ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ მე არ ვეძებ პრობლემებს, არ ვიშლი ნერვებს უსაფუძვლოდ, გული ცუდს ტყუილად არ მიგრძნობს!!!
წვრილმანები რომ გამოვტოვოთ, წამლებსაც კი ვსვამდი, ცოტა ნერვები უნდა დავიმშვიდო, ძილი დავირეგულირო გამოცდების მერე და ცოტა მშვიდად შევხვდე ყოველდღიურ პრობლემებს-მეთქი. ამ "ძენ" მდგომარეობაში 3 დღეც არ ვყოფილვარ, ეგრევე დიდი და უზარმაზარი შარი დამესხა თავს. :D
... წამლებმა იმოქმედა, თუ უკვე სერიოზულ უტოპიად მიმაჩნია 2 კვირა გადაბმულად უპრობლემოდ ყოფნა, არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ მეღიმება მწარედ :D
პ.ს. სანამ პოსტის წერას დავიწყებდი, რიდერში last.fm-ის რეკომენდაცია-პოსტები წავიკითხე და სულ შემთხვევით ამ სიმღერას დავაკლიკე, თემასთან საეჭვოდ ახლოს მყოფი სიტყვებით:
Danger will follow me now
Everywhere I go
თუმცა, ფეხდაფეხ ეს სიტყვებიც მოჰყვება:
Angels will call on me
And take me to my home
ვნახოთ, იქნებ, ახდეს... :)
Posts mit dem Label სარკაზმი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

23.08.10
20.02.10
გა-(ვ)კეთილ-დი
"ვინც წინა წელს ჩემს პოსტებს კითხულობდა"-თი მინდოდა დაწყება, მაგრამ გადავიფიქრე.
just, წინა წელი ჩემი მსოფლიოსთან "შელაპარაკების" წელი იყო. მე გახლდით თავად ბოღმა და კარჩაკეტილობა სტუდიაში. არც ისე მადგას შარავანდედი თავზე, მაგრამ წინა წელს საერთოდ ყველა მეზიზღებოდა, მგონი :D. თავს ძალასაც კი არ ვატანდი ამ ყველაფრის დამალვაში და სახეზე დიდი "Fuck you all" გამომეტყველება მედო.
as usual, ასეთი წლები დიდხანს არ გრძელდება. განვლო ამ ერთმა წელმა და მათ, ვისი დანახვაც არ მინდოდა, არც ახლა ვპატიჟებ დიდის ამბით სახლში ან ნეტში, მაგრამ აი, ზიზღის მომენტმა გაიარა და ინდიფერენტულობისა და საკუთარ თავთან მშვიდობის დრო დადგა.
საერთოდ არ ვნანობ, ისე.
ჰოდა, ეს ჩემი მესიჯი ან გვიან მივიდა რამდენიმესთან და ან კიდევ ისე დაუჯდათ ჭკუაში, რომ სრული 1 წლის შემდეგ აბსოლუტური სიზუსტით თუ არა, დიდი მცდელობით "ბოროტდებიან". :D
მგონი გარედან ჩანს, რომ ძალიან cool სულიერი მდგომარეობები მაქვს ხოლმე და ვის არ უნდა cool-ობა?
ჰოდა, რა მაინტერესებს ახლა: წელს ლამაზად გადაფარებული ღიმილის წელი მაქვს, შიგადაშიგ აგრესიულ და PMS-ურ მომენტებს თუ არ ჩავთვლით და ზუსტად 1 წლის თავზე გაუღიმილდებათ პირისახე, თუ უფრო ნაკლები დრო დასჭირდებათ ამ ამბისთვის?!
თან კიდევ ვფიქრობ, დავასპოილერო და ვთქვა, მომავალ წელს როგორი ვიქნები, რომ თავიდანვე იცოდნენ 2 წელში რა იქნება მათ თავს, თუ დავტოვო სიურპრიზად?!
"დედამიწა ჩემს ირგვლივ ტრიალებს, იმჰო" :D

