31.08.08

გა20ება

წინა წლის გაიმასქნების სერიიდან
:D


აქ ჩემი არაფერი არ არის...

აქ მე არავისი არ ვარ...

და მე არ მინდა ვიყო ვიღაცის

კედელზე ჩამოსაკიდებელი აბრა

წარწერით: ნახეთ ეს ჩემი ქალია,

ქვეტექსტით: კაცი ვარ, აბა რა ვარ!!!


გადაყარე, შეაფურთხე სახეში

და ყველაფერი უკლებლივ დაწვი

მოიტყუე, რომ არ გჯერა განკითხვის

და მოიშორე ეს მარაზმული “არ მწამს”!!!


ყველაფერი ეს არის ერთი დიდი ტყუილი,

რომლის სუნიც უკვე ნათლად მწამლავს...

არ მინდა ვიღაცის ძალდატანებით გულისხმიერი

“თუ გაგიჭირდეს _ აქ ვარ”_ ფრაზა

მიჭირს ახლა და ვინც შემპირდით, აბა, სად ხართ???


წავედი, ჩემი ქაოსი უკან დავიბრუნო,

აქ სხვების “დალაგებული”, “სუფთა” “არსებობა” მაბნევს...

მომინდა რაღაც გავაჩუქო...

აჰათ, თქვენ ჩემი სული და ითამაშეთ.... :)

1 Kommentar:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates