არა, უფრო სწორად, ყველა ბლოგერმა იცის, რომ საკუთარი ცხოვრების პატარა ასლს დებს ბლოგზე.
ის, რომ აღარ ვპოსტავ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი პედანტურად ვითარდება და არ ხდება ჩემს თავს ამბები, როგორიცაა:
- სოფის საჩუქარი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბერლინში უკვე კარგა ხნის წინ, ჯერ 2 კვირა იმ სახლში იდო, საიდანაც უნდა წაეღოთ ბერლინში და ახლა ჩემთან დევს... სოფი, მოვაბამ თავს ამ კვირის ბოლოს :user:
- სამშაბათს მივდივარ ვიზის გასაგრძელებლად და ჩვეული გულისრევით ვარ განწყობილი იქ მომუშავე ადამიანების სახეების წარმოდგენისას. რომ მოგიგდებენ პასპორტს ვიზით, ან მის გარეშე... ესეც თქვენი ძალიან ლოიალურ გზაზე დამდგარი გერმანია :D არსად გაიშვას :D
- გუშინ სახლიდან გასვლისას გასაღები დავტოვე ღრიჭოში და კარი მოვიხურე გარედან. მე ჩავიდინე ეს... ადამიანმა, რომელიც ამოწმებს ყველა ელექტრო-დანადგარს, თუნდაც 2 კვირის გამოუყენებელს, სანამ სახლიდან გადის. არ გავბრაზებულვარ, გამეცინა :D 20 ევროც გადავიხადე კარის გაღებაში და არც ამაზე გავბრაზებულვარ... სამაგიეროდ, ჩემი გასაღების დუპლიკატი დავტოვე მეგობართან, მომავალში 20 ევროს დაზოგვის მიზნით.
ანუ, ქაოსი, მოგეხსენებათ, ჩემი ყველაზე ერთგული მკითხველი და თანამგზავრია.
მხოლოდ, ჯერ ვერ დავადგინე, ასეთი ინდიფერენტული განწყობა საზიანოა თუ სასიკეთო.
მაშინ, როცა რაღაც პრობლემებს რქებით მივაწექი და ნაწილობრივ მოვაგვარე, ისეთი დაზაფრული დავდიოდი, თავი მართლა მეგონა გერმანელი და მივხვდი, რატომ არ არიან ბედნიერები: იმიტომ რომ, ყველაფერს რქებით აწვებიან. ალბათ, თავს ვერ პატიობენ, რომ მუდმივად "მეორეები" არიან- ორივე მსოფლიო ომის წამომწყებები და დამარცხებულები .... მსოფლიო ჩემპიონატებზე ფინალში გასულები და დამარცხებულები. დამიჯერეთ, ფეხებზე ჰკიდიათ ჰოლოკასტი... :D
არ გამომივა მე ასე რქებით მიწოლა... არ გვაქვს მსგავსი გენი ქართველებს... არ შევაკლავთ თავს რაღაც მატერიალურს... ეს, ალბათ, ცუდიცაა, მაგრამ ამ გადასახედიდად, სიხალასეც სწორედ ამიტომ არის სახასიათო ჩვენთვის.
ზუსტად ამიტომ ვიცი, რომ ეს არაა ქვეყანა, სადაც მე ბედნიერი ვიქნები, რადგან ამ ქვეყანაში ყოველ წუთს და წამს რქებით უნდა აწვებოდე მორიგ უაზრო, ბიუროკრატიულ სიგიჟეს, გაქვავდე და დაიბოღმო, თუკი შენსას ვერ გაიტან...
პოსტები სერიიდან "სახლში მინდა"...
