Posts mit dem Label მიზანი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მიზანი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

22.05.11

All of us in a Coma

"At twenty you know you're not going to be a rock star... by twenty-five you know you're not going to be a dentist or a professional... by thirty, a darkness starts moving in - you wonder if you're ever going to be fulfilled, let alone wealthy or successful... by thirty-five, you know, basically, what you're going to be doing the rest of your life; you become resigned to your fate." (Douglas Coupland)

მართლა ასეა?!
გახდები ერთ დღესაც 35 წლის და უბრალოდ, აკეთებ იმას, რაც შემოგაჩეჩეს იმ ოცნებების, მიზნების სანაცვლოდ, რომელთა გამოც თავი მოიკალი, სხვა რამე აკეთე საერთოდ, რომ სადღაც, ოდესღაც, 35 წლის ასაკში შეგძლებოდა ამოგესუნთქა და გეთქვა: "აი, ახლა, ახლა მოვიდა დრო, რომელსაც ველოდი და ღირდა ეს დღე წვალებად." ?

ანუ, ამისთვის ვიკლავთ თავს? რომ 35 წლის ასაკში ვაღიაროთ ის, რისი გაფიქრებაც კი ავუკრძალეთ საკუთარ თავს?
რომ ლუზერები ვართ?

და ასე, უბრალოდ, უნდა დავნებდეთ იმიტომ, რომ მაინც არაფერი გამოვა?

და არ ვიოცნებოთ, აღარც ვიოცნებოთ იმაზე, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სადღაც მიგვაქანებს, ჩვენს წარმოსახვაზე ბევრად მიუწვდომელისკენ?

გავმრავლდეთ მერე, საცოდავი ბოდიშის მოხდის ტონით, რომ "აი, იცით, რეპროდუქციაში ვპოვეთ თავები?"

გავზარდოთ ჩვენნაირი ლუზერები, რომლებიც წრეში იგივეს გაიმეორებენ?

ვის ვეკაიფებით, იმჰო, ვის ვეკაიფებით?!

03.10.09

მიზანი რომ საშუალებას ამართლებს, ეგეთი პოსტი

ნუთუ?

საერთოდ, აი, საერთოდ არ ვარ ასეთი ტიპი :(
არადა, ხანდახან საჭირო კია.

და არ მესმის ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ თავს გადააბიჯონ რაღაც პარშივი მიზნის გამო, რომელიც შეიძლება მერე სულაც აღარ ეგემრიელოთ...

საერთოდ, "შეეჯიბრე" ტიპიც არ ვარ. უბრალო მაგალითი ავიღოთ: მას შემდეგ რაც sweet-იმ დავალებებზე ქულები შემოიღო, კომენტარი აღარ გამიკეთებია :D რაღაც არ მინდა, ჩემს კომენტარს "ქულის გამო დაწერილი"-ს სუნი ასდიოდეს. ნუ, შემედავებიან, ვიცი და იტყვიან, რომ არ წერენ კომენტებს მაგის გამო, რომ ეს feedback-ია. მანამდეც feedback არ იყო? :D

არაფერი საწინააღმდეგო... ჩემი გადასაწყვეტიც არაა. უბრალოდ, მე მძაბავს ეგეთი რაღაცეები ძალიან. ჩემთვის რაღაცის კეთება მირჩევნია :D ალბათ, უმრავლესობისთვის ეს სტიმულიც კია. როგორც კი შეჯიბრების სახე მიეცემა რამეს, მაშინვე აქტიურდებიან... რიავიც, მე უფრო იმიტომ ვაკეთებ, რომ მაინტერესებს... :არდამინდოთშემდეგითსმაილი: :D



ჰოდა, იმ დღეს ლაშის ჰქონდა ასეთი სტატუსი: მიზანი ამართლებს საშუალებასო და .... ნუთუ?
რიავიც.... ჩესნად მიღწეული მიზნები მიყვარს მე... აი, ისეთი, ბოლომდე რომ დაიმსახურე და არცერთი გამოყენებული საშუალების არ გრცხვენია დღის ბოლოს :)

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates