ესე იგი, არ ვიწუწუნებთქო, ტეხავს მაგრად, რა პონტია, ვიღაცეები აღარც კი შემოდიან ბლოგზე, ამოუვიდათ ყელში ეს წუწუნ-პოსტებითქო, მარა აი, მოდი და არ იწუწუნო და არ იგინო და არ იფურთხო
საშინლად ვერ ვიტან გაუმართაობას. ანუ, ჩემი კომპი რომ ჭედავს, თან ისეთ დროს, როცა 1 კვირაში გამოცდა მაქვს.
OK, მოდი, თანმიმდევრობით დავიწყებ: ასე 2 კვირაა ვგონებ, ჩემს სკყპე-ლისტში და შესაბამისად, რაღაც დოზით ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი პატარა ბიჭი (სტოპ! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პედოFილია (მკაცრად 18 წელს ზემოთ) საქვეყნოდ ცნობილია, ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ
ეს ბავშვი არის ნინოს მოსწავლე და ნუ, რაღაც დახმარება მთხოვეს. რაში, მაინც ვერ გავიგე, ყველაფერი ისედაც გაკეთებული ჰქონდათ მაგას და მის მეგობარს. ის მეგობარი სულ თქვენობით მებაასა და რომ გავაპროტესტე, შენობით მომმართეთქო, "კეთილიო"-მიპასუხა.
ჰოდა, არ განვავრცობ ახლა აქ პირად საუბრებს, პოსტის არსი სხვა რამეში მდგომარეობს.
მოხდა ისე, რომ ნუ მეხმარებოდა ანტივირის დაყენებაში და შემოვიდა რაღაც პროგით ჩემს კომპში
ნუ, გადავაყენოთ წინდოწს, სხვა რა გზაა.... სულ ცრემლთა ფრქვევით წავშალე რაღაცეები,იმიტომ რომ D-დისკი გაძეძგილი იყო
აი, მანდ უკვე ამეწვა ტვინი და გამიჩნდა რაღაც უდიდესი სურვილი, შევერთებოდი ბლოგერს,რომელსაც რაღაც მოთხრობის დაწერა უნდოდა ვირუსების ავტორების ჟლეტაზე, თან მეორე ფორუმელის ნიკიც რომ დავამატოთ ფანტაზიას, ვემხრობი ტეხასურ ჟლეტას ბენზოხერხით (ვგიიიჟდები ამ ნიკზე :D) ...
სამეცადინო მაქვს,მლიაჰ, რამდენჯერ დავაინსტალო ეს ჯავა :( +ყველა ფაილი დაზიპული აბსოლუტურად, მუსიკას ყოუტუბეზე ვუსმენ მთელი დღე...
და მასეთ დროს, აუცილებლად, აი, უცილობლივ უნდა მითხრას ვიღაცამ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... თორემ ვიწყებ წუწუნს:
Was ist das für ein Scheissleben: kein Geld, keine Arbeit, kein Wissen, kein Mann, alles im Arsch... aber so riiichitg im Arsch
ნუ, გულში ვიფიქრე, ისევ მე დავიწყნარო თავი და არა უშავს, ქრისტიN, ჩაუჯექი, თეორია გაიმეორე დღეს და რაღაც ეგრე ვამუშავებ თავს (მეტყობა რაც გამოვიდა მანდედან :D) და ამ დროს საბოლოოდ მომიშალა ამ ჩვენმა sunny boy-მ განწყობა ნახ, რომ ვაფშე რა პონტში გინდა უკან ჩამოსვლაო, ეგ განხრა ნახ. არავის სჭირდებაო და ტყუილად წვალობო და რაღაც ისეთ პონტში, თავი გრეის ანატომიის მერიდიტი მეგონა :D კუთხეში ვიდექი და მაგისი ხმით ვიხვეწებოდი : pick me, choose me, love me კიარადა "სახლში მინდათქო".... :(
აი, ფათახი დღე იყო... უფათახესი + ქართულ ცეკვაზე მივედი პირველად და კიდევ კარგი, სარკე არ იყო იქ და ვერ ვნახე როგორ ვცეკვავდი, თორემ თავს ჩამოვიხრჩობდი ფოლკლორის ესოდენ წამებისთვის....
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამხელა პოსტი უნიკოდის არქონის გამო ფორუმზე ავკრიფე :(
ოოდა, რაის ჯავა და თეორიის კითხვა, ამ ლუზერულ განწყობაზე... ხვალაც თუ არ გამოვიდა არაფერი, საკუთარ თავს და კომპს გენოციდს მოვუწყობ
პ.ს. ვინაიდან და რადგანაც დიდი ეჭვი მაქვს, პატარავ, რომ ამ პოსტს ნახავ, წინასწარ ბოდისი, მაგრამ, ჩემი ბლოგია ვა... და რაზეც მინდა, იმაზე ვწერ! ვოტ!!!!
I like this post so much (Meredith's voice :P ) :D :D
AntwortenLöschen