არ ვიცი, რატომ მომივიდა თავში აზრად მისი ჩატარება, მაგრამ ნუ ჩავეძიებით.
რა უნდა გააკეთოთ:
- გადახედეთ ჩემს ბლოგს. იპოვეთ მისი კონცეფცია (თუ არსებობს იგი საერთოდ :D) და დაწერეთ პოსტი, რომელიც თქვენი აზრით, ყველაზე მეტად შეეფერება ჩემს ბლოგს.
- დაწერილი პოსტი უნდა გამომიგზავნოთ 15 ოქტომბრამდე ჩემს ბლოგზე მითითებულ მეილზე .
- 20 ოქტომბრამდე წავიკითხავ ყველა შემოსულ პოსტს და 20-ში დავასახელებ გამარჯვებულს.
- გამარჯვებული პოსტი დაიდება ჩემს ბლოგზე, როგორც Guest-post.
- ჟიურის წევრი, გამგებელი, ბოსი, დამლაგებელი და ყველაფერი მე ვარ ამ კონკურსში :D
- ვინაიდან, პრიზი მხოლოდ მდედრობითი სქესისთვისაა საინტერესო, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.
- მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს თავად ბლოგერი. (მეილში პოსტს უნდა მოაყოლოთ თქვენი ბლოგის ლინკი.)
- 15 ოქტომბერს 23:59-ზე გვიან შემოსული პოსტი აღარ მიიღება.
- პოსტი უნდა იყოს დაწერილი ქართულ ენაზე.
- UPDATE: კონკურსში მონაწილე უნდა იმყოფებოდეს საქართველოში (ან გერმანიაში).
- The Body Shop- ის Body Butter

- (გამარჯვებულთან შევათანხმებ, რომელ მათგანს აირჩევს). (დაწვრილებით იხილეთ აქ: http://www.thebodyshop.de/bath-body/koerperpflege.aspx)
- როგორც იცით, მე საქართველოში არ ვარ, ამიტომ გამარჯვებული პრიზს სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.
სულ ეს იყო.
:)
