ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ მე არ ვეძებ პრობლემებს, არ ვიშლი ნერვებს უსაფუძვლოდ, გული ცუდს ტყუილად არ მიგრძნობს!!!
წვრილმანები რომ გამოვტოვოთ, წამლებსაც კი ვსვამდი, ცოტა ნერვები უნდა დავიმშვიდო, ძილი დავირეგულირო გამოცდების მერე და ცოტა მშვიდად შევხვდე ყოველდღიურ პრობლემებს-მეთქი. ამ "ძენ" მდგომარეობაში 3 დღეც არ ვყოფილვარ, ეგრევე დიდი და უზარმაზარი შარი დამესხა თავს. :D
... წამლებმა იმოქმედა, თუ უკვე სერიოზულ უტოპიად მიმაჩნია 2 კვირა გადაბმულად უპრობლემოდ ყოფნა, არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ მეღიმება მწარედ :D
პ.ს. სანამ პოსტის წერას დავიწყებდი, რიდერში last.fm-ის რეკომენდაცია-პოსტები წავიკითხე და სულ შემთხვევით ამ სიმღერას დავაკლიკე, თემასთან საეჭვოდ ახლოს მყოფი სიტყვებით:
Danger will follow me now
Everywhere I go
თუმცა, ფეხდაფეხ ეს სიტყვებიც მოჰყვება:
Angels will call on me
And take me to my home
ვნახოთ, იქნებ, ახდეს... :)
Posts mit dem Label პრობლემა werden angezeigt. Alle Posts anzeigen

23.08.10
26.04.10
ვინ თქვა, არ დაწერსო?!
ჩემს ბლოგერობას საშველი არ აქვს :D
თითები მექავებოდა მთელი კვირის მანძილზე. უამრავი საინტერესო თემა მაქვს დასაბლოგად, მაგრამ მშვიდად დაჯდომის დრო ვერ გამოვნახე და მიფუჩეჩებაც არ მინდა.
კვირის საპატიო "ჭორებსა" და "წვრილმანებზე" დავბლოგავ მხოლოდ:

- ნერვებს მიშლის- სესის ღამეული აქტივობები. ჩემს ძილის პრობლემებს კიდევ აკლდა რამე?! ამ კვირაში ან სპეციალური ყურის საცობები (თუ როგორც ჰქვიათ) უნდა შევიძინო, ან სესი გავასახლო :D ამ სახლში ხმაური ჩემი პრეროგატივაა!
- მღლის- 24/7 ფინანსურ პრობლემებზე ფიქრი და ნერვიულობა. უდიდესი ჟონგლიორობით უნდა გავიტანო თავი თვის ბოლომდე, რათა პირველი მაისიდან იგივე დატრიალდეს წრეში...
- მახალისებს- დაკვირვება ადამიანებზე, რომლებსაც გაუტყდათ, როცა ვაგრძნობინე, რომ ვერ დამაგოიმებენ. რაღაც საყუარლად მერქაგრეხილებიან. :უწიპუწი: ჯერ მივუშვებ, სანამდე გაქაჩავენ, მაინტერესებს... რატომ ხდება, რომ ყოველთვის, როცა ვინმე ცდილობს დამაიგნოროს, ან აგრესიული იყოს ჩემს მიმართ, გულწრფელად მეღიმება (გარკვეულ ეტაპამდე, რა თქმა უნდა)??? ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის 100%-ით ზუსტად ვიცი, 2 წამში რას იზამს... მოხუცი პოლკოვნიკივით ვარ, რა :D ეს არის ორი სფერო, რომლებშიც, იმჰო, ჩემი საქმე კარგად ვიცი, დამწყებების "ენთუზიაზმი" მახარებს :D
- მანერვიულებს- ამდენი საგნის ერთად დაძლევასთან დაკავშირებული ტიტანური ძალების უქონლობა. წინასწარ მიგრძნობს გული, რომ თუ თავი არ გავიგიჟე, არასასურველი შედეგით დავამთავრებ სემესტრს. ერთ საგანში 30 აპრილს ისეთი დავალება უნდა ჩავაბარო, რომ გადავიკითხე, ბლოგზე პოსტის წერა გადავწყვიტე. :D
- მსიამოვნებს- მზე, კარგი ამინდი, კარგი პერიოდი სამსახურში, შანსი უკეთესი სამსახურის შოვნისა, ინგლისურის კარგი ლექტორი.
- ველი- ხელფასს, ოტჩაიანნო :D
- ვეცნობი- პიონერი ფემინისტების ნაწარმოებებს და საშინლად მიხარია, რომ ზუსტად ამ ეტაპზე აღმოვაჩინე. სწორი პერიოდია ჩემი შეხედულებების გასამტკიცებლად, ან თუნდაც, ჩემი სტერეოტიპების დასანგრევად.
- მიყვარს.... ეს ღიად დავტოვოთ :)
04.03.10
Fuck Fuck Fuck
რატომ ხდება, რომ როგორც კი შენი ცხოვრების ერთი ან ორი მნიშვნელოვანი ასპექტი ოდნავ დალაგდება, იმავე წამს ყველა დანარჩენი თავზე გემხობა?!
ამოვიდა ყელში რა.
არ გაგახარებენ, მოკლედ!
უკვე აღარ ვიცი, რამე კარგი რომ ხდება, გამიხარდეს თუ არა.
p.s. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჭორიკანა კაცი ყველაზე საზიზღარი ქმნილებაა დედამიწაზე!

Labels:
:ოიმლიაჰ:,
fuckin' პოსტები,
პრობლემა
31.01.10
კვირა
მაშინ, როცა მომდევნო 2 გამოცდამდე 10 დღე დამრჩა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ერთი დავალების ტექსტი და ვიდეო დავამუშავეთ, youtube-ზე ვუყურებ დევიდ ბექჰემის და ვიქტორიას ვიდეოებს. ნწ ნწ ნწ ...
არადა, რომ მიყვარდეს ბექჰემი, კიდევ ჰო :D
რა მებექჰემება, ნეტავ?!
ყოველი ვიდეოს შემდეგ ვაპირებ წიგნის ხელში აღებას და რომელი საათია უკვე?! :D
იანვარში ჩამოვწერე გეგმა, რის გაკეთებას ვაპირებდი. გუშინ გადავხედე და გამოვიდა, რომ დაახლოებით 52 % მოვიყვანე სისრულეში. რამდენიმე პუნქტი ობიექტურად ვერ შევასრულე. მაგ.: ექიმის შეცვლა. დაზღვევის ფული არ მქონდა გადარიცხული და ვერ დავრეკავდი და გავატრაკებდი. :D ახლა გადავრიცხე და ასე 3 დღეში დავაცხრები სატელეფონო ზარით. :D
ამას წინათ შევამჩნიე, რომ უცხო ენაზე სიტყვებს ვერ ვიმახსოვრებ. ის, რომ რუსული დამავიწყდა სასტიკად და ვეღარ ვსაუბრობ, უკვე დიდი ნერვების ამშლელი ამბავია. აქ ვისთანაც ვსაუბრობ რუსულად, ყველამ იცის გერმანული და ვიცი, რომ გერმანულზე გადასვლისას არავინ გააპროტესტებს. ჰოდა, ისე მოსხლეტით ვეღარ ვსაუბრობ... არადა, ენების სწავლა არასოდეს მიჭირდა. პირიქითაც, საკმაოდ იოლად ვიმახსოვრებდი სიტყვებსაც და გრამატიკულ წესებსაც. თუკი ამ ყველაფერში ლოგიკასაც ვიპოვნიდი, ხომ უკეთესი. ახლახანს ვთარგმნიდი ლექციას ინგლისურიდან და ის სიტყვები, რომლებიც არ ვიცოდი, ამოვიწერე ფურცელზე. სულ მაგიდაზე იდო და ყოველდღე ვკითხულობდი. დღემდე მერევა ყველა სიტყვა :|
ესპანურშიც კი, როდესაც არასოდეს მიჭირდა სიტყვის დამახსოვრება, ახლა საშინლად ბევრი დროს მეხარჯება. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ უბრალოდ ტვინი გადავაჩვიე რაღაცის დაზეპირებას. არცერთი გამოცდისას არ ითხოვენ ჩვენგან ფორმულების ზეპირად ცოდნას. ყურადღება იმაზეა გამახვილებული, თუ გაიგე თემის არსი. როდესაც სხვა ინფორმაცია უნდა მოვიძიო, არ ვაძალებ თავს, დავიზეპირო, ნეტი აქ არაა, კაცო?! ჰოდა, ტვინი გამიზარმაცდა.
3 დღის წინ ლაივმოჩაზე შევიხედე. ამ საიტზე ბევრმა დაწერა უკვე პოსტი. უცხო ენების შესწავლის მშვენიერი ონლაინ-რესურსია. ასე 1 წელი იქნება, რაც მანდ ვარ. ხშირად ვერ შევდივარ, მაგრამ როცა დრო მაქვს, ვაკეთებ დავალებებს. თავიდანვე ესპანური ავირჩიე. ამ ენას ვსწავლობდი ღრმა ბავშვობაში და ჯერ კიდევ ბევრი რამე მახსოვს იმ 3 თვის მასალიდან. ჰოდა, აქ ისევ დავიწყე გაღრმავება.
შემდეგ ვიპოვნე პორტუგალიურის კურსი და დავიწყე ეგეც. საკმაოდ კარგად მივდივარ. მაგრამ იმდენად ჰგავს ესპანურს, რომ სიტყვები,არტიკლები ერთმანეთში მერევა ხოლმე და მერე კომენტარებს მიტოვებენ, ნამეტანი არ მოგივიდესო. :D
ინგლისურის გვერდით ამ ორი ენის და კიდევ ბერძნულის ცოდნა არის ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება და ისე გამიხარდა რომ ვნახე ბერძნულის კურსი, იმ წამსვე დავიწყე გაკვეთილის გავლა. :არაგამოცდებისხვასაქვსმეარასმაილი:
ჰოდა, ჩემი ტვინის უჯრედების ცოტა გამოძრავების მიზნით, დღეში 20 წუთს დავუთმობ რომელიმე ენას და ვეცდები მოვნახო სისტემა, რომელიც სიტყვების დამახსოვრებაში დამეხმარება.
უინტერესოზე უინტერესო პოსტი იყო, მაგრამ იმდენად ამოვარდნილი ვარ ელემენტიდან, რომ თავიდან მომიწევს მგონი ბლოგინგის დამუღამება ...

livemocha,
ბერძნული,
ესპანური,
მახსოვრობა,
პორტუგალიური,
პრობლემა,
უცხო ენა
Abonnieren
Posts (Atom)