Posts mit dem Label ბლოგის ირგვლივ werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ბლოგის ირგვლივ werden angezeigt. Alle Posts anzeigen

01.04.13

რანდომული გამოჩენა და დაპირებები

იცით თუ არა, რომ გრძელვადიანი პაუზის შემდგომ პოსტის დაწერა ფრიად მურტალი ამბავია?

ამ დროის განმავლობაში ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ ერთ პოსტში არ მინდა ყველას ჩაყრა. მოსალოდნელ პოსტებს შორის ერთ-ერთი ქართული მედიისა და ფემინიზმის შესახებ იქნება და ამ თემაზე ცოტა უფრო ძირფესვიანად მინდა მომზადება.  შეიძლება, სერიებადაც დავყო და ისე შემოგთავაზოთ. მთავარია, დრო მქონდეს ისევ.

სხვა გეგმები მოგზაურობას ეხება. ზაფხულში მინდა აქიდან გაღწევა. ზაფხულამდე კი, მაისში, ამსტერდამში Game of Thrones-ის გამოფენაა და თუ მანდ გამომივიდა წასვლა, uf....

კიდევ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჯერ არ მინდა ამაზე დაწერა...  :)  იმედია, ყველა მათგანი კარგად დასრულდება/განვითარდება და მერე დავწერ...

მანამდე კი მინდა დავწერო, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მაშინაც გიტანენ, როცა შენი პირიდან წუწუნის, პანიკური შემოტევების და გაფრიკვების  გარდა არაფერი ამოდის 4 თვის განმავლობაში და ასეთი ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს სრულ ჭკუაზე ვარ. <3 p="">






05.02.13

happy 5th birthday to my blog!







აქ წარმოიდგინეთ ყველა "უფ, არ მჯერა. ... დედაა, დრო როგორ გარბის..." რეპლიკა.
კაცმა არ იცის, 5 წელში იქნება თუ არა ეს ბლოგი ცოცხალი, ან ბლოგოსფერო, როგორც ასეთი- რაიმე დატვირთვის მქონე, მაგრამ ეს 5 წლის არქივი ფეხს არ იცვლის არსად და სანამ ჯერ კიდევ აქ ვართ, შემოიარეთ ხოლმე. :)

Love,
Chaotic

10.11.12

Who the hell subscrubed to all these mummy blogs?

Google reader, what are you doing? Google reader, stahp!


ჩემი რიდერი როგორი იყო, იცით?
თემატურად დალაგებული: ტექ-ბლოგები, ბლოგები გენდერზე, ბლოგები ფემინიზმზე, ბლოგები lifetyle-ზე, ბლოგები საკვებსა და რეცეპტებზე (შიმშილის ჟამს განსაკუთრებით ასწორებს თვითგვემა), ბლოგები ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, სელებრითების ბლოგები, ქართული პირადი ბლოგები...
უცებ გავიხედ-გამოვიხედე და  როდის შემდეგ გახდა ჩემი რიდერი mummy blog-ებით სავსე?  ახუეწ...

არ მევასება ეგეთი ბლოგები. როგორც წესი, არ ვიწერ ხოლმე. რაღაც "ჩემი შვილი ხომ არის ჩემი სამყაროს ეპიცენტრი და უეჭველი, უეჭველი შენისაც უნდა იყოს" გემოს მიტოვებს ტუჩებზე.

მერე თან facebook-ს გადავხედე და ყველან "კბილი ამოგვდის", "ბაღში მშობლებს აუტიზმი აშინებს"(ჩემი ნათლული დედა ჩიოდა), ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილების სურათები "ისეთ, ასეთ და კიდევ ისეთ და მრავალჟამიერ ასეთ" პოზებში და რა ამბავია-მეთქი და უცებ გამახსენდა: ასაკი...

ცოტა დროც გავა და შვილიშვილების სურათები გაჩნდება...
მერე, კიდევ უფრო ცოტა დრო გავა  და R.I.P. უფრო ხშირად იქნება სტატუს-აფდეითი, ვიდრე "რას გვიშვრება პრეზიდენტი" (ნუ, ეგ მერეც იქნება)....

nothing abnormal...


ჩემი რიდერიც ასეთი პოსტებით იქნება სავსე... ნასტასიას იავნანებით, შორენის ცოტა მელანქოლიური ფიქრებით, აუცილებლად რომ დავაპაუზებ, რასაც ვუსმენ იმ წამს და ისე წავიკითხავ, ბაბისას ულამაზესად გაბერილი მუცლით, რომ არ ვიცნობ და მაინც სულ მგონია, რომ ისეთი მშვიდია...



წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ისეთი დოზით "ვაბერდებით ერთმანეთს"
and nothing abnormal about that either.


გააგრძელეთ წერა :)


love,
Chaotic

16.10.11

Ask me anything

მას შემდეგ, რაც ვიწუწუნე საკუთარ მოტივაციაზე და მიგდებულ ბლოგზე, იდეა, კითხვებისგან პოსტი შემეკოწიწებინა უფრო გაფართოვდა და მთელ page -ად იქცა. შეგიძლიათ გვერდი მოინახულოთ (ბანერის გასწვრივ, სხვა გვერდების ლინკებს შორის, მაგრამ არ მგონია, ამის ახსნა საჭირო იყოს), დატოვოთ კითხვები სურვილისამებრ და მერე ასევე სურვილის შემთხვევაში დაბრუნდეთ ჩემი პასუხის წასაკითხად.


ნასტასიას კითხვებს რაც შეეხება, აქვე ვუპასუხებ მოკლედ:

  • წიგნის ბაზრობაზე ვერ წავედი, სამწუხაროდ. ძალიან ცუდ დროს არის ხოლმე. უნიში მნიშვნელოვან საკითხებს ემთხვევა და ჯერ ვერცერთხელ მოვახერხე წასვლა.
  • კლასიკური კითხვა ამინდის შესახებ: გერმანიისთვის დამახასიათებლად ცივი, უჟმური და "უკვე ზამთრის" ამინდებია. ამაზე მთელი 6 თვე ვიწუწუნებ და ახლა დაგინდოთ, სჯობს :D
  • ჩემი და ჩემი ბანკების ურთიერთობა ძველმა მკითხველმა კარგად იცის. :D
    მაგრამ ახლა ჩემს სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ერთი ბანკიდანღა მირეკავენ. უფრო სწორად, ისინიც აღარ მირეკავენ, რამეთუ ხელფასი მანდ ჯდება და ამიტომ უფრო მშვიდად მახევენ პროცენტებს. სხვათაშორის, ეს სწორედ ის ბანკია (ახლა სახელი გადაარქვეს, მაგრამ იგივე ჯგუფია, ალბათ), რომლის ანგარიშის დახურვის მცდელობისთვისაც დღეს ამერიკაში 24 ადამიანი დააპატიმრეს, რამაც საშინლად გამაღიზიანა. ნუ, მე რომც გავაპროტესტო, ვინ დამახურინებს, მაგრამ მაინც გამოვთქვი აღშფოთება :D
  • გაი/რიჩიზე საკმაოდ დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ახლო მომავალში, როდესაც ჩემი ფოტოაპარატის ვსპიშკას (ქართულად რა ჰქვია ამ ამბავს?) შევაკეთებინებ, სურათებს დავყრი. პატარა ამბავი ხომ არაა, 1 თვეში 3 წლის ვაჟკაცები ხდებიან. :D

სულ ეს იყო. საერთოდ ჩამკვდარი ქართული ბლოგოსფეროს კიდევ უფრო ჩამკვდარი ბლოგის ხელოვნურ რეჟიმში ქონის მცდელობას საზღვარი არ უჩანს. ზუსტად იმ სტადიაში ვარ, "რა ვქნა, ჩემია და მიყვარს"-ო, ქართველებმა რომ ვიცით ხოლმე თავის მართლება. :D

10.05.11

Number of supportive friends: 3

არ ვიცი, გრძლად დავწერო, თუ მხოლოდ ორი წინადადებით შემოვიფარგლო.
ან იქნებ, ყველაფერს სჯობდეს, რომ ბლოგზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დავდო მხოლოდ?!კარგი, დავიკიდოთ...
ზოგადად, სტატისტიკას რაც შეეხება, ტვიტერი ყველაზე არაპროდუქტიული პლატფორმა აღმოჩნდა. არცაა გასაკვირი, უფრო იმიტომ, რომ follower-ებს ბლოგი სხვა პლატფორმებზეც აქვთ გადმოწერილი.

Facebook-მა ყველაზე მეტი ხმა შემოიტანა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოსტის ავტომატური გამოქვეყნება ბლოგის fan page-ზე გადავიტანე, ტრეფიკმა აქაც იკლო... მარკეტინგული თვალსაზრისით შეცდომა კია, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო ასე სჯობდა.

მადლობა 45-ვე ადამიანს დროისთვის :)

13.03.11

Random News

ბლოგის ირგვლივ:
  • გავაკეთე ბლოგის fan-page facebook-ზე. ჯერ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, მაგრამ მოვიცლი ამ დღეებში, იმედია.
  • რამდენიმე პროექტის გონებრივად დამუშავების პროცესში ვარ. თუმცა, სამსახურიდან სახლში რომ მოვდივარ, სულაც აღარ მცხელა პროექტებისთვის და ბლოგისთვის. აბსოლუტურად ამოწურული მაქვს ყველანაირი რესურსი საღამოობით. დაეტყო ბლოგს მთელი წინა სემესტრი და დაძაბულობა. ზამთრის პოსტებს რომ გადავხედავ ხოლმე, ყველას ერთიანად წაშლა მინდება. :D
  • ამ წუთას საიდბარში განთავსებული მაქვს გამოკითხვა, რომელსაც მიზეზთა და მიზეზთა გამო დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ, არ დაიზაროთ და დააკლიკეთ ზედ. :*
  • ვარჩევ ახალ დიზაინს და სავარაუდოდ მომდევნო შაბათ-კვირას დიდი "პერესტროიკა" გვექნება.
  • მიხარია, რომ მყავს 108 გამომწერი NetworkedBlogs-ზე და 39 გამომწერი ბლოგსპოტიდან. დიდი მადლობა დროისთვის. :*
სიახლეები პირადი ცხოვრებიდან:
  • საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პედანტობა რიგით მეოთხეა მამაკაცის თვისებებში, რომლებსაც არ ავიტან, ნარკომანიის, ოჯახური ძალადობის და ღალატის შემდეგ.
  • ზემო პუნქტიდან თავისთავად გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნის მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ მოიაზრებიან სავარაუდო პარტნიორებად (არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, რომლის შემთხვევაშიც ჯერ არ ვიცი, ხასიათის რამდენ პროცენტს შეადგენს პედანტობა :D).
  • ვმუშაობ ვირივით :D
  • საბოლოოდ გადაწყდა, რომ აგვისტოში საქართველოში ვარ. ასევე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ძალიან, ძალიან სხვანაირად დავგეგმავ დროს, ბოლო ორ ჩამოსვლასთან შედარებით. უნდა დავისვენო...
  • თმის შეჭრას ჯერ კიდევ ვერ მოვაბი თავი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ეშველება ამ საკითხს.
  • უნდა აღვკვეთო საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ურახუნებენ ჩემს თვითშეფასებას. მერამდენედ, ღმერთმანი :D
  • ამ უკანასკნელ მოვლენაზე პოსტის დაწერას ვაპირებ საუკუნეა და ამასაც ვერ მოვაბი თავი.
სულ ეს იყო...

05.02.11

Birthday kid in da house!

რას ვიფიქრებდი, 2008 წლის 5 თებერვალს რომ დავწერე:
"ჰოდა, ეს ისე... უბრალოდ...

ვინც წაიკითხავს აქ ჩემს ნაბოდვარს კიარადა ხო.....

მადლობა დროისთვის ;) "




რომ 3 წლის მერეც ასე თუ ისე მოქმედი ბლოგი მექნებოდა.

შეიძლება დამთხვევაცაა, მაგრამ "ტყუპები" რომ იბადებიან, ვარსკვლავების განლაგება ისეთია, ყველაფერი მალე ბეზრდებათ. ალბათ, ამიტომ არ ვიცი, რა მინდა ბოლოს და ბოლოს... ან ამიტომ ვატარე 8 თვის განმავლობაში 6 სხვადასხვა ვარცხნილობა... ადამიანების უმეტესობაც მბეზრდება ხოლმე. ჩემი თავიც მბეზრდება შიგადაშიგ და თავდაყირა ვაყენებ ყველა შეხედულებას...

ბლოგმა კი გაუძლო!
2 დიდ დეპრესიას...
ფასეულობების გადაფასებას...
მეგობრების გადაფასებას...
მხიარულ ხასიათს...
ცუდ ხასიათს...
PMS-ს (ამას ხომ უნდა გაძლება :D)...
ჩემს საკუთარ დაბადების დღეებს...
ახდენილ ოცნებებს...
მკითხველების მოსვლას...
მათ წასვლას....



და დიდი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრს გადაიტანს და გაუძლებს ჩემთან ერთად!!!

I love you to pieces, babe! :*



happy birthday!





p.s. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, იმისთვის რომ კითხულობთ, აკრიტიკებთ, არ აკრიტიკებთ, არ მოგწონთ, ან მოგწონთ, გიყვართ, ან გკიდიათ, მაგრამ მაინც ბრუნდებით :)


love,
Chaotic.

19.12.10

ახალი URL ჩემი ბლოგისთვის

ვისაც გამოწერილი ჰქონდა ჩემი ბლოგი:

ადრე ხომ ვიყავი : chaochaotic.blogspot.com ?
ჰოდა, ახლა ვარ : chaoticca.blogspot.com

just, ისე... რომ არ გაგიკვირდეთ მერე.

:)

Thanks for reading :)

29.11.10

კვირის რეზოლუცია

გადავწყვიტე, ყოველდღე თუნდაც 2 წინადადებიანი პოსტი დავდო. ვნახოთ, რამდენად გამომივა. იმ თემების გარდა, რომლებზეც ვრცლად მომინდება დაწერა, ძირითადად პატარა ფაქტებზე დავპოსტავ.

ახალი პროექტივითაა. ბევრმა ბლოგერმა სცადა ამ გზით ბლოგის გამოცოცხლება. ცოტა ყურით მოთრეული კი მეჩვენება მსგავსი განწყობა, მაგრამ, hey, რატომაც არა... ყოველ შემთხვევაში, სხვისი აზრების, ვიდეოების და ფოტოების დაშეარება არ იქნება.

დღეს არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. ადამიანურად და მოკლედ რომ ავხსნა, მიუხენში მცხოვრები უცხოელებისთვის მათი ინტერესების დამცველი ხალხის არჩევნები იყო. მერე, წესით, მთელი დღე თუ არა, ცოტა მაინც უნდა მეფიქრა იმაზე, რამდენად დიდი ბლეფია ეს ყველაფერი და რამდენად გვიქმნიან ილუზიას, რომ რაღაც გვეთქმის ამ ქვეყანაში. ან რამდენად არის ეს ყველაფერი ერთი დიდი PR-სპექტაკლი და ა.შ.

ამ ყველაფერზე ფიქრის ნაცვლად სახლში მოვედი და მეძინა... არ ვიცი, გამართლებული ინდიფერენტულობაა თუ არა, მაგრამ არც ის მგონია, ამ ეტაპზე მსგავს საკითხებზე ფიქრი რამეს წყვეტდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე გამოვიყენე ჩემი ხმა და ანუ, ამით მივეცი საკუთარ თავს საშუალება, ვიდავო, ან გავაპროტესტო შემდეგში მათი ქმედება თუ უმოქმედობა, იმიტომ რომ, მივედი და ავირჩიე და შესაბამისად, მივეცი საშუალება, აკეთონ ის საქმე, რასაც შეგვპირდნენ.

შეიძლება იმ ჯგუფმა სულაც ვერ გადალახოს საჭირო ბარიერი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უტოპიურია თუ არა, მაინც შენი ხმაა, რომელიც შეგიძლია, სადღაც ზემოთ მყოფებს მიაწვდინო...

პ.ს. ჩემგან არასოდეს გამოვიდოდა ჟურნალისტი და კიდევ კარგი, სკოლის დამთავრებისას გადავიფიქრე მაგ გზით სვლა. :D

20.10.10

111+220+45

კონკურსი დასრულდა და შეპირებისამებრ, გამარჯვებული პოსტის დადების დრო დადგა.
Guest-post-ის ავტორია, სოფი.
:მქუხარეტაშიდამისთანანი:
გილოცავ, სოფი და მადლობა პოსტისთვის :* It sure meant a lot :)
(გემრიელი Body-Butter-ს გადმოცემის ცერემონიალისთვის საჭირო კოორდინატების გაცვლა და ა.შ. მოხდება უკვე ბლოგის გვერდის ავლით, მეილის მეშვეობით :D )



სოფის პოსტს ვაქვეყნებ შეუცვლელად:


21–ე საუკუნის ამ პერიოდში როგორი უნდა იყოს ბლოგი, რომ ჩემი ყურადღება მიიქციოს; თანაც ისე, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვკითხულობდე და არ მბეზრდებოდეს. ხანდახან ვფიქრობ, damn, რატომ ვკითხულობ chaotic reality–ს, მეც ხომ არ "მაბნევს სხვების დალაგებული რეალობა–მეთქი"? სადაც უმეტესად ავტორის ბუზღუნი და წუწუნი მხვდება?
მერე დიდი ფსიქოანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრ საერთოს ვპოულობ "ქაოტიკთან", ასაკისა და ერთი საცხოვრებელი ქვეყნის ჩათვლით. განსხვავება ისაა, რომ მე იმ ყველაფერზე ვერ ვწერ, რაც მაცოფებს; ჩემში ვმალავ და "შიგნიდან" ვბობოქრობ. ამიტომ შემოვდივარ ამ ბლოგზე და სიამოვნებით ვკითხულობ. როგორც ერთ ფილმშია, წარმოვიდგენ, რომ ყველას ვეუბნები იმას, რასაც ვგრძნობ, რაც მინდა, და ვისვენებ.

ძალიან უცნაურია, რომ მიუხედავად დეპრესიულ–ბრაზიანი პოსტებისა – სასწაულად დადებითი აურაა ამ ბლოგზე. სასწაულად. როცა მე ვამბობ "სასწაულად", ეს ნიშნავს, რომ მართლა სასწაულად.

ქრისტინამ, კონცეფციაო. არ ვიცი მე კონცეფციები, მე ვიცი – ემოციები. მე მიყვარს, როცა რაღაც შთამაგონებს, ხან მასევდიანებს და ხან - სიგიჟემდე მაცინებს.
ამაზე ერთი საღამო (შეიძლება დილა) მახსენდება, როცა ქრისტინას სურათებს ვათვალიერებდი; მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ბერლინში და ისეთი ნოსტალგია მქონდა, რამდენჯერაც ხიდან ჩამოყრილ ფოთლებს დავხედავდი, იმდენჯერ ვტიროდი. ერთი სურათის ნახვის შემდეგ, ხიდან ჩამოყრილი ფოთლები არ დამჭირვებია, ისე ავბღავლდი (სამწუხაროდ ახლა ვერ ვიპოვე ის ფოტო, მაგრამ მსგავსი ვნახე).



ფოტოზე ქრისტინას "ხატების კუთხე" იყო. არ ვიცი, რატომ ამიჩუყდა ასე გული. შეიძლება იმიტომ, რომ მარტო ვგრძნობდი თავს და ასე მეგონა, ჩემი და ღმერთის გარდა აღარავინ იყო დარჩენილი. მერე წარმოვიდგინე, რომ ქრისტინაც ხშირად ასე გრძნობს თავს ამ ცივ და გაუცინარ გერმანიაში და ერთადერთ თავშესაფრად, სწორედ, ხატების კუთხე აქვს. იმაზეც ვტიროდი, მიუხედავად განსხვავებული რელიგიებისა, შეხედულებებისა, ყველას რომ ერთნაირად სჭირდება ნაპირი, თავისი უკაცრიელი კუნძულიდან გასაქცევად და თავმისადრეკად (ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობდა ასე, გახსოვთ?).

აი, ყველაზე საუკეთესო კონცეფცია. ბლოგის ყველაზე კარგი კონცეფცია მისივე ავტორია – ემოციური, ნამდვილი და ძალიან, ძალიან გონებამახვილი.
კიდევ მოვყვე რამე? არ მოვყვები, დანარჩენს აქვე, არქივში იპოვით ;)

With lovey love მსოფლიოს ყველაზე სოციალისტი იუდაისტი & გულჩვილი "ნოსტალგიკოსი",
სოფი SUNNY გოლდენი

P.S. ბლოგიდან ვერ წავალ დრიუ ბერიმორის ფილმის გარეშე ;) Viva 80's


--
http://norteri.com
http://sunnygold.blogspot.com
http://geojews.blogspot.com

29.09.10

კონკურსი მდედრობითი სქესის ბლოგერებისთვის

მაშ ასე, 2,5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დადგა ბლოგზე კონკურსის ჯერი.
არ ვიცი, რატომ მომივიდა თავში აზრად მისი ჩატარება, მაგრამ ნუ ჩავეძიებით.


რა უნდა გააკეთოთ:
  • გადახედეთ ჩემს ბლოგს. იპოვეთ მისი კონცეფცია (თუ არსებობს იგი საერთოდ :D) და დაწერეთ პოსტი, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე მეტად შეეფერება ჩემს ბლოგს.
  • დაწერილი პოსტი უნდა გამომიგზავნოთ 15 ოქტომბრამდე ჩემს ბლოგზე მითითებულ მეილზე .
მე რა უნდა გავაკეთო:
  • 20 ოქტომბრამდე წავიკითხავ ყველა შემოსულ პოსტს და 20-ში დავასახელებ გამარჯვებულს.
  • გამარჯვებული პოსტი დაიდება ჩემს ბლოგზე, როგორც Guest-post.
  • ჟიურის წევრი, გამგებელი, ბოსი, დამლაგებელი და ყველაფერი მე ვარ ამ კონკურსში :D
წესები და მისთანანი:
  • ვინაიდან, პრიზი მხოლოდ მდედრობითი სქესისთვისაა საინტერესო, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.
  • მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს თავად ბლოგერი. (მეილში პოსტს უნდა მოაყოლოთ თქვენი ბლოგის ლინკი.)
  • 15 ოქტომბერს 23:59-ზე გვიან შემოსული პოსტი აღარ მიიღება.
  • პოსტი უნდა იყოს დაწერილი ქართულ ენაზე.
  • UPDATE: კონკურსში მონაწილე უნდა იმყოფებოდეს საქართველოში (ან გერმანიაში).
პრიზი:
  • The Body Shop- ის Body Butter
  • (გამარჯვებულთან შევათანხმებ, რომელ მათგანს აირჩევს). (დაწვრილებით იხილეთ აქ: http://www.thebodyshop.de/bath-body/koerperpflege.aspx)
  • როგორც იცით, მე საქართველოში არ ვარ, ამიტომ გამარჯვებული პრიზს სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.


სულ ეს იყო.

:)

21.05.10

პირადი ბლოგი?!

ნოსტალგიური ვარ დღეს და დაღლილი ძალიან.
მომენატრა ჩემი პირადი პოსტები.
ახლაც არაა თემატურიო,- ვინმე იტყვის, მაგრამ მე ის პოსტები მომენატრა, აღსარებასავით რომ იყო, კათარზისივით. იმ ფიქრისგან თავისუფალი, რომელი ნაცნობი შემოაღებდა კარს.

კიდევ ურითმო რამის დაწერა მომენატრა... ლექსის, თუნდაც.

შეგრძნება, რომ მთელი დაგროვილი ემოცია, თუ ენერგია, თუ სიტყვა შენში ვეღარ ეტევა.
შეგრძნება, რომელიც შუაღამით აგანთებინებს შუქს და გაწერინებს რაღაცას, შენებურად... ჩემს შემთხვევაში ქაოსურად....

ახლა ვზივარ და თავს ვაჯერებ, რომ love is overrated.
და როგორ არა-ჩემებურია ეს პოზიცია. :)
არ ვარ "სიყვარული არ არსებობს" ტიპი. ძალიან ბევრი რამე და ვინმე მიყვარს საამისოდ.

Love is never too much... :)
But sometomes, love is just somewhere else, not where you expect it to be ... :)
So, I should keep looking...


ძალიან სენტიმენტალურად რომ არ დავამთავრო და ამჟამინდელი დასკვნები გავითვალისწინო:

At this very moment, "this love" is overrated...

:)

18.04.10

სავარაუდო შესვენება ბლოგზე

ხვალ სემესტრი მეწყება.
ინგლისურის კურსს და 7 საგანს ვეჭიდები. აქედან ოთხს ლექციაც აქვს და პრაქტიკულიც. ექვს მათგანში ყოველ კვირა დავალება მექნება ჩასაბარებელი. ამ ყველაფერს დავუმატოთ სავარაუდოდ ახალი სამსახური, ძალიან მინდა მიმიღონ.
ასეთ დროს ან საერთოდ არ ვპოსტავ, უდროობის გამო, ან იმდენად ფრუსტრირებული ვარ, რომ მარტო ბლოგზე ვსაქმიანობ. :D

ვინაიდან, თითქმის ბოლოში ვარ გასული და მთელი აქცენტი ჩათვლების მოგროვებაზე უნდა გადავიტანო, ალბათ, დაგტოვებთ ცოტა ხნით. :(

შიგადაშიგ მოკლე პოსტებს დავწერ მაინც. შემოიხედეთ ხოლმე :)


p.s. წიგნის კლუბი აქტიურად განაგრძობს მოქმედებას. ასევე ჩემი კულინარიული პროექტიც ექვემდებარება გამოცოცხლებას მომავალ კვირაში.



I'm gonna miss ya...

:*

05.02.10

Happy, Happy...

2 წლის გავხდით...

თუმცა, ისევ ისეთი ქაოსურები და დაულაგებლები ვართ. ისევ ისე ვწერთ პირად პოსტებს.


რომელ სტატისტიკურ მონაცემს დავუჯერო, აღარ ვიცი :D

ყველა გვიან გავაკეთე ... არცერთი არაა 2 წლის.

ტოპ.გე-ს რომ ვკითხო, 7072 უნიკალური ვიზიტორი მყავდა. თუმცა, მანდ მაქსიმუმ 1,5 წელი იქნება რაც დავრეგისტრირდი.

სხვა მთვლელი 12218 ვიზიტორს ითვლის, მაგრამ არა უნიკალურს.

Google-ის სტატისტიკის მიხედვით წინა წლის ივლისიდან მოყოლებული 6219 უნიკალრუი ვიზიტორი მყავდა...

მაინც ბევრია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საქვეყნოდ მნიშვნელოვან თემებზე მე არ ვპოსტავ.


ეს რაც შეეხებოდა სტატისტიკას. პირადად და სუბიექტურად რომ მივუდგეთ, ვერ ვიტყვი შვილივით მიყვარს ბლოგი-მეთქი, ჩითერობა იქნება, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მიყვარს.
სერიოზულ კონფლიქტში შემიძლია შევიდე ვინმესთან აქაურობის გამო. :D
აბსოლუტურ შეურაცხყოფად ვიღებ ახლობლებისგან, თუ ბლოგს არ კითხულობენ: აქ რაც ხდება არის 100%-ით "ჩემი" და პირადი და ზუსტად იგივენაირად აღვიქვამ, როგორც რეალში მეგობრის მიერ დაიგნორებას.
არ მჯერა მეგობრობის, სადაც ერთმანეთის სუბიექტური განცდებით და მარცხითა თუ გამარჯვებით არ ინტერესდებიან.
პრინციპულად "არ წაკითხვის" ა.კ.ა. "გსჯი, არ გკითხულობ" ფენომენზე ფრიად ვხალისობ ხოლმე. :D

na ja, ვინაიდან და რადგანაც ვერ დავაძალებთ ვერავის ვერაფერს, ვაგრძელებთ მე და ჩემი ბლოგი მშვიდად ცხოვრებას.

მათ, ვინც გვკითხულობს და ჯერ კიდევ არ მობეზრდა ჩვენი აღშფოთებები, გინებებიანი პოსტები, წუწუნი და ცრემლთა ღვრა: დიდი მადლობა. :*
ზემოთ ჩამოთვლილი თემები აწ და მარადის ულევად იქნება ამ ბლოგზე. :D


პ.ს.
ახლა 2 სიტყვას დავწერ სხვა ბლოგებზე და წავალ ჩუმად მერე :D

ბლოგები, რომელთა ახალ პოსტებსაც რიდერში გამოჩენისთანავე ვკითხულობ:

ბლოგები, რომლებიც რიდმორის მიუხედავად მყავს რიდერში :D
(ყველამ იცის ჩემი საშინელი დამოკიდებულება რიდმორთან :D)

ბლოგები, რომლებიც მახსენდება ამა თუ იმ მიზეზის გამო:
  • Taa-ს ბლოგი: რაღაც პოსტი წავიკითხე, სადაც ეწერა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამართულმა იარო. ჰოდა, მე სულ მოხრილი ვზივარ და სიარულისასაც ისე დაძაბული და მოხრილი ვარ, საცოდაობაა ჩემი 160 სმ-თვის. ჰოდა, ეს წინადადება მახსენდება დღეში 100-ჯერ და ეგრევე ვიმართები წელში. მინდა ვთქვა, რომ მოქმედებს. მადლობა თაა-ს :D
  • Zuriuss-ის ბლოგი. მანდ ვნახე Home-ის ლინკი და მას შემდეგ: ვანაწილებ ნაგავს და მინას და ქაღალდს ცალკე კონეინერებში ვყრი; არ ვახარებ არცერთ "უსაქმურად მანათობელ" ნათურას; ვრთავ გათბობას ღამით, ან როცა სახლიდან გავდივარ, ან თუ ვხვდები, რომ საკმაოდ დათბა ოთახში. ეკოლოგიურად სუფთა მადლობა ზურიუსს :D
  • k84u-ს ბლოგი: თუ სადმე რაიმე წინადადება იწყება ფრაზით: ჩემი შეყვარებული :D


სხვა ბლოგებიც მიყვარს და იმედია, არავის ეწყინება, თუ ამ სიაში არ მოხვდა. იმაზე მეტ პოსტს ვკითხულობ თქვენთან, ვიდრე ვაკომენტებ. :user:


ჰოდა, ასე... კიდევ ერთხელ "მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად და ბედნიერად შენს საყვარელ ადამიანებთან " ჩემს ბლოგს. :D

:*

06.12.09

ოჰ, ეს ტელევიზორი... კიარადა, skype

ჰმმ... ის, რომ საერთოდ არ მებლოგინგება, არა უშავს, ხომ?! :spy:

რიდერიც გადამევსო წასაკითხი პოსტებით. თუმცა, სულ გახსნილი მაქვს და სულ ვკითხულობ თითო პოსტს.... ხზ...

რაღაც წმენდის თვე მქონდა. ჯერ რიდერიდან ამოვშალე ბლოგები, რომლებსაც read more ფუნქცია აქვთ გააქტივირებული. სულ რამდენიმე დავტოვე და არ ვიცი, რამდენად შევამცირებ ამ რიცხვს. sorry, მაგრამ ნახ. ეს read more!!!

მერე ახალი სკყპე შევქმენი :D უკვე მქონდა მსგავსი მცდელობები და ამის შესახებ ბლოგზეც დავწერე. თუმცა, ამჯერად უფრო რადიკალურად მოვიქეცი: სრულიად ახალი ID შევქმენი და ძველზეც განვაცხადე, მივდივარ-მეთქი. ვინც დამამატა-დამამატა, ვინც არა და, აწი კაი დროსია :D ჰოდა, ისეთი სიმშვიდე სუფევს ახლა ჩემს სკყპე-ლისტში, რომ გადარევა შეიძლება.
მართლა მარტო ის ხალხი, ვინც მინდა ლისტში. არავინ ზედმეტი, არავინ just ვალდებულების გამო...
"ნათესავების სკყპე" დავტოვე ისევ, რაღა თქმა უნდა. :D


ჰო, ჩემმა დამ აღმოაჩინა Facebook და იასნა, NetworkedBlogs-ის საშუალებით ეს ბლოგიც. OMG... OMG. :D
სვითის რჩევა გამახსენდა, არაა საჭირო, ნათესავებმა იცოდნენ ბლოგის შესახებო და კი დავფიქრდი, მაგრამ na ja :D მამენტ, რა freak-იც ვარ, ოჯახის წევრებზე უკეთ ვინ იცის, ასე რომ, დავბლოგავ, რაზეც მომინდება. :D ნუ, კარგი იქნება დედაჩემმა არ დაიწყოს კითხვა, რაღაც დოზით მაინც ვგონივარ კარგი და ეგონოს :D





მდას, ფრიად პიზდეცინტელექტუალური პოსტია, იმჰო... არადა,ამ ბოლო დროს ისე მინდა ვპოსტო და არ ვიცი ხოლმე,რაზე... ზოგი რამე ძალიან პირადულია, ზოგიც მარტო ჩემთვის საინტერესო... ზოგისთვის დრო არ მაქვს და .... მგონი პირველი მიზეზი დროის იქონლობაა. მაგრამ რადგან ეს დრო მეცადინეობას თუ არა, მეცადინეობის მცდელობას მაინც ხმარდება, ასე თუ ისე მშვიდად ვარ :D

Tja, ich zisch dann mal ab.... bis zum nächsten mal... :)

08.11.09

ბლოგერული წვრილმანები და სხვა ვნებათა ღელვანი

ესე იგი, იმ დიდი შეხლა-შემოხლისა და დაბანაკებების ფონზე, ამ 2 კვირის მანძილზე რომ სუფევდა ყველგან, ვაგრძელებ სვითის დავალებების კეთებას. ვოტ! :D და ვინაიდან ჩემი ბლოგი არ წარმოადგენს დიდი პოპულარობის ზეიმს და არც არავინ ჩათვლის ჩემს პოსტს ღირსად, გაარჩიოს და გააკრიტიკოს, მშვიდად გავატრაკებ. მე რა :D ზე-გველური კომენტარები მიიღება, just, ზე-გველური პასუხი ექნება ჩემგანაც. :D

უეჭველი იქნება ის კითხვაც, რატომ წერ მაშინო და ბარემ ვუპასუხებ: იმიტომ, რომ it sucked, ჩემთვის, სუბიექტურად და რადგან ჩემი ბლოგი სუბიექტური ბლოგია და 90% ჩემი საკუთარი ნაფიქრალისგან შედგება და ვწერ კიდევ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე პოპულარული არ ვარ, არც სკანდალურად მინდა გაპოპულარულება... მნე პოხ. :D

რაც შეეხება დავალებას: ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და კომენტარების წერით არც ისე ვიკლავ თავს. თუმცა, მე თუ მინდა რომ დამიტოვონ feedback, იგივე უნდა გავაკეთო სხვის ბლოგებზეც. ხანდახან უბრალოდ წარმოუდგენელია, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება ამა თუ იმ პოსტზე და ასეთ დროს, არც ვაკომენტებ. ვეცდები, თუკი დრო მექნება და პოსტთან დაკავშირებით აზრიანი სათქმელიც, აუცილებლად გამოვხატო. ორიოდე კომენტარი გავაკეთე, მაგრამ ვთვლი, რომ ეს დავალება მაინც არ შემოიფარგლება 1 კვირით და ასე რომ, ვიმუშავებთ ამ საკითზე. ოღონდ პირობას ვერ დავდებ, რომ მხოლოდ ერთ ბლოგზე დავრჩები :)


და ისა: როგორია კარგი ბლოგი? ამაზე ვიფიქრე იმ დღეს. შევავიწროვოთ ხედვის არეალი და ვიკითხოთ: როგორია კარგი ქართული ბლოგი?

ისეთი ხომ არა, როდესაც 99% ბლოგის პოსტებისა ზოგადი ხასიათის, სხვა წყაროებიდან დაკოპირებულ, აბსოულუტურად უინტერესო კონტენტს შეიცავს? - აარა მგონია :) google-ის და youtube-ის გამოყენება ყველა ბლოგერმა ისწავლა,yuhuuuu...

ისეთი ხომ არა, როდესაც საინტერესო რამეზე წერ, მაგალითად, ხელოვნებაზე. 100% დიდი საიტებიდან აკოპირებ ტექსტიანად. ანუ, შენსას არაფერს უმატებ?- არ მგონია.

ისეთი ხომ არა, როდესაც რაღა თქმა უნდა, სხვა წყაროებს მიუთითებ, მაგრამ საკუთარ აზრსაც აყალიბებ მოცემულ თემაზე? წესით, ასეთი თემატური ბლოგი კარგ ბლოგად ითვლება... მაგრამ, არა ქართულ ბლოგოსფეროში...


აქ ყველაზე მთავარი და ბლოგერული ბიბლიის 10 მცნებიდან პირველი მცნებაა ზე-პიზდეცბლოგერულ სასტავში გაერთიანება და მერე... უჰ, მერე თუ გინდა სრული სლეობები წერე, მაინც მაგარი იქნები... მერე თუ გინდა, სრული იდიოტობები ჩაიდინე, მაინც "you rule" შინაარსის კომენტარებს დაგიტოვებენ, იმიტომ რომ, შინაური ხარ, ბრატ და რა პონი?

საოცარი სიზუსტით ვუახლოვდებით კაი ბიჭების ბირჟას და "ეს ჩვენი ბრატია" სიტუაციებს, რამდენიმე დღეში რომ "რა ბრატი, ტო... ვაფშე სხვა დვიჟენია იყო რა" ან მსგავსი სახის ფერისცვალებას იღებს ესა თუ ის გარემოება... თუმცა, "ვუახლოვდები" ზმნის არასწორი ფორმა იყო, აშკარად. თავს არ მოვიაზრებ არცერთ გაერთიანებაში. :yeahirule: :D :D პირიქითაც, ვავსებ "პეროიანი" ბლოგერებისგან ათვალწუნებულ ნიშას, რომელსაც პირადი ბლოგის წარმოება ჰქვია. :D I'll be damned :D



just relax... relax... and take it easy, kids :)

10.08.09

მთვლელები ჩემს ბლოგზე

ვინაიდან დღეს საკმაოდ ბევრი ვიმეცადინე, თავს უფლებას ვაძლევ, დავპოსტო :D

მთვლელების გარდა სხვა რამეებსაც შევეხები, მაგრამ ამით დავიწყოთ.
რატომ მაქვს ბლოგზე 8 განსხვავებული მთვლელი?
ყველა ბლოგერისთვის მარტივი კითხვაა: მინდა ვიცოდე, ვინ შემოდის, საიდან შემოდის, რამდენჯერ შემოდის, რა საძიებელი სიტყვის გამო ხვდება ჩემს ბლოგზე?
მთვლელი მაძლევს feedback-ის თავად შეფასების საშუალებას, თუკი კომენტარები არ იქნება პოსტებზე.
ამასთანავე, კი, ვხედავ IP-ს, მაგრამ არასრულს.
შეიძლება ეს რამდენიმე მკითხველს დისკომფორტს უქმნის და მესმის ასე თუ ისე. არც მე მინდა, ყველგან ვფიქსირდებოდე. :) ჰოდა, ადგილი აქვს დილემის წარმოშობას: მე აუცილებლად უნდა ვიცოდე, ვინ მოძრაობს ჩემს სახლში და სტუმრებს არ უნდათ, მასპინძელმა მათი შემოსვლის შესახებ იცოდეს. :) რთული თემაა.

მე მქონდა წლების წინ შემთხვევა, როდესაც ძალიან მაინტერესებდა ერთ-ერთი ბლოგი და თან არ მინდოდა დავფიქსირებულიყავი. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, რა თქმა უნდა. ხანდახან ვბედავდი და შევდიოდი, ხანდახან ვერ... :) არ ვიცი, ბლოგის პატრონი საერთოდ თუ აქცევდა ჩემს ვიზიტს და სტატისტიკებს ყურადღებას. არც ის ვიცი, ეს აღიზიანებდა თუ არა (წესით მართლა მაგიტომ არ შევდიოდი, რომ გაღიზიანების და "ეს კიდევ შემოდის" მომენტი არ შექმნილიყო), მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ თუ მომინდებოდა, უნდა შევსულიყავი... screw it... მერე რა რომ IP-ს ცოდნა სულ არ იყო საჭირო და მხოლოდ ქალაქის და ქვეყნის დაფიქსირებითაც ვიწვებოდი ?! :D

იმდენ რამეს ვუკრძალავთ თავს, რომ არ ღირს ძალით პრობლემების შექმნა.

+ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ბლოგი და საშუალება, ვწერო იმაზე, რაც ამ წუთას მახარებს ან პირიქით, მაცოფებს. :D ხშირად პოსტში ვდებ იმას, რასაც ადამიანს პირდაპირ ვერასდროს/არასდროს ვეტყვი. შეიძლება ეს ერთგვარი პრობლემაა: სხვის ბლოგზე საკუთარი თავის პოვნა... მაგრამ, It's me :)
გამოსავალი ხომ არსებობს, თან არა ერთი: ან საერთოდ ნუ შემოვლენ მთვლელოფობები :D ან სხვა IP, ან სულაც სხვა ეშმაკობები, რომლებსაც ჩემი მთვლელები ვერ უმკლავდებიან(იდეაში, ამ მესამეს, სულ არავინ შემოვიდეს, მირჩევნია... ძალიან ნიზკი რაღაცაა)...
მართალია, მე ამ სამი გამოსავალიდან არცერთი მხიბლავს, მაგრამ ყველა თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს...

I love when my friends read my Blog and leave comments... :)



ეს რაც შეეხებოდა მთვლელებს. კიდევ ორი სიახლეა ბლოგზე.
Kikitoland-ზე ეს პოსტი ვნახე და მომინდა მეც მქონოდა ბლოგზე ელ.ფოსტის მისამართი. ამისთვის შევქმენი ახალი Mail. :D ვინდაიდან, მოსაწონი ფოტო ვერ დავძებნე, ჯერ მხოლოდ Mail დავტოვე და შემდეგში საფუძვლიანად გადავქექავ ინტერნეტს :D

კიდევ, კვირაში ერთხელ sidebar-ში ციტატებს ჩავამატებ, რომლებიც დამამახსოვრდა/ჩავინიშნე წიგნის კითხვისას. ერთი პრობლემაა მხოლოდ: ობიექტური მიზეზების გამო ძირითადად გერმანულად ვკითხულობ და გერმანული ცოტა ისეთი ენაა, ბევრმა ბლოგერმა არ იცის... :)
არა უშავს, იგივე ციტატების ინგლისურად და-google-ვაც არის პერსპექტივაში, თუ არ დამეზარება.

ჰო, სულ ეს იყო...

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates