ პანაშვიდი დროზე ადრე მოვაწყო. სახე მომეღვენთა ეგრევე და ამ დროს ამ ქალმა თქვა, რომ წლებია მამამისთან კონტაქტი არ აქვს, ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ... დეტალები შორს წაგვიყვანს, მაგრამ, მიდის სანახავად ახლა-უფრო დასამშვიდობებლად, ვიდრე საპატიებლად, არ გამომდისო და აბსოლუტურად დავეთანხმე. არის რაღაცეები, რაც არ გამოგდის.

ეს ქალი ისეთი ბრაზით საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გაუშვა მამამისმა ბევრი შანსი ხელიდან, ჯანმრთელობის მხრივ, ადამიანებთან ურთიერთობის აწყობის მხრივ. ვუსმენდი და მეგონა, იმიტომ უფრო იყო გაბრაზებული, რომ ასეთი ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ მამისგან სითბო არ ახსოვდა და რომ მამამისი ასე, აი, ხვალ თუ არა ზეგ კვდება და ამ ყველაფერს ჩაიტანს დაბლა.

მთელი ის დრო ჩუმად ვიჯექი და მერე რაღაც რომ მკითხა, ისეთი გაბზარული ხმა მქონდა, ეგრევე ყავის ჭიქა მივიყუდე, რომ არ დამეწყო საჯაროდ ღნავილი...

რა ჭირს შენი შესაცოდიო, ვიღაც მეტყვის და ვიღაც, ვისაც მამასთან ცუდი/დაძაბული ურთიერთობა აქვს, შეურაცხყოფადაც მიიღებს ამ წინადადებას, მაგრამ აი, საშინლად შემეცოდა. ყველაზე მეტი სითბო, რაც კი ვაგროვე დედამიწაზე, მამისგან მაქვს. ყველაზე უფრო მეიმედება მისი "ნუ ნერვიულობ", მაშინაც კი, როცა მართლა ცუდადაა საქმე და წესით, ძალიან უნდა ვნერვიულობდე. ყველაზე მეტად მისი საყვედური მეწყინება, თუ სადმე თვითშეფასების ნატამალი მომეპოვება, უმეტესწილად ამის გამო და ვერაფრით წარმომიდგენია, როგორი ვიქნებოდი ამ ყველაფრის გარეშე.

ხომ არის რაღაც სტერეოტიპი, რომელიც გაქვს სხეულში გამჯდარი და ვერ წარმოგიდგენია, სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს. ზუსტად მასე ვარ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, მამის გეშინოდეს და გატრუნული იჯდე მთელი საღამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცუდ ხასიათზეა რატომღაც... ან, როგორ შეიძლება იმდენად არ გენდობოდეს, რომ მეგობართან გაგიშვას დაბადების დღეზე... ან გიყვიროს, ხელის გარტყმაზე რომ არაფერი ვთქვათ... ან არ დაგიყვავოს, არ მოგეფეროს, შენით არ იამაყოს... როგორ ახერხებენ მამები იყონ ისეთი ტირანები, რომ დროთა განმავლობაში საკუთარ შვილებს ეზიზღებოდეთ?

მაგიტომ ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ტერორით და სიმკაცრით დიდ სამსახურს უწევენ სხვებს.

ერთხელ სადღაც წავიკითხე, მამის ოჯახთან დაძაბულმა ურთიერთობამ მასწავლა, როგორი არ მინდოდა ყოფილიყო ჩემი შვილის მამაო. გამორიცხვის მეთოდი ხშირად კარგია, მაგრამ მას თითქმის ყოველთვის სჯობს სწორი პასუხის წინასწარ ცოდნის პრივილეგია ;)

:totallyadoremydad:

11.09.09

Das ist nicht gut

ganz und gaaar nicht

:(

კიარადა, ეს არის ჩემი ყველაზე ხშირად ხმარებადი წინადადება :D

ჰოდა, ვაიმე, ვაიმე....

პანიკა მაქვს... ორშაბათი მოდის და 15:30-ზე მაქვს პირველი გამოცდა და ფათაააახ....

აი, ისე მეშინია, ისე, რომ ვერც აღვწერ...


ორშაბათს მაგ დროისთვის ყველამ გამომიგზავნეთ თქვენი პოზიტივი :user: (საქართველოს დროით 17:30, რომ არ აგერიოთ :P)



ახლა არ ვიცი, კვირა საღამო განტვირთვაში გავატარო, თუ კიდევ ერთხელ გადავხედო ყველაფერს? ძალიან არ დავიძაბო-მეთქი, ვორჭოფობ...

ესე იგი, არსებობს სამი ადამიანი, რომელიც ასეთ დროს ყველანაირად მამშვიდებს:
1. მამაჩემი- ლოგიკით "არ ინერვიულო. ჩააბარებ და თუ ვერ ჩააბარე, მერე რა??? თუ ასე ინერვიულე და მოკვდი, რაღად გენდომება მერე დიპლომი?!" :Iadoremydad:

ერთხელ კოლოქვიუმისთვის ვსწავლობდი და ძააალიან ვნერვიულობდი. თან ვერ ვასწრებდი და დედაჩემმა თავი გაიგიჟა, გაათენე და იმეცადინეო. მამაჩემმა კიდევ, რომ ნახა, რომ გაჭედვის პირას ვიყავი: კოლოქვიუმის თავზეც გავიარეო, დაიძინე ახლა, ხვალ მიდი და თუ ისეთი ბილეთი შეგხვდა, რომელიც იცი, დაწერე, თუ არა და გადააბარებო. ნახა ამანაც პრობლემაო :D

ჰოდა, ეგრე მოხდა ზუსტად და მშვიდად გამოვედი აუდიტორიიდან, მამაჩემის დაბრო ხომ მქონდა, დაწერილი კოლოქვიუმი თუ არა? :D


2. დოლორესის ბიოლოგიური და ჩემი სულიერი დედა, ანუ ნინო. უუუმშვიდესი ქალი, რომელიც ყოველთვის ისე დაგმუხტავს, რომ შენს თავში აღმოაჩენ არარსებულ რესურსებს და გამოიყენებ ბოლომდე :D

3. ადამიანი, ყვეეელაზე მშვიდი ხმით მსოფლიოში (სანამ წყობიდან გამოვიყვან :D), გადამდები სიმშვიდით, რომელიც იიიისე სასტიკად მენატრება, რომ ნარკომანი ადამიანისთვის წამალზე უარის თქმა ჟურნალია ამასთან, იმჰო...


ამ შუაღამეს მამაჩემს ვერ გავაღვიძებ... ვერც ნინოს... მშვიდს ვერ/არ... ჰოდა, წავჩანჩალდი ასეთ აფორიაქებულ ნოტაზე საწოლისკენ მე...



პ.ს. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგადად, აფორიაქებული და მოძრავი და ნერვიული ადამიანები, მაგ. ისეთები, როგორიც მე ვარ, ჰაერივით საჭიროებენ მშვიდ ადამიანებს გვერდით?

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates