Posts mit dem Label პირადი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label პირადი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

15.08.14

Brace yourselves: Inappropriate questions are coming!

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ჩემს ბლოგზე ყველაზე ხშირად ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც აინტერესებს, როგორ მოხარშოს ბრინჯი, ან რას ნიშნავს, იყო რეზუს-უარყოფითი. ჭეშმარიტად გეუბებით თქვენ, არცერთის ექსპერტს არ წარმოვადგენ. თუნდაც იმ ხანაში, როცა ყველა ყველაფრის ექსპერტია, ყველამ ყველაფერი იცის, მე მაინც ვაღიარებ, რომ კულინარიულ საკითხებზე ნუ მომმართავთ და სამედიცინო საკითხებზე, ოჯახში გავიკითხავ, თუ საჭიროება იქნა. :D

თუმცა, საერთოდ სხვა რამის დასაწერად შემოვედი აქ. უახლოეს მომავალში მომიწევს ასტრონომიული რაოდენობის კითხვებზე პასუხის გაცემა. მათი დიდი უმრავლესობა იქნება აბსოლუტურად უადგილო და სტერეოტიპული. ასევე სექსისტური. ვერ გაივლის  ტესტს ვერცერთ შემთხვევაში, თუ კითხვებს შევაფასებთ იმის მიხედვით, თუ:
  •  რამდენად ერევა ვიღაც ინდივიდის პირად ცხოვრებაში, 
  • რამდენად სცემს პატივს მის პირად სფეროს, 
  • რამდენად ითვალისწინებს კითხვის დასმისგან გამოწვეულ შედეგს,
  •  რამდენად არის პრივილეგირებული, საერთოდ დასვას ეს კითხვები, 
  • რამდენად მიზანშეწონილია, დაისვას კითხვები უაღრესად პირადზე.
  • რამდენად ცდილობენ მანიპულირება მოახდინონ. ან თუნდაც, რამდენად შეიძლება ჰქონდეს ბულინგს ადგილი მსგავსი კითხვების დასმისას (შეგნებულად, ან შეუგნებლად),
  • რამდენ სტერეოტიპს მიგაკუთვნებენ, პასუხის მოსმენის შემდეგ. თუ, რა თქმა უნდა, დავუშვებთ, რომ პასუხს მიიღებენ.
  • რამდენად ნეგატიურად განეწყობა ადამიანი, რომლისგანაც მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.
ჰოდა, გეპატიჟებით დიდ დოკუმენტურ პრემიერაზე, ჩემი ვოიაჟის დასრულებიდან ცოტა ხნის გავლის შემდეგ. 

დარწმუნებული ვარ, ფრიად ბედნიერი და მხიარული დრო იქნება. როგორც ინგლისურად მოსაუბრე ქვეყნებში იტყოდნენ: fun times....
 

20.06.12

all the dead ones...

ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ჩემს რიდერს გადავხედე ახლა და ძველი ბლოგების უმეტესობა, რომელთა პოსტებსაც სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე, აბსოლუტურად ჩამკვდარია. ნაწილი 6 თვეზე მეტია არ განახლებულა....

online community ძალიან მერყევი და სუსტი რამეა, თუკი ერთი და იგივე საზრუნავის გარშემო არაა მოკრებილი ხალხი, რომელსაც უშუალოდ ეხება იგი. პრინციპში, არც ასეთ შემთხვევებში ვართ დაზღვეულნი...

მითუმეტეს, თუკი საქმე პირად ბლოგებს ეხება. ინტერესს ვკარგავთ სხვის ცხოვრებაში ქექვით- დაახლოებით ვიცით, რაც მოხდება და იმიტომ, ალბათ. ჯერ ჩვენთვის უცნობ თარგს, ბლოგს, ახალ სისხლს ვეძებთ...

ლოიალურობა ძალიან იშვიათადაა აქაურობის საქმე.

13.07.10

Zwischenstopp auf dem Weg nach Wahnsinn!

წესით, აბსოლუტურად გავიარე ემო პოსტების პერიოდი ბლოგზე.

მაგრამ ვერ ვხედავ პირადი ბლოგის დანიშნულებას, თუკი არ დავწერ იმაზე, რაც ამ წუთას მაწუხებს... (ბანალურობა გადაგვარჩენს :D)

ბევრი არაფერი... მანამ სანამ გამოცდებს მოვრჩები, ბლოგი ისედაც გადასულია თვეში 2-ჯერ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რეჟიმში.

მერე, ალბათ, ერთიანად მეტაკება ბლოგიც და მუზაც, რომელიც კაცმა არ იცის, სად დარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ 1,5 წელია ნორმალური არაფერი დამიწერია...

ახლა, უბრალოდ, მინდოდა დამეწერა, რომ ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ყველა ფილმზე და ყველას სევდიან ისტორიაზე ცრემლებს ღვრის, საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი ამბების გარდა, საშინლად დიდი განგაშის ასატეხი ფაქტია ის, რომ ჩემი თავი ისე შემეცოდა მთლიან მდგომარეობას თუ გადავხედავთ, რომ დილის 6 საათზე ვღნაოდი...
არ ვარ ეგეთი ტიპი, არადა.
ტირილს აქვს ჩემთვის დიდი რიტუალური დანიშნულება: ან სხვას დავტირი, ან თუ სუბიექტურად ჩემს ირგვლივ მომხდარი რამის გამო ვტირი, ესე იგი, ვიღაცამ უნდა დამაწყნაროს. :D
ჰოდა, როცა ვიცი, რომ დამმწყნარებელი არაა ირგვლივ, თავს ღნავილის უფლებას არ ვაძლევ. :D

მორალი ისტორიიდან: I serously need professional help and I need it now :D


სულ ეს იყო. წავალ ახლა, ვიმეცადინებ :D

21.05.10

პირადი ბლოგი?!

ნოსტალგიური ვარ დღეს და დაღლილი ძალიან.
მომენატრა ჩემი პირადი პოსტები.
ახლაც არაა თემატურიო,- ვინმე იტყვის, მაგრამ მე ის პოსტები მომენატრა, აღსარებასავით რომ იყო, კათარზისივით. იმ ფიქრისგან თავისუფალი, რომელი ნაცნობი შემოაღებდა კარს.

კიდევ ურითმო რამის დაწერა მომენატრა... ლექსის, თუნდაც.

შეგრძნება, რომ მთელი დაგროვილი ემოცია, თუ ენერგია, თუ სიტყვა შენში ვეღარ ეტევა.
შეგრძნება, რომელიც შუაღამით აგანთებინებს შუქს და გაწერინებს რაღაცას, შენებურად... ჩემს შემთხვევაში ქაოსურად....

ახლა ვზივარ და თავს ვაჯერებ, რომ love is overrated.
და როგორ არა-ჩემებურია ეს პოზიცია. :)
არ ვარ "სიყვარული არ არსებობს" ტიპი. ძალიან ბევრი რამე და ვინმე მიყვარს საამისოდ.

Love is never too much... :)
But sometomes, love is just somewhere else, not where you expect it to be ... :)
So, I should keep looking...


ძალიან სენტიმენტალურად რომ არ დავამთავრო და ამჟამინდელი დასკვნები გავითვალისწინო:

At this very moment, "this love" is overrated...

:)

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates