30.05.09

აი ემ სოუ ქუულ :D

:yes:

:yes:


ესე იგი, 3 თვეა შაქარს არ ვიყრი ყავაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეში მინიმუმ 6 დიდ ჭიქა ფილტრის ყავას და მინიმუმ 5 ჭიქა ჩაის ვსვამ, გამოდის, რომ ამ დროის განმავლობაში ორგანიზმს ავაცილე დღეში საშუალოდ 30 კოვზი შაქარი :Oo


2 თვეა მაკარონი და იტალიური სამზარეულო თავის პიციანად მივაბარე ღრმა წარსულს. არადა, რთულია, სახლში რომ მოვდივარ ყველაზე იოლად და სწრაფად ეგ კეთდება :S

3 კვირაა არ მიჭამია პური, მოსუხარო რაღაცაზე გადავედი. ქართულ რეალობაში არ მოიპოვება და ვერ ავხსნი რაც არის. იმასაც რუხი ფქვილისგან დამზადებულს მივირთმევ...

ჰო, შიგადაშიგ ტკბილეულზე უარს არ ვამბობ და დანარჩენ საკვებს, ტიპა ხორცეული, რძის ნაწარმი, ბრინჯი და ა.შ. მივირთმევ ჩვეულებრივ. არ ვაწესებ არანაირ ლიმიტს, რადგან ჩემი ყველა წინა დიეტის სუსტი წერტილი იყო დაწესებული ლიმიტი.


კიდევ დავრბივარ კვირაში ერთხელ ნახევარი საათი და ასევე კვირაში ერთხელ ქართულ ცეკვაზე ვიხოცებით საშუალოდ 2,5 საათი...


ჰოოოდა, ურა , ვაშა, მრავალჟამიერ !!!

ნოემბერში დავიწყე ყოველთვე ამ ზომების ჩანიშვნა და მაისში ეს შედეგები მაქვს :D




30 ნოემბერი 2008 vs. 30 მაისი 2009

წელის გარშემოწერილობა: 81,5 vs. 75,5
მუცლის გარშემოწერილობა ჭიპთან: 92 vs. 84,5
თეძოს გარშემოწერილობა: 91,5 vs. 88,7




ჰა, ვარ თუ არა cool


:D


:yes:

:yes:

5 Kommentare:

  1. შენ რა ყოჩაღი ხარ.
    ერთი თვის წინ გავაკეთე ყგულავას დიეტა, მაგრად დამეტყო, მაგრამ ახლა დავეცი სულით :(

    AntwortenLöschen
  2. ყოუ'რე სო ცოოლ

    AntwortenLöschen
  3. eeeee, რა მაგარია.
    ყოჩაღ!

    AntwortenLöschen
  4. vau mtavara am shedegebs ar gautamamde da egre gaagrzeloo!!!


    bravo

    AntwortenLöschen
  5. @ ნან,
    დამიჯერე, ეგეთი ქრეშ-დიეტები პირიქით საშინელებაა. საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი. რასაც ვიკლებდი, 2 კვირაში ორმაგად მედებოდა სხეულზე :D


    @ უტვინო, კატტენ,
    მადლობა :)
    :irock:

    :D


    @ ჩორვენი,
    არა არ ვთამამდები.
    ამ ყველაფერს ისევ ვიცავ, პლიუს ახლა საღამოს 9-ის მერე ჭამას უნდა მოვუხერხო რამე. 9 იმიტომ, რომ დილის 4-5ზე ვიძინებ და საღამოს 6ის მერე შიმშილი უტოპიურია, იმჰო.





    პ.ს. პოსტში დამავიწყდა, რომ ჰულა-ჰუპს ვატრიალებ თითქმის ყოველდღე 6-7 წუთი (ნუ, ახლა ყოველდღე რა... ვცდილობ.
    პლიუს MS-სას ტრიალი ლოგიკურად ვარდება მხედველობის არიდან :D )

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates