Posts mit dem Label Chaotic Reality werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label Chaotic Reality werden angezeigt. Alle Posts anzeigen

05.02.13

happy 5th birthday to my blog!







აქ წარმოიდგინეთ ყველა "უფ, არ მჯერა. ... დედაა, დრო როგორ გარბის..." რეპლიკა.
კაცმა არ იცის, 5 წელში იქნება თუ არა ეს ბლოგი ცოცხალი, ან ბლოგოსფერო, როგორც ასეთი- რაიმე დატვირთვის მქონე, მაგრამ ეს 5 წლის არქივი ფეხს არ იცვლის არსად და სანამ ჯერ კიდევ აქ ვართ, შემოიარეთ ხოლმე. :)

Love,
Chaotic

11.03.12

როგორ გამოვიწეროთ ბლოგი

მიყვარს სტატისტიკები. გავხსნი ხოლმე ყველას, რომელიც ჩემს ბლოგს უკავშირება და ვადევნებ თვალს, ვინ რა წაიკითხა, რას ეძებდა, რა იპოვნა, რამდენ წუთში დატოვა ბლოგი, სავარაუდოდ "I don't need this shit"-ის ჩაბუზღუნებით. :D

ორი ტენდენცია შევამჩნიე, რომელიც ძალიან გამიხარდა: ადამიანები მოხვდნენ ჩემს ბლოგზე ჩემივე ლექსის სტროფების ძებნისას. wow, ძალიან გემრიელი შეგრძნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლექსები ხალხში ნაკლებად გამოსაჩენია, მაინც მსიამოვნებს. აქვე მოკრძალებული თხოვნა: თუ სადმე გადაგაქვთ მერე ის ლექსი, მიაწერეთ ავტორიც a.k.a. Chaotic :) (გვერდზე სულ დაბლა რომ ჩასკროლავთ, ნახავთ, რომ მთელი შიგთავსის საავტორო უფლებები მხოლოდ მე მეკუთვნის. )

მეორე , უკეთესი ტენდენცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი მიზანმიმართულად ეძებს ჩემს ბლოგს, ანუ მთლიან URL-ს კრეფს, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ მომაბეზრებელია, ალბათ. ჰოდა, გადავწყვიტე, ძალიან მოკლედ აღვწერო რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ბლოგს თვალი ადევნოთ და მოსაბეზრებელი URL არ აკრიფოთ ყოველ ჯერზე.
  1. ერთ-ერთი უმარტივესი ვარიანტია, თუკი ბლოგს თქვენს ფავორიტი საიტების სიაში დაამატებთ. ბრაუზერის მიხედვით, ან URL-გრაფის გასწვრივ ვარსკვლავზე დააწკაპუნეთ, ან მენიუდან აირჩიეთ "favorite"- პუნქტი, ან გამოიყენეთ კლავიშების კომბინაცია ctrl+D. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ხერხით თქვენ უბრალოდ ინახავთ ბლოგის მისამართს, ანუ, თუკი ახალი პოსტების ნახვა გინდათ, თავად უნდა გახსნათ გვერდი.

  2. ჩემი ბლოგის მარჯვენა საიდბარში შეამჩნევდით ღილაკებს, პირველი მათგანი გაძლევთ საშუალებას გამოიწეროთ ბლოგი და იკითხოთ თქვენთვის სასურველი რიდერიდან, ან მაილში. ტვიტერის და facebook-ის ღილაკებზე დაწკაპუნებით გადახვალთ ბლოგის /ჩემს პროფილებზე, სადაც სისტემატიურად ქვეყნდება ინფორმაცია ახალი პოსტების შესახებ. თუკი იყენებთ ამ ორს, შეგიძლიათ ამედევნოთ ტვიტერზე და დაალაიქოთ გვერდი facebook-ზე.




  3. დღეისთვის ბოლო ვარიანტი მდგომარეობს შემდეგში: თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ბლოგი მაილზე (იხ. ზემო სურათი- follow by eMail გრაფა). ამისთვის ჩაწერეთ თქვენი მაილი მარჯვენა საიდბარზე მოცემულ გრაფაში და ყველა ახალი პოსტი ავტომატურად გადმოგეგზავნებათ.

ეს სამი ვარიანტი ვრცელდება ყველა ბლოგზე, რაღა თქმა უნდა. პირველი თავისთავად და მომდევნო ორიც თითქმის ყველას აქვს დიზაინში ინტეგრირებული.

იმედია, გამოგადგებათ პოსტი. აქვე დიდი მადლობა, რომ ინტერესდებით ბლოგით.

თუ კითხვები გაგიჩნდათ, დატოვეთ კომენტარი და აუცილებლად გიპასუხებთ.


Love,

Chaotic

10.07.11

An awesome Giveaway!

აბა, თუ იცით, რას აკეთებს ბარნი როცა მოიწყენს ხოლმე?!

თუ თქვენ გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი და ცხოვრობთ საქართველოში, განაგრძეთ კითხვა.
თუ არ იცით, დაგუგლეთ "How I met your mother" და დაიწყეთ ყურება!

It's gonna be legen... wait for it...



dary!


იმიტომ, რომ ამ ორი წიგნის მოგების შანსი გაქვთ!

ამისთვის ბევრი არც არაფერი უნდა გააკეთოთ.
(ნუ, რა თქმა უნდა, Giveaway-ს თავისი ჰინტები აქვს გამთამაშებლის სასარგებლოდ ;))


ესე იგი, არსებობს ორი გზა, ერთი ფრიად მოკლე, იოლი და უმტკივნეულოა, მეორე- ოდნავ მეტს მოითხოვს.
  1. შედით ჩემი ბლოგის facebook fanpage-ზე და დაალაიქეთ იგი. შემდეგ დატოვეთ კედელზე მოკლე კომენტარი, რომ გინდათ Giveaway-ში მონაწილეობის მიღება. კომენტარი არ უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ კრეატიულობას მივესალმებით. :)
  2. თუ გაქვთ ბლოგი, ახსენეთ ეს პოსტი (ნუ, მგონი, ზედმეტია დავწერო, გალინკეთ-მეთქი), შემდეგ დაბრუნდით და კომენტარში დამიტოვეთ თქვენი პოსტის ლინკი.
სულ ესაა, რაც უნდა გააკეთოთ. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პუნქტი, ან სულაც ორივე (ასეთ შემთხვევაში, fb-ს კომენტარში თქვენი ბლოგის ლინკიც დაამატეთ) და დაელოდოთ 10 აგვისტოს გამარჯვებულის გამოსავლენად.

თავად წიგნებს გადმოგცემთ პირადად მე, სექტემბერში (თარიღი ზუსტად არ ვიცი, რამეთუ ბილეთი არ მიყიდია :D ), თუ ბათუმსა ან თბილისში იქნებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს სხვა რომელი ქალაქის /რაიონის/სოფლის მაცხოვრებელი ხართ, აუცილებლად გამოვნახავ გზას, მოგაწვდინოთ წიგნები. უბრალოდ, პირადად ვერ გნახავთ :)


გამარჯვებულის გამოვლენა:
  • თქვენი კომენტარების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, სიაში მოხვდებით ერთხელ.
  • ყველა მონაწილე ბლოგის ავტორსა და fb-ს გვერდის დამლაიქებელს აქვს გამარჯვების ერთნაირი შანსი.
  • გამარჯვებული გამოვლინდება random მეთოდის საშუალებით. მთელი პროცესი გაივლის ჩემს ხელში და მიკერძოებას ადგილი არ ექნება. ფაქტები, ვიდეო მასალა და ეგეთები არ დაიდება, ვისაც სჯერა, ისინი გაატარეთ :D
  • ზემო პუნქტში ნახსენები მიკერძოებები რომ გამოვრიცხოთ, ჩემი პირადი ნაცნობები (მეგობრები, ნათესავები) ვერ მიიღებენ მონაწილეობას. (ონლაინ ნაცნობებეზე, ა.კ.ა. ბლოგერებზე არ ვრცელდება, რა თქმა უნდა).
  • გამარჯვებული გამოვლინდება 10 აგვისტოს, ბლოგზე.

გაავრცელეთ პოსტი, მიიღეთ მონაწილეობა და:
Whenever you're sad, just stop being sad and be awesome instead!

;)

(პოსტის დასაწყისში დასმული კითხვის პასუხი მათთვის, ვინც არ იცოდა).


love,
Chaotic.

05.02.11

Birthday kid in da house!

რას ვიფიქრებდი, 2008 წლის 5 თებერვალს რომ დავწერე:
"ჰოდა, ეს ისე... უბრალოდ...

ვინც წაიკითხავს აქ ჩემს ნაბოდვარს კიარადა ხო.....

მადლობა დროისთვის ;) "




რომ 3 წლის მერეც ასე თუ ისე მოქმედი ბლოგი მექნებოდა.

შეიძლება დამთხვევაცაა, მაგრამ "ტყუპები" რომ იბადებიან, ვარსკვლავების განლაგება ისეთია, ყველაფერი მალე ბეზრდებათ. ალბათ, ამიტომ არ ვიცი, რა მინდა ბოლოს და ბოლოს... ან ამიტომ ვატარე 8 თვის განმავლობაში 6 სხვადასხვა ვარცხნილობა... ადამიანების უმეტესობაც მბეზრდება ხოლმე. ჩემი თავიც მბეზრდება შიგადაშიგ და თავდაყირა ვაყენებ ყველა შეხედულებას...

ბლოგმა კი გაუძლო!
2 დიდ დეპრესიას...
ფასეულობების გადაფასებას...
მეგობრების გადაფასებას...
მხიარულ ხასიათს...
ცუდ ხასიათს...
PMS-ს (ამას ხომ უნდა გაძლება :D)...
ჩემს საკუთარ დაბადების დღეებს...
ახდენილ ოცნებებს...
მკითხველების მოსვლას...
მათ წასვლას....



და დიდი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრს გადაიტანს და გაუძლებს ჩემთან ერთად!!!

I love you to pieces, babe! :*



happy birthday!





p.s. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, იმისთვის რომ კითხულობთ, აკრიტიკებთ, არ აკრიტიკებთ, არ მოგწონთ, ან მოგწონთ, გიყვართ, ან გკიდიათ, მაგრამ მაინც ბრუნდებით :)


love,
Chaotic.

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates