12.03.09

აუთსაიდერი

:D


ჩემი 2 სხავდასხვა მაილი არის ერთ–ერთი ჯგუფის მონაცემთა ბაზაში.
დღეს შემთხვევით მეგობართან ვიყავი და მაილი შეამოწმა თავისი და ვაო, რაღაც ფილმის ჩვენებააო და ნუ იმ ჯგუფის თუ ორგანიზაციის ტიპიური ნიუზ–მაილი...


ზუსტად 3 დღის წინ ჩემმა მეორე მეგობარმა მითხრა, მაილი მომივიდაო და შენ არ მოგსვლიაო? რაღაც ფილმის ჩვენებაო... მეთქი :spy: არა...


ჰოდა, რა ძაან არ უნდა გინდოდეს ვიღაცის მოსვლა, რომ ექსტრა მონაცემთა ბაზაში შეხვიდე და ორივე მაილი წაშალო... :)


:ehh:




და ძალიან სამარცხვინო PR-სტრატეგიაა, როგორც ორგანიზაციის, რომელიც აერთიანებს რაღაც გარკვვეული საერთო ნიშნის მქონდე ადამიანებს, სუბიექტური განსჯის ხარჯზე ვიღაცის ამოშლა, ან გააუთსაუდერება... :)
PR-ის ოქროს წესი: სანამ თავად არ გეტყვიან, არ ვინტერესდებიო, მანამ აგრძელებ პროდუქტის მიწოდებას, თუნდაც წინასწარვე იცოდე უარყოფითი პასუხი... მაგრამ ნუ, ჩვეული სირაქლემის პოზა და "როგორც მე ვიცი, ისე სჯობს" ძირითად ტორმუზებია მსგავს შემთხვევაში...


Na, was soll's...




მეორე საოცარი ფაქტი მოხდა 2–3 კვირის წინ. წარსულში რამდენიმე კონტაქტიდან ერთ–ერთის პრობლემის მოგვარებაში აღმოვჩნდი გარეული... და თითქოს ეს მას არც ეხებოდა... არც ეხება... და ჩემი პრობლემა იყოს თითქოს... როცა შენს გამო ვიღაც სადღაც გაერევა, კაკ მინიმუმ ხომ უნდა დარეკო? რიავიც, ამ ყბადაღებულ ვაჟკაცობაში არ შედის რამე პუნქტად? სანამ მე არ გავაპროტესტე, ეგებ დაგერეკათთქო, არც შერხეულან, არც აპირებდნენ, ვგონებ. მერეც ერთი საკონტროლო–ვალის მოსახდელი ზარი გაისმა და ესაა სულ... რაღა უნდა ელაპარაკო ეგეთს, მიჩვეულს, რო რა მარაზმობაც არ უნდა ჩაიდინოს, მაინც თავზე ხელს გადაუსვამენ... :puke:


საერთოდ, არ უნდა ელაპარაკო... :yes:


"ქართველი ვაჟკაცი კაცის" ფანი ვარ, იმჰო...

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates