პრესკრიპტუმი: ზემა მომნატრებია ძალიან. პირველ ალბომს ვუსმენ ახლა და ვაღიარებ, რომ თითქმის ყველა სტროფზე "same here" შეგრძნება მაქვს.
ჰოდა, დიდი ბოდიში ყველა გენიალური დეტექტივის ავტორს, მაგრამ არ მაინტერესებს და ვერ ვიტან ამ ჟანრს. არ მიზიდავს მთელი წიგნის განმავლობაში ტვინის ჭყლეტვის პერსპექტივა, თუ ვინ იქნება მკვლელი, რომელიც როგორც ყოველთვის, ყველანაირ ლოგიკას მოკლებული, ყველაზე მოულოდნელი ვინმე აღმოჩნდება ხოლმე. ანუ, დეტექტივებთან მიმართებაში ახალი ლოგიკა ჩამოყალიბდა და ახლა უკვე ყველაზე ბუნჩულას და შეუმჩნეველს თუ დაადებ თითს, ის იქნება უეჭევლი დამნაშავე. boring, boring.
მეგონა, ამაზე მეტად ჟანრი არ გამაბრაზებდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ.
წინა პოსტში წიგნებზე დავწერე, რომ My sister's keeper მინდოდა წამეკითხა.
ვისაც ფილმი არ უნახავს და ნახვა უნდა, ან წიგნის წაკითხვას აპირებს, აქ შეწყვიტოს კითხვა: ვასპოილერებ.
ვიტყვი, რომ ფილმი იყო ძალიან კარგად გადაღებული. ძალიან ბევრიც ვიღნავლე. ფილმი დასრულდა ლოგიკურად. ანუ, კარგი კი იქნებოდა, მთავარი გმირი APL-ისგან განკურნებულიყო, მაგრამ ბოლოს ისეთ სიმპტომებზე იყო საუბარი, რომ ფანტასტიკის სფეროს თუ მიაწერდი მის გადარჩენას. დავრჩი გაბრაზებული სიმსივნეზე ზოგადად.
დავიწყე წიგნის კითხვა. არა უშავდა. დიდი ხელოვნების ნიმუში ეგ არ იყო, მაგრამ ცუდადაც არ იკითხებოდა. თან მაინტერესებდა, რამდენად იყო შეცვლილი სცენარი, რადგან ბევრი ნიუანსი საერთოდ სხვანაირად გვხვდება წიგნში. გავედი ბოლოში, მოიგო ანა ფიცჯერალდმა საქმე, ექიმები აღიარებენ, რომ გადანერგვის შემთხვევაშიც ქეითის ორგანიზმი უბრალოდ ვერ გადაიტანს ასეთ ოპერაციას, რომ არაფერი ვთქვათ რემისიაზე... რაღაც მთელი ცრემლთა ფრქვევის ფონზე ვკითხულობ ბოლო გვერდებს და ველი ფილმის ბოლო სცენებს.
და უცებ, არ ვიცი ავტორს "a la კრისტი" იდეები დაებადა, თუ რა იყო, მთლიანად შეაბრუნა სცენარი, გამოაცხო ხელოვნურად ავტოკატასტროფა და ქეითის ნაცვლად ანა მოკვდა. ნუ, იქ მერე ქეითს გადაუნერგეს ანას თირკმელი და წიგნი დასრულდა ქეითის ტექსტით: რომ აგერ უკვე 10 წელია რემისიაშია, ბავშვებს ცეკვას ასწავლის, ანა ენატრება, მამა რაღაც პერიოდი გალოთდა, ჯესი პოლიცელი გახდა და ასე შემდეგ.
ბრრრრ...
იმჰო, ძალიან იაფფასიანი გადაწყვეტა იყო. აი, ძალიან. რაღაც მკითხველის უაზრო გაოცებასა და მოულოდნელობაზე გათვლილი. მთელი წიგნი რომ თითქოს იცი, როგორ მთავრდება(ანუ, პარალელი რომ გავავლოთ დეტექტივთან, როცა გგონია, რომ ნამდვილი დამნაშავის ამოცნობა ძალიან იოლია) და ბოლოს "ვაიმეეე, ეს როგორ დაამთავრა. ამას არ ველოდი. საერთოდ სხვა უნდა მომკვდარიყო" ...
bullshit!!!
ძალიან, ძალიან გაბრაზებული დავდიოდი 2 დღე. მთელი ისტორია გააფუჭა ქალბატონმა. მართლა ჯობდა, ფილმი მენახა მხოლოდ და ეს წიგნი არ წამეკითხა. ეს ტრაგიკული ისტორიების გადეტექტივება ახალი მოდაა?!
წიგნის შემთხვევაში დავრჩი ავტორზე ძალიან გაბრაზებული. :@
მორალი ისტორიიდან: არის შემთხვევები, როდესაც ჯობს, ნაწარმოების ეკრანიზაციას დასჯერდე და თავი დაიზღვიო იმედგაცრუებისგან. თუმცა, როგორ უნდა გაიგო, როდის გაგიმართლებს და როდის კიდევ პირიქით?!
Posts mit dem Label My sister's keeper werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label My sister's keeper werden angezeigt. Alle Posts anzeigen
10.11.09
11.10.09
5 წიგნი
გამოცდების გადამკიდე ვეღარ ვკითხულობ იმდენს, რამდენიც მინდა. ბიბლიოთეკის საშვსაც ვადა აქვს გასული... ახლა 2 კვირაში მოვრჩები გამოცდებს და მექნება ცოთა მეტი დრო, იმედია. თან რაღაც მსუბუქი მინდა წავიკითხო, თან რომ დავისვენო და განვიტვირთო.
გუშინ ჩამოვწერე იმ 5 წიგნის სახელი, რომელთა წაკითხვაც აუცილებლად მინდა წლის დასრულებამდე და ვინაიდან, დღეს დაანონსებული პოსტების დღეა, აქაც ჩამოვთვლი ბარემ.
ესე იგი:
სულ ეს იყო :)
გუშინ ჩამოვწერე იმ 5 წიგნის სახელი, რომელთა წაკითხვაც აუცილებლად მინდა წლის დასრულებამდე და ვინაიდან, დღეს დაანონსებული პოსტების დღეა, აქაც ჩამოვთვლი ბარემ.
ესე იგი:
- 99 Francs -Frederic Beigbeder

რატომ? - სხვა 2 წიგნი წავიკითხე ბეგბედერის და მომეწონა. მსუბუქიცაა და თან საყვარლად ცინიკოსობს. ეს წიგნი მისი საფირმო ნიშანია :) - My Sister's Keeper-Jodi Picoult

რატომ? - We love Drama :D ფილმის ტრეილერის ნახვის მომენტიდან მინდა წიგნის წაკითხვაც. ვიცი, რომ ტირილით მოვკვდები. ისიც ვიცი, რომ ბევრისთვის ბანაულურია მწერალი, რომელიც საცრემლე ჯირკვლებზე გვადგამს ფეხს, მაგრამ მე თუ მინდა? :D თან ლეიკემიის თემაზეა... მომეცით ცოტა ტრაგედია, ცოტა ოჯახური დრამა, ცოტა პირველი სიყვარული და უწი-პუწები და მე ვიქნები თქვენი წიგნის ფანი :D
Anyway, შთაბეჭდილებებს აქ დავწერ მერე -
And the Hippos Were Boiled in Their Tanks-Jack Kerouac and William S. Burroughs.
რატომ? - ბიტნიკების ღმერთის და ერთ-ერთი ვიცე-ღმერთის ერთობლივი ნამუშევარი. ამის არ-წაკითხვა შეუძლებელია. ბიტნიკებით ჩემი დაინტერესება აგერ უკვე 1,5 წელს ითვლის :D რა ბევრია, ხომ ? ჰოდა, ოლიმპის მთავარი 12 ღმერთის არ იყოს, მივყვები ნელ-ნელა Beat Generation-ის ლოკალური ღმერთების სიას და გავალ, როცა იქნება, ბოლოში. - Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran - Éric-Emmanuel Schmitt

რატომ? - ეს ადამიანი ძალიან ლამაზად და სევდიანად წერს ძირითადად ანტისემიტიზმის თემაზე. თუმცა, აქამდე მისი მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს წაკითხული. რამდენიმე მისი ნამუშევრის ეკრანიზაცია ვნახე ადრე, მათ შორის, ამ ზემოთხსენებული წიგნისაც და ძალიან მინდა წაკითხვა. ისე, რა უცნაურია: ხანდახან წიგნს მიჰყავხარ ფილმამდე. გვაინტერესებს, როგორი ინტერპრეტაცია მისცა რეჟისორმა იმ ფურცლებს, შენც რომ წაგიკითხავს და ხანდახან, ფილმიდან აგნებ წიგნს... ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. - Desert Flower- Waris Dirie

რატომ?- წიგნი რამდენჯერმე შემხვდა ფემინიზმის განყოფილებაში. ასე ვეძახი იმ კუთხეს, სადაც ძირითადად, ქალების ცხოვრების, მათი ჩაგვრის, ემანსიპაციის მცდელობის შესახებ დაწერილი წიგნები იყიდება. ძალიან თუ გინდა გაბრაზდე მამრებზე, უნდა წაიკითხო 2 ასეთი წიგნი და აღშფოთების მთელი ცხოვრების დოზის კონსუმირებას მოახერხებ. ეს წიგნი ეხება female genital mutilation-ის თემას. ამ თემაზე ჩემს საკუთარ მოსაზრებას სხვა დაანონსებულ პოსტში ჩამოვაყალიბებ, მაგრამ აქ უბრალოდ, დავწერ, რომ მსგავს რამეებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, მითუმეტეს თუ ქალი ხარ. მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ქვეყანაში ასე არ ხდება,არ უნდა იყო გულგრილი. ჩვენს ქვეყანაში სხვა სახის "მდედრთა დაკნინება" ყვავის... ანუ, ამაზე ვრცლად იხილავთ სხვა პოსტში. აქ კი ვიტყვი, რომ ამ წიგნზეც ვიღნავლებ, სავარაუდოდ. :D
სულ ეს იყო :)
16.09.09
თეთრი და წითელი ნაწილაკები
მახსოვს, 2 წლის წინ პირველად რომ მივედი სამსახურში და მონაცემების შეყვანისას ჩემს ტოლ პაციენტს წავაწყდი, რომლის ბოლო ფორმულარიც უნდა შემეტანა ბაზაში, ძალიან ვინერვიულე. მაშინ 23ის ვიყავი და ჩემი ტოლის ბიჭის ცნობებში კითხვის გასწვრივ: "გარდაიცვალების მიზეზი: CML-ი" უნდა დამესვა ნიშანი. მერე დრო გავიდა, ჩვეულებრივ შემყავდა ახალი ცნობები...
მერე უკვე მონაცემთა დამუშავება რომ დამავალეს და მეორე პროექტი "გარდაცვალების მიზეზების გაწმენდა, დამუშავება, სტატისტიკები" იყო, ხშირად ექიმების სისულელეებზე ბევრჯერ გამიცინია: "გარდაიცვალა ლაიპციგში" ... ჰა??? WTF? რა შუაშია ლაიპციგი? მიზეზები მაინტერესებს. აქაც მეორე პლანზე გადაიწია ფორმულარებს ამოფარებულმა ადამიანმა...
მერე ძალიან დიდი ხანი რემისიების პროექტი მქონდა. აქ უკვე გადარჩენილების და ჯერ კიდევ ცოცხლების და რეციდივიდან გამოსულების სიხარულის სუნი ტრიალებდა.
მერე იყო AML (Acute myeloid leukemia)... აქ ყველაფერი უფრო სწრაფად და უფრო უიმედოდ ვითარდება, ვიდრე ქრონიკული შემთხვევისას... ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა ერთი ქართველი გოგოს ALL... და თავიდან შემომილაწუნა ყველა შევსებულმა ფორმულარმა...
მაგრამ მიდიხარ, მუშაობ, სტატისტიკებს ითვლი... რამდენი დარჩა კიდევ ცოცხალი... და მერე სახლში წამოსვლისას ყურსასმენებში ვიღაც მღერის უდარდელად... ტანსაცმელივით იხდი ამ ადამიანების ისტორიებს და ტოვებ მომდევნო სამუშაო დღემდე სკამზე გადაფენილს...
2 თვის წინ პირველი სუიციდის ფაქტი მომხვდა ხელში, მოხუცი ბაბუის, რომელსაც აღარ უნდოდა...
ისევ ჩვეულებრივ მივდიოდი... ხანდახან მახსენდება ხოლმე ის ბაბუ...
გუშინ ფილმზე დამპატიჟა მეგობარმა. ეს პირველი და უკანასკნელი მელოდრამა იყო, რომელიც კინოში ვნახე. კიდევ კარგი ჩემს გარდა მთელი დარბაზი მოთქვამდა, თორემ შემრცხვებოდა ძალიან...
ფილმი იყო ლეიკემიაზე (APL): My sister's keeper ერქვა და აუცილებლად წავიკითხავ წიგნსაც.
ძალიან კარგად გაკეთებული ფილმი იყო, ჩემის აზრით... მე ორმაგად დამთრგუნა, იმიტომ რომ ვიცოდი, დღეს CML-ზე უნდა მემუშავა. ყველა, მხოლოდ ნომრით ცნობადმა პაციენტმა რეალური სახე მიიღო... მაგრამ...
მივედი, ვიმუშავე, წამოვედი... ახლა ჩარკვიანს ვუსმენ... ალბათ, ასეც უნდა იყოს... თორემ შეიძლება გაგიჟდე... ან, იქნებ, უნდა გაგიჟდე?! უნდა გტკიოდეს განუწყვეტლივ?!
არ ვიცი...
შეიძლება ის, რომ ეს სტატისტიკა რაღაც თუნდაც მცირედ წვლილს შეიტანს ამ ომში, არის უკვე ჩვენი გაკეთებული საქმე?? ან იქნებ, მეტს უნდა ვაკეთებდეთ???
არ ვიცი...
პ.ს. არავის ცრემლის გამომყოფებზე დაბიჯების განზრახვა არ დევს ამ პოსტში...
just...

Labels:
ALL,
AML,
APL,
CML,
My sister's keeper,
trailer,
ლეიკემია,
სტატისტიკა,
ფილმი
Abonnieren
Posts (Atom)