ფინალების კვირაა.
დღეს უკვე აჩვენეს How I met your mother-ის მეშვიდე სეზონის ბოლო სერიები.
საღამოს Private Practice-ის ფინალია. ბოლო წამამდე არავინ იცოდა, რომ შემდეგ სეზონზეც გაგრძელდებოდა და ამიტომაც უფრო მაინტერესებს, როგორი სერია იქნება. საფინალო კვანძებს ჩადებდნენ, ისედაც თუ აკლია შონდას შოუებს გამძაფრება.
ზეგ Grey's Anatomy-ის ფინალია....
იფ იფ, გემრიელი ამბები გველის წინ....
კომენტარებში დაასპოილერეთ და დაწერეთ თქვენებური ფინალების სიუჟეტები.
(მეც დავწერ ჩემსას) :)
Posts mit dem Label შონდა რაიმსი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label შონდა რაიმსი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
15.05.12
30.07.11
10 day challenge - Day 1
Ten things you want to say to ten different people right now.
იდეას მივაგენი ბლოგზე Can't Be Tamed.
10 day challenge.
სურვილისამებრ დაითეგეთ თავები.
- ქალს მეტროში, რომელმაც მკითხა, რას ვკითხულობდი: ბოდიში, რომ მხოლოდ სათაური გითხარი და წიგნის ყდა მოგიშვირე. უფრო მეტი უნდა მეთქვა Coupland-ზე. სულ მცირე, Generation X მაინც უნდა მეხსენებინა.
- კბილის ექიმს, რომელმაც სიბრძნის კბილები ამომიღო: Fuck You, ანტიბიოტიკის არ გამოწერისთვის!
- ჩემს ნათლულს: Happy birthday, babe :* (სანამ გამოვაქვეყნე, კი გადაცდა 29 ივლისს, მაგრამ მაინც).
- მამაჩემს: პრივატ-ბანკი "პაპა" რომელ საათებშია ღია? :D (yeap, მამაჩემისთვის არცერთს ცხოვრებაში არ მიგვიმართავს "მამა"-თი, ან "მამიკო"-თი).
- ჩემს უფროსს: ერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც უფრო ეროვნულ სენს უნდა დავაბრალოთ, ყველაზე მაგარი შეfი ხარ, ვინც კი ოდესმე მყოლია!
- ჩემს ახალ მეზობელს, რომელიც 2 დღეში გადმოდის: შენი წუწუნი და კარებზე კაკუნი არ გავიგო, ღამით მუსიკის ხმაზე!
- ჩემს მეგობარს, რომელთანაც გავედი სტუმრად, მთელი კვირის განმავლობაში სახლში გამოკეტვის შემდეგ: მადლობა, წკიპზე მომისწრო განტვირთვამ! :) აქვე გთაგავ და გამომყავხარ ბლოგერული კომიდან :D
- შონდა რაიმსს: გრეის მეექვსე სეზონის ფინალის შემდეგ შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა... დაწერო, რაც გინდა... "მოკლა", ვინც გინდა.... თუნდაც, იზი დააბრუნო (რასაც სასტიკად არ მივესალმები), ყველაფერს გპატიობ, იმჰო!
- ჩემს ბავშვობის მეგობარს, რომელიც შეყვარებულს დაშორდა: მე სინგლობის პირველი მქადაგებელი ვარ მთელი ჩვენი "სასტავის" ფარგლებში, მაგრამ მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გაიქცე. უნდა დარჩე. :)
- wa wa wee wa-ს: Our time will come! :) (hopefully)
იდეას მივაგენი ბლოგზე Can't Be Tamed.
10 day challenge.
სურვილისამებრ დაითეგეთ თავები.
20.01.11
Off The Map
გრეის ანატომიის და Private practice-ის პროდიუსერებმა და კერძოდ, შონდა რაიმსმა კიდევ ერთი "სამედიცინო შოუ" შექმნეს.
12 იანვარს იყო პირველი საცდელი სერიის ჩვენება.
მე გუშინ ვნახე.
ამ ეტაპზე არ მაქვს მკვეთრად გამოხატული ემოციები. რამდენიმე სერიას უნდა ვუყურო, რომ შთაბეჭდილება შემექმნას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გრეის, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება.
გრეის მაყურებლებს წინა სეზონში ბეილის BF ემახსოვრებათ. ის ამ მომენტისთვის შოუს ერთადერთი ნაცნობი სახეა.
იმედია, ამდენი შოუს "ჟონგლიორობა" არ გამოიწვევს წინა ორის ხარისხის გაუარესებას.
ესეც პირველი სერიის ტრეილერი:
უყურეთ, შეაფასეთ, კომენტარი დატოვეთ...
12 იანვარს იყო პირველი საცდელი სერიის ჩვენება.
მე გუშინ ვნახე.
ამ ეტაპზე არ მაქვს მკვეთრად გამოხატული ემოციები. რამდენიმე სერიას უნდა ვუყურო, რომ შთაბეჭდილება შემექმნას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გრეის, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება.
გრეის მაყურებლებს წინა სეზონში ბეილის BF ემახსოვრებათ. ის ამ მომენტისთვის შოუს ერთადერთი ნაცნობი სახეა.
იმედია, ამდენი შოუს "ჟონგლიორობა" არ გამოიწვევს წინა ორის ხარისხის გაუარესებას.
ესეც პირველი სერიის ტრეილერი:
უყურეთ, შეაფასეთ, კომენტარი დატოვეთ...
Labels:
Off the map,
პრემიერა,
სერიალი,
შონდა რაიმსი
Abonnieren
Posts (Atom)
