Posts mit dem Label კომენტარი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label კომენტარი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

08.11.09

ბლოგერული წვრილმანები და სხვა ვნებათა ღელვანი

ესე იგი, იმ დიდი შეხლა-შემოხლისა და დაბანაკებების ფონზე, ამ 2 კვირის მანძილზე რომ სუფევდა ყველგან, ვაგრძელებ სვითის დავალებების კეთებას. ვოტ! :D და ვინაიდან ჩემი ბლოგი არ წარმოადგენს დიდი პოპულარობის ზეიმს და არც არავინ ჩათვლის ჩემს პოსტს ღირსად, გაარჩიოს და გააკრიტიკოს, მშვიდად გავატრაკებ. მე რა :D ზე-გველური კომენტარები მიიღება, just, ზე-გველური პასუხი ექნება ჩემგანაც. :D

უეჭველი იქნება ის კითხვაც, რატომ წერ მაშინო და ბარემ ვუპასუხებ: იმიტომ, რომ it sucked, ჩემთვის, სუბიექტურად და რადგან ჩემი ბლოგი სუბიექტური ბლოგია და 90% ჩემი საკუთარი ნაფიქრალისგან შედგება და ვწერ კიდევ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე პოპულარული არ ვარ, არც სკანდალურად მინდა გაპოპულარულება... მნე პოხ. :D

რაც შეეხება დავალებას: ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და კომენტარების წერით არც ისე ვიკლავ თავს. თუმცა, მე თუ მინდა რომ დამიტოვონ feedback, იგივე უნდა გავაკეთო სხვის ბლოგებზეც. ხანდახან უბრალოდ წარმოუდგენელია, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება ამა თუ იმ პოსტზე და ასეთ დროს, არც ვაკომენტებ. ვეცდები, თუკი დრო მექნება და პოსტთან დაკავშირებით აზრიანი სათქმელიც, აუცილებლად გამოვხატო. ორიოდე კომენტარი გავაკეთე, მაგრამ ვთვლი, რომ ეს დავალება მაინც არ შემოიფარგლება 1 კვირით და ასე რომ, ვიმუშავებთ ამ საკითზე. ოღონდ პირობას ვერ დავდებ, რომ მხოლოდ ერთ ბლოგზე დავრჩები :)


და ისა: როგორია კარგი ბლოგი? ამაზე ვიფიქრე იმ დღეს. შევავიწროვოთ ხედვის არეალი და ვიკითხოთ: როგორია კარგი ქართული ბლოგი?

ისეთი ხომ არა, როდესაც 99% ბლოგის პოსტებისა ზოგადი ხასიათის, სხვა წყაროებიდან დაკოპირებულ, აბსოულუტურად უინტერესო კონტენტს შეიცავს? - აარა მგონია :) google-ის და youtube-ის გამოყენება ყველა ბლოგერმა ისწავლა,yuhuuuu...

ისეთი ხომ არა, როდესაც საინტერესო რამეზე წერ, მაგალითად, ხელოვნებაზე. 100% დიდი საიტებიდან აკოპირებ ტექსტიანად. ანუ, შენსას არაფერს უმატებ?- არ მგონია.

ისეთი ხომ არა, როდესაც რაღა თქმა უნდა, სხვა წყაროებს მიუთითებ, მაგრამ საკუთარ აზრსაც აყალიბებ მოცემულ თემაზე? წესით, ასეთი თემატური ბლოგი კარგ ბლოგად ითვლება... მაგრამ, არა ქართულ ბლოგოსფეროში...


აქ ყველაზე მთავარი და ბლოგერული ბიბლიის 10 მცნებიდან პირველი მცნებაა ზე-პიზდეცბლოგერულ სასტავში გაერთიანება და მერე... უჰ, მერე თუ გინდა სრული სლეობები წერე, მაინც მაგარი იქნები... მერე თუ გინდა, სრული იდიოტობები ჩაიდინე, მაინც "you rule" შინაარსის კომენტარებს დაგიტოვებენ, იმიტომ რომ, შინაური ხარ, ბრატ და რა პონჩი?

საოცარი სიზუსტით ვუახლოვდებით კაი ბიჭების ბირჟას და "ეს ჩვენი ბრატია" სიტუაციებს, რამდენიმე დღეში რომ "რა ბრატი, ტო... ვაფშე სხვა დვიჟენია იყო რა" ან მსგავსი სახის ფერისცვალებას იღებს ესა თუ ის გარემოება... თუმცა, "ვუახლოვდებით" ზმნის არასწორი ფორმა იყო, აშკარად. თავს არ მოვიაზრებ არცერთ გაერთიანებაში. :yeahirule: :D :D პირიქითაც, ვავსებ "პეროიანი" ბლოგერებისგან ათვალწუნებულ ნიშას, რომელსაც პირადი ბლოგის წარმოება ჰქვია. :D I'll be damned :D



just relax... relax... and take it easy, kids :)

12.09.09

პატარა ერის დიდი კომპლექსი ქეთი მელუას მაგალითზე

არა, ქეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მთლად ჩემი მუსიკა არაა, ხანდახან ვუსმენ სიამოვნებით. კონცერტზეც ვიყავი ერთხელ, ბილეთი მაჩუქეს. საკმაოდ უშუალოა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ.

დღეს K8-ს ბლოგზე შემხვდა და გავაგრძელე youtube-ზე მოსმენა და ყველა ვიდეოს ახლავს რომელიმე აშკარად ქართული ნიკის მქონე ჰუზერის მიერ დაპოსტილი კომენტარი: Yeah, she is GEORGIAN!
აი, ისე, უმისამართოდ, არავის უკითხავს. მეტიც, მისმა ყველა მსმენელმა იცის, რომ ქართველია. თავადაც ხშირად ახსენებს საქართველოს, ქართულად მღერის შიგადაშიგ და იცის ამ ხალხმა, რომ არაა ბრიტანელი და რატომ გვინდა, რომ ცხვირში ამოვადინოთ მისი წარმომავლობა?

იმჰო, გავიგეთ! გავიგეთ სადაურიცაა...

თუ ძლივს, ერთმა გაქაჩა და აუცილებლად უნდა ვიყვიროთ და დედამიწას გავაგებინოთ???

დაკომპლექსებული ერი ვართ, იმჰო...

მესმის, არ ამხელდეს, თავს უინძორების შთამომავლად ასახელებდეს, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ასე???

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates