Posts mit dem Label წავიდა პოზიტივში werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label წავიდა პოზიტივში werden angezeigt. Alle Posts anzeigen

16.01.11

finding hope

იმედი, როგორც არ უნდა უარვყოთ, მართლა ყოველთვის ბოლოს კვდება.
ხანდახან, როცა არ ელი, იქ იპოვნი და გაგეღიმება.
მაგალითად, ამ საიტებზე:

Love gives me hope
Kids give me hope

ის, რომ ვიღაცას შენი იმედით დღეს ულამაზებ, ან შენს ემოციას უზიარებ, ხომ არის ნეტის დიდი დამსახურება?!

დღეს მთელი დღე, ძალიან ჩვეულებრივი და უფერული დღე, გავატარე მეგობრებთან საუბარსა და ამ პატარა შეტყობინებების კითხვაში და საბოლოო ჯამში იმდენი პოზიტიური ენერგია დავაგროვე, აუცილებლად უნდა დამებლოგა და გამეზიარებინა. რა უცნაურია და ისევ სოც.მედიის საშუალებით :)

enjoy :)



ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის ფავორიტები:






17.10.09

რა სარგებლობა მოაქვს ჩაბარებულ Vordiplom-ს

ეს იქნება ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი ამ კონკრეტულ გამოცდებზე. 3 თვეა თემა ლაიტმოტივად გასდევს ბლოგს. ბევრი მგულშემატკივრობდა ბლოგერულად, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა. თქვენ არ იცით, რა ჩაიდინეთ (პოზიტიური გაგებით :D) :*

ამ პოსტიდან 3 თვე გავიდა და მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ როგორ მიუწვდომლად მეჩვენებოდა... ახლა კი, მეორადის ერთი გამოცდაღა დამრჩა და ოფიციალურად გადავდივარ ვიწრო პროფილის არჩევის რეჟიმში :)

აღარც მინდა წინა წლის ოქტომბრის გახსენება, როდესაც მეგონა, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. ამ წუთას სრულიად ძალაგამოცლილი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ღირდა... :)

ეს გამოცდები რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი?
სანამ LMU-ში თითქმის ყველა სპეციალობა გადავიდოდა Bachelor+ Master სისტემაზე, არსებობდა Diplom. სპეციალობას ეუფლებოდი 5 წლის განმავლობაში. ბაკალავრისგან განსხვავებით, არ გქონდა წნეხი, 1700 საგნის ერთად ჩაბარებისა და 3 წელში 5 წლის მასალის ჩატევის. გქონდა საშუალება, აგერჩია, რომელი საგნის ჩათვლას გააკეთებდი. სამაგიეროდ, ყველა გავლილ საგანში 5-6 სემესტრის შემდეგ გქონდა ზეპირი გამოცდა. თუ ამ გამოცდებს ჩააბარებდი, გქონდა უფლება ვიწრო პროფილი აგერჩია და დარჩენილი 2,5 წელი გესწავლა დიპლომის დაცვამდე და იგივე სახის ზეპირ გამოცდებამდე. ასეთი სახის გამოცდა არ აქვთ ბაკალავრებს. ისინი წარადგენენ ყველა ჩათვლას და თავისუფლდებიან შუალედური გამოცდებისგან. ბაკალვრი+ მასტერის შემოღება ცალსახად ფულის დაზოგვის დიადი მცდელობაა, რომელიც უშუალოდ გადადის სტუდენტების ნერვებზე. :D მე მქონდა ბედნიერება, მომესწრო და ჩამებარებინა Diplom Medieninformatik-ზე :P ბაკალავრებს რომ ვუყურებ, გული მისკდება :D რაღაც გადაფრენით აბარებენ საგნებს. თუმცა, შეუმცირეს პროგრამა და სემესტრის ბოლოს მხოლოდ დიპლომის სტუდენტები ვისმენთ ხოლმე დამატებით ლექციებს, რომლებიც გამოცდაზე ჩვენთვის მოვა.


ჰოდა, სწორედ ეს გამოცდები მქონდა. ჯერ რომ დავეშვი საერთოდ, უნდა მქონოდა მინ. 9 ჩათვლა სხვადასხვა საგანში, რომლებსაც წერითი გამოცდების ჩაბარებისას ვიღებდი მთელი ამ სემესტრების განმავლობაში. შემდეგ საგნები მოათავსეს 5 დიდ ბლოკში და თითო ზეპირი გამოცდისას მცდიდნენ 2-3 საგანში.

და მგონი, გავედი ბოლოში :D


ბოლო მონაცემებით ჭრილში მყავს 2,3... ეს ფრიად კარგი შედეგია.

პოსტის სათაურს რომ დავუბრუნდეთ, ამ ჩაბარებულ 4 გამოცდას და ჭრილში მიღებულ ნიშანს მოაქვს ის სარგებლობა, რომ 4,0-იც რომ მივიღო ბოლო გამოცდაში, საბოლოოდ მაინც კარგი ნიშანი მეყოლება მთლიან Vordiplom-ში. (აქაური სისტემა 1,0= ჩვენი ხუთიანი, 2,0=ჩვენი ოთხიანი და ა.შ. 4,0= ჩვენი სამიანი და 5,0= ჩაჭრა :D თითო ნიშანი იყოფა კიდევ სამ ნაწილად... ცოტა რთული სისტემაა)


მთლიანად ჩაბარებულ Vordiplom-ი მიხსნის ვიზის გაგრძელებისას ბიუროკრატების წუწუნისგან. ასევე მაძლევს საშუალებას, აუღელვებლად გადავიდე სწავლის შემდეგ და ბოლო ეტაპზე. ბევრი კარგი სამსახურის ძებნისას ჩაბარებული Vordiplom-ი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ყველაზე მთავარი, მაგრამ ჯერ გაურკვევლი პლიუსი კი მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება... შეეეიძლება, თუ ძალიან გამიმართლებს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი "მოსტიპენდიო" ფულადი დახმარება მივიღო. სტიპენდია სხვა სფეროა, პრინციპში. ამ შემთხვევაში თვიურად გერიცხება რაღაც თანხა ანგარიშზე, რომელიც სწავლის დასრულების და შენი პროფილით მონახული სამსახურის შოვნის შემდეგ უნდა დაუბრუნო სახელმწიფოს(თუ არ ვცდები სრულად არა... უნდა გავარკვიო). გუშინ გავიგე, რომ ეს ეტაპი გავლილი უნდა მქონდეს, განაცხადი რომ წარვადგინო... ჰოდა, ვცდი... ჩემი რა მიდის :D


ყველაზე დიდი სარგებლობა ამ გამოცდების ჩაბარებამ მოუტანა ჩემს თვითშეფასებას და სულიერ სიმშვიდეს. ახლა ერთით ნაკლები პრობლემა მაქვს, რაც თავისთავად ძალიან კარგია.


ჰოდა, ბოლო გამოცდაში რომ არ ჩავიჭრა მოულოდნელად, უნდა დავჯდე ახლა და 4 წიგნი + დაახლოებით 12 სტატია უნდა წავიკითხო და დავამუშავო... თქვენ კი, დიდი და დიდზე დიდი მადლობებეი და 2kiss-ები თანადგმოსთვის :*

19.09.09

My Baby's Birthday

სანამ ჩემები მეყოლება, ჩემთვის დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი მამრის დაბ.დღე დადგა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 6 წლის წინ ვიყავი მის დაბ.დღეზე და ისიც სამშობიაროს ეზოში გავათენე ღამე, ყოველ 19 სექტემბერს მთელი ჩემი არსებით თბილისში ვარ.

Happy Birthday, baby boy :* :*

love u soooo much

01.08.09

ვსe, მორჩა :D

მორჩა სემესტრი. დასრულდა წამება, თითქმის. მხოლოდ ორი მოკლე რაღაც და ეგაა...

ჰოოოდა, გუშინ ძალიან ისეთი დღე იყო: ბოლოჯერ მივედით პრაქტიკაზე გამოცდამდე. ვინაიდან ის ტიპი შვებულებაში მიბრძანდება. ჰოდა, ყველაფერი უნდა მოგვესწრო.

რამდენჯერაც შემოვიდა, იმდენჯერ რაღაც სხვანაირად მოუნდა ყველაფრის გადაკეთება. ანუ, დისტანციურზე ხან ერთ ღილაკზე უნდოდა მანქანის სისწრაფის დარეგულირება, ხან მეორეზე. მამენტ, ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც დავიღალე.

(საუბარია ამ დისტანციურზე)


ჰოდა, ჩემი მეწყვილე რომ წავიდა, კიდევ ერთხელ შემოიხედა და ბოლომდე სანამ არ გამამართინა პროგი, მანამ არ წავიდა :D ლოლ, და ძალიან საყვარლები ვიყავით, რაღაც დააპროგრამა და არ იყო სწორი და ჰმმმ... ესეთები რო ვუყურებდით და მე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ძალიან ვიამაყე თავით. თან ვუთხარი, რა სასიამოვნოა, რომ შენც გეშლებათქო :D

ძალიან უშუალოა ხოლმე, როდესაც თავის საქმეზე ფიქრობს და ძალიან კარგ აურას ქმნის იმისთვის, რომ დაჯდე და შენც იფიქრო.

მერე, რომ მოვრჩით, წამო ახლა და დაბლა ჩავიტანოთ, ვატაროთო... აქ დამერხა: საერთოდ ჩაინიკი ვარ თამაშებში, Facebook-ის ფეთსაც ვერ ვათევზავებ, რა wii-ს მანქანის ტარებაზეა საუბარი. მარამ მაინც ვატარე და რა სასაცილო იყო: ლექტორი და სტუდენტი შუა ჰოლში ატარებენ მანქანას :D
და ჩემთვის ორმაგად საამაყო და რაღაც ისეთი შეგრძნება, რომ ეს მანქანა რომ დადის, ჩემი დამსახურებაა (ნუ, იასნა, მთლად ჩემი არა, ჯგუფური სამუშაო იყო და ეს ტიპიც დაგვეხმარა).

მიყვარდა ჩემი თავი მთელი დღე. ახლა მთავარია შუქებიც დავუპროგრამოთ და ის ზეპირი გასაუბრება ჩავაბაროთ იმ ტიპთან და juhuuuuu :D მოვრჩებით :D




კარგი სემესტრი მქონდა. მეორე საგანში რაღაც პროტოტიპი უნდა გადაგვეღო ჩვენი პროექტისთვის და ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა ჩვენი, სადაც ბრმის როლი შევასრულე :D ჰოდა, საუკეთესოებს ლექციის ინტერნეტ გვერდზე დადებენ... juhuuuu :D

მაგრამ ახლა შემდეგი გამოცდები და ვაიმე, დედი, ნერვიულობები... და ჯერ არ დამიწყია სერიოზულად, ხვალიდან უკვე, უნდა ჩავუჯდე ძალიან დიდი მოტივაციით...

წინა ორი დღე sweet word-ების შეგროვებას მოვანდომე :P

და აღმომიჩინეს, რომ საერთოდ არ მაქვს სინაზის აღქმა, რადგან my beautiful flower-ით რომ მომმართოს ვინმემ, შეიძლება იქვე გონება წამერთვას სიცილისგან... რა ყვავილი, ბიძაჩემო :D :D
:mo:
გოგოებმა დააკომენტეთ რა, რა აზრის ხართ ამ შედარებაზე :chuckle: :D იმედია, მხოლოდ მე არ ვარ ფრიკი :D
თუმცა, უნდა ვაღიარო, ბოლოს საკმაოდ კარგი რამეები დაგვიგროვდა... :blush: already missing it all :user:


ჰოდა, გავედი ახლა, იმ იმედით, რომ ხვალ აუზზე წავალ და სანამ აუზზე წავალ, რამეს ვიმეცადინებ. სუ თავში უნდა ვურტყა წიგნები ჩემს ესოდენ ზარმაც თავს :D

29.07.09

ჰალელუია (c) ania

ვაიმე, იბადება, იბადება :D


ძლივს გადაწყვიტა ეკადრა გამოძრომა...



ააააააააა... აი ემ ბექამინგ ე ბებია... კიარადა, ჰაჰ, Doloress, U go, Girl :2kiss: :2kiss:

30.06.09

მაი ლავლი Fეტიშ :D

ვაღიარებ, ვაღიარებ, ფეტიში მაქვს ლამაზი მამრების. მიუხედავად იმისა, რომ მიწასთან გავასწორე მათი მოდგმის რაღაც ნაწილი წინა პოსტში :P მმმმ... სიმალაზეში არ ვგულისხმობ, "კაცის კვალობაზე ლამაზია", "კაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოს", "მთავარია მანქანა და ფული, თორემ კაცი ლამაზი არ უნდა იყოს" მოსაზრებებს. დიახაც, რომ ლამაზი უნდა იყოს და მაიმუნთან შედარება კი სირცხვილი უნდა იყოს. დიახაც, რომ fuck ფული, თუ თვალდახუჭული იჯექი მის გვერდით, რომ შემთხვევით არ შეხედო და ხასიათი არ გაგიფუჭდეს.

ნუ, ყველას თავისი გემოვნება აქვს, არ ვდავობთ :D ან სულაც, ვხოცავთ ერთმანეთს, მაგრამ მმმმ... აი, ამას რომ შეხედავ, გიტარისტს ვგულისხმობ(Nuno Bettencourt), როგორ არ უნდა აგიკანკალდეს მუხლები??? FUCK, is he hot or what? :mmmm:






მაგრამ, აი სოლისტიც ხო, თითქოს არაა ლამაზი, თითქოს არ ჯდება ჩემს მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებში, მაგრამ მმმმ....გემრიელ... შთამბეჭდავი სახის ნაკვთები აქვს. he's got something ;)


ჰმმ, გადმოვალაგოთ ბარემ სხვა ფეტიშებიც Nuno-ს მაგალითზე:
ხმა აჰ, არ განვავრცოთ, გული გამისკდება. ხმა არის რიგით მეორე, რასაც ყურადღებას ვაქცევ :yes: აუცილებელია დაბალი ხმის ტემბრი, აი, ისეთი, მშვიდი ტონით... ხმამაღალი ხალხი, ჩემი ჩათვლით, მაფრთხობს :D მგონია, რომ ჩხუბობენ.

კანი- არ ვიცი, როგორ ავხსნა: უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის სტრუქტურას. ამ კრასავჩეგს აქვს სრულყოფილი კანი, სოლისტსაც პრინციპში. + წვერის ნატამალი არ უნდა არსებობდეს სახეზე :yes: ეს ფსიქოლოგიური სტრესის შედეგია და შეგუებას დაექვემდებარა ერთადერთ შემთხვევაში.

ხომ... კიდევ ისა, მუცლის პრესი რომ აქვთ გავარჯიშებული და პატარა კუბიკები რო ეჩითებათ მუცელზე :totallyinlove:

და კიდევ სიმაღლე. ჩემი 160 სმ-ის პატონისგან თავხედური მოთხოვნაა, მაგრამ მმმ 180 სმ როგორც მინიმუმი უნდა იყოს მამრი :yes: ზემო ზღვარი, ალბათ, ასე 1,94 :D ავძახებ ხოლმე, ჩამოთქო :D

ჰმმმ... კარგი, აღარ გავაგრძელებ. გადმოვალაგე ყველაფერი რა, ufff... მე უტიფარი :D



ჰოდა, ასეთი მამრი needed :yes:
უკვე ვიცი, რომელმა ჰორმონებმა გამოიწვიეს ახლა ეს პოსტი და ასევე მინაწერი სკყპეზე: "ბავშვი მინდა კოკისპირულად" :D

22.06.09

A British Man needed :D

facebook-ის მორიგი ტესტი:

What nationality should You Date?




და აჰა, ისიც: სანუკვარი პასუხი:









ბრიტანელი კაცთან კი არა, ასეთი აღწერის მქონე ნებისმიერი ერის წარმომადგენელთან მექნებოდა Date+ თუ Babyface-იც იქნებოდა, ხომ საერთოდ :D

02.06.09

Happy Birthday to ME

ოოდა, მომილოცა.... მომილოცა :D





დაბდღის იდეალური საჩუქარი იქნებოდა ეს:




მოკლედ ყურებამდე და ზემოთ შეყვარებული ვარ ჯერედზე :user:

მმმ....


5 დღეში ყველა ფილმი ვნახე, სადაც თამაშობს + 30 Seconds to Mars-ზე ვიძინებ და ვიღვიძებ + ერთი 90-იანი წლების თინი-სერიალის ნაწყვეტებსაც კი ვუყურე, მაგის გამო :D


luvya... luvya....






Isn't he perfect???? :love: :love:

30.05.09

აი ემ სოუ ქუულ :D

:yes:

:yes:


ესე იგი, 3 თვეა შაქარს არ ვიყრი ყავაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეში მინიმუმ 6 დიდ ჭიქა ფილტრის ყავას და მინიმუმ 5 ჭიქა ჩაის ვსვამ, გამოდის, რომ ამ დროის განმავლობაში ორგანიზმს ავაცილე დღეში საშუალოდ 30 კოვზი შაქარი :Oo


2 თვეა მაკარონი და იტალიური სამზარეულო თავის პიციანად მივაბარე ღრმა წარსულს. არადა, რთულია, სახლში რომ მოვდივარ ყველაზე იოლად და სწრაფად ეგ კეთდება :S

3 კვირაა არ მიჭამია პური, მოსუხარო რაღაცაზე გადავედი. ქართულ რეალობაში არ მოიპოვება და ვერ ავხსნი რაც არის. იმასაც რუხი ფქვილისგან დამზადებულს მივირთმევ...

ჰო, შიგადაშიგ ტკბილეულზე უარს არ ვამბობ და დანარჩენ საკვებს, ტიპა ხორცეული, რძის ნაწარმი, ბრინჯი და ა.შ. მივირთმევ ჩვეულებრივ. არ ვაწესებ არანაირ ლიმიტს, რადგან ჩემი ყველა წინა დიეტის სუსტი წერტილი იყო დაწესებული ლიმიტი.


კიდევ დავრბივარ კვირაში ერთხელ ნახევარი საათი და ასევე კვირაში ერთხელ ქართულ ცეკვაზე ვიხოცებით საშუალოდ 2,5 საათი...


ჰოოოდა, ურა , ვაშა, მრავალჟამიერ !!!

ნოემბერში დავიწყე ყოველთვე ამ ზომების ჩანიშვნა და მაისში ეს შედეგები მაქვს :D




30 ნოემბერი 2008 vs. 30 მაისი 2009

წელის გარშემოწერილობა: 81,5 vs. 75,5
მუცლის გარშემოწერილობა ჭიპთან: 92 vs. 84,5
თეძოს გარშემოწერილობა: 91,5 vs. 88,7




ჰა, ვარ თუ არა cool


:D


:yes:

:yes:

15.05.09

In love with Söhne Mannheims

ხო, ვიცი, ვიცი, რომ წინა პოსტი უკვე იყო ამაზე.
მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.
გუშინ ვიყავი კონცერტზე და ძველი სიმღერების პერfორმანსიც კი იმდენად შეცვლილი და ენერგიული იყო, მთელი 1,5 საათის განმავლობაში ინგრეოდა დარბაზი.


ბოლოს, უკვე რომ მთავრდებოდა, მეგონა,რომ ამას აღარ იმღერებდნენ, მააააგრამ, სწორედ რომ ამით დახურეს... ენჯოი...





ვგიიიჟდები ქსავაზე და საერთოდ, ყველაზე მაგ ჯგუფში ... მეტაფიზიკსზე აღარაფერს ვამბობ, ულამაზესი მულატია და რაღაც უუუუუუმაგრესი რეჩიტატივები აქვს... ახლა მეზარება და როდესღაც დავწერ ყველაზე სათითაოდ.


ჰოდა, 2 დღეა ამ სიმღერას ვატრიალებ, უუუპოზიტიურესია.

აი, ისეთია, დილით რომ ჩართავ და ხასიათზე მოგიყვანს, ცხოვრებას შეგაყვარებს, სამსახურში წასვლა არ დაგეზარება და ა.შ.


პ.ს. კონცერტზე ჩემს გვერდით 3 გერმანელი ქალი გაილეწა ლუდით , და ერთმა უცებ ჩანთიდან ამოაძვრინა პატარა პლაკატი წარწერით: Xavier, ich will ein Kind von dir (ქსავა, შენგან შვილი მინდაო) . ჰოდა, ქსავამ ბოლოს ნახა და ჩაეღიმა, როგორც იცის ხოლმე, და თითი დაუქნია, ნწ ნწ ნწ-ო, ტიპა, რეებს კადრულობთო :D



სამწუხაროა, რომ ბილეთები არ იყო, ხომ გავამდიდრებდი ჩემს Door of Fames-ს ...

14.05.09

სკყპე ფრთიანი ჰაზრები

რაღაც, სულ მეუბნებიან, შენი ნაწერებით ფილმის გადაღება შეიძლებაო.
დავინტერესდი, დავაკოპირე ყველა და რავი, რომ გადავხედე, არანაირი კინო...
just, განწყობები, განწყობები...

დაახლოებით 20 დღის განმავლობაში შეცვლილი თაითლებია..
ინჯოინ :)






I'll make u Banana Pancakes :love:

მკვლელი ცხრილი მაქვს (smoke)

მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დრო... იოლად მისაჩვევი... :love:


მაი თავ ის ბლოუინგ აპ ეგეინ :S


მობილურს არ პასუხობსო (rofl) (rofl) დატყდომაც ასეთი უნდა (nod)


он для нее на всё готов, только это... :no: :)


ჩემს ერთ საგანს აქვს თავისი ვებ-გვერდი, რომელსაც ღამე თიშავენ, იმჰო (rofl)


Дорога мой дом и для любви это не место :)


თქვენი ხმა არ გავიგო !


saertod ver agviqvamen kacebi ( c) dzibil :D :D :D


რამე საიტი არსებობს, საიდანაც თბილისში ადამიანის მისამართს გავიგებ?


ისე კი მარკის სკალპელის ქავეშ დაწვებოდა კაციიიიიი ( c) nino877 (rofl)


http://www.youtube.com/watch?v=wLLLJXWYwtI :D :D :D


today is the day.... (l)


chemi dedamtili winaswar ar mevaseba (smoke) they are just Monsters In Low (evil) :monstromtili:


ვაზაპ???? Ich bin doch kein Kio :D:D:D


me shen da shen me, rogorc mdinare, tavs rom ver anebebs zgvas (l) (l)



Was wird mich erwarten, wenn ich wieder komm? Wenn ich wieder komm, komm ich zu dir :)

12.03.09

ძალიან მშვიდად, ძალიან ჩუმად

ასეთი მშვიდი ხმები მინდა ...





So please
Let's take these broken hearts and use
Let's use only what we really need
You know we only have so little
So please
Take these broken hearts and leave



რაღაც ისეთია, რომ წესით უნდა გეტირებოდეს, მაგრამ უსმენ და იღიმი...

"ძალიან მშვიდად, ძალიან ჩუმად, იმიტომ, რომ სიჩუმის მუსიკა ყველაზე დიდი მუსიკაა" (c) ნინო.


:)





28.01.09

თემა შემომიგდეთ

ოდა, ამდენი დღე სად ვარ?

აქ ვარ, არსად არ წავსულვარ. ვკითხულობ სხვების ბლოგებს, ვცდილობ რაღაც ვიმეცადინო, 8234987364547 ცალ პრობლემას ერთი მაინც გამოვაკლო და ასე...

ესე გი, ეს არ იქნება წუწუნ-პოსტი. ეს იქნება, აი პოზიტივში გადაბარგების პოსტი!!!!

"Was nicht passt, wird passend gemacht" პოსტი. ამიტომ, გავიხსენებ, რა გავაკეთე კარგი ამ კვირასა შიგან....


- გავაგზავნე მაილი ახალ ჯობზე და 1 კვირის შემდეგ მოვიდა პასუხი, CV მოაყოლო ეგებო... ახლა ველი ლუბაჩკას, რომ გადამიღოს სურათი და გავუშვა... მმმმმ... ოოო, ეგ თუ გამოვიდა, კაი იქნება...
სამსახური: რაღაც ინტერნეტ-ტესტების მომზადება და მერე მათი დამუშავებაო. რაღაც მედიის ფირმაში თუ ტელევიზიაში თუ რაღაც ეგეთში. თან აქვეა ჩემთან ახლოს, დროს ვიგებ ბევრს მისვლაში. მართალია, ძველიდან წამოსვლა მომიწევს, მაგრამ პლიუსები აქ უფროა. თან 9 თვეა მარტო და ისევ დავბრუნდებითქო, ძველში დავიბარე


- ერთ-ერთ საგანში ჩავაბარე ყველა დავალება, ანუ გამოცდაზე გასვლის უფლება მოვიპოვე. იმედია, გამოცდას ჩავაბარებ.

- ველაპარაკე მამაჩემს. მაგრად მაკაიფა ჩემს ძმაზე... I love my Dad and I love my Bro (მარა უმცროსი Bro :D )

- ველაპარაკე ანას. გამომიცხადა, ბებომ ტუკიკი მიყიდაო რო გაიზრდება, წავაკითხებ ბლოგზე, რეებს სულელობდა ხოლმე :D

- ვიყავი სუშიზე თანამშრომლებთან ერთად.... მმმმ... აი, გასკდომამზე შემიძლია ვჭამო...


- დავიმატე facebook ზე რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც რეალში არ ვიცნობ, ასევე თანამშრომლები და ერთიც 2 წლის წინ შემთხვევით გაცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი, რომელსაც საქართველოზე აბოდებს. რამდენიმე წლის წინ ვირტუალური ნაცნობობების ცუდად დამთავრების შემდეგ მსგავს რაღაცეებს ვერიდები ხოლმე, მაგრამ ახლა დრუგოე დელო, მორიდებული ნაცნობობა მაქვს :D


- ჩემს დას გავუგზავნე ჩემი ძველი SE 850i


მე 4 თვის წინ გადავედი ამაზე: XDA-Diamond


- შემიყვარდა ახალი Baby-face ტიპი... . ნუ, შემიყვარდა, რა... შიგადაშიგ ახალი სახეებით აღვფრთოვანდები ხოლმე. სურათის ქოფირაითი არ მაქვს, ამიტომ ვერ დავდებ (სხვებზე ხომ მაქვს, აი ), ზატო ლინკს დავდებ, ჩემი ნაცნობი ფოტოგრაფის მოდელია
აი, ლინკი
მმმმმ... გემრიელ
მივიღებ იდეებს, როგორ გავიცნო :D

- ერთ სოც. ქსელზე შემთხვევით აღმოვაჩინე მამაჩემის ჰამბურგში მყოფი დეიდაშვილები და გავიცანი (დიდები არიან ჩემზე გაცილებით და ამიტომ მე არ ვიცნობდი). ჰამბურგში წავალ ახლო მომავალში, ანუ...


- გავიგე ერთი ძალიან კარგი ამბავი, ჯერ ვერ გავაბაზრებ, ჯერ ჩშშშ.... მაგრამ , აი ძალიან კააარგი ამბავია და ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ დადებით პასუხს... მმმმ....




ჰო, მეტი რა, ვუვლი გაი+რიჩის წარმატებით...

და ვიქმნი განწყობას, უმეტესწილად ჯაზით :)


"შემიქმენით განწყობა, ქალბატონო..." (c) მე :)


ვსe...

18.01.09

უნდა დავდო, რაა...

დღეს, ანუ 19 იანვარს, ღამით, უკვე მესამე წელია, ვუსმენ ერთსა და იმავე ფოლდერში მოთავსებულ სიმღერებს. ფოლდერის სახელს არ დავწერ. საერთოდ, ამასაც არ უნდა ვპოსტავდე, შეიძლება, მაგრამ ამ ბლოგზე, არ მგონია, ისეთი ვინმე იხედებოდეს, ვინც პარალელებს გაავლებს პოსტთან. იმიტომ კი არა, რომ რამის მეშინია... უფრო იმიტომ, რომ, ზოგადად, ადამიანებს, ვისთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს, არ ვუქმნი პრობლემებს. შეიძლება, კი არა, დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა აღარაა წლების წინანდელ ამბებში, მაგრამ მაინც არ გამიხარდება არანაირად, ჩემდა უნებურად ვინმეს სირთულეები რომ შევუქმნა.
რაც შეეხება კარგ მოგონებებს, ყველაფერი მაინც ფარდობითია... კარგთან ერთად, უუუამრავი ცუდიც შეიძლება გავიხსენო ამ მთელი ამბიდან. უფრო მეტიც, დარწმუნებულიც არ ვარ, რომ ის კარგი მართლა იყო და რომ ვიღაცა ჯგუფურად არ ხალისობდა და თხზავდა ისტორიებს. ალბათ, ვერც ვერასდროს გავარკვევ, მაგრამ ეს არცაა არსებითი.
შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მიხვდე, რომ რაღაც ვერ გააკეთე კარგად, შეიძლება მთელი ცხოვრება პირიქით გეგონოს და შენი საქციელით ამაყობდე, შეიძლება გულის სიღრმეში სინდისი გქენჯნიდეს, მაგრამ რეალურად, ყველას აქვს გამოცდილი, რომ ეს არსებულ სიტუაციას არ ცვლის. :)
ჰოდა, რაც მე ვიცი ამ ისტორიიდან, არის ის, რომ სწორადაც მოვიქეცი და შეცდომებიც დავუშვი, რაღაც ვისწავლე, რაღაცის რწმენა დამეკარგა, რაღაც გამიხარდა, მაგრამ უფრო მეტი მეტკინა და რომ, ეს თურმე კატასტროფა არაა. ვამაყობ ჩემი თავით, რომ არ დავიბოღმე. :)
ახლა მაგ ფოლდერში აღმოვაჩინე ჩემი დასეივებული .txt ფაილი. რა საწყალი ვარ, რამ შემანახინათქო, კი ვიფიქრე, მაგრამ რომ წავიკითხე, მაინც გამეღიმა... :)

ჰოდა, ეს სიმღერა



და ფოტოც






და მოვრჩი ქაქანს :)

20.11.08

თავს შემოუძახე!!!!

ნინო, ანუ, დედა N.2 როგორც იტყოდა :D


ჰოდა, ხვალიდან ამ ქიქინ მაი ესს!!!
ვოტ, არ დავინახო აქ დეპრესიები და ასოციალურობები.....







და როგორც მადი იტყოდა კიდევ:


Pech gehabt, so eine Frau verloren !!!!

28.08.08

12.12.2009

ეს არის დღე, რომლის ჩათვლითაც ოფიციალურად მაქვს უფლება ვიარსებო დოიჩლანდში.

:aeeee:

02.07.08

და-მაცადე

მომენატრა ჩემი კულულები.....


დამაცადე!!!
და მაცადე
მოვიფიქრო, რა დავწერო
ამ პატარა ოთხკუთხედზე
ფურცელი რომ ჰქვია...

მოვიფიქრო?
„ლექსი მეწყერი“-ს ამბიცია არ მაქვს ნამდვილად,
მაგრამ მართლა თავისით მოვიდა...

უუზარმაზარ ფანჯრის მინაში
ჩემი სახის ანარეკლი დავინახე_
ხუჭუჭა, აწეული თმებით,
ორი კულული ლოყაზე რომ მეხება...
და ისეთი მოწყენილი იყო, რომ...
გავუღიმე...


ვიცი, ხვალ ვიღაც მეტყვის:
“ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება!!!! “


:)

30.06.08

Uffffff

აეეეეეეეეეე...

ჩემი ერთკვირიანი "ჭმუნვაი იგი" საბოლოოდ დაასრულა დღეს ბატონმა ტორრესმა თავისი ულამაზესი გოლით....

და მმმმმმმმ.....
ჰეჰ, რა კარგია....
პააატარა ბიჭი, რომელმაც დღეს ძალიან "დიდები" დააბნია...

და ჭმუნვა რისგან იყო გამოწვეული, არ ვიცი.... აი, რუსულ ფილმში როა: ზასადა, ჩუვსტვუიუ, ვსეგდა ჩუვსტვუიუ-ო (რუსული ფონტი არ მაქვს .... სამწ.), ზუსტად ეგრეა რა. ჰოდა, მერე დავასკვენი, რომ მე არ ვარ ის, ვინც ამ ისტორიაში უნდა დარდობდეს და ჰოი, საოცრებავ: მშვენივრად ვგრძნობ თავს. უბრალოდ, მშვიდად ვზივარ და ველი, როდის დადასტურდება ჩემი ვარაუდი.... :)
მამენტ, ბევრი არაფერი შეიცვლება მაგით. Just, საწყენია, ლამაზი ამბები რომ სრულდება.
მაგრამ არა უშავს, ყველაფერი არაა ისე, როგორც მე მინდა და ამასაც არა უშავს.... მთავარია, ტყუილების არარსებობა და გარკვეულობა. იქ, სადაც ამ ორი ფაქტორის დეფიციტს განვიცდი, როგორც წესი არ ვრჩები ხოლმე.... ჰოოოოდა, the next please თუ როგორცაა.... ანუ, განვაგრძეთ გზაი იგი
:რასწერვავარმლიაჰსმაილიკი:


უდავოდ, პოზიტივისკენ წასვლის კატეგორიის თემაა :D :D :D

21.05.08

I don't believe in Yesterday...

არა რა...
არ მიყვარს გუშინდელი დღე...

იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს ვსწავლობ მისგან და დღესაც და ხვალაც იგივე სისულელეს ჩავიდენ...

არც "აი, ნეტავ, ასე რო მექნა, რა მოხდებოდა"-თი შეიცვლება რამე. აზრი არ აქვს რა, მოხდა უკვე და ... თან უფრო ფუჭდება მასე ფიქრით ყველაფერი. თუმცა, ამ ყველაფერზე როცა ფიქრდები, იდეაში... უკვე გვიანია...


ხოდა, აი, ნეტავ, ასე რო მექნა, რა მოხდებოდა???
რა და ხზ... კაია, რო მასე არ ვქენი :D






და უუუუდასალაგებლესი დღევანდელი დღე მაქვს .... და ვუცდი, როდის შევწუხდები და დალაგებას როდის დავიწყებ ....

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates