15.05.09

In love with Söhne Mannheims

ხო, ვიცი, ვიცი, რომ წინა პოსტი უკვე იყო ამაზე.
მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.
გუშინ ვიყავი კონცერტზე და ძველი სიმღერების პერfორმანსიც კი იმდენად შეცვლილი და ენერგიული იყო, მთელი 1,5 საათის განმავლობაში ინგრეოდა დარბაზი.


ბოლოს, უკვე რომ მთავრდებოდა, მეგონა,რომ ამას აღარ იმღერებდნენ, მააააგრამ, სწორედ რომ ამით დახურეს... ენჯოი...





ვგიიიჟდები ქსავაზე და საერთოდ, ყველაზე მაგ ჯგუფში ... მეტაფიზიკსზე აღარაფერს ვამბობ, ულამაზესი მულატია და რაღაც უუუუუუმაგრესი რეჩიტატივები აქვს... ახლა მეზარება და როდესღაც დავწერ ყველაზე სათითაოდ.


ჰოდა, 2 დღეა ამ სიმღერას ვატრიალებ, უუუპოზიტიურესია.

აი, ისეთია, დილით რომ ჩართავ და ხასიათზე მოგიყვანს, ცხოვრებას შეგაყვარებს, სამსახურში წასვლა არ დაგეზარება და ა.შ.


პ.ს. კონცერტზე ჩემს გვერდით 3 გერმანელი ქალი გაილეწა ლუდით , და ერთმა უცებ ჩანთიდან ამოაძვრინა პატარა პლაკატი წარწერით: Xavier, ich will ein Kind von dir (ქსავა, შენგან შვილი მინდაო) . ჰოდა, ქსავამ ბოლოს ნახა და ჩაეღიმა, როგორც იცის ხოლმე, და თითი დაუქნია, ნწ ნწ ნწ-ო, ტიპა, რეებს კადრულობთო :D



სამწუხაროა, რომ ბილეთები არ იყო, ხომ გავამდიდრებდი ჩემს Door of Fames-ს ...

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates