ქეთის ვიცნობ წლებია.
ბლოგიდან, facebook-იდან, ტვიტერიდან...
ერთხელ თითქმის შევხვდით, მაგრამ მე ვერ მოვახერხე.
... და აი, დღეს რომ ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეა ამ ადამიანს ვიცნობ.
რა საოცარია, არა?! ვირტუალურად ვიცით, ვინ სად მუშაობდა, ვის რა უჭირდა, ვის ვინ უყვარდა (დღემდე სიტყვებზე "ჩემი შეყვარებული" ქეთის პოსტების ეგ სერია მახსენდება და კიდევ, თუ არ ვცდები, კოშკას ლექსი, რომელიც უფრო მუქად გრძელდებოდა...), ვინ რამდენს მიაღწია და ამისთვის რამდენი იშრომა. გვიხარია ერთმანეთის წარმატება... არადა, ჩვეულებრივი ბლოგერები ვიყავით ყველანი. ოღონდ ისეთ დროს, როცა ბლოგერობა ახალი ხილი იყო... იმ ბლოგერებს დღემდე ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელებში, დღემდე მაინტერესებს მათი ყოველდღიურობა. თითქმის ისევე, როგორც ჩემი სხვა მეგობრების.
და ახლა, ამ ადამიანს საკუთარი ხმაც აქვს (მე ცოტა უფრო ბოხ ხმიანი წარმომედგინა :D) და საკუთარი მიმიკა, საკუთარი ხასიათის შტრიხები, რომლებსაც მხოლოდ საუბრისას ამჩნევ.
:)
საოცარი რამაა ინტერნეტი, ჭეშმარიტად.
Posts mit dem Label ბლოგერი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

23.02.17
03.04.16
უძღები ბლოგერის დაბრუნება მიზეზთა და მიზეზთა გამო :D
საუკუნის მერე რომ შემოხვალ ბლოგზე და წერის სურვილი გაგიჩნდება, ესე იგი, რაღაც დიდი გაწერინებს.
რაღაც, რაზეც ჩემნაირი ექსტროვერტი 1700 ადამიანს მოუყვება, მაგრამ მაინც ვერ ამოწურავს.
წინა წლის შეჯამება არ დამიწერია, მგონი და ახლა უკვე რაღა დროსია, მაგრამ გადასარევი წელი იყო. აი, ისეთი, რომ გადახედავ და იცი, რომ ყოველთვის გემახსოვრება. დაბალანსებული იმდენად, რომ მარტო კარგი ამბები გახსოვს (ცუდიც იყო, მთლად ეგრეც არაა :)).
და უცებ მოვიდა 2016 და სახე მოიტ***ნა. არადა, ჯერ მხოლოდ მეოთხე თვეა, რაც მოვიდა და რატომ აიწყვიტა ასე, არ ვიცი.
31 წლის რომ ხარ და რომ გგონია, რომ დალაგდი; ის ადამიანები შემოიტოვე შენს ირგვლივ, ვინც დადებითად გმუხტავს; შენი თავისთვისაც მოიცალე და ისეთი მიიღე, როგორიც არის და გადასარევად გრძნობ შენს კანში თავს და Baaam... რომ დაგეცემა თავზე მეხი....
თურმე არ უნდა გიკვირდეს.
თურმე საშინელებები მხოლოდ სხვის, შორეული ადამიანების ცხოვრებაში არ ხდება.
თურმე აქვე არის ჩასაფრებული და გადაივლის შენს თავზე....
მაგრამ, რომ გადაივლის (რაც ამ ასაკში უკვე ყოველთვის იცი), შენი უკეთესი "მე" უნდა გახდე.... ალბათ, ეს არის ცხოვრების გაკვეთილი... (ან კიდევ, ცხოვრებას სულ ჰკიდია შენი გაკვეთილები და უბრალოდ, რაღაცეებს გახლის თავში :D)
ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი მყავს, რომელიც ყოველთვის, როცა ვეტყვი ხოლმე: "ძალიან ცუდი ამბები მოხდა"-მეთქი, სულ მპასუხობს, რომ ცუდი კი არა, ძალიან კარგი ამბები მოხდა და ყოველთვის მანახებს იმ მხარეს, საითკენაც უნდა ვიყურო... საითაც უკეთესი, 10000-ჯერ უკეთესი ამბები გადამხდება თავს, ვიდრე ისინი, რომლებსაც მივტირი...
ხანდახან დავფიქრდები ხოლმე და ვეუბნები ჩემს თავს: კარგი ახლა, ქალმა ამხელა ომი გადაიტანე საკუთარ თავზე, აბსოლუტურად განადგურებულ საზოგადოებაში გაიზარდე. ხალხში, რომელმაც ყველაფერი და ხშირ შემთხვევაში ყველა დაკარგა და ამაზე როგორ იტკიებ გულს-მეთქი....
მაგრამ, თურმე, მაინც ყოველთვის ერთნაირად გტკივა....
ჩემნაირებსაც... :)
ჰოდა, ამ ჩემს ძალიან ძვირფას ადამიანთან საუბრისას ვთქვი: 2016 არის ცუდად დაწყებების და კარგად დასრულებების წელი, ასე გადავწყვიტე მე-მეთქი და ასეა... იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე.

Labels:
ასაკი,
ბლოგერი,
ბლოგი,
გულახდილი საუბრები,
გული,
იმედგაცრუება,
იმედი
05.02.13
happy 5th birthday to my blog!
აქ წარმოიდგინეთ ყველა "უფ, არ მჯერა. ... დედაა, დრო როგორ გარბის..." რეპლიკა.
კაცმა არ იცის, 5 წელში იქნება თუ არა ეს ბლოგი ცოცხალი, ან ბლოგოსფერო, როგორც ასეთი- რაიმე დატვირთვის მქონე, მაგრამ ეს 5 წლის არქივი ფეხს არ იცვლის არსად და სანამ ჯერ კიდევ აქ ვართ, შემოიარეთ ხოლმე. :)
Love,
Chaotic
10.11.12
Who the hell subscrubed to all these mummy blogs?
Google reader, what are you doing? Google reader, stahp!
ჩემი რიდერი როგორი იყო, იცით?
თემატურად დალაგებული: ტექ-ბლოგები, ბლოგები გენდერზე, ბლოგები ფემინიზმზე, ბლოგები lifetyle-ზე, ბლოგები საკვებსა და რეცეპტებზე (შიმშილის ჟამს განსაკუთრებით ასწორებს თვითგვემა), ბლოგები ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, სელებრითების ბლოგები, ქართული პირადი ბლოგები...
უცებ გავიხედ-გამოვიხედე და როდის შემდეგ გახდა ჩემი რიდერი mummy blog-ებით სავსე? ახუეწ...
არ მევასება ეგეთი ბლოგები. როგორც წესი, არ ვიწერ ხოლმე. რაღაც "ჩემი შვილი ხომ არის ჩემი სამყაროს ეპიცენტრი და უეჭველი, უეჭველი შენისაც უნდა იყოს" გემოს მიტოვებს ტუჩებზე.
მერე თან facebook-ს გადავხედე და ყველან "კბილი ამოგვდის", "ბაღში მშობლებს აუტიზმი აშინებს"(ჩემი ნათლული დედა ჩიოდა), ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილების სურათები "ისეთ, ასეთ და კიდევ ისეთ და მრავალჟამიერ ასეთ" პოზებში და რა ამბავია-მეთქი და უცებ გამახსენდა: ასაკი...
ცოტა დროც გავა და შვილიშვილების სურათები გაჩნდება...
მერე, კიდევ უფრო ცოტა დრო გავა და R.I.P. უფრო ხშირად იქნება სტატუს-აფდეითი, ვიდრე "რას გვიშვრება პრეზიდენტი" (ნუ, ეგ მერეც იქნება)....
nothing abnormal...
ჩემი რიდერიც ასეთი პოსტებით იქნება სავსე... ნასტასიას იავნანებით, შორენის ცოტა მელანქოლიური ფიქრებით, აუცილებლად რომ დავაპაუზებ, რასაც ვუსმენ იმ წამს და ისე წავიკითხავ, ბაბისას ულამაზესად გაბერილი მუცლით, რომ არ ვიცნობ და მაინც სულ მგონია, რომ ისეთი მშვიდია...
წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ისეთი დოზით "ვაბერდებით ერთმანეთს"
and nothing abnormal about that either.
გააგრძელეთ წერა :)
love,

25.08.12
junk post
ყველაზე მაგარი რამ, რაც შეიძლება ბლოგმა გააკეთოს, არის საშუალება, დაინახო ადამიანის განვითარება, ან დეგრადაცია :D
აი, მოიცალეთ ერთხელ და გადახედეთ თქვენს ძველ პოსტებს. :D
და მერე სხვების ძველი პოსტები გადაიკითხეთ :D
შეგრძნებები მონაცვლეობით "რა პერსპექტიული ბოვშვი იყო, არადა "-სა და "ვა, კარგად ფიქრობს, ხომ იცი"-ს შორის იხტუნავებს. :D
მარტო სხვებზე არ ვსაუბრობ, ხანდახან ჩემს საკუთარ თავზე მაქვს იგივე აზრი :D
მეტი არაფერი... ამის აღნიშვნა მინდოდა....
ნიაზას ახალ ალბომს ვუსმენ აქტიურად, დავპოსტავ მერე აზრს. ჩემმა სიძემ მიყიდა და "საფერავის" ნაცვლად "სამაიას" ეძებდა :D
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ნიაზას ვუსმენ, თუ რამე ქართული საჭმელი იყო, ყველაფერი სახლში მიდევს და ვსუქდები და ვსუქდები.
პ.ს. ეს ყველაფერი ფბ-ს სტატუსად რა კარგად გამოდგებოდა და საცოდავი პოსტის სახეც არ ექნებოდა, მაგრამ დავიკიდოთ.

20.06.12
all the dead ones...
ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ჩემს რიდერს გადავხედე ახლა და ძველი ბლოგების უმეტესობა, რომელთა პოსტებსაც სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე, აბსოლუტურად ჩამკვდარია. ნაწილი 6 თვეზე მეტია არ განახლებულა....
online community ძალიან მერყევი და სუსტი რამეა, თუკი ერთი და იგივე საზრუნავის გარშემო არაა მოკრებილი ხალხი, რომელსაც უშუალოდ ეხება იგი. პრინციპში, არც ასეთ შემთხვევებში ვართ დაზღვეულნი...
მითუმეტეს, თუკი საქმე პირად ბლოგებს ეხება. ინტერესს ვკარგავთ სხვის ცხოვრებაში ქექვით- დაახლოებით ვიცით, რაც მოხდება და იმიტომ, ალბათ. ჯერ ჩვენთვის უცნობ თარგს, ბლოგს, ახალ სისხლს ვეძებთ...
ლოიალურობა ძალიან იშვიათადაა აქაურობის საქმე.

ბლოგოსფერო,
პირადი,
სოც. მედია
05.02.10
Happy, Happy...
2 წლის გავხდით...
თუმცა, ისევ ისეთი ქაოსურები და დაულაგებლები ვართ. ისევ ისე ვწერთ პირად პოსტებს.
რომელ სტატისტიკურ მონაცემს დავუჯერო, აღარ ვიცი :D
ყველა გვიან გავაკეთე ... არცერთი არაა 2 წლის.
ტოპ.გე-ს რომ ვკითხო, 7072 უნიკალური ვიზიტორი მყავდა. თუმცა, მანდ მაქსიმუმ 1,5 წელი იქნება რაც დავრეგისტრირდი.
სხვა მთვლელი 12218 ვიზიტორს ითვლის, მაგრამ არა უნიკალურს.
Google-ის სტატისტიკის მიხედვით წინა წლის ივლისიდან მოყოლებული 6219 უნიკალრუი ვიზიტორი მყავდა...
მაინც ბევრია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საქვეყნოდ მნიშვნელოვან თემებზე მე არ ვპოსტავ.
ეს რაც შეეხებოდა სტატისტიკას. პირადად და სუბიექტურად რომ მივუდგეთ, ვერ ვიტყვი შვილივით მიყვარს ბლოგი-მეთქი, ჩითერობა იქნება, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მიყვარს.
სერიოზულ კონფლიქტში შემიძლია შევიდე ვინმესთან აქაურობის გამო. :D
აბსოლუტურ შეურაცხყოფად ვიღებ ახლობლებისგან, თუ ბლოგს არ კითხულობენ: აქ რაც ხდება არის 100%-ით "ჩემი" და პირადი და ზუსტად იგივენაირად აღვიქვამ, როგორც რეალში მეგობრის მიერ დაიგნორებას.
არ მჯერა მეგობრობის, სადაც ერთმანეთის სუბიექტური განცდებით და მარცხითა თუ გამარჯვებით არ ინტერესდებიან.
პრინციპულად "არ წაკითხვის" ა.კ.ა. "გსჯი, არ გკითხულობ" ფენომენზე ფრიად ვხალისობ ხოლმე. :D
na ja, ვინაიდან და რადგანაც ვერ დავაძალებთ ვერავის ვერაფერს, ვაგრძელებთ მე და ჩემი ბლოგი მშვიდად ცხოვრებას.
მათ, ვინც გვკითხულობს და ჯერ კიდევ არ მობეზრდა ჩვენი აღშფოთებები, გინებებიანი პოსტები, წუწუნი და ცრემლთა ღვრა: დიდი მადლობა. :*
ზემოთ ჩამოთვლილი თემები აწ და მარადის ულევად იქნება ამ ბლოგზე. :D
პ.ს.
ახლა 2 სიტყვას დავწერ სხვა ბლოგებზე და წავალ ჩუმად მერე :D
ბლოგები, რომელთა ახალ პოსტებსაც რიდერში გამოჩენისთანავე ვკითხულობ:
ბლოგები, რომლებიც რიდმორის მიუხედავად მყავს რიდერში :D
(ყველამ იცის ჩემი საშინელი დამოკიდებულება რიდმორთან :D)
ბლოგები, რომლებიც მახსენდება ამა თუ იმ მიზეზის გამო:
სხვა ბლოგებიც მიყვარს და იმედია, არავის ეწყინება, თუ ამ სიაში არ მოხვდა. იმაზე მეტ პოსტს ვკითხულობ თქვენთან, ვიდრე ვაკომენტებ. :user:
ჰოდა, ასე... კიდევ ერთხელ "მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად და ბედნიერად შენს საყვარელ ადამიანებთან " ჩემს ბლოგს. :D
:*

- Taa-ს ბლოგი
- პიკოლინას ბლოგი თუმცა, ახლა მთლიანად ჩანს მისი პოსტები... :happy:
ბლოგები, რომლებიც მახსენდება ამა თუ იმ მიზეზის გამო:
- Taa-ს ბლოგი: რაღაც პოსტი წავიკითხე, სადაც ეწერა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამართულმა იარო. ჰოდა, მე სულ მოხრილი ვზივარ და სიარულისასაც ისე დაძაბული და მოხრილი ვარ, საცოდაობაა ჩემი 160 სმ-თვის. ჰოდა, ეს წინადადება მახსენდება დღეში 100-ჯერ და ეგრევე ვიმართები წელში. მინდა ვთქვა, რომ მოქმედებს. მადლობა თაა-ს :D
- Zuriuss-ის ბლოგი. მანდ ვნახე Home-ის ლინკი და მას შემდეგ: ვანაწილებ ნაგავს და მინას და ქაღალდს ცალკე კონეინერებში ვყრი; არ ვახარებ არცერთ "უსაქმურად მანათობელ" ნათურას; ვრთავ გათბობას ღამით, ან როცა სახლიდან გავდივარ, ან თუ ვხვდები, რომ საკმაოდ დათბა ოთახში. ეკოლოგიურად სუფთა მადლობა ზურიუსს :D
- k84u-ს ბლოგი: თუ სადმე რაიმე წინადადება იწყება ფრაზით: ჩემი შეყვარებული :D
სხვა ბლოგებიც მიყვარს და იმედია, არავის ეწყინება, თუ ამ სიაში არ მოხვდა. იმაზე მეტ პოსტს ვკითხულობ თქვენთან, ვიდრე ვაკომენტებ. :user:
ჰოდა, ასე... კიდევ ერთხელ "მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად და ბედნიერად შენს საყვარელ ადამიანებთან " ჩემს ბლოგს. :D
:*
Labels:
chaotic,
ბლოგერი,
ბლოგის ირგვლივ,
დაბ.დღე,
სტატისტიკა
27.01.10
თებერვლის წიგნი
- პრესკრიპტუმი: ლინკების ზღვა გელით თემაში :D
ძალიანი მიხარია, რომ ბევრი დაინტერესდა ჩემი იდეით ონლაინ წიგნის კლუბის შესახებ.
ამ ეტაპზე ვართ თორმეტნი. ანუ, 2011 წლის იანვარში მოვრჩებით.
ვფიქრობ, დანარჩენებს მხოლოდ მკითხველების სახით თუ დავამატებთ, რომ წიგნის კითხვაში შემოგვიერთდნენ, თორემ ასე სია უსაშველოდ გაიზრდება და ბევრს ხალისი არ ექნება. ვნახოთ, პირველი ეტაპი როგორ ჩაივლის და შემდეგ დავფიქრდები "მიშენებებზე".
თებერვალში გვმასპინძლობს ნასტასია.
თებერვლის წიგნი: ლეკლეზიოს უდაბნო.
ახლა ვესაუბრე ნასტასიას (გუშინ ვფიქრობდი და ბუნდოვნად გავიხსენე ნამდვილი სახელი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, სინამდვილეში რა ჰქვია. რა მნიშვნელობა აქვს, მე სხვა სახელს მაინც ვერ დავუძახებ :D) . წიგნი ყველგან იშოვება, რამდენადაც ვიცი. ბიბლიოთეკებშიც არის.
აქვე ჩამოვწერ დანარჩენი თვეების სიას:
- თებერვალი- ნასტასია. (ლეკლეზიოს უდაბნო)
- მარტი- k84u - წიგნი ჯერ არ აურჩევია
- აპრილი- ხისსუნიანისახლი - წიგნი ჯერ არ აურჩევია
- მაისი- იასამნისფერი - წიგნი ჯერ არ აურჩევია
- ივნისი- ჩემი დაბ. თვეა და მე გმასპინძლობთ. :D
- ივლისი- thecatcherintheray - წიგნი ჯერ არ აურჩევია
- აგვისტო -
- სექტემბერი- ანუშკა - წიგნი ჯერ არ აურჩევია.
- ოქტომბერი- ბაბისა
- ნოემბერი-
- დეკემბერი-
- იანვარი-
თუ ვინმე კიდევ დაგვემატება "თავისუფალი მსმენელის" კიარადა, თავისუფალი მკითხველის ამპლუაში მივიღებთ. :D
ჰოდა, ასე. დანარჩენი კომენტარებში ან მაილით.
update: 28.01.10
27.12.09
Ach so...
ბეჭედს ისე ვიტრიალებ, რომ მისგან ამოცვენილი პატარა თვლებისგან შექმნილი ღრმულები არ გამოჩნდეს. არადა ვერცხლის ბეჭედია. საერთოდ მიყვარს ვერცხლი. შევეჩვიე ჯერ კიდევ ადრინდელი ბავშვობიდან და იმიტომ...
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რაღაცას რომ შეეჩვევა და შეუყვარდება, მერე გადაჩვევა უჭირს.
თუმცა ეს რა შუაშია, არვიცი.
საახალწლოდ განათებული ქუჩებში ბოდიალის შემდეგ მაინც იმედი მაქვს, რომ ტრანსპორტი გამოივლის. და იმედი მაქვს,რომ ეს ტრანსპორტი ავტობუსი იქნება. ის, რომელიც დაუზარელად ამიყვანს ჩემს ქუჩაზე. ასეც ხდება. მე მუდამ მძღოლის გვერდით მიყვარს ჯდომა. არადა დედაჩემი სულ მაფრთხილებდა ტრანსპორტში წინ და უკან არ ჩაჯდე. ნუ დედაჩემი რათქმაუნდა იმ შემთხვევას განიხილავდა, რომ ავარიის დროს მე უნდა გადავრჩენილიყავი. მაგრამ არ მიყვარს შუაში ჯდომა. ან წინ ან უკან. შუაში ყოველთვის ყველაზე მეტი ადამიანია და ეს მე არ მსიამოვნებს. უფრო სწორად ის არ მსიამოვნებს, როდესაც ვიღაც მეხება. შეიძლება ეს არის ახლობელი, ამაზე არ ვამბობ. მე ვამბობ იმაზე, რომ სრულიად უცხო ადამიანი როდესაც მეხება, თავს საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ.
თუმცა ესეც რა შუაშია, არვიცი.
ვიყურები ფანჯრიდან, ვუყურებ გაჩახჩახებულ ქუჩას და მაინც რაღაც ისე არ არის. მე ჯერ კიდევ პოსტ–კომუნისტური ქვეყნის შვილი ვარ და მშურს იმ ქვეყნების, რომლებიც მაშინაც გაჩახჩახებულია, როდესაც ახალი წელი არ ახლოვდება.
მე თბილისში ვარ.
ოცნებებს დავემშვიდობე.
იყო დრო, როდესაც გერმანიის გარდა ოცნება არ მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ გერმანიაში წავსულიყავი და კარგი განათლება მიმეღო იქ.
მენახა ჩემი ერთ–ერთი საოცნებო ქალაქი მიუნჰენი.
როდესაც სიტყვა "მიუნჰენი" უნდა წარმოთქვათ, "ჰ" სივრცეში უნდა გაჭედოთ. გაკვანძოთ. ენა უნდა მოკლაკნოთ. ისე, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ეს ბგერა "ჰ"–სა და "ხ"–ს შორის მოახვედროთ.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ მაშინ არც სამსახური მქონდა და არც იმაზე ვფიქრობდი, თუ გერმანულის სწავლას ოდესმე თავს დავანებებდი.
Die deutsche Sprache machte mir Spass...
aber jetzt bin ich wieder hier..
in meiner Hauptstadt...
ეს ფრაზები თუ ვერ გაიგეთ,არაუშავს.
ქრისტინე გაიგებს რაც მთავარია. და თუ ქრისტინე გაიგებს, მაშინ ამ ბლოგში მუდმივად შემომსვლელიც გაიგებს. მთავარია ამ ბლოგში შემოსვლისას ქრისტინესი გესმოდეთ და ენას მნიშვნელობა არ აქვს. ისევე, როგორც ტერიტორიულ საზღვარს.
რომ დამპატიჟა, ვფიქრობდი რაზე დამეწერა. მინდოდა რაღაც საერთო, ოქროს შუალედური ხაზი გამევლო, მაგრამ ისე, რომ არც ჩემი სტილისთვის მეღალატა და არც კიტოს ბლოგისთვის ყოფილიყო რაიმე მიუღებელი.
კიტო ვინაა???
მე ყველა "ქრისტინე"–ს "კიტო"–ს ვეძახი.
რატომ??
იმიტომ, რომ ეგრეა.
და მორჩა.
მაგრამ ესეც არ ვიცი რა შუაშია.
ამ ბლოგში რაღაც ხდება ხოლმე მუდამ.
ხან უკმაყოფილოა, ან გამოცდებს აბარებს და უხარია.
საბოლოო ჯამში "ჩვენთან" არის.
ამას წინათ სამსახურში პირსინგ–სვირინგიანი და თმებგადაპარსული გოგო შემოვიდა და ხალხმა ისე შეხედა, თითქოს საგიჟეთიდან გამოქცეული იყო.
შემდეგ 1 ჰომოსექსუალისტთა წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი თურმე ცნობილი ჰომოსექსუალისტი ყოფილა და ჩემთან ურთიერთობის შემდეგ როდესაც გავიდა, დაცვამ ისეთი რეპლიკების სროლა დაიწყო ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ ამ დაცვის ბიჭზე გული ამიცრუვდა.
მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ხმამაღლა ვუმტკიცებდი, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. რომ ვერ გაიგო, ჩემი ტონი ხმამაღალიდან აგრესიულში გადაიზარდა. შედეგი – მგონი ნული. at least ის მაინც ვიცი, რომ მინუს უსასრულობიდან ნულამდე ამოვიდა.
ხო ჩვენ აშკარად ისევ საბჭოთა აზროვნების ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ. მუდმივად სტაგნაციას განვიცდით და არასოდეს დამთავრდება ასეთი მდგომარეობა.
რა შუაში იყო.
იმ დღეს ისევ მომინდა უცხო ადამიანს ჩავხუტებოდი. ამჯერად ეს უცხო ადამიანი ქუჩაში მოსიარულე საკმაოდ მოხუცებული მამაკაცი იყო, რომელმაც მკითხა რომელი საათიაო.
მერე ისევ მომერიდა და გზას გავუყევი. ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის, რა აზრი აქვს დროის ცოდნას, თუ მაინც არავინ გელოდება და არც სადმე გეჩქარება?!
მინდა ბევრი დავწერო ამ ბლოგში. მაგრამ ვნერვიულობმეთქი. კიტოსაც ვუთხარი მეშინია შენს ბლოგში დაწერისმეთქი. ეს ისეთი გრძნობაა 6 წლის ბავშვი წერას რომ სწავლობს და პირველი მონახაზის გაკეთების რომ ეშინია.
ვირტუალურად მენატრები.
რეალურად კი მინდა, რომ თბილისში იყო.
და მართლა რომ ჩამოსვლას რომ დააპირებ, ეს სიმღერა მიუძღვენი გერმანიას.
ეს კი ჩემი პოსტი იყო...
თუ მიხვდება ვინმე ვინ დავწერე და ვინ ვიყავი შენი სტუმარი...
23.10.09
მანახე შენი მეგობარი...
დღეს დავალების შესრულების დღეა.
რომლის? უFFF, რა კითხვაა...
აი, ამის
ჰოდა, გრინჩი გახსოვთ? აი, ის გრინჩი, საშობაოდ რომ არსად ეპატიჟებიან და მეგობრები რომ არ ჰყავს? :D
ჰოდა, მოგესალმებით ქართული ბლოგოსფეროს გრინჩი :D
უმეგობრო, უთვისტომო, უსახლკარო, ცაააცკალი ქეოტიკი... (ნიკი სწორედ ასე გამოითქმის :D)
კიარადა, ძალიან ფრთხილად და ჩუმად ვიჯექი. არ მინდოდა, ვინმეს ეთხოვა. მე უარს ხომ ვერ ვეტყოდი? ეს იგივეა, ნათლობაზე უთხრა ადამიანს უარი :D თუმცა, არავის გასჩენია სურვილი, ერთის გარდა, რომელიც დაბრონეს ჩემს მოსვლამდე, რაც თავის მხრივ მიუთითებს ჩემს აუთსაიდერობაზედ და დასაფიქრებელი ფაქტორიც კი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე რეალშიც საკმაოდ შევათხელე მეგობრების რიგები და გავასოციალურდი. ბლოგზეც აისახა ჩემი ესოდენ აუტანლობა :D
რაღაც რჩევებს მივიღებ სიამოვნებით, რაღა თქმა უნდა და საკმაოდ კარგად მესმის ამ დავალების დანიშნულებაც, მაგრამ მე რეალშიც ასეთი ვარ, რა... თუ ვაკეთებ რაღაცას, ე.ი. ვიცი და მზად ვარ ავიტანო მოსალოდნელი უსიამოვნებებიც. თუ გადავწყვიტე რაიმეზე დავბლოგო, დავბლოგავ კიდეც. არ მინდა ამ დროს მეგობარმა ბლოგერმა მომცეს რჩევა და პოსტმა დრაფტებში გადაინაცვლოს. რაღაც ჩემი აკლდება ბლოგს და არ მინდა... ჩემს ბლოგს, რომელიც როგორც დღეს გავიგე, ღლის კიდეც, სწორედ ჩემი აფექტურობა+განსჯის უნარის ქონა/არ ქონა ქმნის და ... იყოს ასეთი ეს ბლოგი.
დამიწერეთ დავალებაში 0 ქულა :user:
პ.ს. შეცოდებები, ტიპა "უი, კიბო აქვს და ახლა მაინც მოვეფეროთ, კიარადა ცოდოა, ახლა მაინც დავუმეგობრდეთ" ააარ მიიღება... ვოტ! :D

აუთსაიდერი,
ბლოგერი,
ბლოგოსფერო,
გაკვეთილი #7,
გრინჩი,
დავალება,
მეგობარი
Abonnieren
Posts (Atom)