ერა სრულდება და ამ ბინიდან უნდა გადავიდე. 6 წელი ვიცხოვრე ამ ოთახში და ცოტა არ იყოს, ვერ წარმომიდგენია, სადმე სხვაგან ცხოვრება. თუმცა, მმართველობამ მომწერა, ჩვენც ხალხი ვართ, სადამდე გიტანოთო. :D
მახსოვს, სკოლა რომ დავამთავრე და 5 წლის განმავლობაში ჩემი საცხოვრებელიც უნდა დამეტოვებინა, საერთოდ არ მიხაროდა და თან თითქოს კი.
ყველაზე დიდი ადრენალინი რაღაც ახლის დაწყებაა. მიჩვეულ ძველს რომ უნდა გასცდე. წარმოდგენა რომ არ გაქვს, რა დაგხვდება იქ, საითაც მიდიხარ, მაგრამ უკან დაბრუნებაც რომ აღარ გინდა.
ალბათ, ნაწილობრივ, ამიტომ წამოვედი გერმანიაშიც.
ალბათ, ნაწილობრივ, ამიტომ მინდა ავსტრალიაში გადასვლაც....
მაგრამ, ამ კონკრეტული ბინის დატოვება, ვიცი, ცოტათი უფრო გამიჭირდება. მითუმეტეს, რომ მართლა აზრზე არ ვარ, რა მელის 1-2 კვირაში და შესაბამისად, საით მივდივარ...
wish me luck.
Posts mit dem Label ცხოვრება werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ცხოვრება werden angezeigt. Alle Posts anzeigen
10.11.12
Who the hell subscrubed to all these mummy blogs?
Google reader, what are you doing? Google reader, stahp!
ჩემი რიდერი როგორი იყო, იცით?
თემატურად დალაგებული: ტექ-ბლოგები, ბლოგები გენდერზე, ბლოგები ფემინიზმზე, ბლოგები lifetyle-ზე, ბლოგები საკვებსა და რეცეპტებზე (შიმშილის ჟამს განსაკუთრებით ასწორებს თვითგვემა), ბლოგები ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, სელებრითების ბლოგები, ქართული პირადი ბლოგები...
უცებ გავიხედ-გამოვიხედე და როდის შემდეგ გახდა ჩემი რიდერი mummy blog-ებით სავსე? ახუეწ...
არ მევასება ეგეთი ბლოგები. როგორც წესი, არ ვიწერ ხოლმე. რაღაც "ჩემი შვილი ხომ არის ჩემი სამყაროს ეპიცენტრი და უეჭველი, უეჭველი შენისაც უნდა იყოს" გემოს მიტოვებს ტუჩებზე.
მერე თან facebook-ს გადავხედე და ყველან "კბილი ამოგვდის", "ბაღში მშობლებს აუტიზმი აშინებს"(ჩემი ნათლული დედა ჩიოდა), ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილების სურათები "ისეთ, ასეთ და კიდევ ისეთ და მრავალჟამიერ ასეთ" პოზებში და რა ამბავია-მეთქი და უცებ გამახსენდა: ასაკი...
ცოტა დროც გავა და შვილიშვილების სურათები გაჩნდება...
მერე, კიდევ უფრო ცოტა დრო გავა და R.I.P. უფრო ხშირად იქნება სტატუს-აფდეითი, ვიდრე "რას გვიშვრება პრეზიდენტი" (ნუ, ეგ მერეც იქნება)....
nothing abnormal...
ჩემი რიდერიც ასეთი პოსტებით იქნება სავსე... ნასტასიას იავნანებით, შორენის ცოტა მელანქოლიური ფიქრებით, აუცილებლად რომ დავაპაუზებ, რასაც ვუსმენ იმ წამს და ისე წავიკითხავ, ბაბისას ულამაზესად გაბერილი მუცლით, რომ არ ვიცნობ და მაინც სულ მგონია, რომ ისეთი მშვიდია...
წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ისეთი დოზით "ვაბერდებით ერთმანეთს"
and nothing abnormal about that either.
გააგრძელეთ წერა :)
love,
Chaotic

22.05.11
All of us in a Coma
"At twenty you know you're not going to be a rock star... by twenty-five you know you're not going to be a dentist or a professional... by thirty, a darkness starts moving in - you wonder if you're ever going to be fulfilled, let alone wealthy or successful... by thirty-five, you know, basically, what you're going to be doing the rest of your life; you become resigned to your fate." (Douglas Coupland)
მართლა ასეა?!
გახდები ერთ დღესაც 35 წლის და უბრალოდ, აკეთებ იმას, რაც შემოგაჩეჩეს იმ ოცნებების, მიზნების სანაცვლოდ, რომელთა გამოც თავი მოიკალი, სხვა რამე აკეთე საერთოდ, რომ სადღაც, ოდესღაც, 35 წლის ასაკში შეგძლებოდა ამოგესუნთქა და გეთქვა: "აი, ახლა, ახლა მოვიდა დრო, რომელსაც ველოდი და ღირდა ეს დღე წვალებად." ?
ანუ, ამისთვის ვიკლავთ თავს? რომ 35 წლის ასაკში ვაღიაროთ ის, რისი გაფიქრებაც კი ავუკრძალეთ საკუთარ თავს?
რომ ლუზერები ვართ?
და ასე, უბრალოდ, უნდა დავნებდეთ იმიტომ, რომ მაინც არაფერი გამოვა?
და არ ვიოცნებოთ, აღარც ვიოცნებოთ იმაზე, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სადღაც მიგვაქანებს, ჩვენს წარმოსახვაზე ბევრად მიუწვდომელისკენ?
გავმრავლდეთ მერე, საცოდავი ბოდიშის მოხდის ტონით, რომ "აი, იცით, რეპროდუქციაში ვპოვეთ თავები?"
გავზარდოთ ჩვენნაირი ლუზერები, რომლებიც წრეში იგივეს გაიმეორებენ?
ვის ვეკაიფებით, იმჰო, ვის ვეკაიფებით?!
Abonnieren
Posts (Atom)