Posts mit dem Label ლეხსები werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ლეხსები werden angezeigt. Alle Posts anzeigen
31.08.09
ცუდად არჩეული
ცუდად ასრულებულ სურვილს ჰგავს.
აი, ისეთს: ჩაფიქრებისას შემთხვევით სხვა სიტყვა რომ წამოგცდება
და მერე თან გიხარია და თან არც...
ცუდად დაწერილ ლექსს ჰგავს.
აი, ისეთს, შუალედში რომ ადგები და
საჭმელს გაიკეთებ...
ცუდად მოყოლილ მოთხრობას ჰგავს,
ქრონოლოგია-არეულ თხრობას,
რომელიც პირვანდელ აზრს ჰკარგავს...
ცუდად არჩეულ გზას ჰგავს.
აი, ისეთს, ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას
უკან მობრუნება რომ გინდა...
ცუდად ახდენილ ოცნებას ჰგავს...
ისევ რომ შეფუთავ და უკან აგზავნი წარწერით:
"თუ შეიძლება შემიცვალეთ. მე სხვანაირი ოცნება მქონდა...
ეს ჩემსას არ ჰგავს..."
:)

20.04.09
გავმონოლოგდი
აუ, ყველა ფრაზა ისე გაუფერულდა,
მრცხვენია დაწყება...
შაბლონური რეალობა მაქვს,
უკვე ყელში ამოსული "მტკივა",
"მტკივა", "მტკივა"-ებით
და მიმართვებით სიცარიელეში.
რაღაც ცუდად დაწერილ მონოლოგში ვცხოვრობ,
სადაც ყველა ფიქრი ასე იწყება:
"იცი?!"
და სადაც არცერთ ამ კითხვას პასუხი არ აქვს...
პატარ-პატარა "სიმარტივეებში ნაპოვნ" ბედნიერებებს
და ყოველდღიურობას
ყოველდღე
ვეძებ...

Labels:
ლეხსები
22.02.09
05.08.07
ახლო წარსულში რამდენიმე თარიღის ჩამოთვლა შეიძლება, რომელთაც ვერ ვიტან....
ერთი ასეთი 5 აგვისტოა, 2007 წლის...
მეორის 2009ისეული ვერსია მალე იქნება და კერძო პოსტი მიეძღვნება, ალბათ.
ჰოდა, LadyCrow-ს ბლოგზე დღიურების თემაზე გაკეთებული პოსტი როცა წავიკითხე, ჩემს ერთადერთ დღიურს (ბლოგს თუ არ ჩავთვლით და იმ დღიურსაც გადაჭარბებულად თუ ვუწოდებთ დღიურს) გადავხედე და ეს ვიპოვნე
****
სიკვდილივით ცივი
ზღვასავით შავი
დაღლილობასავით აუტანელი
კითხვები, რომლებსაც ვერ სცემ პასუხს.
ვერც მე
მე ჩემიც ბევრი მაქვს კითხვის ნიშანი...
აკრძალეთ პუნქტუაციის ყველა წესი
წერტილის დასმის გარდა.
აკრძალეთ ყველა გრძნობა
ინდეფერენტულობის გარდა.
და დამაყარეთ აი, ის შავი მასა...
წყევლაა რაღაც...
05.08.2007
პლიუს ამას კიდევ 2 ჩანაწერი, რომელიც ფრიად წრეგადასულად პირადია...
ჰმმმ.... ვერ ვიტყვი, რომ 2 წლის შემდეგ კითხვებს პასუხი გაეცათ.
თავის დროზე ლექსის იდეა იყო წერტილის გარდა ყველანაირი სასვენი ნიშნის ამოღება, მაგრამ ორი მძიმე მაინც გამეპარა :D რა ვქნა, ქართულში კარგი მასწავლებლები მყავდა :D კი აღარ მეტყობა, მაგრამ ამ მძიმომანიას ვერ გადავურჩი....

20.02.09
***
ვინაიდან და რადგანაც, ამ ბოლო დროს ადამებზე და ევებზე მაქვს დიალოგები და მონოლოგები, ეს ლეხსიც იდოს.... ძალიან ადრინდელია.... :)
ეჰ... ყველა ქალი თურმე ევაა,
აკრძალული ხის ნაყოფით ხელში.
ყველა ოცნებას თავის ფერი აქვს,
ყველა ცდუნებას თავისი გესლი...
მიუწვდომელი, ლამაზი ევა...
შიშველ სხეულზე სრიალი გველის.
გაშლილი თმა და მარადი ვნება
და დაჩოქილი ადამი ფერხთით.
p.s. ჩემს არცერთ ლექსს არ აქვს სათაური, ასე რომ, პოსტებიც ვარსკვლავებიანი გამოდის :D
31.07.06
მიუნხენი

12.02.09
დიდება კოლექტივს... კიარადა, just another bullshit
ჰეჰ...
ეს just, ისე... გასართობად :D
***
შეგრძნებებს გიგროვებდი–გამიხუნდა.
ფიფქებს გიგროვებდი–თითებზე დამადნა.
ბგერებს გინახავდი–ხმა წამერთვა.
მზის სხივებს გითვლიდი–დამაბრმავა.
მერე დავიღალე ამ თამაშით და
მარკების კოლექციასავით გადაგყარე...
სადღაც მაკულატურის დიდ გროვაში
ლენინიზმის ტომეულებს უხსნი, ალბათ,
რომ შეუფასებელი კოლექცია ხარ...
нахуй, აღარაფერს აღარ გიგროვებ-
კოლექტივი შეგინახავს!
p.s. ვოტ
:D
არადა, რამდენნაირად შეიძლება ეს ყველაფერი გაიგო და ყველანაირად რომ ამ დასასრულისკენ მიდის...
:)
just, გავერთე.

Gelaber :D,
ლეხსები
16.11.08
***
ხანდახან, ალბათ, უნდა ადგე და თავი მოიკლა...
თორემ არიან ფიქრები, რომლებსაც სხვაგვარად თავს ვერ დააღწევ...
და სასოწარკვეთილ კივილს ისე ჯიუტად ინახავს ტანი საკუთარ თავში,
რომც არც კი გიკვირს, როცა შენი არავის ესმის.
მარტო შენ იცი, რა განწირული ხმით მოთქვამს ეს ქალი შენში...
გრძელი თმებით და კლასიკური ტრაგედიის კადრში...
შენ კი, ყოველ დილით მშვიდად ირგებ
ტკივილისგან გალუჯებულ სხეულზე ინდიფერენტულობას
და მთელი დღის განმავლობაში ეს ქალი
საკუთარ ღიმილს ამოფარებული თან დაგყავს...
გააჩუმეეეეთ!!!
დაადუმეთ ეს ქალი!!!
სიჩუმე მომენატრა...
ხანდახან, როცა შენი სისუსტე შენს ძლიერებაშია,
უბრალოდ, უნდა ადგე და თავი მოიკლა...
(ალბათ)...

16.10.08
***
მოხვალ, დამიწყობ ფეხებთან
გრძნობებს, სიტყვებს,
ღიმილს, ფიქრებს,
საკუთარ თავს...
ზუსტად ისე, როგორც მსხვერპლშეწირვის
ძველისძველ რიტუალებშია აღწერილი...
მე, ალბათ, მომერიდება შენს გრძნობებში ქექვა,
თვალებს დავხუჭავ და ყველაზე თბილს
ხელის ფათურით ავარჩევ...
სიტყვებს უფრო გულდასმით დავუწყებ ძებნას,
გული დამწყდება, რომელიმე რომ გამომრჩეს
და შენგან ვერასდროს გავიგო...
ღიმილს არჩევა რად უნდა?!
უკლებლივ ყველას მივითვისებ,
სხვას ვერ გავუყოფ...
ფიქრებს თითებზე წამოვიცვამ ვერცხლის ბეჭდებად,
საკუთარი ხელის მტევნებივით რომ გავიცნო...
და მერე გეტყვი,
რომ ყველაზე დიდი საჩუქარი
შენი "თავის უფალი" ნებაა,
რომელსაც ჩემამდე მოჰყავხარ
და ყველაზე "ჩემს"-
ქაოსს გაგიყოფ...

31.08.08
გა20ება
წინა წლის გაიმასქნების სერიიდან
:D
აქ ჩემი არაფერი არ არის...
აქ მე არავისი არ ვარ...
და მე არ მინდა ვიყო ვიღაცის
კედელზე ჩამოსაკიდებელი აბრა
წარწერით: ნახეთ ეს ჩემი ქალია,
ქვეტექსტით: კაცი ვარ, აბა რა ვარ!!!
გადაყარე, შეაფურთხე სახეში
და ყველაფერი უკლებლივ დაწვი
მოიტყუე, რომ არ გჯერა განკითხვის
და მოიშორე ეს მარაზმული “არ მწამს”!!!
ყველაფერი ეს არის ერთი დიდი ტყუილი,
რომლის სუნიც უკვე ნათლად მწამლავს...
არ მინდა ვიღაცის ძალდატანებით გულისხმიერი
“თუ გაგიჭირდეს _ აქ ვარ”_ ფრაზა
მიჭირს ახლა და ვინც შემპირდით, აბა, სად ხართ???
წავედი, ჩემი ქაოსი უკან დავიბრუნო,
აქ სხვების “დალაგებული”, “სუფთა” “არსებობა” მაბნევს...
მომინდა რაღაც გავაჩუქო...
აჰათ, თქვენ ჩემი სული და ითამაშეთ.... :)

19.08.08
უეგოისტურესი ლეხსი
ხანდახან, როცა ვხვდები,
რომ აღარ შემიძლია მეტი...
ეს იმას კი არ ნიშნავს,
რომ სუსტი ქალი ვარ,
ეს, უბრალოდ, ვიღლები...
მჭირდები... მენატრები...
მესიზმრები...
და სადღაც მაინც მეგულები...
....
ეს, უბრალოდ, ამდენი "მე..."-ები...
ბევრი ვარ, ვიცი...
მაგრამ ყველა ამ "მე"-ს
"ეერთები"...
გამოვირჩევი მრავალწერტილის სიყვარულით :D
2007 - უაღრესი გაჭედვის წელი მქონდა :D

24.07.08
Sad-Ending im Doppelpack
დავიღალე....
ძალიან დავიღალე...
და მგონი, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არ ვარ ვალდებული, სხვების დღის გაფუჭების შიშით გავიღიმო...
თუ ვინმეს დღე გაგიფუჭეთ ამ პოსტით, sorry... (თავის დაზღვევა მაინც...)
დავასკვენი, რომ ყველაზე ისეთი.. ცუდი და დეპრესიული დღეები მაშინ მაქვს, როცა რეალურად რაღაც ურთიერთობის დასრულების + ვიღაცის დაკარგვის წინაშე ვდგავარ. ერთი მხრივ, კარგია, ალბათ, იმ პონტში, რომ ასე მაინც იგრძნო, რომ ადამიანი ხარ...
მაგრამ მეორე მხრივ... ძალა აღარ მაქვს, ვიფიტები და დავიღალე რა...
ვიყავი ისეთიც ერთ დროს, როცა ყველანაირად ცდილობ, არავინ დაკარგო... ვიბრძოდი, შინაგანად ბევრს ვითმენდი (როგორც წესი, გარედან ჩანს რატომღაც, რომ არ ვითმენ არაფერს...), არ ვიმჩნევდი... და გადავარჩინე რამდენიმე რაღაც, რაც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია...
მაგრამ ახლა აღარ შემიძლია... კარგი ბებერივით გამომდის, მაგრამ ალბათ, ეგოისტი ვარ... კიარადა, უეჭველი ეგრეა... საკუთარ ძალებს ვუფრთხილდები...
დამღალა იმან, რომ სულ მე უნდა მტკიოდეს... სულ მე უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან ისევ... სულ მე უნდა დამენგრეს თავზე ყველაფერი... აღარ მინდა...
ან ეს ყველაფერი ჩემი სისუსტის გამართლებაა.... :) ხზ....
ხანდახან, ღიმილით გავდივარ
საკუთარი თავიდან
და ზემოდან დავცქერი
უსუსურ, დაღლილ "მე"-ს,
რომელსაც ძალიან უნდა სჯეროდეს,
რომ ცოცხალია...
ხანდახან, ვჯიუტდები
და არ ვბრუნდები საკუთარ თავში...
ზემოდან დავცქერი
აფორიაქებულ, შეშინებულ "მე"-ს,
რომელსაც ვერ გაუგია, რა დაკარგა,
მაგრამ ჯიუტად მეძებს...
ხანდახან, მთელი გულით მეცოდება
მიტოვებული "მე"...
ჩუმად, უხმაუროდ შევუღებ კარს
და სიცარიელეს ვუვსებ...
ხანდახან, პატარა ბავშვივით მიყვარდება
ჩემი გაბუტული "მე".
ლამაზ მოგონებებს ვუფრიალებ
თვალწინ სათამაშოებივით...
გაუხარდეს, წაეპოტინოს...
ხანდახან, თვალწინ ფეხქვეშ მითელავენ
მოტყუებულ, ნაფურთხებ, ნაცემ "მე"-ს.
გვერდით მივუწვები და
გახეთქილ ტუჩზე შემშრალ სისხლს ვწმენდ...
ხანდახან,
ხელიდან მეცლება...
აღარ მიჩერდება, გამირბის...
და ვერ მოვუარე...
ზემოდან დავცქერი -
მიკვდება "მე"...
24.07.08
ამ სოპლებიანი პოსტის მერე პოზიტივისკენ გადაბარგებაში უნდა დავპოსტო !!!
ბალანსი თუ რაღაც ეგეთი რო შევაკოწიწოთ...
:ცინიზმიგადაგვარჩენს:
:yes:

fuckin' პოსტები,
ლეხსები
21.07.08
"უჩემო" მუსიკა
ჰმმმ...
გუშინ რაღაც ფილმს ვუყურე... ცრემლთაღვრით მთავრდებოდა და ნუ, მე რამდენადაც იშვიათად ვტირი რეალში, იმდენად ხშირად ვიცრემლები ფილმებზე და წიგნებზე... დაჟე, მულტფილმებზეც...
ჰოდა, ნუ ისედაც დასტრესილი ვიყავი და უცებ ფილმის ბოლოში, ამ "Fuck, რა ცუდად დაამთავრეს" შეგრძნებას დაემატა სიმღერაც, რომელიც ძალიან ცხადად მახსენებს, ძალიან უცნაურ პერიოდს და ადამიანს ჩემს ცხოვრებაში (ნუ, აქ ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ.... მე ასე ვხედავ)...
ჰოდა, ნუ ეს რა შუაში იყო, კიარადა, გადავიდეთ იმაზე, რომ ეს ლექსი გამახსენდა...
მე უჰორიზონტო არსებობაში ვკვდები...
აქ ემოციის მკვლელებს სძინავთ ირგვლივ და
არ შეიმჩნიო, თუ არაფერს გეტყვი...
ყავისფერი ფარდებით დააბნელეს სული და
გარეთ რა ამინდია- ნეტა, ვინმე მეტყვის?
ახლა ყველა უჯრედი ჩემში უსუსურია,
მინდა გადავიფარო ტანზე შავი პლედი...
იმიტომ რომ არ იძვრის ჩემს სივრცეში ჰაერი...
იმიტომ რომ “უჩემო” მუსიკაში ვკვდები...
მაშინ ჯერ კიდევ განვიცდიდი "ჩემს აღარ ყოფნას" იმ მუსიკაში, უკვე მარტო რომ მიწევდა მოსმენა...
But, things change :)
And above all things, I wish you love...

02.07.08
და-მაცადე
მომენატრა ჩემი კულულები.....
დამაცადე!!!
და მაცადე
მოვიფიქრო, რა დავწერო
ამ პატარა ოთხკუთხედზე
ფურცელი რომ ჰქვია...
მოვიფიქრო?
„ლექსი მეწყერი“-ს ამბიცია არ მაქვს ნამდვილად,
მაგრამ მართლა თავისით მოვიდა...
უუზარმაზარ ფანჯრის მინაში
ჩემი სახის ანარეკლი დავინახე_
ხუჭუჭა, აწეული თმებით,
ორი კულული ლოყაზე რომ მეხება...
და ისეთი მოწყენილი იყო, რომ...
გავუღიმე...
ვიცი, ხვალ ვიღაც მეტყვის:
“ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!!!! “

ლეხსები,
წავიდა პოზიტივში
22.06.08
წამო
ჰეჰ...
გუშინწინ ვკითხულობდი ჩემს ძველ ნაწერებს და ეს ლეხსი ვიპოვნე...
გამეღიმა, მინდა გითხრათ, საკუთარ თავზე, ასე რომ მადარდებდა მაგ დროს "სამყაროს მსხვეპრლი ვარ, იმჰო" ხალხი.... და ბევრი რამე საერთოდ....
და მივხვდი, რა იოლია ყველაფერი, როცა ბევრი რამე უაღრესად გკიდია...
ჰოდა, ფასეულობათა, ადამიანთა, მეგობართა, ნაცნობთა გადაფასების მომდევნო ეტაპზე გადავედი.... + დაკიდების კიდე .....
***
წამო,
დღეს ყველაფერი გავრიყოთ, წამო,
ყველა ფურცელი დავხიოთ, წამო,
შენი “მარადის ყოფნის” ფიქციას
ჩვენც დავუჯეროთ, აღარ ვეწამოთ...
არ გინდა, წამო?
გამო,
წუთის სამოცი წამიდან გამო,
მასის “ერთ-ფეროვნებიდან” გამო,
შენი საკუთარი იპოვე ფიქრი და
გაამოს...
ამო,
„ხალხი რას იტყვის“- წუმპედან ამო,
“სამყაროს მსხევრპლის” როლიდან გამო,
გზებზე დაკარგული ეძებე თავი და
არ გვანდო!!!
წამო...
19.01.07

18.06.08
ჰო...
ჰო, მოატყუე შენი თავი
შენი გრძნობაც მოატყუე
ურცხვად ჩაკალი!
თავზე საბანი წაიფარე
ბევრი იტირე
საკუთარი აზრი დაღალე!
ჰო, დაივიწყე ჩემში ქალი
და მერე სხვების „შექმნილ“ მორალით
თავი იმართლე...
და რომც გტკიოდე, ხელი მკარი,
თვალი დახუჭე
შენში ჩემს მიმართ ვნება მოკალი!
ჰო, შეეგუე ბედს და ნუ იბრძვი,
წადი, სხვა ქალთან სექსით დაკავდი.
მერე მოდი და მიპასუხე:
ეს ყველაფერი მართლა სადამდის?
08.01.07
შენი გრძნობაც მოატყუე
ურცხვად ჩაკალი!
თავზე საბანი წაიფარე
ბევრი იტირე
საკუთარი აზრი დაღალე!
ჰო, დაივიწყე ჩემში ქალი
და მერე სხვების „შექმნილ“ მორალით
თავი იმართლე...
და რომც გტკიოდე, ხელი მკარი,
თვალი დახუჭე
შენში ჩემს მიმართ ვნება მოკალი!
ჰო, შეეგუე ბედს და ნუ იბრძვი,
წადი, სხვა ქალთან სექსით დაკავდი.
მერე მოდი და მიპასუხე:
ეს ყველაფერი მართლა სადამდის?
08.01.07
Labels:
ლეხსები
05.06.08
***
მე ვიცი, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება
და ისიც, რომ მე ხელს არ შევუშლი
და მშვიდად დაველოდები,
ჩემი წინათგრძნობა როდის ახდება...
სინდისის ქენჯნა? – მე არ მექნება...
იქნება მხოლოდ ბედთან შეგუება,
მერე წასვლა!!!
ოღონდ ამჯერად -ჩემი...
შეცდომა? -ეს უფრო
შედეგი იქნება ჩემთვის.
ვიცი,
შეიძლება ყვავილები მაჩუქო ყოველდღე,
იქნებ, ძალიან ბევრიც...
შეიძლება ხელი ჩამკიდო და მთხოვო,
ვისეირნოთო...
და შენს თვალებში იქნება
სიყვარული და სითბო ძალიან ბევრი...
ვიცი, მარტო მე მეცოდინება შენი „სინამდვილე“
და წესით, როგორ უნდა მიხაროდეს, არა?!
არადა, მე -უბრალოდ
ვიცი...
რომ წავალ...
რომ არ დამწყდება გული...
რომ ვიცოდი, ეს ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა...
და მაინც არ შევუშალე ხელი...

25.05.08
ასეც....
+ ***
გჯერათ, ქალბატონო, ბედისწერის?
ან მიზნის მიღწევის, ან ოცნების ახდენის?
გახსოვთ მირაჟები ბრძოლის ველის?
და წყალი გამოწვდილი სისხლიანი პეშვით...
მე არ მჯერა არცერთის...
მე ყველა სივრცეში გამოვფენდი
ამ ემოციაგამოცლილ სიტყვებს
და თუკი შემკვეთი სურვილს გამოთქვამდა,
სახელს მივაწერდი...ან გვარს...ან თარიღს...
გრძნობა, რომელსაც ცხოვრობ შეკვეთით...
მოდით, მე თქვენის ნებართვით, ან თუნდაც, მის გარეშე,
მივაფურთხებ ამ ყველაფერს ( რა არამანდილოსნურია)
და აღარასდროს დავწერ თქვენნაირებისთვის...
ჰმმ...
... რა ამაზრზენად გაიტრუნეთ შოუს მოლოდინში... :(
კარგად მოიმარჯვეთ ჭუჭყიანი ხელები
და მრავლის-ვერ-მთქმელი მჭერმეტყველებით გაქექეთ ჩემი სული...
ეს ერთადერთია, რაც გამოგდით...
მე, ისევე, როგორც ადრე, არ ვწერ თქვენნაირებისთვის...

20.04.08
3
ერთი წლის წინ, ადრინდელი ბლოგზე გამოქვეყნებული. აქაც იყოს, მიყვარს რატომღაც
April 14th, 2007
სადღაც, სულ ახლოს არ სძინავს…
მე შემიძლია, ამ ყველაფერს ხელით შევეხო
და გადავწყვიტო- ხილული ვიყო,
თუ უხილავი…
სადღაც ახლოს დაიბნა
და ათასი ალკოჰოლში ამოსვრილი სიტყვა
ფეხთან დამიყარა,
მაგრამ მაინც ვერ გაბედა ეთქვა
მთავარი…
სადღაც შორს ჩემს ხმას ელის,
ალბათ თბილს და ნაზს…
რა ვქნა, ასეთი ხმა რომ არ მაქვს?
სადღაც? არა - აქვე, ჩემში,
ეს სამივე ისტორია ისტერიულად კვდება
და როგორ მიკვირს, როცა ვიღაც მეკითხება :
”ახალი რა ხდება????”
Labels:
ლეხსები
13.04.08
***
მე და შენ ერთი ჰაერით ვსუნთქავთ...
მე და შენ ერთმანეთის ჰაერით ვსუნთქავთ...
„ერთი მანეთის“ ეპოქაში რომ ვიყოთ,
ამ ჰაერს უფრო ძვირად შევაფასებდი...
და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წილი ჟანგბადი
ერთ წამსაც აღარ გვეყოფა...
და ამიტომ, სწორად მივხვდით,
როცა სხვა სივრცეებისკენ გავიქეცით,
სანამ ჯერ კიდევ გვქონდა ფილტვებში მარაგი...
უფრო სწორად: მე ვერ გავიქეცი...
მე ჯერ კიდევ იმ ერთი წამის სამყოფი ჰაერით ვსუნთქავ ...
და აღარ მყოფნის ....
15.05.07

13.03.08
არადა, just თოვდა :)
ახალი არაა, მაგრამ ჩემია და :D
***
გაფითრდა მიწა..
ალბათ, ამ აურზაურის შეეშინდა.
ალბათ, მარტო ყოფნის შეეშინდა.
მოიბუზა და
როგორ უნდა მოფერება...
მე მეცოდება...
გაფითრებული მიწა კი არა,
ჩემი თავი ამ სიცივეში…...
ამ ზამთარში,
მარტოობაში…....
ეგოისტი ვარ...…
ან მაზოხისტი...…
ღია ფანჯრის წინ ვდგავარ და
ვიბუზები... მიწასავით…...
ჰმმმ... გამოდის, რომ უფრო
თანამგრძნობი ვარ...
სიცივეში მიწის...
მე რამ გამაფითრა???
სიცივემ? -არა
(რადიატორი ფეხებს მითბობს ;) )
ტკივილმა? - არა...
(მივეჩვიე ტკივილს)
მე მაფითრებს
გაურკვეველი მისამართების,
გაუგებარი ფრაზების,
აუხდენელი ოცნებების,
არ-არსებობის
ასე გამძაფრებული შიში...
და ლოგიკური რეზიუმეც:
მხდალი - ქალი :(
ფანჯრის მინიდან ეჭვმიტანილივით მიმზერს ...
15.11.07

28.02.08
დღეიდან გატყუებთ!!!
დღეიდან გატყუებთ,
ისეთი ვარ, როგორიც გინდათ...
დღეიდან გიღიმით,
თითქმის გულწრფელად მიმაქვს
გულთან ახლოს თქვენი შენიშვნა.
დღეიდან ვიცვლები, ვკარგდები,
ვიზრდები
და საზოგადოებისთვის მისაღები ვარ...
ჩამსვით ჩარჩოებში! უსიტყვოდ,
ღიმილით გავიგებ...ავიტან...
დღეიდან ნაზი ვარ.
ჰო,კარგი, მშვიდიც და
ზრდილიც და მორცხვიც, ჯანდაბას.
ვდუმვარ და თავს ვიქნევ,
თქვენს ყველა აზრს ჩემად აღვიქვამ...
და გიხარიათ! მმმმ... თან ძალიან:
ვა, ეს რა კარგი ვარ ?!
შეიძლება ითქვამს,რომ ბრწყინვალე მონამდე
ბევრიც არ მაკლია...
და თქვენ იმასაც ვერ ხვდებით,
რომ გატყუებთ ყველაფერს
და ამ ცვლილებების გამო
საკუთარ თავს ვერასდროს ავიტან!!!!
და დაიჯერეთ, გული იჯერეთ,
მე მოგატყუებთ, რომ გატყუებთ
და არ ვიზრდები... არ ვკარგდები....
არ მინდა !!!! :P
28.02.08
ისეთი ვარ, როგორიც გინდათ...
დღეიდან გიღიმით,
თითქმის გულწრფელად მიმაქვს
გულთან ახლოს თქვენი შენიშვნა.
დღეიდან ვიცვლები, ვკარგდები,
ვიზრდები
და საზოგადოებისთვის მისაღები ვარ...
ჩამსვით ჩარჩოებში! უსიტყვოდ,
ღიმილით გავიგებ...ავიტან...
დღეიდან ნაზი ვარ.
ჰო,კარგი, მშვიდიც და
ზრდილიც და მორცხვიც, ჯანდაბას.
ვდუმვარ და თავს ვიქნევ,
თქვენს ყველა აზრს ჩემად აღვიქვამ...
და გიხარიათ! მმმმ... თან ძალიან:
ვა, ეს რა კარგი ვარ ?!
შეიძლება ითქვამს,რომ ბრწყინვალე მონამდე
ბევრიც არ მაკლია...
და თქვენ იმასაც ვერ ხვდებით,
რომ გატყუებთ ყველაფერს
და ამ ცვლილებების გამო
საკუთარ თავს ვერასდროს ავიტან!!!!
და დაიჯერეთ, გული იჯერეთ,
მე მოგატყუებთ, რომ გატყუებთ
და არ ვიზრდები... არ ვკარგდები....
არ მინდა !!!! :P
28.02.08
Labels:
ლეხსები
Abonnieren
Posts (Atom)