Posts mit dem Label იგნორი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label იგნორი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

26.04.10

ვინ თქვა, არ დაწერსო?!

ჩემს ბლოგერობას საშველი არ აქვს :D
თითები მექავებოდა მთელი კვირის მანძილზე. უამრავი საინტერესო თემა მაქვს დასაბლოგად, მაგრამ მშვიდად დაჯდომის დრო ვერ გამოვნახე და მიფუჩეჩებაც არ მინდა.

კვირის საპატიო "ჭორებსა" და "წვრილმანებზე" დავბლოგავ მხოლოდ:

  • ნერვებს მიშლის- სესის ღამეული აქტივობები. ჩემს ძილის პრობლემებს კიდევ აკლდა რამე?! ამ კვირაში ან სპეციალური ყურის საცობები (თუ როგორც ჰქვიათ) უნდა შევიძინო, ან სესი გავასახლო :D ამ სახლში ხმაური ჩემი პრეროგატივაა!
  • მღლის- 24/7 ფინანსურ პრობლემებზე ფიქრი და ნერვიულობა. უდიდესი ჟონგლიორობით უნდა გავიტანო თავი თვის ბოლომდე, რათა პირველი მაისიდან იგივე დატრიალდეს წრეში...
  • მახალისებს- დაკვირვება ადამიანებზე, რომლებსაც გაუტყდათ, როცა ვაგრძნობინე, რომ ვერ დამაგოიმებენ. რაღაც საყუარლად მერქაგრეხილებიან. :უწიპუწი: ჯერ მივუშვებ, სანამდე გაქაჩავენ, მაინტერესებს... რატომ ხდება, რომ ყოველთვის, როცა ვინმე ცდილობს დამაიგნოროს, ან აგრესიული იყოს ჩემს მიმართ, გულწრფელად მეღიმება (გარკვეულ ეტაპამდე, რა თქმა უნდა)??? ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის 100%-ით ზუსტად ვიცი, 2 წამში რას იზამს... მოხუცი პოლკოვნიკივით ვარ, რა :D ეს არის ორი სფერო, რომლებშიც, იმჰო, ჩემი საქმე კარგად ვიცი, დამწყებების "ენთუზიაზმი" მახარებს :D
  • მანერვიულებს- ამდენი საგნის ერთად დაძლევასთან დაკავშირებული ტიტანური ძალების უქონლობა. წინასწარ მიგრძნობს გული, რომ თუ თავი არ გავიგიჟე, არასასურველი შედეგით დავამთავრებ სემესტრს. ერთ საგანში 30 აპრილს ისეთი დავალება უნდა ჩავაბარო, რომ გადავიკითხე, ბლოგზე პოსტის წერა გადავწყვიტე. :D
  • მსიამოვნებს- მზე, კარგი ამინდი, კარგი პერიოდი სამსახურში, შანსი უკეთესი სამსახურის შოვნისა, ინგლისურის კარგი ლექტორი.
  • ველი- ხელფასს, ოტჩაიანნო :D
  • ვეცნობი- პიონერი ფემინისტების ნაწარმოებებს და საშინლად მიხარია, რომ ზუსტად ამ ეტაპზე აღმოვაჩინე. სწორი პერიოდია ჩემი შეხედულებების გასამტკიცებლად, ან თუნდაც, ჩემი სტერეოტიპების დასანგრევად.
  • მიყვარს.... ეს ღიად დავტოვოთ :)

10.09.09

ორწამიანი მიმოხილვა და შემდეგ ისევ სამეცადინოდ გავარდნა

ლიოლ...
ესე იგი, დავიწყებ კონსტრუქციულად: 2003 წლის 14 ნოემბრიდან ვარ გერმანიაში. ჩვეულებრივი 19 წლის გოგო ვიყავი მაშინ, ჩვეულებრივი ოპერი, მერე ენის სტუდენტი, მერე ერთი წელი ერთი უნი და მესამე წელია ახლა ვარ მეორე უნიში. ახლაც ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ 25 წლის :D


ჰოდა, ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ფრიად ვკაიფობდი დიდი ხნის ჩამოსულ სასტავზე, ზემოდან რო გეუბნებიან გამარჯობას, ან არც გეუბნებიან. :D იმჰო, მკიდია. შეიძლება ქუჩაში ვინმე ვნახო და მივხვდე,რომ ქართველია, მაგრამ აუცილებლობად არ მიმაჩნია, ჩავეხუტო. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ შევხედეთ ერთმანეთს, ღიმილით ვესალმები და ვაგრძელებ გზას.

რა თქმა უნდა, კარგი და ზრდილობიანი ხალხიც ბევრია აქ და საერთოდ, მიუნხენში ბევრი კარგი ქართველი ცხოვრობს.

ახლა აღარ ვარ ახალი ჩამოსული, ასე რომ იმ დიდი ხნის ჩამოსულებისგან "ნორმალური გამარჯობა" დავიმსახურე :D მაგრამ შარი ხომ არ ილევა... ახლა ახალი ჩამოსულები დაისტრესნენ და ჰგონიათ, რომ თუ ყველას ცხვირს აუბზუებენ და ანახებენ, რომ აი, მკიდია, დიდი ხანი ხარ თუ არა აქ და აქეთ მეხვეწე, რო გაგიღიმო, მაგარი როჟები იქნებიან. :D
დასტოინის სახით გესალმებიან :D

ოლიმპიადაა, მლიაჰ? :D

ვინც უფრო დიდხანს იქნება გერმნიაში, უფრო მაგარი როჟაა???


fuckin' გუტჯისტან, იმჰო. :puke:


დამაიგნორეთ, იმჰო, სულ არ მკიდია? :D



ახლა, აიღეთ ეს პოსტი და შესაბამის ადგილებში "ძველი ბლოგერი" და "ახალი ბლოგერი" ჩასვით და welcome to ქართული "ბლოგოსფერო" :D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates