Posts mit dem Label მაკიაჟი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მაკიაჟი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

03.01.10

December Beauty Products

1. Alverde- Augen make-up Entferner



საშინელებაა. თვალებს ისე მწვავს, რომ დაწითლებული მაქვს ხოლმე გაწმენდის შემდეგ. არც ისე კარგად აშორებს ტუშს. 5 ევრომდე ღირდა და ვთვლი, რომ წყალში გადაყრილი ფული იყო. ახალი უნდა ვიყიდო მაინც.

საერთო ჯამში, შეფასება: 0/5


2. Yves Rocher- ჰიგიენური პომადა ნუშის ზეთით.



შეფასება: 5/5.

ერთ-ერთი ტუჩის საცხია,რომელსაც პერიოდულად ვხმარობ. ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში 1,50 ევრო ღირს. თბილისში იმხელა ფასი ედო, სიცილი წამსკდა მაღაზიაში. მე აქ ძირითადად, online-shop-იდან ვუკვეთავ. გაწევრიანებულიც ვარ და ამიტომ, ხშირად მაქვს ფასდაკლებები. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ რამდენიმე პროდუქტს ვხმარობ მუდმივად. ჩემი ლეიბლი არაა ივ-როშე. სახის კანის მოვლის საშუალებებიდან თითქმის ყველა ვცადე, მაგრამ არცერთი მომიხდა. რასაც შემდეგი მაგალითიც ამტკიცებს:

3. Yves-Rocher- Cure Solutions.



შეფასება: 0/5

კიდევ კარგი, ტესტერი იყო. საჩუქრად მოყვა შეკვეთას. წესით, ჩემი სახე უნდა გამოეცოცხლებინა. შედეგად ისე დამაყარა, რომ დაფოთლილი დავდიოდი, სანამ მივხვდი, რომ უნდა დამენებებინა თავი და ჩემი ძველი კრემი მეხმარა ისევ.

4. Yves- Rocher- Handcreme




შეფასება: 5/5

4 წელია ამ ხელის კრემს ვხმარობ. ყველანაირად კმაყოფილი ვარ. საერთოდ, არ მაქვს უხეში ხელის კანი, მაგრამ კრემი მაინც აუცილებლად მჭირდება. ბევრი ვცადე აქამდე და უკვე კარგა ხანია, მხოლოდ ამ კრემს ვწყალობ. ფასიც (ასე 2 ევრომდე) ხელსაყრელია ჩემთვის, გამაღიზიანებელი სუნიც არ აქვს.

5. Yves Rocher- Nagellack-Duo.


ეს პროდუქტი თვის აღმოჩენა იყო. აქამდე ლაქს თითქმის ყოველდღე ვისვამდი თავიდან. ახლა ჯერ ფოტოზე შედარებით თეთრად რომ ჩანს, იმას ვისვამ, შემდეგ ლაქს და ბოლოს გამჭვირვალეს, რომ იბზინოს ლაქმა. ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ლაქიც რამდენიმე დღე ძლებს აქერცვლის გარეშე. ვერ ვიტან, ნახევრად აქერცლილი ფრჩხილებით რომ დადიან. :puke:

პროდუქტის ფასი: ასე 3-4 ევრო, ოღონდ ფასდაკლებით.

შეფასება: 5/5


სულ ეს იყო... მეტი ვერაფერი შევიძინე, ცოტა მომჭირნედ ყოფნის თვე მქონდა.



ჰო, კიდევ ვიყიდე 2 საყურე დავანდაზე. ეს არის online-მაღაზია, სადაც ძირითადად, ხელნაკეთი ნივთები იყიდება. უმრავლესობა მათგანი უნიკალურია. მასიურ წარმოებებს ვინც გაურბის, ძალიან კმაყოფილი დარჩება ამ საიტით. მე ფასდაკლების დროს ვიყიდე ორივე საყურე :





იხ. დიზაინერის ლინკი

შეფასება: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს, ფასიც (5.51 ევრო) თავისი გამოგზავნით ძაიან იაფია, მაინც 4/5, რადგან ოდნავ ოოოდნავ არამკვეთრია და რატომღაც ნუბურად ხელით ნახატს ველოდი. :D


ესეც მეორე:

იხ. ლინკი


ძალიან საყვარელია. ზომაც მოცემული იყო, მაგრამ მე რატომღაც უფრო დიდს ველოდი. თან გადარიცხვა დამიგვიანდა და მაინც უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა. ფასი 6.90 € .

შეფასება: 4/5, რადგან ერთი საყურე კარგად არ მაგრდება იმ სარჭით, რომელიც მოყვა და ჩემი სხვა საყურის სარჭს ვხმარობ.



სულ ეს იყო... :) იმედია, იანვარში უფრო მეტ რამეს ვიყიდი, რამდენიმე უკვე არჩეული მაქვს, მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას გააჩნია. :D

01.09.09

ყურით მოთრეული პოზიტივი

პირველ გამოცდამდე დარჩა 13 დღე.
ლოგიკურად დამეწყო პანიკური შემოტევები. ძააალიან მეშინია, აი ისე, რომ ადამიანები რომ მელაპარაკებიან, ვერ ვუსმენ... სულ იმაზე მეფიქრება, რამე რომ დამავიწყდეს, გერმანული სიტყვა რომ დამავიწყდეს, ვაიმე, რომ დავიბნე და ეგეთები...

ჰოდა, აუცილებლად მჭირდება პოზიტივი ასეთ დროს. ვინაიდან და რადგანაც სულიერი არსებები არ მიქმნიან განწყობას, მოვიფიქრე ახალი მეთოდი: მე შევუქმნი ჩემს თავს განწყობას! ვოტ! :D

ჰოდა, დილით (ყველაზე ადრე 12 საათზე) რომ ვდგები,იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე ისევ ჩემი პიჟამით ვიარო და წინ აღმართულ ხარაჩოებზე მოარულ მუშებს მივცე საბაბი, მოიფიქრონ 100 პატარა დეტალი, რომელიც მაინცდამაინც ჩემი ფანჯრის წინ უნდა გააკეთონ, საიდანაც ჩანს, როგორ დავმოძრაობ მოკლე შორტებით და გამჭვირვალე მაისურით, ვიცვამ და ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს. იმჰო, მაკიაჟს ვიკეთებ მხოლოდ მაშინ, როდესაც გავდივარ სადმე. სახლში რომ ვარ, თმასაც უბრალოდ ისე ვიწევ ხოლმე... გამართლების პონტში მქონდა, მაინც მარტო ვარ სახლში, ვინ უნდა დამადგესთქო :D
ჰოდა, ეს ბოლო 3 დღე ვამჩნევ აშკარად, რომ დიახაც მოქმედებს პოზიტიურად. მერე რა, რომ მარტო ვარ სახლში... ნახ. თუ ვინმე არ მნახავს წარბებაპრეხილს, ჩემს თავს ხომ მოვწონვარ? :ნარცისი:

ჰოდა, ამ ყველაფერს აგვირგვინებს ყავა... მმმმ.... პლიუს კარგი მუსიკა, ოღონდ შედარებით ხმადაბლა და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დავჯდე და მთელი ამ ქალური პოზიტივის დახმარებით გავარჩიო ალგორითმების თავისებურებები ლექციიდან, რომელიც არის სასტიკად რთულად დაწერილი, რომელსაც ვარჩევდი გუშინ მთელი დღე, მაგრამ რომელსაც დღეს მაინც გავარჩევ, no matter what...

ვოტ!

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates