Posts mit dem Label fuckin' პოსტები werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label fuckin' პოსტები werden angezeigt. Alle Posts anzeigen

26.10.11

Back to... mad

ხანდახან ჩემთვის იმდენად ამაზრზენ, სულმდაბალ რამეს შევესწრები ხოლმე, რომ "რაღაზე უნდა ველაპარაკო" სიტუაციაში ვვარდები, მაგრამ დღეები, ან სულაც თვეები ვერ გამოვდივარ აღშფოთებული მდგომარეობიდან.
არადა, ამ დროს უნდა მიხვიდე და თვალებში ჩახედო და ჰკითხო:"really?" (ამეკვიატა ეს გამოთქმა და ვერ ვიშორებ).

და ჩემს თავზე მეშლება ნერვები, რომ ეს თვისება არც მაქვს და ვერც გამოვიმუშავე წლების მანძილზე.


კიდევ ვერ ვიტან, ადამიანი რომ მიღიმის და გველურად მკბენს და მეორე წამს ისევ იღიმის. იმჰო, ტრაკი თუ არ გაქვს, ნუ ეტენები!

ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მირჩევნია ორივე მხარემ ვიცოდეთ, რომ ერთმანეთი არ გვევასება, ვიდრე ეს fake ღიმილები. I'm a big girl, I can handle it.
ან საიდან აქვთ ამდენი უაზროდ გასაფლანგი ენერგია?! ხზ.

04.03.10

Fuck Fuck Fuck

რატომ ხდება, რომ როგორც კი შენი ცხოვრების ერთი ან ორი მნიშვნელოვანი ასპექტი ოდნავ დალაგდება, იმავე წამს ყველა დანარჩენი თავზე გემხობა?!

ამოვიდა ყელში რა.

არ გაგახარებენ, მოკლედ!


უკვე აღარ ვიცი, რამე კარგი რომ ხდება, გამიხარდეს თუ არა.



p.s. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჭორიკანა კაცი ყველაზე საზიზღარი ქმნილებაა დედამიწაზე!

10.02.10

Don't touch me, I'll freak out

ისადა, აი, ადამიანს რომ ნახავ 2-ჯერ და ისიც ფრიად დისტანციურად უღიმი, რატომ გჩქმეტს მესამე შეხვედრისას ლოყაზე? What the Fuck?
თან აშკარად არ ვარ "უწი-პუწი", წვრილხმიანი, თვალებფახულა ტიპი.
პატარა ბავშვებს რომ ეფერებიან "უთეგენათალე"-ს პონტში, ზუსტად ისეთ სიტუაციაში ამოვყავი ამ ბოლო 2 კვირის მანძილზე თავი რამდენჯერმე და როგორ sucks! სერიოზულად გამიჩნდა სურვილი, შემომეცხო სახეში :D

როგორი "პეროიანი" ნათქვამიც არ უნდა იყოს, არ მინდა ყველასთან კონტაქტი მქონდეს და ვსe! ყველასთან კი არა, არავისთან არ მინდა საერთოდ კონტაქტი.
ჩემთვის, ბუკლივით ვზივარ (c) გეწა. :D

ზოგადად, ძალიან ვერ ვიტან პირად სივრცეს რომ მირღვევენ და ძალიან მიახლოვდებიან საუბრისას ადამიანები. ახლა კიდევ ეს სიყვარულით განმსჭვალული ახალი ნაცნობები მაკლდა, რომლებიც ცდილობენ რაღაცას მიმახვედრონ, თუ ხზ. რა უნდათ... თან ჩემზე უმცროსები არიან... ლოლ. რატომ არ მოვკვდები ხოლმე ხანდახან, ა?!

შემდეგში კიდევ ერთხელ რომ დაუწვრილებენ ხმას და ენის მოჩლექით მომესალმებიან, თავზე ხელი რომ გადავუსვა და : " დედი, შვილო, აბა დაახვია ახლა აქედან დროზე და აღარ მობრუნდა"-მეთქი რომ ვუთხრა, ძალიან თავხედურად გამომივა?!

:user:


p.s. ეს აღშფოთება სულაც არ გამოუწვევია იმ ფაქტს, რომ 3 ღამე გავათენე გამოფენაზე.
:D



p.p.s. ღამით დროის გაყვანის მიზნით მობილურით შემოვედი ნეტში და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბლოგი ჩვეულებრვ იხსნება. ღმერთმა ნუ ქნას ვიღაც-ვიღაცეებმა მოაგნონ. :D

07.01.10

მომეწყინა

მნიამ...
ბეეევრი შოკოლადი ვჭამე. ახლა სპაგეტი იხარშება. სახლში რაც მაქვს, ყველაფერს მუსრი უნდა გავავლო + მეათასედ ვუყურებ გრეის ანატომიის ძველ სერიებს.

დღეს ვიყავი იქ, სადაც ყველაზე ლოგიკური იყო ყოფნა. მერე იქვე მოვხვდი ცოტა ალოგიკურ სიტუაციაში. დაჟე, არ დავკონკრეტდები. არ ღირს... თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ საკუთარ თავზე უფრო გავბრაზდი: რამდენჯერ ვუთხარი უკვე, რომ ასეთ სიტუაციებს აარიდე თავი-მეთქი, მაგრამ ვინ გისმენს...

მერე ეტყობა შემცივდა და მთელი საღამოა სახსრები მტკივა. ესეც უცნაურად: მხოლოდ მაჯები და კოჭებთან. ეს ამბავი არის სერიიდან: "ყველაფერი ალოგიკური მე მემართება". Isn't it a little early??? რა დროს სახსრებია, ბიძაჩემო...

გუშინ ახალი ადგილი აღმოვაჩინე: რადიატორთან, სავარძელში, ლეპტოპით მუხლებზე. ასე წავიკითხე 277 პოსტი. :D ნუ, ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ რიდერი და სინდისი დავაწყნარე.


cool... გრეიში სერია დაიწყო მარტოობაზე... :D ღმერთო, ჩამცხე ურო...



ესე იგი, ამ პოსტს ბოლომდე ვინც წაიკითხავს, მაპატიეთ, მაგრამ რა გაჭირვება გქონდათ? :s




მკითხველს ბლოგროლიდან, რომელიც ბეჯითად მიწერს მინუსებს თითქმის ყველა პოსტზე: უეჭველი ვიმსახურებ, "ხელი რომ არ აგიკანკალდება" ისეთი მინუსი დამიწერე. :D



p.s.1. დღეს ერთმა, რომელიც აგერ უკვე მეოთხედ მაინც გავიცანი, მაგრამ წინა სამჯერ, ეტყობა, მისთვის არასაკმარისად VIP სასტავში ვიყავი (არადა, ჩემი ექს-საახლობლო იგულისხმება... ღმერთო, რატომ არ გაიცინებ), მორიგი გაცნობისას მკითხა: აუ, შენ მგონი გიცნობ, არაო?!
ასეთი უშინაარსო ტიპი ვარ, მლიაჰ?


p.s.2. რომ არ გავაბუქო, საშუალოდ 30 მკითხველი მყავს. თითქმის ყველა უცხო და თავად ბლოგერია. ჩემი მეგობრების 90% პრადვინუტი, "ინტერნეტში მცხოვრები" საზოგადოებაა და ჩემს ბლოგს მარტო 2 კითხულობს, ისიც ალაგ-ალაგ...
ასეთი უინტერესო ვარ, მლიაჰ?!


p.s.3. ყველა პუნქტს ვასრულებ ბებერ, სწერვა, ჩაბერებულ და ბოღმა ბებოდ ჩამოყალიბებაში:

1. მყავს სამი ცხოველი, რომლებსაც სახელებით მივმართავ და ვუხსნი ხანდახან, რომ ნუ ღორობენ, 20 წუთის წინ ჩავუყარე საკვები.
2. ვიღვარძლები და სწერვულ პოსტებს ვწერ (ნუ, ამას ძალიან ხშირად ვაკეთებ, მაგრამ არა ასეთი მონდომებით)
3. პლედგადაფარებული რადიატორთან ვზივარ და სახსრების ტკივილს ვუჩივი.
4. სუუულ არავის არ ვუყვარვარ, თუ რაღაც.


WTF?!

სახე მძვრება, მგონი... გუშინ 2 საათი მეძინა და ყველაფერი ამის ბრალი ხომ არაა?!

:s



მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. ღამე მშვიდობისა, 30-ო :*

13.12.09

გრაფიკი გამოსწორდება... (c) შევარდნაძე

ზეგ....


მებლოგერება და მეპოსტება ახლა მე?!
:brrr:

მესამე დღეა შუაგულ მიუნხენში გათბობა არ მაქვს სახლში. WHAT THE FUCK? :mad:

წავედი, გამოვცალო მომდევნო ჩაით სავსე თერმოსი...

:(

09.12.09

What U deserve is what U get

ბობ დილანს აქვს ასეთი სტრიქონები დაწერილი:

Once upon a time you dressed so fine,
You threw the bums a dime in your prime, didn’t you?

People’d call, say, "Beware doll, you’re bound to fall."
You thought they were all kiddin’ you.


მთელი წინა წელი აკვიატებული მქონდა რატომღაც ეს ტექსტი... ოოო, წინა წელი :D უცნაური წელი იყო.


და კიდევ ერთი ფრაზა მქონდა აკვიატებული, ნინოს კონცერტიდან: მამამ მითხრა, ცხოვრება/სითბო/სიყვარული ბუმერანგივითაა, რასაც გაუშვებ, დაგიბრუნდებაო....

ნუ, ნინოს მამამდე "რასაცა გასცემ შენია"-ც იყო და იქამდეც იქნებოდა მსგავსი რამ, თუ გაგახსენდათ, შემომაშველეთ.

მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ხანდახან რაღაცას ვაკეთებთ, იმაში 100%-ით დარწმუნებულები, რომ ჩვენ იგივე არასოდეს მოგვივა, რამეთუ ჩვენ ხომ fuckin' მაგრები ვართ და რა გაოგნებულებს გვპოულობს ის მობრუნებული ბუმერანგი და გვიმტვრევს კბილებს მერე.... ჰაჰ... It hurts sooo bad...


Now, tell me, how does it feel, ha??? :)


ბობ დილანი ბონუსად...

05.10.09

ურწმუნო თომა

ხუთშაბათს მეგონა, რომ მარტო და მთლიანად ჩემი გულისთვის ხდებოდა რაღაც...

პარასკევს დავეჭვდი ერთადერთობაში და მივედი დასკვნამდე, რომ არა მხოლოდ ჩემს გამო იყო ძალისხმევა დახარჯული...


შაბათ-კვირას კი დავრწმუნდი, რომ მე, საერთოდ, არაფერ შუაში ვარ. ჩემს გამო არც ხდებოდა, არც ხდება და არც მოხდება :D აი, საერთოდ, 1%-იც კი არ ურევია იმ რაღაცაში საჩემოდ :D უბრალოდ, მე თუ საკმარისად სულელი აღმოვჩნდებოდი, ასე ჩავთვლიდი... 1 დღით ვიყავი სულელი :D მაგრამ 1 დღით ვინ არ ყოფილა?! :D


და დღე იყო, უფრო გრძელი, ვიდრე ყველაზე ხანგრძლივი და რეალისტური შემოლაწუნება...
რამეთუ დღეს დავრწმუნდი, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, თურმე ზოგადად უნდა განვავრცო :D



ანუ, მორალი ამ ამბიდან: ურწმუნო თომა უნდა იყო! სანამ EXPLIZIT არ იქნება მითითება რაღაცის შენს გამო არსებობასთან დაკავშირებით, მანამ არც დაუშვა, არც გაიფიქრო, რომ შენ გიგულისხმეს :D

26.09.09

Shit... Shit... Fuck... Fuck

წინასიტყვაობა: ვისაც ყელში ამოუვიდა ჩემი გამოცდების თემა, ოქტომბრის ბოლომდე ნუ შემოვა. :D sorry, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი 2 თვე მაქვს და რამეთუ ეს ბლოგიც პირადია, აქაც აისახება. მამენტ, crush-ებზე წუწუნს არ ჯობია? :D აქვე გამახსენდა და სანამ მთავარ თემაზე გადავალ, ბარემ დავწერ: ვინმე ხომ არ შემეყვარებინა? ჰა? და მერე მეწუწუნა... :boli:



ბრრრრ...

ჩემი თავი რომ დავიჭირო და კარგად ვცემო, ხომ არ იქნება ვინმე წინააღმდეგი?
ძალიან ცუდად დავგეგმე მეცადინეობის დრო საგნებისთვის. ეს საგანი, რომელიც 29-ში მაქვს, მივაფუჩეჩე, პრაქტიკულებს კარგად ვაკეთებდი თავის დროზე და ვიფიქრე,არ გამიჭირდება-მეთქი.
ლოლ, ნეტა რითი ვფიქრობდი? :mad:

ძააალიან დიდი მასალაა და ძალიანი სასტიკი და საიდან დავიწყო, ისიც არ ვიცი. დავმჯდარიყავი პატიოსნად და სექტემბერში სხვა საგნებს რომ წინასწარ ვარჩევდი, ესეც მიმეყოლებინა. brrr...

თან კათედრის გამგესთან მაქვს გამოცდა და თუ ამახვევინა საერთოდ, მერე მიტირეთ ბოხი ხმით (c)Doloress

ვაიმე, ვაიმე :D
ახლა ავდგები და უბრალოდ დავიზეპირებ რაღაცეებს :D მე რომ რამეს დავიზეპირებ :D


მაგრამ, სანამ სამშაბათი მოვა, კიდევ მაქვს დრო :vik:




Yeap, I will :D




პ.ს. Youtube-ს წყევლა და შეჩვენება, ამ ვიდეოებსაც თუ დაუბლოკავს ჩამატების ფუნქციას!!!

06.08.09

2 in 1 პოსტი

2 in 1 კი არა, მეტია აშკარად :D

ნელ-ნელა დავიწყებ.


პრინციპში, დღეს სხვა რამეზე მინდოდა დაწერა, მაგრამ ეს თემა უფრო აქტუალურია. მეგობარ გოგოს ველაპარაკებოდი ნეტში და მეგონა, ჩემს ისტორიას მიყვებოდა :D

ესე იგი, აი, ყველა მამრი, ვისთანაც მქონია კონტაქტი, თან უკლებლივ ყველა რატომ იწყებს ასე: "აუ, რაღაც უნდა გითხრა... აი, ვიღაც გოგო მიყვარს... ტიპა, დიდი ხანია და იმას არ ვუყვარვარ /ან ახლა დავშორდი/ ან მენატრება, მაგრამ ჩემი სიამაყე არ მიშვებს რომ...".... ჰა??? What the Fuck,man? თან, იმენა ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო, რომ ფლირტაობ და თან როგორ ვერ უნდა მიხვდე შენ თავად, ვიღაცას ეფლირტავები თუ არა და პახოდუ, ვიღაც სხვა გოგოზე ოდებს დგამ და აი, რატომ??? რატომ ვარ მე დედა ტერეზა? სუ მკიდია გულწრფელად გატეხილი გულები.
თან ისეთი მომენტია, ხომ არ ეტყვი, რომ უი, იცი, მკიდია... მერე კიდე იფიქრებს, რომ შენ გაგიტყდა ამ ისტორიით გული და თვითკმაყოფილებაში ჩაიძირება. ჰოდა, ზიხარ და თვითშეფასებას უმაღლებ და ტრენინგებს უტარებ "ციხის ძალით აღების" შესახებ. არადა, სულ მაგისთვის ვხარჯავთ ეს ქალები ახლა ამდენ დროს, რომ მშვიდად ვუყუროთ, როგორ იპყრობენ ეს ტიპები მწვერვალებს... ნწ, არაა ეგრე :D
არადა, just, იმენა არ მინდა რა... იმჰო, არცერთ გოგოს არ უნდა საათობით ისმინოს ვიღაცის ex-ების ისტორიები, თან ისეთი ვიღაცის, ვისთანაც აშკარად არ "ძმაკაცობ" :D...
და რა ფენომენია ეს? რაღაც ტიპა, ქულების დაწერის ამბავი, რომ "უი, მგრძნობიარეა, ცაცკალი და მოდი, დაგამშვიდო და მოგირჩინო იარები..." იარები არა ისა კიდე :D

ჰო, მეორე ფაზა არის ხოლმე იდეალური... ტიპა, ან მართლა შველით ეს სხვასთან კონტაქტი და ან არ ვიცი, ეს ასე უთავბოლოდ შეყვარებულები უცებ რომ "გადაიყვარებენ ხოლმე" იმ ex-ებს... ლოლ... დიდი Bullshit, იმჰო, ძალიან დიდი... ან, თუნდაც ეგრე იყოს, ეს რა, იდეაში მინიშნებაა, რომ აი ტიპა "შენ დამეხმარე, რომ დამევიწყებინა".... ტოჟე, what the fuck??? მე ფსიქოლოგი კი არ ვარ.

აი, მესმის, რომ ერთთან მქონოდა ეგეთი შემთხვევა, ან მარტო მე მქონოდა ეგეთი შემთხვევა, მაგრამ როოგრც ჩანს მარტო არ ვარ :D

ხოდა, NO GO-ა ეს ... დიდი თან და აი, აბსოლუტურად ყველაფრის ამრევი... იდეაში, თუ ვინმეს ეფლირტავები, მამენტ შეიმჩნიე რა... და რა ex-ები, ბიძაჩემო??? :spy: ... თუ არადა, კი ბატონო, ეგეც OK-ია, ვინმე კი არ გავალდებულებს, მაგრამ მაშინ შიგადაშიგ რაღაც დეზლ მინიშნებებს ნუ ყრი და ისაუბრეთ ბოდლერზე კიარადა იმ ex-ზე... ჩვენც დავმშვიდდებით მდედრები და გვეცოდინება, რა და როგორ და თქვენც ჩაიტარებთ თერაპიას :D


uFFF... ამოვიდა რა ყელში ამდენი დასტრესილის და დეპრესიულის ატანა. ჩვენც ხალხი ვართ :D იმ ex-ების ისტორიები ვჭამოთ? :D




ჰოდა, ნინ, FUCK'em all....

როგორც რუსები იტყოდნენ, პინკომ პოდ ზად და აბა, ჰე :D

არ ღირს ნერვიულობად, დამიჯერე... :)

28.07.09

პოსტი შუა პრაქტიკიდან

აააააააააააააა...

რატომ აქვს ასეთი შარმი????

Fuck, man, fuck....

კიდევ კარგი, კონცენტრირებას ვახერხებ და არ ვიმჩნევ დორბლებს :D :D :D
მაგრამ მე ისეთი ჩაინიკი ვარ, უეჭველი მეტყობა :D


:oimliah:



ღმერთო, მიშველე :(

25.07.09

ისტერიჩკა

არავინ შემეჯიბროს ცხოვრებაში ისტერიკების ატეხვაში :D


ლოლ... რა მონაცემები მაქვს და როგორ ვაფუჭებ. არ არსებობს რამე სპეციალობა:"ისტერიკის მომწყობი"? :D იმჰო, ისეთ რეკომენდაციებს და დახასიათებებს წარვადგენდი, კონკურსგარეშე მიმიღებდნენ... :D

მაგრამ, ეტყობა ისე საყვარლად ვაწყობ, რომ.... :let'sdoitlet's...კიარადაესjustსიმღერაარაშუაშიააქა: :D

13.07.09

რომ მოდიან და შლიან და მერე ბატონობენ, თუ როგორც არის...

მე ხომ საერთოდ გამოვირჩევი რაღაც ზეაზრების ფრქვევით და ახლაც ერთ აზრს დავაფრქვევ და წავალ მერე, მშვიდად დავიძინებ.


დღეს მინდა ვისაუბრო "დაყავი და იბატონე"-ს ფრიად ზნედაცემულ ფენომენზე.

ანუ, როდესაც ადამიანი ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაარწმუნოს მეორე ადამიანი, რომ ვთქვათ, მისი მოწონებული ტანსაცმელი რბილად რომ ვთქვათ, მოდას აცდა ფართო მასშტაბებით და მერე რომ თავად ყიდულობს იგივეს...

ან, როდესაც ადამიანი ცდილობს (ეს მდედრებში მაქვს შემჩნეული), მეგობარს გადააყვაროს BF/GF, მოჰყავს მაგალითები, თუ როგორი უღირსია ის პიროვნება, ან რამდენად უკეთესი შეჰფერის მის მეგობარს და შემდეგ, როგორც კი ის GF/BF გასტუმრებულ იქნება FUCK OFF-ის გზას, როგორ ეჩალიჩება თავად და ჰოპლა, 10 დღეში ფრიად რომანს აბამს...

ან, როდესაც ადამიანი ცდილობს მეორე ადამიანის მეგობრებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ამცირებს მათ. თვლის, რომ ისინი არ არიან ამ ზემოთხსენებულის მეგობრობის ღირსნი, მიუთითებს მათ მანკიერებებზე, არაეთიკურობაზე და მერე, როგორც კი დაიგულებს იმ მანკიერს გარიყულს, ღრმა მეგობრობას აჩაღებს მასთან...


ჩო ზა ხრენ, ჰა????


ასეთი შურიანი როგორ უნდა იყოს ადამიანი, არ მესმის... და მამჰკალ....

ჯდება საერთოდ ლოგიკის ფარგლებში ის, რომ სხვებს მორალი უკითხო და თავად შემდეგ ისევე მოიქცე???



თვქენ, ალბათ, იკითხავთ: კი, მაგრამ იმ ადამიანებს სად აქვთ თავი, რატომ არ ფიქრდებიან და თავად აკეთებენ არჩევანსო??? ჰოდა, ფრიად ლოგიკურად დასმული კითხვა იქნება, იმჰო... მაგრამ ხანდახან ეს ქარი იმ მხრიდან უბერავს, საიდანაც არ ელი... :)



ესე იგი, უკვე მერამდენედ მივდივარ დასკვნამდე, რომ ყველაზე ამორალურები მორალისტები არიან...




და აი, ნელ-ნელა ზიზღის გრძნობა მიჩნდება :D

27.06.09

U better think about what U're trying to say to me :D

ესე იგი, ბრძენი იყო ეს წინა თაობა, რა... ვერაფერს იტყვი... იმის წინაც... იმის წინაც და საერთოდ, ადამიც ბრძენი იქნებოდა, რომ დასცლოდა ცოტა ხანი გამოცდილების თვალსაზრისით.

ჰოდა, ამ ბრძენ ხალხს აქვს ნათქვამი, სანამ რამე სლეობას იტყვი, კააარგად დაფიქრდიო, ან საერთოდ არ თქვა არაფერიო...

ნუ, ეს ადაბტირებული ხასიათით, თორემ ისე ორიგინალში ფრიად ძველქართულად ვიცი და არ დავაბნევ დამსწრე საზოგადოებას.

ჰოდა, ამხელა კაცი რომ ხარ, თავი ძალიან მაგარი როჟა რომ გგონია და "მამენტ, ვისაააა ჩემი, რეებს მიბედავ" ფრაზა ხარ ხორცშესხმული და ქალს რომ ეტყვი: "იცმუცნები რაღაცას და იქნება მეტი გეჭამა, არსად წაიქცეო" და თან მზერას გააყოლებ ისეთს, თითქოს ეს ქალი ყოველ ჭამაზე უნიტაზზეა გადაყუდებული და მენიუს ხატავს(არადა, ფრიად ნორმალური წონის ქალს), ხომ ხარ კანონზომიერად ღირსი FUCK U, MAN- ები მოისმონო??? ხარ :yes:

ან უარესი, თუ იმდენად შორსაა ჯერ განსხივოსნება შენგან, რომ ქალს ეუბნები რაღაცაზე, "უფრო გასუქდებიო", მაშინაც ხომ ხარ ღირსი და თან ძალიან კანონიერად, რომ FUCK U, MAN!- ები და რამე ქცევის წესების ტუტორიალის თავში რტყმები აიტანო? :yes:



ჰოოოდა, ორივე შემთვევაში: FUCK U MAN!
ეს მამრთა მოდგმა მანახა ჩამოყალიბებული და მერე მომკლა რა :D რით ვერ გაიგეს, მლიაჰ, რა უნდათ.
ზრდასრული ქალი რომ 40 კგ-ს იწონის და მენჯის ძვლებს ტანსაცმლის საკიდად იყენებს სახლში როცა მიდის და ასეთ ქალზე რომ Wet Dreams აქვს, ეგეთ მამრს გავჰკარი ფრიად. :yes: :yes:


მამრებო, ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ შეგვეშალა. დაგვავიწყდა გვეკითხა, რამდენი გვეჭამა დღეს, თქვენს აღმატებულებებს რა ესიამოვნებოდა -> დისტროფიკი, უნიტაზთან მიხატული, თუ XXL? დღეს გვაპატიეთ და აი, ხვალიდან გამოვასწორებთ :yes:




well, fuck u, fuck u, man ! :D




Macht weiter so, dann heirate ich meine beste Freundin :yes:





p.s. ერთგვარი ტუტორიალი, როგორ არ უნდა მოიქცე არასოდეს !

25.06.09

von wegen ბიუროკრატია

გერმანელებსაც აღარაფერი დაეჯერებათ :D

სასწავლო პროცესის შუაში ვიმყოფები, რაც იმას ნიშნავს, რომ 13 საგანი 5 ზეპირ გამოცდაზე უნდა ჩავაბარო, რათა ვიწრო სპეციალობით განვაგრძო და მივაფათახო დარჩენილი 2,5 წელი დიპლომამდე.
ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ჯერ რაღაც საბუთების შევსება, შემდეგ ამ საბუთებით კათედრაზე გამოცხადება და აქამდე ჩაბარებული გამოცდების და ჩათვლების წარდგენა, შედეგად მიღებული "Laufzettel"-ით 5 პროფ-თან ტერმინების შეთანხმება, თან ისე, რომ 4 კვირის ვადაში ჩაეტიოს ყველა გამოცდის ჩაბარება. ამ სიის შედგენის შემდეგ ისევ კათედრაზე მისვლა და ბეჭდის დარტყმა სიაზე და შემდეგ ნუ, გამოცდებზე გასვლა.

ჰოდა, იქ, სადაც მე არ ვიქმნი შარს, გერმანელები ხდებიან ფეთხუმები და ჯერ ვერ გაიგეს, ბოლო ჩათვლა კატედრაზე რატომ არ იყო და ბაკალავრებთან გამაგზავნსე. WHAT THE FUCK? რა მინდა ბაკალავრებში, Diploma ვარ, ბიძაჩემო :spy:
მერე ჩემი ანკეტა არ ჰქონდათ საერთოდ შედგენილი :lol:
მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ძველი მდივანი წასულა და ეს ორი ბატი 1 თვეა, რაც დასაქმდა... არაფრის აზრზე არ იყვნენ. :D
მერე დღეს მივედი კიდევ, დარჩენილი საბუთების მისატანად და პროფმა იკითხაო, რომელ სემესტრზეა საერთოდ, აქვს გამოცდაზე გასვლის უფლებაო? ჰა??? ამხელა კათედრა გაქვს, მლიაჰ, ერთი სტუდენტთა სიის ელექტრონულ ვარიანტი არ უნდა გქონდეს? გავოგნდი.
კიდევ კარგი, ხვალ აქვს ამ პროფს მიღების საათები. მივიდე, თავად გავარკვიო, თორემ ეს ქალი შარში გამხვევს.

ბოლო წერტილი დავუსვი კათედრაზე გერმანული ნიშანწყლის გამონახვას, როდესაც მდივანს საბუთების ორიგინალები და ერთი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ასლი ვაჩვენე. ნუ, თან ვუთხარი,ამ ასლს დავტოვებთქო და მომიბრუნდა და კარგიო, წავალ ახლა დავაქსეროქსებ ამ ასლსო.... oO oO oO
ვერ იყო, აი :D


ასე არეული მაღლივის სამდივნოები არ იყო ხოლმე :D






p.s. გუშინ მითხრეს,რომ სწრაფად ვსაუბრობ თურმე,რაც არანაირ სიახლეს არ წარმოადგენდა ჩემთვის. ფრიად სწრაფად ვსაუბრობ, მაგრამ ერთი პატარა :spy: იყო მანდ: ჩვეულებრივზე ნელა ვსაუბრობდი, მეთქი კარგად გაიგოსთქო და თურმე მაინც სწრაფი ტემპია :s :s :s ამაზე ნელა როგორ უნდა ვილაპარაკო? :D ცუდ დღეში ვარ :D

19.06.09

თავი რო ბლანდინკა გეგონება, ეგეთი პოსტი

ესე იგი, არანაირ დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი ჩემი მხრიდან, მინდა აღვნიშნო. უფრო, სტერეოტიპის მსხვერპლები რომ ვართ ქალები, იმაზე უნდა დამეწერა.


დავიწყოთ ჩემი სვიით პრაქტიკის ხელმძღვანელით: დღეს გვქონდა ლექცია.სხვათაშორის აღვნიშნავ, რომ "ს"-ს ზუსტად ისე უჩლიფინებს შიგადაშიგ, როგორც ეს მხოლოდ გერმანულად ხდება და როგორც მე გამოვთქვამ გერმანულ ს-ს ხანდახან, რაც აააა... soooo sexy გამოსდის... ამას სუუულ სხვათაშორის აღვნიშნავ :D

აღვნიშნავ იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც ერთმა მისით ფრიად დაინტერესებულმა ჯგუფელმა მეგობარ გოგოსთან ერთად ნახა და 3 კვირა დეპრესია ჰქონდა, მე როგორც ქალმა, რომელიც არასოდეს გადადის დაკავებულ ტერიტორიებზე თამაშის წესების დაცვის პონტში, ეგრევე უკან გადავდე ეს ჩვენი მასწი და დიდი ბედნიერება ვუსურვე მეგობარ გოგოსთან.

მაგრამ დღეს რაღაც უცნაური იყო. რამდენიმე კითხვა დასვა და რამდენჯერაც ჩვენკენ მობრუნდა, იმდენჯერ რაღაც ძალიან ფართო ღიმილი აიდო სახეზე. :spy: ბოლოს, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლის მოწვევაზე იყო საუბარი და თუ გაინეტერესებთ, მოვიწვევო და სათითაოდ შემოგვხედა ოთხივე ჯგუფს, რომელთაგანაც მხოლოდ ჩვენ ვართ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. დანარჩენ ორ ჯგუფს ჩვეული სერიოზულობით დაუსვა კითხვა და ჩვენი ჯერი რომ დადგა, უკვე დაიწყო გაღიმება. ერთ-ერთმა ჩვენგანმა დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე და მეც ჩვეულებრივ ვუპასუხე, კი-მეთქი და რაღაც იმხელაზე ჰქონდა პირი ღია, რომ მეთქი, WHAT THE FUCK, BRO? ჰაა?
ტიპა, ვიცი, რომ თქვენ გკიდიათ და მამენტ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ამას თქვენთვის, მარა ჯანდაბას, გკითხავთო....
ჰოოოდა, რომ არ შეწყვიტა ღიმილი, მე ჩემი მთელი ფემინისტური შეხედულება და "როგორ მიბედავს, ვიღაც ტუსი ხომ არ ვგონივარ, ფიზ-მათ სკოლა დავამთავრე + ტექნიკურ საგნებთან მაქვს შეხება მთელი ცხოვრება. რითი ვარ ამ სხვა ჯგუფელ ბიჭებზე ნაკლები, მარტო იმით, რომ ისა....აღარ დავკონკრეტდები " ჩავრთე და რაღაც საკმაოდ გამომწვევი მხრების აჩეჩვით ვაგრძნობინე, რომ თქვენ უკაცრავად და რამე ხომ არ გეშლებათ, ბიძაჩემოთქო? მერე მთელი გზა ვქოთქოთებდი მაგაზე. აააა... ვერ ვიტან ასეთ დისკრიმინაციას. მითუმეტეს, რომ ჩვენზე სუსტი ბიჭების ჯგუფიც ჰყავს. ბრრრრ... ნახ. მაგისი სიმპატიურობა, კიდევ ერთხელ თუ გააკეთა ეგრე, სახეზე დავაბიჯებ! :D



მერე მივედი სამსახურში და ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ შეfი მელოდა სასოწარკვეთილი, მოვრჩეთ დღეს ამ პროექტსო, რომელიც აგერ უკვე 4 თვეა მოსვენებას არ გვაძლევს, გვაწამებს და გვტანჯავს და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის, მდედრი დაამუშავებდა მონაცემებს თუ მამრი :D
ჩემთვის ვიჯექი, რაღაც მონაცემებს ვამოწმებდი და ისევე როგორც, ვგონებ ყველა ადამიანი, ვინც კომპთან ზის, დიალოგს ვაწარმოებდი კომპთან, ტიპა: Ach, komm!!! Das ist doch nicht dein Ernst jetzt!! Was ist das für ein Scheiss და ა.შ. და ერთხელაც ჩემთვის ჩავიბურდღუნე, ახლა თავს მოვიკლავთქო, ისეთი არეული ფაილი იყო და უცებ, ჰოი, ღმერთო, ჩამცხე ურო: ჩემმა თანამშრომელმა გადმოყო თავი თავისი კომპიდან და აი, პატარა ბავშვი რომ დაეცემა და ტირის და მშობლები რომ აწყნარებენ უწი-პუწი, მოჩლექილი ტონით, ისე არ დამიწყო საუბარი? Oo ტიპა, "პააატალა, ლა იკო, ლატო ტილი? აააალ, იტილო ლააა"... გავცოფდი, მლიაჰ. მაგისი პატარა ბავშვი ვარ? თან არ ვარ ისე ახლოს მაგასთან, რომ ასე მელაპარაკოს და ვაფშე, ეგრე მომართვა ძალიან სფეშალ ადამიანისგანაც კი არ გამისწორდება. ნუ, ეგ თანამშრომელი რომ სთრეინჯი გახდა და რაღაც ფლირტის მცდელობები აქვს, მწარედ დავაიგნოროთ, თორემ დეპრესიაში ჩავვარდები. სლუჟებნი რომანები მაკლდა.


ჰოდა, What the fuck! რა ჰგონიათ ამათ თავები, ჰა?



კიდევ კარგი, სახლში რომ მოვედი, little sunny boy-სთან მქონდა რაღაც საქმიანი მიმოწერა და დავისვენე რა. დაჟე, ცხოვრებაში პირველ ნამცხვარს ვაცხობდი და 10 წუთში ერთხელ ვამოწმებდი და კიიიდევ კარგი, არ ეცადა, დავემშვიდებინე ისეთივე სულელური გზით, როგორითაც მთელი დღე მამშვიდებს მამრთა მოდგმა, თორემ ისეთი აცრილი ვიყავი, ცუდი ამბავი დატრიალდებოდა :D


ჰოდა, მორალი ამ ისტორიიდან: ძააალიან, ძალიან კარგად დაფიქრდით, სანამ ქალს გაუღიმებთ "ვაიმე, რა საწყალი ხარ, მოოოოდი, პატარავ, დაგეხმარო" ღიმილით. იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეგ თქვენი FUCKIN' დახმარება და "გმირი ვარ, მაღიარეთ" თქვენი EGO-ს გარდა არავის სჭირდება.





ვოტ!
სადმე ხომ უნდა ამომენთხია :D

13.04.09

აწუწუნდა, აწუწუნდა

:D

ესე იგი, თავიდანვე ვიტყობინები, რომ წუწუნ-პოსტია, მერე რაღაც ნედასტატკური გრძნობები რომ არ გქონდეთ.

ხომ ხდება ისე, რომ მთელი კვირა არაფერი ხდება, მაგრამ მერე ყველაფერი ერთად იხუვლებს ხოლმე- ზუსტად ეგეთი კვირა იყო.

ჯერ 1,5 ქულა დამაკლდა გამოცდაზე. არადა, ვიმეცადინე, რაც შემეძლო... ან ვერც, რას გაიგებ.
ბრრრრ... ვერ ვიტან ამას. აი, საქზ. პასუხი რომ ვნახე გვერდზე, ეგრევე დავწექი და დავიძინე :D
გეგონება, დილით სხვა ნიშანი დამხვდებოდა.
30% რომ ბაკალავრებისთვის გათვლილ კითხვას მოიტან, ფრიად not fair დიპლომისთვის, იმჰო. იმიტომ, რომ ჩემთან ქულები არაა და ბაკალავრმა რომ მეტი ქულა არ დააგროვოს, დიპლომების გამოცდა რატომ უნდა შეცვალონ. საერთოდ, რაც ეს ფუცკინ ბაკალავრი შემოიღეს, ყველაფერი შეიცვალა ჩვენთვის... :puke:


მერე ამაზე გულდაწყვეტილმა მივწერე დაქალს მაილი, რო ტიპა, საქზ და ტეხს და ამბავი და ჯერ ხო პასუხი მომივიდა ხოტბა და აყვავება (ამ სიტყვას გადავეკიდე 10 დღეა, სრულიად უკონტექსტოდ ვხმარობ) და მერე დღეს რაღაც რეჩი მოვისმინე კიდე სარჩულით "ტიპა მე შენთვის კარგი მინდა და მაგიტომ გეუბნები, თორემ და ვიღაცამ ხო უნდა გითხრას (:spy:) და პირველად ხომ არ მოგდის ეგრე"... ამ ყველაფერს კიდევ მოყვა რაღაც აკრძალვები და სავარაუდო გეგმის მონახაზი, როგორ უნდა მოვიქცე. ტოჟე საქზ. იმედია, როდისმე ცხოვრებაში ვისწავლი, რო რაღაც როცა არ მომწონს, არ გავატარო იმ წამს და მერე არ წამივიდეს ხასიათი ნახ. მარტო იმას მოვაბი თავი, რომ მეთქვა, რომ ძალიან not fair-ა, რომ ჩემთვის წუწუნი არ შეიძლება და ეს არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში: მე როგორ უნდა გავბედო, რომ რამე ცუდი ვთქვა. იდეაში, მე მარტო ისეთი რაღაც უნდა ვთქვა, რაც კომენტარად "აუ, მაგარია"-ს გამოიწვევს და ზატო, უნდა ვიჯდე და ძალიან მთელი ჩაღრმავებით უნდა ვუსმინო, სხვა როგორ დაიღალა. და ტიპა,მე ვარ უკუღმართი თუ რა ხდება, არ ვიცი, მარა ვუსმენ და პლიუს ვწუხდები და პახოდუ ზედმეტი ქაქი რომ არ სჭირდება ადამიანს, იმის მახსოვრობაში დატოვებასაც ვახერხებ.... ხზ, უცხოპლანეტელი ვარ, იმჰო...
არ მევასება რა. აი, არ მევასება, როგორი სარჩულითაც არ უნდა იყოს. დღეს ზემას ფილმში შემხვდა რაღაც მსგავსი და მეთქი, მიყვარხარ, იმჰო... პლიუს იმაზეც ისაუბრა, როგორ არ უყვარს, როცა უცხო ადამიანები 50სმ-ზე ახლოს მიდიან მასთან :D და same here-თქო. ბრრრ, მაგაზე ცალკე პოსტი უნდა დავდო, თავისი რისერჩით :yes:
აქ იყო სადღაც:


ლაკონური გადახტომა: მე და დოლორესი ვლაპარაკობდით ამას წინათ, პრობლემების მოგვარების გზებზე და სტრესის გადატანის ამბებზე და ნუ, 16 წელია ვიცნობ ადამიანს და ძალიან სხვათაშორის ვუთხარი, რაც ისედაც იცის, რომ მე თუ არ ვილაპარაკე პრობლემებზე, ავფეთქდები. აი, შიგნიდან გავიბერები, გავიბერები და გავსკდები მერე.... ბოლს ვუშვებ ხოლმე რაღაც სახით და ამ დროს მომწერა ასეთი რამ: "მე კიდევ რომ ვთქვა და ვილაპარაკო,მაშინ გავსკდებიო"... ენა ჩამივარდა. იმიტომ კი არა, რომ გამიკვირდა, ასე როგორ შეუძლიათქო, არამედ იმიტომ, რომ 16 წლის მანძილზე ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი იმდენად ვერ გავიცანი, რომ ეს თავად შემემჩნია. რა ნეუდაჩნიკი მეგობარი ვარ :S საქზ... ხოდა, მერე დავფიქრდი და შეიძლება მართლა უნდა უთხრა ყველას ეგრე: რა გიყვარს, რა არ გიყვარს და არ უნდა ელოდო, როდის მიხვდებიან თავად. შეიძლება უნდა დავწერო დიდი ესსე და გადავაგზავნო ყველასთან, ვისაც ვეკონტაქტები.

მერე კიდევ დამირეკა სხვა მეგობარმა და იღაღადა და კითხვა დამისვა ჩემს საქმეებზე და რომ დავიწყე მოყოლა, რაღაც უკან ვიღაცას ებაზრებოდა :spy: და შიგადაშიგ "აჰა, აჰა"-ს ჩააკვეხებდა ხოლმე. What the fuck? მეთქი, კაი წავედი.


მერე კიდევ ერთმა ისე გამომიყვანა წყობილებიდან, რომ რაც არ მიკადრებია ცხოვრებაში, გავაკეთე... მაგაზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო, ასე იოლი ამბავი არაა.

კიდევ, მას შემდეგ, რაც 24-ის ვარ, ყველა სატელეფონო ზარი იწყება კითხვით: არ თხოვდები? :spy: და თუ ვინმეს სადმე უცოლო ბიძა ჰყავს, მე მატენის.... ტოჟე What the fuck????

კიდევ, დედაჩემს ვუთხარი, ცეკვაზე დავიწყე სიარულითქო და "აბა, იგოგმანებ ახლა შენო" :mo: კი ვიხალისე, მაგრამ მაინც... დედაჩემისგანაც აღარ მინდა გავიგო, რო ლუზერი ვარ, ისეც მყოფნის. (მამაჩემს უნდა დავურეკო,მაგას ლუზერიც ვუყვარვარ :love:)




ნუ, კვირის ბოლოს პრაღაში ვიყავი. ერთადერთი დადებითი ამბავი.



ხო, ესე იგი, იმ საშიშროების თავიდან ასაცილებლად, რომ არ გავსკდე, ტიპა "ბლოგი მაინც ვერ გამიტრაკებს, რომ კარგი ამბებით დახუნძლული, სახეზე მუდმივად ღიმილგადაფენილი, სულში მზეჩაღვრილი და პირიდან თავფლგადმომდინარე არ ვარ" აქ ვიქოთქოთე და წავალ ახლა მე, დავიძინებ ან რაღაც ეგრე.

23.03.09

ლუზერობა ჩემი მოწოდებაა

გიო, პოსტს გადაახტი!

ესე იგი, არ ვიწუწუნებთქო, ტეხავს მაგრად, რა პონტია, ვიღაცეები აღარც კი შემოდიან ბლოგზე, ამოუვიდათ ყელში ეს წუწუნ-პოსტებითქო, მარა აი, მოდი და არ იწუწუნო და არ იგინო და არ იფურთხო :

საშინლად ვერ ვიტან გაუმართაობას. ანუ, ჩემი კომპი რომ ჭედავს, თან ისეთ დროს, როცა 1 კვირაში გამოცდა მაქვს.
OK, მოდი, თანმიმდევრობით დავიწყებ: ასე 2 კვირაა ვგონებ, ჩემს სკყპე-ლისტში და შესაბამისად, რაღაც დოზით ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი პატარა ბიჭი (სტოპ! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პედოFილია (მკაცრად 18 წელს ზემოთ) საქვეყნოდ ცნობილია, ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ ). ძალიან little sunny boy-ა. მმმ... ვგიიიჟდები პატარებზე, მთელი შეგნებით რომ უნდათ დიდობა, აი, მთელი გულით და ისეთი საყვარლები არიან. .
ეს ბავშვი არის ნინოს მოსწავლე და ნუ, რაღაც დახმარება მთხოვეს. რაში, მაინც ვერ გავიგე, ყველაფერი ისედაც გაკეთებული ჰქონდათ მაგას და მის მეგობარს. ის მეგობარი სულ თქვენობით მებაასა და რომ გავაპროტესტე, შენობით მომმართეთქო, "კეთილიო"-მიპასუხა. . ჰოდა, ეს პატარა (ამ მიმართვაზე ომია :D ) არის რაღაც ძალიან უბრალო, აი რო ელაპარაკები და არ იძაბები, დაჟე, ისვენებ რაღაც დოზით . პლიუს რაღაც ზეტიპია კომპიუტერს რაც ეხება, მამენტ, ჩუმად უნდა იჯდე და უსმინო და არც კი წამოგცდეს, რომ ცხოვრებაში ერთი ხაზი მაინც დაგიწერია რომელიმე პროგის... ტეხს პროსტა... ძაან ტეხს, მაგის მერე :D :ვეთაყვანებიჩემსსაკუთართვითშეფასებასიმჰო:
ჰოდა, არ განვავრცობ ახლა აქ პირად საუბრებს, პოსტის არსი სხვა რამეში მდგომარეობს.

მოხდა ისე, რომ ნუ მეხმარებოდა ანტივირის დაყენებაში და შემოვიდა რაღაც პროგით ჩემს კომპში და რაღაცეებს აკეთებდა. ვიჯექი და ვუყურებდი როგორ მოძრაობდა ჩემი კურსორი და რაღაც სასტიკად ვიძაბებოდი. ეს უკვე სამკურნალოა, მგონი, შენს ყველაფერს რომ ასე იცავ და არავის ახედებ :( მბურძგლავდა. დაჟე, მეთქი ისა, რავი ჩემს კომპში რატო უნდა შემოიხედო და რაღაც ეგეთი რეჩები გავაბი. მიხვდა, მგონი , რო დავიძაბე... ტეხს მაგრად, მარა ნდობის ფაქტორი არ იყო,- უფრო ის, რომ ვიღაცას რაღაც ძალიან შენსას უყოფ... აღმოჩნდა, რომ მაქვს რაღაც ვირუსი, რომელიც (თუ სწორად გავიგე :D) ბლოკავს ანტივირს თუ რაღაც და უცაბედად, თასქმენეჯერიც გაიფიცა და ვაფშე ყველაფერი უკანალისკენ დაიძრა .
ნუ, გადავაყენოთ წინდოწს, სხვა რა გზაა.... სულ ცრემლთა ფრქვევით წავშალე რაღაცეები,იმიტომ რომ D-დისკი გაძეძგილი იყო და გადავაყენე ისე, როგორც წინაზე: ანუ, პირდაპირ კომპიდან. ამის გამო დავიძინე დილის 5-ის ნახევარზე და ავდექი 9-ზე ისევ... მარა, როგორც მე ვიტყოდი, ტოლკუ ნე ხრენა , აღმოჩნდა, რომ ამ სახით გადაყენებას არ აქვს აზრი...
აი, მანდ უკვე ამეწვა ტვინი და გამიჩნდა რაღაც უდიდესი სურვილი, შევერთებოდი ბლოგერს,რომელსაც რაღაც მოთხრობის დაწერა უნდოდა ვირუსების ავტორების ჟლეტაზე, თან მეორე ფორუმელის ნიკიც რომ დავამატოთ ფანტაზიას, ვემხრობი ტეხასურ ჟლეტას ბენზოხერხით (ვგიიიჟდები ამ ნიკზე :D) ...

სამეცადინო მაქვს,მლიაჰ, რამდენჯერ დავაინსტალო ეს ჯავა :( +ყველა ფაილი დაზიპული აბსოლუტურად, მუსიკას ყოუტუბეზე ვუსმენ მთელი დღე...

და მასეთ დროს, აუცილებლად, აი, უცილობლივ უნდა მითხრას ვიღაცამ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... თორემ ვიწყებ წუწუნს:
Was ist das für ein Scheissleben: kein Geld, keine Arbeit, kein Wissen, kein Mann, alles im Arsch... aber so riiichitg im Arsch . ეს ყველაფერი ერთ ადამიანს რომ დაგატყდება თავს, ლუზერი ხარ, აბა რა ხარ :(
ნუ, გულში ვიფიქრე, ისევ მე დავიწყნარო თავი და არა უშავს, ქრისტიN, ჩაუჯექი, თეორია გაიმეორე დღეს და რაღაც ეგრე ვამუშავებ თავს (მეტყობა რაც გამოვიდა მანდედან :D) და ამ დროს საბოლოოდ მომიშალა ამ ჩვენმა sunny boy-მ განწყობა ნახ, რომ ვაფშე რა პონტში გინდა უკან ჩამოსვლაო, ეგ განხრა ნახ. არავის სჭირდებაო და ტყუილად წვალობო და რაღაც ისეთ პონტში, თავი გრეის ანატომიის მერიდიტი მეგონა :D კუთხეში ვიდექი და მაგისი ხმით ვიხვეწებოდი : pick me, choose me, love me კიარადა "სახლში მინდათქო".... :(

აი, ფათახი დღე იყო... უფათახესი + ქართულ ცეკვაზე მივედი პირველად და კიდევ კარგი, სარკე არ იყო იქ და ვერ ვნახე როგორ ვცეკვავდი, თორემ თავს ჩამოვიხრჩობდი ფოლკლორის ესოდენ წამებისთვის....

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამხელა პოსტი უნიკოდის არქონის გამო ფორუმზე ავკრიფე :(


ოოდა, რაის ჯავა და თეორიის კითხვა, ამ ლუზერულ განწყობაზე... ხვალაც თუ არ გამოვიდა არაფერი, საკუთარ თავს და კომპს გენოციდს მოვუწყობ


პ.ს. ვინაიდან და რადგანაც დიდი ეჭვი მაქვს, პატარავ, რომ ამ პოსტს ნახავ, წინასწარ ბოდისი, მაგრამ, ჩემი ბლოგია ვა... და რაზეც მინდა, იმაზე ვწერ! ვოტ!!!!

13.03.09

რა სარგებლობა მოაქვს BF-ს?

ანუ, ვინაიდან სთრეითი ვარ, BF-ს, თორემ ისე უფრო უპრიანი იქნებოდა, მეთქვა პარტნიორს?


ჰმმ... ნუ, ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია ამ სტანდარტული ფუნქციების მერე ჩემთვის იქნება ნათურის გამოცვლა... დიახ და კიდევ ლურსმნის ჭედება... და ეგეთები. საერთოდ არ მეხერხება მსგავსი საქმეები, ამიტომაც იყო ჩემი ფოტოების კოლაჟი 1,5 წელი იატაკზე გაშლილი... მერე მოვიფიქრე ერთ მშვენიერ დღეს და ჭიკარტებით დავამაგრე კედელზე .


ჰოდა, ნუ... არასოდეს ვიფიქრებდი, რომ უპარტნიორობა უთანასწორო მდგომარეობაში ჩამაგდებდა და აჰა, მოვიდა დღე იგი საოცარი...
ბანკში ვიყავი, ჩემი დიადი ფინანსური სიდუხჭირის შესამსუბუქებლად კრედიტის აღება მინდოდა და ჰმმმ... ისაო, რიავიციო, ხელფასი იმდენი არ გაქვს, რამდენიც საჭიროაო.. აი, 200 ევროთი მეტი რომ გქონდესო... მეთქი არ მაქვს, მაგრამ იქნებ, სხვა საშუალება მოვიფიქროთ რამეთქო და უცებ მესმის ზეფრაზა: აიო, თქვენი პარტნიორი მოიყვანეთ მაშინო და იმისი ხელფასი თუ მინიმუმ 200 ევროა, გაგიზრდით კრედიტს, სხვა შემთხვევაში ხელები მაქვს შეკრულიო (Ihm waren die Hände gebunden :D).

ჩემი რეაქცია იყო ასეთი: Fuck, აქაც არ მასვენებენ... მაგრამ არ შევიმჩნიე და:
-Er würde ja so gerne kommen, wenn er existieren würde-თქო.
(რომ არსებობდეს, დიდი სიამოვნებით მოვიდოდათქო, ანუ).


ესე იგი, რატომ უნდა ვისჯებოდე მე და რატომ უნდა იყოს ჩემი მარტო ცხოვრება–არცხოვრება კრედიტის გაცემისას გადამწყვეტი? აღშფოთებული ვარ პირდაპირ


თან ისე სრულიად დარწმუნებულმა მითხრა, მეც კი დავფიქრდი წამით, მართლა ხომ არ მყავსთქო? ეგ ფაქტი არც დაუშვა ტიპმა....

გავაპროტესტე გულში საშინლად, მაგრამ რა მექნა, იქ ხომ არ დავიწყებდი, თქვენ მე მჩაგრავთ და უმცირესობაში მიმიჩინეთ ადგილი და ჩემს უფლებებს არღვევთ, რადგან თანასწორად არ მემსახურებით, ვიღაც რომ მოვიდეს თავის ნაშასთან, იმას მისცემთ კრედიტს და მე არ მაძლევთ,მარტო იმიტომ, რომ მე ნაშა არ მყავსთქო???
ფრიად გაოგნებულ მზერას მივიპყრობდი.


ჰოდა, ვიღაცა ამბობდა ხოლმე, კუდამოძუებული წამოვბუნძულდიო, რაღა მოგატყუოთ და ფრაზა დღეს ჩემზე იყო ზედგამოჭრილი.

12.03.09

აუთსაიდერი

:D


ჩემი 2 სხავდასხვა მაილი არის ერთ–ერთი ჯგუფის მონაცემთა ბაზაში.
დღეს შემთხვევით მეგობართან ვიყავი და მაილი შეამოწმა თავისი და ვაო, რაღაც ფილმის ჩვენებააო და ნუ იმ ჯგუფის თუ ორგანიზაციის ტიპიური ნიუზ–მაილი...


ზუსტად 3 დღის წინ ჩემმა მეორე მეგობარმა მითხრა, მაილი მომივიდაო და შენ არ მოგსვლიაო? რაღაც ფილმის ჩვენებაო... მეთქი :spy: არა...


ჰოდა, რა ძაან არ უნდა გინდოდეს ვიღაცის მოსვლა, რომ ექსტრა მონაცემთა ბაზაში შეხვიდე და ორივე მაილი წაშალო... :)


:ehh:




და ძალიან სამარცხვინო PR-სტრატეგიაა, როგორც ორგანიზაციის, რომელიც აერთიანებს რაღაც გარკვვეული საერთო ნიშნის მქონდე ადამიანებს, სუბიექტური განსჯის ხარჯზე ვიღაცის ამოშლა, ან გააუთსაუდერება... :)
PR-ის ოქროს წესი: სანამ თავად არ გეტყვიან, არ ვინტერესდებიო, მანამ აგრძელებ პროდუქტის მიწოდებას, თუნდაც წინასწარვე იცოდე უარყოფითი პასუხი... მაგრამ ნუ, ჩვეული სირაქლემის პოზა და "როგორც მე ვიცი, ისე სჯობს" ძირითად ტორმუზებია მსგავს შემთხვევაში...


Na, was soll's...




მეორე საოცარი ფაქტი მოხდა 2–3 კვირის წინ. წარსულში რამდენიმე კონტაქტიდან ერთ–ერთის პრობლემის მოგვარებაში აღმოვჩნდი გარეული... და თითქოს ეს მას არც ეხებოდა... არც ეხება... და ჩემი პრობლემა იყოს თითქოს... როცა შენს გამო ვიღაც სადღაც გაერევა, კაკ მინიმუმ ხომ უნდა დარეკო? რიავიც, ამ ყბადაღებულ ვაჟკაცობაში არ შედის რამე პუნქტად? სანამ მე არ გავაპროტესტე, ეგებ დაგერეკათთქო, არც შერხეულან, არც აპირებდნენ, ვგონებ. მერეც ერთი საკონტროლო–ვალის მოსახდელი ზარი გაისმა და ესაა სულ... რაღა უნდა ელაპარაკო ეგეთს, მიჩვეულს, რო რა მარაზმობაც არ უნდა ჩაიდინოს, მაინც თავზე ხელს გადაუსვამენ... :puke:


საერთოდ, არ უნდა ელაპარაკო... :yes:


"ქართველი ვაჟკაცი კაცის" ფანი ვარ, იმჰო...

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates