პრეტექსტი: ამ 95%-იდან ნაწილთან შეხება არ გექნებათ. ნაწილთან მხოლოდ დერეფანში მისალმებით შემოიფარგლებით, ნაწილთანაც კარგ ურთიერთობას დაამყარებთ, კოლეგიალურსა და ურთიერთპატივისცემაზე აგებულს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამსახურს გარეთ ურთიერთობის გაგრძელება და მეგობრობა თქვენი ნებაა, მაგრამ აუცილებელი არ არის.
რა ვუყოთ დანარჩენ რამდენიმეს?
პირველი, რაც თავში აზრად მოგვივა, არის შემდეგი ტაქტიკური სვლა: ვიყოთ კეთილები მათ მიმართ, გავუღიმოთ, კარგად და მეგობრულად მოვექცეთ. ეს მათ დაუმტკიცებს, რა კარგი ადამიანებიც ვართ და როგორ ცდებოდნენ თავიდან. დროთა განმავლობაში, მათ კეთილგანწყობას მოვიპოვებთ....
გეცნოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ეცნო, რადგან ბავშვობის დიდი გაკვეთილი და ანდერძია ეს ტაქტიკა.
fuck this!!!
იყავით სარკეები, არეკლეთ პატივისცემა, რომელსაც თქვენს მიმართ იჩენს თქვენი კოლეგა. არც მეტი ქნათ, არც ნაკლები.
პირადი გამოცდილებიდან: თავიდან გაოცება მოჰყვება ამ ყველაფერს. შემდეგ მსუბუქი სახის ბულინგი, რაც მაგ.: სადილის დროს გადაკრულ ხუმრობებში და წაგველებაში გამოიხატება ( ორივე სქესს გადასარევად შეუძლია, მიუხედავად სხვაგვარად მტკიცებისა. აქვე სიაში შევიტანოთ ჭორაობა. ოოო, მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს :D). შემდეგი ეტაპი არის გაბრაზება იმაზე, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც სახლში: დედასავით არ დასდევთ კუდში და შეყვარებულივით/ცოლივით არ ცდილობთ სიტუაციის განმუხტვას.
ამ წუთას აქ ვარ და გაგრძელებას შემოგთავაზებთ. შესაძლოა შემდეგი საფეხური იყოს კოლეგის სურვილი, კედელზე შემოგანარცხოთ, მაგრამ ცივილიზებულ პირობებში, ეს სამსახურის დაკარგვად და აუცილებლად დამნაშავის სკამზე ჯდომად დაუჯდება და ვერ გარისკავს. :D
მიზანი ამ ყველაფრის არ არის ის, რომ ბოლოს განუყრელ მეგობრებად იქცეთ და შემოირიგოთ ეს ადამიანი. ყველას არ უნდა უყვარდეთ და ვერც ეყვარებით. უფრო მთავარი კი, არც თქვენ უნდა გიყვარდეთ ყველა. თქვენ ხელფასს არ გიხდიან იმაში, რომ ყველას უყვარდეთ. ხელფასს გიხდიან იმაში, რომ გააკეთოთ საქმე და გააკეთოთ ეს საქმე კარგად. ამასთანავე, ბევრჯერ მინახავს 2 მამრობითი სქესის კოლეგა, რომელთაც, ზუსტად ვიცი, საშინლად არ მოსწონთ ერთმანეთი, მაგრამ აქვთ საჭირო საქმიანი ურთიერთობა და მას იქით ნაკლები კონტაქტი. ისინი ერთმანეთისგან კუდის ქიცინს არც ითხოვენ და არც ელიან. ასე რომ, ესე იგი, შეუძლიათ სხვანაირადაც ;)
პ.ს. თქვენ გიწევთ ასეთ სიტუაციაში მუშაობა? ის 5% ხართ, თუ 95%? როგორ იქცევით მსგავს შემთხვევაში, ან როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცეოდით?
გული მიგრძნობს, გაგრძელება იქნება... :D