09.12.09
What U deserve is what U get
ბობ დილანს აქვს ასეთი სტრიქონები დაწერილი:
Once upon a time you dressed so fine,
You threw the bums a dime in your prime, didn’t you?
People’d call, say, "Beware doll, you’re bound to fall."
You thought they were all kiddin’ you.
მთელი წინა წელი აკვიატებული მქონდა რატომღაც ეს ტექსტი... ოოო, წინა წელი :D უცნაური წელი იყო.
და კიდევ ერთი ფრაზა მქონდა აკვიატებული, ნინოს კონცერტიდან: მამამ მითხრა, ცხოვრება/სითბო/სიყვარული ბუმერანგივითაა, რასაც გაუშვებ, დაგიბრუნდებაო....
ნუ, ნინოს მამამდე "რასაცა გასცემ შენია"-ც იყო და იქამდეც იქნებოდა მსგავსი რამ, თუ გაგახსენდათ, შემომაშველეთ.
მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ხანდახან რაღაცას ვაკეთებთ, იმაში 100%-ით დარწმუნებულები, რომ ჩვენ იგივე არასოდეს მოგვივა, რამეთუ ჩვენ ხომ fuckin' მაგრები ვართ და რა გაოგნებულებს გვპოულობს ის მობრუნებული ბუმერანგი და გვიმტვრევს კბილებს მერე.... ჰაჰ... It hurts sooo bad...
Now, tell me, how does it feel, ha??? :)
ბობ დილანი ბონუსად...

Labels:
Bob Dylan,
fuckin' პოსტები,
ბუმერანგი,
სარკაზმი
22.09.09
The Moment of Truth II და სხვა Random ჭეშმარიტებები
- ჩემო ლექტორო, რა მოხდება, რომ ხვალ მონიტორები, სემაფორები და flip-flop-ები არ გაგახსენდეს? ჯანდაბას, თეორიულად გაგახსენდეს, მაგრამ ჯავა პროგი არ მომთხოვო, რააა...
:user:
FUCK, იმხელა მასალაა, რომ სანამ ბოლოში გავდივარ, თავი მავიწყდება :D - YOUTUBE SUCKS! :mad: რამდენი ვიდეოც ჩავამატე ბლოგზე, იმდენზე საავტორო უფლებები გაახსენდათ 2 კვირაში. მოაშორონ საერთოდ ეს ჩამატების ფუნქცია მაშინ.
- თავი უნდა დავანებო ადამიანებში იმის ძებნას, რაც მათში არ მოიპოვება :D რით ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ არაბუნებრივი სიტუაციები მკლავს?! :D
- ზემო პუნქტი ჩემს საკუთარ თავთან მიმართებაში რომ შემოვატრიალო: სად წავიღე ის "მე", რომელიც Just, ისეთი იყო, როგორიც იყო, ფილოსოფიით: "არავის არ ვერგებით და არ ვცდილობთ არავის მორგებას... if (perfect match) then {super;} else {skip;} ?" ჰო, ფილოსოფია იყო პოლიმორფული :D ყველანაირ მოდელზე მიდიოდა, დაწყებული ნათესავებით, გაგრძელებული მეგობრებით და დამთავრებული ინტერესის სფეროში მოხვედრილი მამრებით. :D
- მაგრამ მაინც კარგია, რომ რაციონალური ვარ, როცა მჭირდება და ისიც, რომ სიტუაციების კონტროლი ვისწავლე: იქ, სადაც რაიმე ზებუნებრივი ძალები, ტიპა ზევსი, ბუდა და Co. არ ერევიან, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ.
- არ მგონია ასაკს მოჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პოზიტივი ამ წუთას ჩემთვის ისაა, რომ როგორც წესი, ძალიან ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა არა; რომელი სურვილია უტოპიური და რომლისთვის ღირს ბრძოლა. პრინციპში, საკმაოდ ადრე გამივითარდა ეს გრძნობა და სულ მიკვირს ადამიანების, რომლებმაც არ იციან, რა უნდათ და რატომ უნდათ...
- კიდევ, სუფთა ქართული თვისება მაქვს: რამდენადაც ისტორიიდან მახსოვს, ჩვენ რაღაც დიადი დამპყრობლური მიზნები არასოდეს გვქონია. ფაქტიურად ყველა ომი თავდაცვის ან წართმეულის დაბრუნების მიზნით გადაგვხდა. შეიძლება იმიტომაც, რომ სხვა რამის ტრაკი არასდროს გვქონდა.. რიავიც... ჰოდა, გენებით გადმომეცა, ეტყობა: only fighting for what's mine... :D ცოოტათი ლუზერი ერი ვართ :D
- და ხო, ისა, მაღიარეთ: ჩემში მდედრული სოლიდარობა ყვავის :bis: :bis:
:D
წავედი, გავაგრძელე მეცადინეობა, თუ რაც ჰქვია :D
16.08.09
When He's Just Not That Into You
უამრავზე უამრავი იდეა მომივიდა თავში, როცა ქრისტინამ გესთ ბლოგერობა მთხოვა. Chaotic Reality, მგონი, ერთერთი პირველი ბლოგი იყო, რომლის კითხვაც დავიწყე და მიმიზიდა თავისი მრავალფეროვანი, გახსნილი და პმს-ური პოსტებით.
მე რაზე მინდა დავწერო? ჰეჰ. კაკ რაზ, იუთუბზე შემომხვდა ერთი ფილმის ტრეილერი, რომელშიც იმდენნაირი სიტუაციაა განვითარებული, ყველა მათგანზე შეიძლება პოსტის წერა და მერე დისკუსია.
"He's Just Not That Into You" - ქართულად თარგმნას ნუ მომთხოვთ, წარმოდგენა არ მაქვს, ზუსტად როგორ იქნება, ასეთი ცოდვები ისევ ვარეზნიკებმა ჩაიდინონ. გარდა იმისა, რომ ფილმის პროდიუსერი ჩემი დრიუ ბერიმორია, მთავარ როლს ასევე ჩემიანი სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს, რომ უსმენ ფილმის გმირებს, ლამის თავში შემორტყა, hell, მეც ხომ ასე ვიყავიო. თუმცა, ვიცი, რომ ბევრი გოგო არც შეიმჩნევს ამას:

- ყოფილა შემთხვევა, როცა დაგვირეკავს, რადგან ის აღარ რეკავს (კაკ მინიმუმ sms-ს მაინც მივწერდით)
- შეიძლება არც დაგვირეკავს, მაგრამ გულში გვჯეროდა - ისე მოვეწონე ტიპს, ვეღარ ბედავს დარეკვასო.
- "ძალიან ჭკვიანი ვარ... არა, ზედმეტად ჭკვიანი და ჩემი შეეშინდა."
- ამ დროს - HE'S JUST NOT INTO YOU AT ALL!
მე მქონია მსგავსი შემთხვევა. პირიქითაც მქონია, რომ he's so into me და მე - არა. ორივე შემთხვევა "ტეხავდა".
ქრისტინას უყვარს ხოლმე საინტერესო ლიტერატურის მოშველიება, მე მარტო ფროიდის და მეირ ლევინის მიმდევარი ვარ, ამიტომ ასეთები ნაკლებად გამომდის :ლოლ:
ჰოდა, თავს ვიმშვიდებ - სანამ სამყარო არსებობს, სანამ ადამიანები ვართ და მზეც ყველას თანაბრად მოგვეფინება - არაფერია საგანგაშო; I mean, არ მოსწონხარ? გაიარე. მოსწონხარ და შენ - არა, ისევ გაიარე.
თუმცა, როგორც დრიუ ბერიმორის გმირი ამბობს - თუ გინდა ადამიანი, იბრძოლე მისთვის, იქნებ, მართლა შენი მეორე ნახევარია. არის კიდევ მეორე მხარე - რა ბრძოლა, man, რომელი ოლიმპიური მედალი ეგაა, იბრძოლო და მოიპოვო. ან არის შენკენ, ან - არა.
ცოტა ამერია, მაგრამ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორ იქცევით ასეთ სიტუაციებში, რას აკეთებთ, რეკავთ თუ არ რეკავთ? იკიდებთ, როცა გიკიდებენ და პირიქით? ცხოვრება უფრო არეული ხდება, რაც მეტს ფიქრობ და სიღრმეებში მიდიხარ, ain't it?
სოფი გოლდენის ვერდიქტი: ისე მოიქეცი, როგორც გექცევინება. დარეკვა გინდა, დარეკე! გული გერევა, აირიე! ამოთქვი რა! მზე დაიჭირეთ და იარეთ, არ თქვათ, ხელები დაგვეწვებაო და კიდევ სხვა სარკასტული რაღაცები. Плевать мне на сарказм! ;)
მადლობა, ქრისტინა!

guest post,
ბლოგი,
დრიუ ბერიმორი,
მზე,
სარკაზმი,
სტუმარი,
ურთიერთობა,
ქრისტინა
Abonnieren
Posts (Atom)