Posts mit dem Label საყურე werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label საყურე werden angezeigt. Alle Posts anzeigen

12.01.12

10 day challenge - Day 8

Day Eight: Three turn ons.

აუ, სამის ნაცვლად სამასს ჩამოვწერდი, ჩემი ნება რომ იყოს (პრინციპში, ჩემი ნებაა, მაგრამ არ გადავუხვიოთ წესებს), რამეთუ საშინლად, საშინლად პრეტენზიული ვარ და ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას... OK, ფეხსაცმლის გარდა :D

ზუსტად სამის ამორჩევაც ძალიან ძნელია, რომ დავალაგებ სიას, მერე რაღაც მახსენდება და ყველაფერი თავიდან იწყება. ინტელექტი, იუმორის გრძნობა, კეთილი გული და ამბები გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით შემოვიფარგლოთ:
  1. გახვრეტილი ყური/წარბი/ტუჩი. ოღონდ, აი, ყურის ბიბილოების ადგილას რომ დიდი ხვრელია, ეგეთი არა :D
  2. ლამაზი სახე. არანაირი "სიმპატიური, კაცის კვალობაზე ლამაზი", იმენა, ლამაზი სახე, თავისი პატარა ცხვირით, დიდი შუბლით, გაპარსულობით, გადაუბმელი წარბებით და მისთანებით! ზოგადად, baby face.
  3. გრძელი თმა. უკეთესი იქნება მხრებამდე, თუკი სწორია (მმმმ... ამ დროს შეკრულზე არ დავკონკრეტდები :D) და წარბებამდე, თუკი ხუჭუჭაა. :D

მეორე პუნქტს რაც შეეხება, I know you see what I did there and I am sorry :D

პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
მესამე დღის პოსტი.
მეოთხე დღის პოსტი.
მეხუთე დღის პოსტი
მეექვსე დღის პოსტი
მეშვიდე დღის პოსტი

იხილეთ იდეა.


03.01.10

December Beauty Products

1. Alverde- Augen make-up Entferner



საშინელებაა. თვალებს ისე მწვავს, რომ დაწითლებული მაქვს ხოლმე გაწმენდის შემდეგ. არც ისე კარგად აშორებს ტუშს. 5 ევრომდე ღირდა და ვთვლი, რომ წყალში გადაყრილი ფული იყო. ახალი უნდა ვიყიდო მაინც.

საერთო ჯამში, შეფასება: 0/5


2. Yves Rocher- ჰიგიენური პომადა ნუშის ზეთით.



შეფასება: 5/5.

ერთ-ერთი ტუჩის საცხია,რომელსაც პერიოდულად ვხმარობ. ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში 1,50 ევრო ღირს. თბილისში იმხელა ფასი ედო, სიცილი წამსკდა მაღაზიაში. მე აქ ძირითადად, online-shop-იდან ვუკვეთავ. გაწევრიანებულიც ვარ და ამიტომ, ხშირად მაქვს ფასდაკლებები. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ რამდენიმე პროდუქტს ვხმარობ მუდმივად. ჩემი ლეიბლი არაა ივ-როშე. სახის კანის მოვლის საშუალებებიდან თითქმის ყველა ვცადე, მაგრამ არცერთი მომიხდა. რასაც შემდეგი მაგალითიც ამტკიცებს:

3. Yves-Rocher- Cure Solutions.



შეფასება: 0/5

კიდევ კარგი, ტესტერი იყო. საჩუქრად მოყვა შეკვეთას. წესით, ჩემი სახე უნდა გამოეცოცხლებინა. შედეგად ისე დამაყარა, რომ დაფოთლილი დავდიოდი, სანამ მივხვდი, რომ უნდა დამენებებინა თავი და ჩემი ძველი კრემი მეხმარა ისევ.

4. Yves- Rocher- Handcreme




შეფასება: 5/5

4 წელია ამ ხელის კრემს ვხმარობ. ყველანაირად კმაყოფილი ვარ. საერთოდ, არ მაქვს უხეში ხელის კანი, მაგრამ კრემი მაინც აუცილებლად მჭირდება. ბევრი ვცადე აქამდე და უკვე კარგა ხანია, მხოლოდ ამ კრემს ვწყალობ. ფასიც (ასე 2 ევრომდე) ხელსაყრელია ჩემთვის, გამაღიზიანებელი სუნიც არ აქვს.

5. Yves Rocher- Nagellack-Duo.


ეს პროდუქტი თვის აღმოჩენა იყო. აქამდე ლაქს თითქმის ყოველდღე ვისვამდი თავიდან. ახლა ჯერ ფოტოზე შედარებით თეთრად რომ ჩანს, იმას ვისვამ, შემდეგ ლაქს და ბოლოს გამჭვირვალეს, რომ იბზინოს ლაქმა. ძალიან კარგი ეფექტი აქვს. ლაქიც რამდენიმე დღე ძლებს აქერცვლის გარეშე. ვერ ვიტან, ნახევრად აქერცლილი ფრჩხილებით რომ დადიან. :puke:

პროდუქტის ფასი: ასე 3-4 ევრო, ოღონდ ფასდაკლებით.

შეფასება: 5/5


სულ ეს იყო... მეტი ვერაფერი შევიძინე, ცოტა მომჭირნედ ყოფნის თვე მქონდა.



ჰო, კიდევ ვიყიდე 2 საყურე დავანდაზე. ეს არის online-მაღაზია, სადაც ძირითადად, ხელნაკეთი ნივთები იყიდება. უმრავლესობა მათგანი უნიკალურია. მასიურ წარმოებებს ვინც გაურბის, ძალიან კმაყოფილი დარჩება ამ საიტით. მე ფასდაკლების დროს ვიყიდე ორივე საყურე :





იხ. დიზაინერის ლინკი

შეფასება: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს, ფასიც (5.51 ევრო) თავისი გამოგზავნით ძაიან იაფია, მაინც 4/5, რადგან ოდნავ ოოოდნავ არამკვეთრია და რატომღაც ნუბურად ხელით ნახატს ველოდი. :D


ესეც მეორე:

იხ. ლინკი


ძალიან საყვარელია. ზომაც მოცემული იყო, მაგრამ მე რატომღაც უფრო დიდს ველოდი. თან გადარიცხვა დამიგვიანდა და მაინც უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა. ფასი 6.90 € .

შეფასება: 4/5, რადგან ერთი საყურე კარგად არ მაგრდება იმ სარჭით, რომელიც მოყვა და ჩემი სხვა საყურის სარჭს ვხმარობ.



სულ ეს იყო... :) იმედია, იანვარში უფრო მეტ რამეს ვიყიდი, რამდენიმე უკვე არჩეული მაქვს, მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას გააჩნია. :D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates