Posts mit dem Label სენტიმენტალური werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label სენტიმენტალური werden angezeigt. Alle Posts anzeigen

07.01.11

მე რომ...

მე რომ შენ ვიყო, მოვიდოდი და გეტყოდი, რომ არსადაც არ მივდივარ. რომ შეიძლება, შენ ხარ მშიშარა და გარბიხარ, ან მაგდებ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მოვალ და გეტყვი, რომ ვრჩები, იმიტომ რომ, ვიცი, ეს ყველაზე მეტად გჭირდება...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ის, რასაც მე გაძლევ, იმაზე გაცილებით მეტია, რაც კი ოდესმე ვინმეს მოუცია შენთვის და არცერთ, არცერთ ნამცეცს არ წაგართმევდი...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ყოველი ჩემი მოსვლა შენთვის ჩემგან სუსტს კი არა, ყველაზე ძლიერს ხდიდა...


მე რომ შენ ვიყო, მეცოდინებოდა, რომ შენი სიმშიდე ვარ; ის ადგილი ვარ, სადაც დაღლილი, ძალიან დაღლილი მოდიხარ და ისვენებ...

მე რომ შენ ვიყო, არ გავიქცეოდი, იმიტომ რომ, როცა მე მე ვარ, გამბედაობა არ მყოფნის და გავრბივარ...




პ.ს.
დრაფტებში აღმოვაჩინე და ძალიან გამიკვირდა. როგორც წესი, თუ ვპოსტავ, ვაქვეყნებ კიდევაც.

გადავხედე და გამეღიმა. ამათგან 1 სიტყვაც აღარაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ან ძვირფასი, იმ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, რამაც დამაწერინა...

it happens ... :)
And sometimes, it's good that it happens :)

13.07.10

Zwischenstopp auf dem Weg nach Wahnsinn!

წესით, აბსოლუტურად გავიარე ემო პოსტების პერიოდი ბლოგზე.

მაგრამ ვერ ვხედავ პირადი ბლოგის დანიშნულებას, თუკი არ დავწერ იმაზე, რაც ამ წუთას მაწუხებს... (ბანალურობა გადაგვარჩენს :D)

ბევრი არაფერი... მანამ სანამ გამოცდებს მოვრჩები, ბლოგი ისედაც გადასულია თვეში 2-ჯერ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რეჟიმში.

მერე, ალბათ, ერთიანად მეტაკება ბლოგიც და მუზაც, რომელიც კაცმა არ იცის, სად დარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ 1,5 წელია ნორმალური არაფერი დამიწერია...

ახლა, უბრალოდ, მინდოდა დამეწერა, რომ ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ყველა ფილმზე და ყველას სევდიან ისტორიაზე ცრემლებს ღვრის, საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი ამბების გარდა, საშინლად დიდი განგაშის ასატეხი ფაქტია ის, რომ ჩემი თავი ისე შემეცოდა მთლიან მდგომარეობას თუ გადავხედავთ, რომ დილის 6 საათზე ვღნაოდი...
არ ვარ ეგეთი ტიპი, არადა.
ტირილს აქვს ჩემთვის დიდი რიტუალური დანიშნულება: ან სხვას დავტირი, ან თუ სუბიექტურად ჩემს ირგვლივ მომხდარი რამის გამო ვტირი, ესე იგი, ვიღაცამ უნდა დამაწყნაროს. :D
ჰოდა, როცა ვიცი, რომ დამმწყნარებელი არაა ირგვლივ, თავს ღნავილის უფლებას არ ვაძლევ. :D

მორალი ისტორიიდან: I serously need professional help and I need it now :D


სულ ეს იყო. წავალ ახლა, ვიმეცადინებ :D

08.09.09

I wanna wake up with you...

:mo:


სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ.
აი, ისეთზე, გამოცდების არსებობის დავიწყება რომ გინდა...


BF რომ გინდა და მასთან დაკავშირებული უწი-პუწები... :user:

ასეთ სიმღერებს რომ უსმენ და :mo: სახით რომ ზიხარ... იმიტომ რომ, აბა, სადაა BF? :cry:



I wanna wake up with you
I wanna be there when you open your eyes
I want you to be
The first thing that I see
I wanna wake up with you

I wanna lay by your side
I wanna feel every beat of your heart
throughout the night
I wanna hold you tight
I wanna wake up with you

All the love inside me has been sleeping
Waiting for the right one to come along
You can share the love that I've been keeping, baby
You can put the music
to my song

მმმმმ... მიყვარს ეს სიმღერა რა ... :sweet:

მდორედ მოაზროვნეებისთვის დავაკონკრეტებ, რომ One night stand არ მინდა... BF მინდა :D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates