Google reader, what are you doing? Google reader, stahp!
ჩემი რიდერი როგორი იყო, იცით?
თემატურად დალაგებული: ტექ-ბლოგები, ბლოგები გენდერზე, ბლოგები ფემინიზმზე, ბლოგები lifetyle-ზე, ბლოგები საკვებსა და რეცეპტებზე (შიმშილის ჟამს განსაკუთრებით ასწორებს თვითგვემა), ბლოგები ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, სელებრითების ბლოგები, ქართული პირადი ბლოგები...
უცებ გავიხედ-გამოვიხედე და როდის შემდეგ გახდა ჩემი რიდერი mummy blog-ებით სავსე? ახუეწ...
არ მევასება ეგეთი ბლოგები. როგორც წესი, არ ვიწერ ხოლმე. რაღაც "ჩემი შვილი ხომ არის ჩემი სამყაროს ეპიცენტრი და უეჭველი, უეჭველი შენისაც უნდა იყოს" გემოს მიტოვებს ტუჩებზე.
მერე თან facebook-ს გადავხედე და ყველან "კბილი ამოგვდის", "ბაღში მშობლებს აუტიზმი აშინებს"(ჩემი ნათლული დედა ჩიოდა), ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილების სურათები "ისეთ, ასეთ და კიდევ ისეთ და მრავალჟამიერ ასეთ" პოზებში და რა ამბავია-მეთქი და უცებ გამახსენდა: ასაკი...
ცოტა დროც გავა და შვილიშვილების სურათები გაჩნდება...
მერე, კიდევ უფრო ცოტა დრო გავა და R.I.P. უფრო ხშირად იქნება სტატუს-აფდეითი, ვიდრე "რას გვიშვრება პრეზიდენტი" (ნუ, ეგ მერეც იქნება)....
nothing abnormal...
ჩემი რიდერიც ასეთი პოსტებით იქნება სავსე... ნასტასიას იავნანებით, შორენის ცოტა მელანქოლიური ფიქრებით, აუცილებლად რომ დავაპაუზებ, რასაც ვუსმენ იმ წამს და ისე წავიკითხავ, ბაბისას ულამაზესად გაბერილი მუცლით, რომ არ ვიცნობ და მაინც სულ მგონია, რომ ისეთი მშვიდია...
წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ისეთი დოზით "ვაბერდებით ერთმანეთს"
and nothing abnormal about that either.
გააგრძელეთ წერა :)
love,
Chaotic
Posts mit dem Label ბაბისა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ბაბისა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
10.11.12
02.08.10
აგვისტოს წიგნი
იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ადამიანი აღარ მონაწილეობს პროექტში, აგვისტოს წიგნს ირჩევს ბაბისა.
ეს არის ინგმარ ბერგმანის "გულახდილი საუბრები".
პ.ს. ამონარიდი ბაბისას მაილიდან: "იშოვება მაღაზიებში, პატარა წიგნია".
p.s. ამ პოსტს აუცილებლად დავააფდეითებ ხვალ, რამეთუ ახლა შეურაცხად მდგომარეობაში ვიმყოფები. :D
უბრალოდ, მინდოდა, დროზე გცოდნოდათ... :)
წავედი მე ნანებში, თქვენის ნებართვით, თორემ ორი ვარ, აშკარად :D
ეს არის ინგმარ ბერგმანის "გულახდილი საუბრები".
პ.ს. ამონარიდი ბაბისას მაილიდან: "იშოვება მაღაზიებში, პატარა წიგნია".
p.s. ამ პოსტს აუცილებლად დავააფდეითებ ხვალ, რამეთუ ახლა შეურაცხად მდგომარეობაში ვიმყოფები. :D
უბრალოდ, მინდოდა, დროზე გცოდნოდათ... :)
წავედი მე ნანებში, თქვენის ნებართვით, თორემ ორი ვარ, აშკარად :D
Abonnieren
Posts (Atom)
