Posts mit dem Label სტატისტიკა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label სტატისტიკა werden angezeigt. Alle Posts anzeigen

05.02.10

Happy, Happy...

2 წლის გავხდით...

თუმცა, ისევ ისეთი ქაოსურები და დაულაგებლები ვართ. ისევ ისე ვწერთ პირად პოსტებს.


რომელ სტატისტიკურ მონაცემს დავუჯერო, აღარ ვიცი :D

ყველა გვიან გავაკეთე ... არცერთი არაა 2 წლის.

ტოპ.გე-ს რომ ვკითხო, 7072 უნიკალური ვიზიტორი მყავდა. თუმცა, მანდ მაქსიმუმ 1,5 წელი იქნება რაც დავრეგისტრირდი.

სხვა მთვლელი 12218 ვიზიტორს ითვლის, მაგრამ არა უნიკალურს.

Google-ის სტატისტიკის მიხედვით წინა წლის ივლისიდან მოყოლებული 6219 უნიკალრუი ვიზიტორი მყავდა...

მაინც ბევრია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საქვეყნოდ მნიშვნელოვან თემებზე მე არ ვპოსტავ.


ეს რაც შეეხებოდა სტატისტიკას. პირადად და სუბიექტურად რომ მივუდგეთ, ვერ ვიტყვი შვილივით მიყვარს ბლოგი-მეთქი, ჩითერობა იქნება, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მიყვარს.
სერიოზულ კონფლიქტში შემიძლია შევიდე ვინმესთან აქაურობის გამო. :D
აბსოლუტურ შეურაცხყოფად ვიღებ ახლობლებისგან, თუ ბლოგს არ კითხულობენ: აქ რაც ხდება არის 100%-ით "ჩემი" და პირადი და ზუსტად იგივენაირად აღვიქვამ, როგორც რეალში მეგობრის მიერ დაიგნორებას.
არ მჯერა მეგობრობის, სადაც ერთმანეთის სუბიექტური განცდებით და მარცხითა თუ გამარჯვებით არ ინტერესდებიან.
პრინციპულად "არ წაკითხვის" ა.კ.ა. "გსჯი, არ გკითხულობ" ფენომენზე ფრიად ვხალისობ ხოლმე. :D

na ja, ვინაიდან და რადგანაც ვერ დავაძალებთ ვერავის ვერაფერს, ვაგრძელებთ მე და ჩემი ბლოგი მშვიდად ცხოვრებას.

მათ, ვინც გვკითხულობს და ჯერ კიდევ არ მობეზრდა ჩვენი აღშფოთებები, გინებებიანი პოსტები, წუწუნი და ცრემლთა ღვრა: დიდი მადლობა. :*
ზემოთ ჩამოთვლილი თემები აწ და მარადის ულევად იქნება ამ ბლოგზე. :D


პ.ს.
ახლა 2 სიტყვას დავწერ სხვა ბლოგებზე და წავალ ჩუმად მერე :D

ბლოგები, რომელთა ახალ პოსტებსაც რიდერში გამოჩენისთანავე ვკითხულობ:

ბლოგები, რომლებიც რიდმორის მიუხედავად მყავს რიდერში :D
(ყველამ იცის ჩემი საშინელი დამოკიდებულება რიდმორთან :D)

ბლოგები, რომლებიც მახსენდება ამა თუ იმ მიზეზის გამო:
  • Taa-ს ბლოგი: რაღაც პოსტი წავიკითხე, სადაც ეწერა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამართულმა იარო. ჰოდა, მე სულ მოხრილი ვზივარ და სიარულისასაც ისე დაძაბული და მოხრილი ვარ, საცოდაობაა ჩემი 160 სმ-თვის. ჰოდა, ეს წინადადება მახსენდება დღეში 100-ჯერ და ეგრევე ვიმართები წელში. მინდა ვთქვა, რომ მოქმედებს. მადლობა თაა-ს :D
  • Zuriuss-ის ბლოგი. მანდ ვნახე Home-ის ლინკი და მას შემდეგ: ვანაწილებ ნაგავს და მინას და ქაღალდს ცალკე კონეინერებში ვყრი; არ ვახარებ არცერთ "უსაქმურად მანათობელ" ნათურას; ვრთავ გათბობას ღამით, ან როცა სახლიდან გავდივარ, ან თუ ვხვდები, რომ საკმაოდ დათბა ოთახში. ეკოლოგიურად სუფთა მადლობა ზურიუსს :D
  • k84u-ს ბლოგი: თუ სადმე რაიმე წინადადება იწყება ფრაზით: ჩემი შეყვარებული :D


სხვა ბლოგებიც მიყვარს და იმედია, არავის ეწყინება, თუ ამ სიაში არ მოხვდა. იმაზე მეტ პოსტს ვკითხულობ თქვენთან, ვიდრე ვაკომენტებ. :user:


ჰოდა, ასე... კიდევ ერთხელ "მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად და ბედნიერად შენს საყვარელ ადამიანებთან " ჩემს ბლოგს. :D

:*

16.09.09

თეთრი და წითელი ნაწილაკები

მახსოვს, 2 წლის წინ პირველად რომ მივედი სამსახურში და მონაცემების შეყვანისას ჩემს ტოლ პაციენტს წავაწყდი, რომლის ბოლო ფორმულარიც უნდა შემეტანა ბაზაში, ძალიან ვინერვიულე. მაშინ 23ის ვიყავი და ჩემი ტოლის ბიჭის ცნობებში კითხვის გასწვრივ: "გარდაიცვალების მიზეზი: CML-ი" უნდა დამესვა ნიშანი. მერე დრო გავიდა, ჩვეულებრივ შემყავდა ახალი ცნობები...

მერე უკვე მონაცემთა დამუშავება რომ დამავალეს და მეორე პროექტი "გარდაცვალების მიზეზების გაწმენდა, დამუშავება, სტატისტიკები" იყო, ხშირად ექიმების სისულელეებზე ბევრჯერ გამიცინია: "გარდაიცვალა ლაიპციგში" ... ჰა??? WTF? რა შუაშია ლაიპციგი? მიზეზები მაინტერესებს. აქაც მეორე პლანზე გადაიწია ფორმულარებს ამოფარებულმა ადამიანმა...


მერე ძალიან დიდი ხანი რემისიების პროექტი მქონდა. აქ უკვე გადარჩენილების და ჯერ კიდევ ცოცხლების და რეციდივიდან გამოსულების სიხარულის სუნი ტრიალებდა.


მერე იყო AML (Acute myeloid leukemia)... აქ ყველაფერი უფრო სწრაფად და უფრო უიმედოდ ვითარდება, ვიდრე ქრონიკული შემთხვევისას... ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ერთი ქართველი გოგოს ALL... და თავიდან შემომილაწუნა ყველა შევსებულმა ფორმულარმა...


მაგრამ მიდიხარ, მუშაობ, სტატისტიკებს ითვლი... რამდენი დარჩა კიდევ ცოცხალი... და მერე სახლში წამოსვლისას ყურსასმენებში ვიღაც მღერის უდარდელად... ტანსაცმელივით იხდი ამ ადამიანების ისტორიებს და ტოვებ მომდევნო სამუშაო დღემდე სკამზე გადაფენილს...

2 თვის წინ პირველი სუიციდის ფაქტი მომხვდა ხელში, მოხუცი ბაბუის, რომელსაც აღარ უნდოდა...

ისევ ჩვეულებრივ მივდიოდი... ხანდახან მახსენდება ხოლმე ის ბაბუ...


გუშინ ფილმზე დამპატიჟა მეგობარმა. ეს პირველი და უკანასკნელი მელოდრამა იყო, რომელიც კინოში ვნახე. კიდევ კარგი ჩემს გარდა მთელი დარბაზი მოთქვამდა, თორემ შემრცხვებოდა ძალიან...
ფილმი იყო ლეიკემიაზე (APL): My sister's keeper ერქვა და აუცილებლად წავიკითხავ წიგნსაც.

ძალიან კარგად გაკეთებული ფილმი იყო, ჩემის აზრით... მე ორმაგად დამთრგუნა, იმიტომ რომ ვიცოდი, დღეს CML-ზე უნდა მემუშავა. ყველა, მხოლოდ ნომრით ცნობადმა პაციენტმა რეალური სახე მიიღო... მაგრამ...



მივედი, ვიმუშავე, წამოვედი... ახლა ჩარკვიანს ვუსმენ... ალბათ, ასეც უნდა იყოს... თორემ შეიძლება გაგიჟდე... ან, იქნებ, უნდა გაგიჟდე?! უნდა გტკიოდეს განუწყვეტლივ?!


არ ვიცი...


შეიძლება ის, რომ ეს სტატისტიკა რაღაც თუნდაც მცირედ წვლილს შეიტანს ამ ომში, არის უკვე ჩვენი გაკეთებული საქმე?? ან იქნებ, მეტს უნდა ვაკეთებდეთ???



არ ვიცი...




პ.ს. არავის ცრემლის გამომყოფებზე დაბიჯების განზრახვა არ დევს ამ პოსტში...
just...

13.09.09

დავალება #2: სტატისტიკა

ვიღებ რა მონაწილეობას ამ ამბავში: 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს, უნდა შევასრულო ამ კვირის დავალება და გადავხედო სტატისტიკებს. იდეაში, ამ კვირის დავალება იყო, მთვლელების დაყენება და გადახედვა. მე მაქვს უკვე ბევრი მთვლელი, ასე რომ, მხოლოდ სტატისტიკას დავწერ :)

1. უნიკალური ვიზიტორი- საშუალოდ 30 დღეში. თუმცა, ეს რიცხვი ფარდობითია, რადგან არის დღეები, როდესაც არაფერს ვწერ, ან ალბათ, არც თუ ისე საინტერესოდ ვწერ და ნაკლები ადამიანი შემოდის :D

2. გ.ნ. დღეში- საშუალოდ 70

3. გ.ნ. /უ.ვ. - საშუალოდ 2,46

4. BR- 65,72 %



ძირითადად შემოდიან სხვა ბლოგებიდან, ხანდახან Facebook-იდან და ფორუმიდან.

ხანდახან Google უშვებს ჩემკენ და ასე...


:)


დიდი ვერაფერი სტატისტიკაა, მაგრამ არა უშავს :)


ვინაიდან, თავად სტატისტიკაში ვარ ამჟამად, დავწერ ერთ ფრაზას: Traue keiner Statistik, die du nicht selbst gefälscht hast :D


:P

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates