დიალოგი სამარშრუტო ტაქსში:
ბიჭი: მე შენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ საკითხზე.
გოგო: მე არ მაქვს ჩემი აზრი და შენ რას ფიქრობ?
და მე ვზივარ და საკუთარ თავზე ვბრაზდები, რომ 3,5 წლის შემდეგ სახლში ჩასულს ყველანაირი მოგონება უკან მრჩება და პირველი ეს დიალოგი მომდის თავში აზრად.
ვბრაზდები იმაზე, რომ უკლებლივ (!) ყველა დედა უმუშევრობას შვილებს აბრალებს და ამ დროს არცერთი მათგანი არაა კლასიკური გაგებით full time mom.
იმაზეც ვბრაზდები, რომ ქალების ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად ცხვრის რეფლექსით აძლევს ქმარს/მამას/სტაიანშიკს, მაგრამ კაცს უფლებას, მეორე ხარისხოვანი ადამიანის რანგში ჰყავდეს. არაფერს ვამბობ, საწინააღმდეგო სქესის გულისამრევ შეხედულებებზე.
და აი, რატომ არ გკიდიაო, ვინმემ რომ მკითხოს, ყელში ვწვდები, ალბათ.
არადა, რა გემრიელად დავისვენე.
განახლებული ბათუმიც ვნახე...
ფეხებიც დამატყდა პლიაჟზე და ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სხვა ნებისმიერ სანაპიროზე ნამყოფი უცხოელი მეორედ ჩავიდეს მანდ... მე მაპატიეთ :D
ბათუმში გადაცხოვრებაც გადავიფიქრე, რადგან საერთოდ არაფერი ხდება საჩემო.
ჩემი დიშვილის დაბადების დღეზე ვიყავი პირველად (თავად დაბადებას თუ არ ჩავთვლით).
ბევრი კარგ და ახლო ადამიანს შევხვდი.
ბევრმა შეიცხადა, რომ ჯერ კიდევ ვერ გავთხოვდი :D
ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ამბობდნენ: "მე გვერდით არავინ მიდგას, მე არავინ მეხმარება"- WTF? რატომ არის ვინმე ვალდებული, დაგეხმაროს?! თან იმენა ვალდებული... ამაზე ცალკე პოსტს დავდებ, ალბათ.
რაც მთავარია, დავისვენე...
ჩამოვალ ერთ 2-3-4-5 წელში-მეთქი, დავიბარე :D
Posts mit dem Label Georgia werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label Georgia werden angezeigt. Alle Posts anzeigen
25.09.11
05.09.11
Checklist
- აქაური ბიუროკრატიის დედების დამშვიდება, რამე სიურპრიზი რომ არ დამხვდეს დაბრუნებისას. Check!
- საკვები და მომვლელი გაი&რიჩისთვის. Check!
- საჩუქრები. Check! (მადლობის თქმა ვისაც დაავიწყდება, უსიტყვოდ გამოვართმევ ხელიდან, თვალებში ჩავხედავ და ვკითხავ: really? )
- გამწყდარი ნერვები. Check!
- ამძვრალი სახე. Check!
- დედის გინების სტადიაში გადასული ხერხემალი. Check!
- პროექტი, რომელზეც უნდა ვიმუშავო, მინ. 3 საათი დღეში, მანდაც კი..... Check!
- ძმა, რომელსაც მინ. 2-ჯერ პირადად მე გავუგზავნე მობილური და მაინც უტელეფონოდაა!!!! WTF?! Check!
- და, რომელიც სმს-ზე პასუხს არ მწერს... It was not about her, you know, so why would she? :| Check!
- ტაქსი თბილისის აეროპორტში. მგონი Check! :ირგვლივრომყველასმანქანაჰყავსდაარავისაზრადარმოუვიდაშემოთავაზებადაFUA:
აქამდე არ ვიცი და ამ 10 პუნქტის მერე ნამდვილად მჭირდება დასვენება!
Abonnieren
Posts (Atom)
