საერთოდ არ მაქვს სურვილი, პოსტები ვიკითხო. ფოტო-ბლოგებს გადავურბენ ხოლმე და ეგაა.
და ამ დროს, რა თავხედობაა, როცა საკუთარი ბლოგის დღის ტრეფიკს ვაქცევ ყურადღებას. :D
პ.ს. საყვარელი ბლოგების პოსტები არ მინდა გადაფრენით წავიკითხო და ამიტომ ვინახავ... ასე რომ, თქვენამდეც მოვალ !!!
:D
ნეტავ, მხოლოდ ჩემი სიზარმაცის ბრალია, თუ ზოგადად, ქართული ბლოგოსფერო მოკვდა?!
Posts mit dem Label პოსტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

04.12.10
20.10.10
111+220+45
კონკურსი დასრულდა და შეპირებისამებრ, გამარჯვებული პოსტის დადების დრო დადგა.
Guest-post-ის ავტორია, სოფი. :მქუხარეტაშიდამისთანანი:
გილოცავ, სოფი და მადლობა პოსტისთვის :* It sure meant a lot :)
(გემრიელი Body-Butter-ს გადმოცემის ცერემონიალისთვის საჭირო კოორდინატების გაცვლა და ა.შ. მოხდება უკვე ბლოგის გვერდის ავლით, მეილის მეშვეობით :D )
სოფის პოსტს ვაქვეყნებ შეუცვლელად:
21–ე საუკუნის ამ პერიოდში როგორი უნდა იყოს ბლოგი, რომ ჩემი ყურადღება მიიქციოს; თანაც ისე, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვკითხულობდე და არ მბეზრდებოდეს. ხანდახან ვფიქრობ, damn, რატომ ვკითხულობ chaotic reality–ს, მეც ხომ არ "მაბნევს სხვების დალაგებული რეალობა–მეთქი"? სადაც უმეტესად ავტორის ბუზღუნი და წუწუნი მხვდება?
მერე დიდი ფსიქოანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრ საერთოს ვპოულობ "ქაოტიკთან", ასაკისა და ერთი საცხოვრებელი ქვეყნის ჩათვლით. განსხვავება ისაა, რომ მე იმ ყველაფერზე ვერ ვწერ, რაც მაცოფებს; ჩემში ვმალავ და "შიგნიდან" ვბობოქრობ. ამიტომ შემოვდივარ ამ ბლოგზე და სიამოვნებით ვკითხულობ. როგორც ერთ ფილმშია, წარმოვიდგენ, რომ ყველას ვეუბნები იმას, რასაც ვგრძნობ, რაც მინდა, და ვისვენებ.
ძალიან უცნაურია, რომ მიუხედავად დეპრესიულ–ბრაზიანი პოსტებისა – სასწაულად დადებითი აურაა ამ ბლოგზე. სასწაულად. როცა მე ვამბობ "სასწაულად", ეს ნიშნავს, რომ მართლა სასწაულად.
ქრისტინამ, კონცეფციაო. არ ვიცი მე კონცეფციები, მე ვიცი – ემოციები. მე მიყვარს, როცა რაღაც შთამაგონებს, ხან მასევდიანებს და ხან - სიგიჟემდე მაცინებს.
ამაზე ერთი საღამო (შეიძლება დილა) მახსენდება, როცა ქრისტინას სურათებს ვათვალიერებდი; მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ბერლინში და ისეთი ნოსტალგია მქონდა, რამდენჯერაც ხიდან ჩამოყრილ ფოთლებს დავხედავდი, იმდენჯერ ვტიროდი. ერთი სურათის ნახვის შემდეგ, ხიდან ჩამოყრილი ფოთლები არ დამჭირვებია, ისე ავბღავლდი (სამწუხაროდ ახლა ვერ ვიპოვე ის ფოტო, მაგრამ მსგავსი ვნახე).

ფოტოზე ქრისტინას "ხატების კუთხე" იყო. არ ვიცი, რატომ ამიჩუყდა ასე გული. შეიძლება იმიტომ, რომ მარტო ვგრძნობდი თავს და ასე მეგონა, ჩემი და ღმერთის გარდა აღარავინ იყო დარჩენილი. მერე წარმოვიდგინე, რომ ქრისტინაც ხშირად ასე გრძნობს თავს ამ ცივ და გაუცინარ გერმანიაში და ერთადერთ თავშესაფრად, სწორედ, ხატების კუთხე აქვს. იმაზეც ვტიროდი, მიუხედავად განსხვავებული რელიგიებისა, შეხედულებებისა, ყველას რომ ერთნაირად სჭირდება ნაპირი, თავისი უკაცრიელი კუნძულიდან გასაქცევად და თავმისადრეკად (ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობდა ასე, გახსოვთ?).
აი, ყველაზე საუკეთესო კონცეფცია. ბლოგის ყველაზე კარგი კონცეფცია მისივე ავტორია – ემოციური, ნამდვილი და ძალიან, ძალიან გონებამახვილი.
კიდევ მოვყვე რამე? არ მოვყვები, დანარჩენს აქვე, არქივში იპოვით ;)
With lovey love მსოფლიოს ყველაზე სოციალისტი იუდაისტი & გულჩვილი "ნოსტალგიკოსი",
სოფი SUNNY გოლდენი
P.S. ბლოგიდან ვერ წავალ დრიუ ბერიმორის ფილმის გარეშე ;) Viva 80's
--
http://norteri.com
http://sunnygold.blogspot.com
http://geojews.blogspot.com

Labels:
ბლოგის ირგვლივ,
გამარჯვებული,
კონკურსი,
პოსტი,
სოფი
20.11.09
10 ფატალური შეცდომა ვებ-დიზაინში (ნაწილი I)
სვითის #9 გაკვეთილთან დაკავშირებით გადავწყვიტე, დამეწერა ვებ-დიზაინზე. მართალია, ჩვენ ხშირ შემთხვევაში მზა პროდუქტს ვიყენებთ, მაგრამ ვფიქრობ,რამდენიმე შეცდომა ყველას ბლოგზე მოიპოვება. შეცდომებს ჩემი ან თქვენი ბლოგის მაგალითზეც განვიხილავ :) დიდი იმედი მაქვს, არ მიწყენთ. :)
(აქ შეხვდებით ტერმინებს, რომელთაც შეგნებულად არ ვთარგმნი საკუთარი ინიციატივით და ვტოვებ ინგლისურად.)
საგანს, რომლის ფარგლებშიც მსგავს საკითხებს გვასწავლიან ჰქვია: Human Computer Interaction (HCI). ამ საგნის ოფიციალურ გვერდზე დევს ლექციების PDF ვერსიები ინგლისურად. იქვე ნახავთ ლექციების პოდკასტს, მხოლოდ გერმანულ ენაზე.
დღეს შევჩერდები ჯეიქობ ნილსენის, ანუ Usability-ს გურუს მიერ 2007 წელს გამოქვეყნებულ პირველ 5 ძირითად შეცდომაზე. თუმცა, არ მგონია, 2 წელში საგრძნობლად დიდ სხვაობას ჰქონოდა ადგილი. ასე რომ, ეს შეცდომები დღესაც აქტუალურია.
გაგრძელება იქნება ამ დღეებში :)
p.s. შემთხვევით დავაკლიკე გამოქვეყნებაზე და რიდერში ვისაც გყავართ, შეგიძლიათ იხილოთ განსხვავება პოსტებს შორის. :D ესეც მორიგი მაგალითი :D

- Bad Search -> როდესაც ძიების ფუნქცია არ არის გამართული, ან თავად გრაფა "ძებნა/ძიება" არის ხშირ შემთხვევაში რთულად საპოვნი.
- შედეგი: მომხმარებელი ვერ პოულობს ინფორმაციას, რომლის მისაღებადაც შემოვიდა საიტზე და ტოვებს საიტს.
- მაგალითი: კიკიტოს ბლოგი. ან მე ვერ მივაგენი და ან საერთოდ არ აქვს საძიებო სისტემა. აქ რა თქმა უნდა, არ შევჩერდები იმ ოქროს წესზე, რომ უკლებლივ ყველა (!) ვებ-გვერდს უნდა ჰქონდეს საძიებო სისტემა.
- გამოსავალი: ნუ დაიზარებთ და დაამატეთ თქვენს ბლოგზე ძებნის ფუნქცია. ნუ განათავსებთ მას ალოგიკურ ადგილას, მაგ.: გვერდის ბოლოში. ყველაზე კარგი ადგილი საამისოდ არის გვერდის/საიდბარის დასაწყისი.
- PDF-ფაილების გამოყენება ონლაინ რეჟიმში კითხვისთვის: იცვლება User Interface, მომხმარებელს არ აქვს ნავიგაციის საშუალება.
- შედეგი: მომხმარებელი ტოვებს საიტს.
- ამის მაგალითი ბლოგზე არ მოიპოვება, მაგრამ ყველა თქვენგანს ექნება გამოცდილი, რა გულის გამაწვრილებელი პროცესია, როდესაც რაღაცას ეძებ და ყოველ ნაბიჯზე ახალი PDF-ფაილი უნდა გახსნა.
- ლინკებს, რომლებზეც უკვე იყო მომხმარებელი არ ეცვლებათ ფერი.
- შედეგი: მომხმარებელი ვეღარ იგებს, რომელ გვერდზე იყო აქამდე და შეცდომით ხვდება ერთსა და იმავე გვერდზე რამდენჯერმე. მომხმარებელს უწევს გონების უსაფუძვლოდ დაძაბვა.
- მაგალითი: ჩემი ბლოგი :user: თუ არ გავამუქე, ვერც მიხვდება ადამიანი, რომ ლინკები მაქვს პოსტში გამოყენებული. პრობლემის მოგვარება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამ დღეებში დავძებნი თავიდან. (აბა, იპოვნეთ თუნდაც ამ პოსტში პირველი სამი ლინკი :P)
- Non-Scannable Text. ცნობილია, რომ მომხმარებელი არ კითხულობს მთელ ტექსტს სიტყვა-სიტყვით. იგი თვალს ავლებს მას.
- შედეგი: თუ ტექსტი ძალინ გრძელი და ერთფეროვანია -> მომხმარებელი იწყენს და ტოვებს საიტს.
- მაგალითი: ზოგადად, რადიო თავისუფლების ბლოგი. ზოგი პოსტი იმხელაა და ისე იწელება, ჩემმა მტერმა წაიკითხა :D. განსაკუთრებით ია ანთაძის პოსტები იყო ასეთი, თუმცა ამ ბოლო დროს რამდენიმე პოსტი უკვე ბლოგერულ სტილში ჰქონდა. სამწუხაროდ, ბლოგის და გაზეთის ფორმატებს შორის განსხვავებას ყურადღება ნაკლებად ექცევა.
- გამოსავალი: Sweet-ს ჰქონდა ამ პრობლემაზე ყურადღება გამახვილებული. საჭიროა გავხადოთ ტექსტები კითხვადი და სკანირებადი ცხრილების, ლინკების, საკვანძო სიტყვების გამუქების საშუალებით და სხვ.
- Fixed Font Size.
- შედეგი: ტექსტის შრიფტის ზომა მკაცრად არის განსაზღვრული, რაც მომხმარებლის გარკვეულ კატეგორიას უქმნის პრობლემებს კითხვისას -> მომხმარებელი ტოვებს საიტს.
- მაგალითი: ახლა ვცადე და როგორც ბლოგსპოტის, ასევე ვორდპრესის შემთხვევაში გააქტიურებულია Zoom-ის ფუნქცია.
- გამოსავალი: თუ თავად ქმნით გვერდს, ნუ გამოიყენებთ ფონტის მკაცრად განსაზღვრულ ზომას. ვინაიდან, ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია, გაითვალისწინეთ ისეთი სტუმრებიც, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. იგივე კატეგორიაში შედის ტექსტის ფერების არჩევაც. მხედველობაში იქონიეთ მომხმარებლები, რომლებსაც ფერების აღქმა უჭირთ.
გაგრძელება იქნება ამ დღეებში :)
p.s. შემთხვევით დავაკლიკე გამოქვეყნებაზე და რიდერში ვისაც გყავართ, შეგიძლიათ იხილოთ განსხვავება პოსტებს შორის. :D ესეც მორიგი მაგალითი :D
Labels:
HCI,
usability,
ბლოგი,
ვებ-დიზაინი,
მომხმარებელი,
პოსტი,
შეცდომა,
ჯეიქობ ნილსენი
03.10.09
10 პოსტი, ანუ დავალება #4
sweet-ის დავალებების შესრულებას ვაგრძელებ. ამ კვირის დავალებამ საგონებელში ჩამაგდო.
ვიჯექი ამდენი დღე და ვუყურებდი მონუსხულივით ჩემს წინა პოსტებს. ჰოდა, მე მაპატიეთ, მაგრამ სულ 4 პოსტის იდეა მომივიდა. რომ ჩამოვთვლი ჩემი ბოლო 5 პოსტის სათაურს, ეს არავის გაუკვირდება, ვგონებ.
1. All the prisoners are to be released...
სავარაუდო პოსტი: სამხედრო ვალდებულება, ოღონდ არა ჩემი შვილისთვის.
2. Shit... Shit... Fuck... Fuck
აი, ამაზე რა დავპოსტო. ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია :D ჰოდა, დავტოვებ ასე, თორემ აქ რომ ყველა ის უწმაწური სიტყვა ჩამოვთვალო, რომელიც ვიცი... ოოო... ვერ იქნება ეგ კარგი ამბავი :D
3. პიზდეც, გავინტელექტუალდი
ამასაც უსიტყვოდ გადავაბიჯოთ :D
4. პატარა ბედნიერებები
სავარაუდო პოსტი: სიურპრიზი-ყოველთვის სასიამოვნო... თუ?
5. ლიტერატურული ანკეტა
სავარაუდო პოსტები:
დავასკვენი, რომ აბსოლუტურად სპონტანური ბლოგერი ვარ. რაც თავში მომდის, იმაზე ვწერ და იქვე ვხურავ თემას :D განვრცობის შანსს ვკლავ, ანუ :D
აი ემ სორრი :D

- მკითხველები და გადამკითხველები.
- 5 books I want to read this year.
დავასკვენი, რომ აბსოლუტურად სპონტანური ბლოგერი ვარ. რაც თავში მომდის, იმაზე ვწერ და იქვე ვხურავ თემას :D განვრცობის შანსს ვკლავ, ანუ :D
აი ემ სორრი :D
Abonnieren
Posts (Atom)